ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი გარდაცვლილ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის
font-large font-small
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი გარდაცვლილ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...


ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე მაია ასათიანის შვილს, ნუცა მახვილაძეს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს უძღვნის:
"თვეებია ჩვენ შორის განსხვავება და დაახლოებით ერთ სიტუაციაში გავიზარდეთ.
პოპულარული დედები, რომლებმაც ასევე ერთ დროს დაიწყეს კარიერა.
მარტოხელა დედები, მაგრამ ყურადღებიანი მამები.
დედებმა ორივემ, პოლიტიკური ჟურნალისტიკით დაიწყეს.
შემდეგ ორივემ პირადი ტოქშოუ შექმნეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უყურებთ და ვინ არა, თავისი საქმე გააკეთეს, პლუს - ბევრი რამის პრეცედენტი შექმნეს.
მე დედამისისნაირი, სტაბილურად შავგვრემანი ვარ, ის დედაჩემისნაირად ჭრელია.
შემდეგ მე ავდექი და ამერიკაში წავედი.
ის ერთი წლის მერე პარიზში ჩავიდა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ, იანვარში პარიზში გადავედი სასწავლებლად.
გავიცანი გოგო.
წითელი თმით.
ბდღვრიალა.
ისეთი გოგო, ახლა რომ ახსნა დავიწყო, აუცილებლად იფიქრებთ, რომ ეგეთი კარგი ვერ იქნებოდა და ამეტებსო, ასე რომ, უბრალოდ გეტყვით, ყველასგან განსხვავებული.
აი, ისეთი კარგი, რომ ახლა მაგ ყველაფერზე ლაპარაკი რომ დავიწყო და ყოველდღე ნუცაზე ვწერო, მაინც არ ამომეწურება საწერი და ვიფიქრებ, რომ რაღაც დამაკლდა.
Fაცებოოკ-ი გარდა იმისა, რომ ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს, ასევე რაღაც კატეგორია ხალხისთვის არის უაზრო აგრესიისა და ნეგატივის ფრქვევის მექანიზმი, რისი მსხვერპლიც ხშირად გამხდარა მაია.
ასევე, დედაჩემიც.
ვიცი, ეს ყველაფერი რა რთულია.
ნუცა ოდნავ სხვანაირი წარმომედგინა.
მაგრამ მასში ალბათ ყველაზე განსაკუთრებული, რითიც აღფრთოვანებული ვიყავი და ალბათ, ოდნავ შემშურდა, ზუსტად ეს იყო, რომ ყველანაირი მასობრივი და საზოგადოებრივი კატეგორიებისგან შორს იდგა.
მივხვდი, რომ ამ ყველაფერს მის შინაგან სამყაროზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ამ ყველაფერმა მისკენ მიმიზიდა და მივხვდი, რომ ბევრი საინტერესო რაღაც გვქონდა წინ.
ასევე, რისი თქმაც დამავიწყდა, არის ის, რომ ჩემი პარიზში გადასვლა ძალიან სპონტანური იყო. სანამ ჩავიდოდი, 10 დღით ადრე გადაწყდა.
თებერვალში 10 დღე არდადეგები გვქონდა და სადღაც გავფრინდი. სამშაბათს დავბრუნდი.
ოთხშაბათს დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ ნუცა ცუდად იყო.
ბოლო წუთებში მომეცა იმის საშუალება, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი.
ამის შემდეგ კი მას ისე ვგრძნობ და იმ დოზით არის ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჩემი ნაწილი.
სიკვდილი გვერდზეა და არა შორს.
არ მჯერა, რომ რამე უაზროდ ხდება ამ ცხოვრებაში.
მჯერა, რომ შემთხვევითობაც არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შემთხვევა ძალიან შორსაა შემთხვევითობისგან.
მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
შეგახსენებთ, მაია ასათიანისა და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი