"ეს არც ადა­მი­ა­ნურ და მით უმე­ტეს, არც ის­ტო­რი­ულ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა" - რის გა­მო წუ­ხან შე­ვარ­დ­ნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი
font-large font-small
"ეს არც ადა­მი­ა­ნურ და მით უმე­ტეს, არც ის­ტო­რი­ულ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა" - რის გა­მო წუ­ხან შე­ვარ­დ­ნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი
ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Danke, Eduard მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა


ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ფო შე­ვარ­დ­ნა­ძე ბა­ბუ­ა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტ­ზე, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე­ზე პოსტს ავ­რ­ცე­ლებს. ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი წუ­ხილს გა­მოთ­ქ­ვამს იმის გა­მო, რომ ცო­ტა ხნის წინ თბი­ლის­ში გახ­ს­ნილ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ბერ­ლი­ნის კედ­ლის დან­გ­რე­ვას ეძღ­ვ­ნე­ბო­და, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ფო­ტოს­თ­ვის ად­გი­ლი არ მო­ი­ძებ­ნა (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა).


"ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვწერ ჩემს ბა­ბუ­ა­ზე სა­ერ­თოდ რა­მეს, მით უმე­ტეს, პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­ს­ტ­ში, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც მიმ­ძიმს სი­ჩუ­მე და გუ­ლი მტკი­ვა. მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­ს­ნას ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­მო­ფე­ნა ბერ­ლი­ნის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტი­დან და არ იყოს იქ ჩე­მი ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ფო­ტო. ეს არც ადა­მი­ა­ნურ, არც ობი­ექ­ტურ და მით უმე­ტეს, არც ის­ტო­რი­ულ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა..."
შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩს წე­რი­ლით მი­მარ­თეს, სა­დაც შე­ვარ­დ­ნა­ძე­ე­ბი გუ­ლის­ტ­კი­ვილს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, რომ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, ბერ­ლი­ნის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტის გახ­ს­ნის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ფო­ტოს­თ­ვის ად­გი­ლი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბის ტექსტს მცი­რე­ო­დე­ნი შემ­ცი­რე­ბით (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):
"გვინ­და, ჩვე­ნი ღრმა გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტოთ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, ბერ­ლი­ნის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტის გახ­ს­ნის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე, ის­ტო­რი­ულ ფო­ტო­ებს შო­რის, ჩვე­ნი ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ად­გი­ლი არც კი გა­მო­ი­ნა­ხა. ეს ფაქ­ტი, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რად, ისე ის­ტო­რი­უ­ლად ობი­ექ­ტუ­რი ის­ტო­რი­ის სრულ იგ­ნო­რი­რე­ბას წარ­მო­ად­გენს.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სრუ­ლი­ად სა­მარ­თ­ლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნა ამ მოვ­ლე­ნის "ა­ნო­მა­ლი­უ­რი", ის­ტო­რი­უ­ლად უსა­მარ­თ­ლო ხა­სი­ა­თი. მად­ლო­ბა მას ასე­თი სწო­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი პო­ზი­ცი­ის­თ­ვის.
თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, გვსურს, თავს მივ­ცეთ უფ­ლე­ბა და შე­გახ­სე­ნოთ:
- 1989 წლის 12 ივ­ნისს მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის და ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ვი­ზი­ტი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში. ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძემ ბა­ტონ გენ­შერ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და: "ალ­ბათ ძა­ლი­ან მა­ლე დი­დი სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბა კონ­ტი­ნენ­ტის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ" და "რო­დე­საც სა­ა­მი­სოდ დრო მომ­წიფ­დე­ბა, ბერ­ლი­ნის კე­დე­ლიც და­ინ­გ­რე­ვა".
- 1989 წლის 9 ნო­ემ­ბერს გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის საზღ­ვა­რი გა­იხ­ს­ნა და გერ­მა­ნია ფორ­მა­ლუ­რად გა­ერ­თი­ან­და.
- 1990 წლის 15-16 ივ­ლისს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, სტავ­რო­პო­ლის ოლ­ქ­ში - არ­ხის­ში, გორ­ბა­ჩო­ვის, კო­ლის, გენ­შე­რის და შე­ვარ­დ­ნა­ძის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. დღის წეს­რიგ­ში - გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა იყო.
- 1990 წლის 12 სექ­ტემ­ბერს ხე­ლი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას "ო­რი პლუს ერ­თი". ხო­ლო მე­ო­რე დღეს, 13 სექ­ტემ­ბერს შე­ვარ­დ­ნა­ძემ და გენ­შერ­მა, უკ­ვე ამ თან­ხ­მო­ბის პა­რა­ფი­რე­ბას მო­ა­წე­რეს ხე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გორ­ბა­ჩოვ­მა და კოლ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რეს "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბის, პარ­ტ­ნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­სა­ხებ"...
ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მშრა­ლი ფაქ­ტის კონ­ს­ტა­ტი­რე­ბაა, რაც ნამ­დ­ვი­ლად არ ასა­ხავს სრუ­ლად, ჩვე­ნი ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის, პი­რად წვლილს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გერ­მა­ნი­ა­სა და გერ­მა­ნე­ლე­ბის მი­მართ. არ ასა­ხავს მის უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას გერ­მა­ნელ თა­ნა­მო­აზ­როვ­ნე­ებ­სა და პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან. აქ არ ჩანს მი­სი უდი­დე­სი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე იტ­ვირ­თა იმ იმე­დით, რომ გერ­მა­ნია ერ­თი­ან­დე­ბო­და ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს სა­კე­თილ­დღე­ოდ.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერ­თი წარ­წე­რით - Dანკე, Eდუარდ მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ამ ნა­ტეხ­მა მსოფ­ლი­ოს ის მრა­ვა­ლი გა­მო­ფე­ნა შე­მო­ი­ა­რა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ფო­ტოს ვერ გა­მო­ე­ნა­ხა ად­გი­ლი იმ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც მის სამ­შობ­ლო­ში ჩა­ტარ­და... ქალ­ბა­ტო­ნო ელ­ჩო, თქვენ, ეს გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმი­ტომ გახ­სე­ნით და არა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რომ აქ ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოა.
ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რი­სა და ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა ქარ­თ­ვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. სწო­რედ გენ­შე­რი იყო ის პირ­ვე­ლი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეწ­ვია და გერ­მა­ნი­ის სა­ხე­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ველ­მა მი­უ­ლო­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. გენ­შე­რი იყო ის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩა­მო­ვი­და და თვი­თო­ნაც, უკ­ვე და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა, უკა­ნას­კ­ნე­ლი პა­ტი­ვი მი­ა­გო ჩვე­ნი ბა­ბუ­ის ხსოვ­ნას, მის დამ­სა­ხუ­რე­ბას გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. სულ რა­ღაც ექვს თვე­ში ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რიც გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან, არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის სა­ხე­ლიც - კა­ცის, რო­მელ­მაც ჰანს-დიტ­რიხ გენ­შერ­თან ერ­თად, გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ახა­ლი გერ­მა­ნი­ის და შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ევ­რო­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, გვჯე­რა, რომ გა­მო­ფე­ნის და­გეგ­მ­ვი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნა უხე­ში, სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი შეც­დო­მა და რომ ეს არ არის გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის და გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ზი­ცია. გვჯე­რა, ყვე­ლა­ფერს იღო­ნებთ იმის­თ­ვის, რომ ეს სა­მარ­ცხ­ვი­ნო ხარ­ვე­ზი აღ­მო­იფხ­ვ­რას..." - ნათ­ქ­ვა­მია მი­მარ­თ­ვა­ში, რო­მელ­საც ხელს ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი აწე­რენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახალგაზრდა მსახიობი მკურნალობის კურსს თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Fაცებოოკ-ის გვერდზე წერს.
"მაია ასათიანი, ცხოვრების მთავარი შეხვედრა წინ გელოდება"...
ორთაჭალაში დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიას ფეიქბუქის პირად გვერდზე ეხმაურება დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.


კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი