"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ" - როგორ იხსნება დანაშაულები?
font-large font-small
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"



დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების დროული და ოპერატიული მისვლა უმთავრესია, რადგან ძალიან ხშირად სწორედ მათი მოპოვებული მტკიცებულებებით იხსნება დანაშაულები. შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვას, საფუძვლიან შესწავლას, ფაქტების ზუსტ აღწერას, თვალით ხილული თუ უხილავი ნივთმტკიცებების ამოღებას, საქმისთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა შემდგომ, სასამართლოში სამართალდამცავებს არ გაუჭირდეთ საქმის მტკიცებულებებით გამყარება და დამნაშავის საკადრისად დასჯა.



თითქმის ყველა შემთხვევაზე გადიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობენ. როგორც ექსპერტი ნიკოლოზ ლეჟავა ამბობს, დამნაშავე შემთხვევის ადგილზე კვალს ყოველთვის ტოვებს. მთავარია, მოხდეს კვალის აღმოჩენა და ყველა წესის დაცვით მისი ამოღება.

ნიკოლოზ ლეჟავა თბილისის საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს და წლების მანძილზე უამრავი საქმის გახსნაში მონაწილეობდა. ამბობს, რომ კრიმინალისტიკა სულ აინტერესებდა, ამიტომ აირჩია ექსპერტობა. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ეს არ არის ადვილი პროფესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელობის ადგილზე გადიხარ, ხედავ შენს წინ ცხედარია და იცი, რომ ასეთ ვითარებაში შენს თვალს არაფერი არ უნდა გამოეპაროს, რადგან ყველა წვრილმანი დანაშაულის გასახსნელად მნიშვნელოვანია.
- ძალიან ბევრ საქმეში ვმონაწილეობდი, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ექსპერტისთვის მნიშვნელოვანი. ყველა საქმეს თავისებური მიდგომა სჭირდება, ერთნაირად ვერ იმუშავებ. შემთხვევის ადგილზე დროულად გასვლა აუცილებელია. გვაქვს სამორიგეო ნაწილი, სადაც თბილისის მასშტაბით მომხდარ დანაშაულებზე შეტყობინება შემოდის. ამ შეტყობინების საფუძველზე გავდივართ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გამომძიებელი ხელმძღვანელობს და მასთან გასაუბრებით ვიგებთ, როგორ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ ვსახავთ გეგმას, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ყველა ექსპერტს თავისი ფუნქცია უნაწილდება. თუ დანაშაული მძიმეა და დანაშაულის პერიმეტრი დიდი, შეიძლება ორი, სამი ჯგუფი მუშაობდეს. ასეთ დროს ზოგი ფოტომასალას იღებს, ზოგი ნივთმტკიცებას აგროვებს. ჩვენი ეკიპაჟების მანქანები აღჭურვილები არიან სათანადო ხელსაწყოებით, რომელსაც ვიყენებთ დანაშაულ­ის ადგილზე. მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დაცვა სხვა პირი რომ არ აღმოჩნდეს პერიმეტრს შიგნით. ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით ვმუშაობთ და იქიდან ამოღებული მტკიცებულება ილუქება და გადაეცემა გამომძიებელს შემდეგი ექსპერტიზისთვის. ყველაზე მთავარია შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდეს კვალიფიციურად. ექსპერტ-კრიმინალისტებს ალღო უნდა ჰქონდეთ, სად რა მოძებნონ. უამრავი საშუალება გვაქვს, რასაც ვიყენებთ მუშაობის დროს. ექსპერტები ვეძებთ თვალით ხილულ და უხილავ მტკიცებულებებს, ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური მასალა, ქიმიური მასალა, თითის ანაბეჭდები, რომელიც თვალით ხილული არ არის.

- ანაბეჭდების ამოღება როგორ ხდება?

- არსებობს ანაბეჭდების ამოღების წესები. გვაქვს ძალიან ბევრი მეთოდი და სხვადასხვა გარემოში სხვადასხვას ვიყენებთ. სპეციალური განათების წყარო და სპეციალური სათვალე გვაქვს და ამ ხელსაწყოს დახმარებით შეგვიძლია კვალი აღმოვაჩინოთ. ეს კვალი შეუიარაღებელი თვალით ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ გამოჩნდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. ვთქვათ, როცა აღმოვაჩენთ თითის კვალს, შემდეგ ხდება მისი დამუშავება, იქიდან კვალი რომ ამოვიღოთ. გვაქვს ჩვეულებრივი, ასევე მაგნიტური ფუნჯი, რომელიც ფხვნილში იდება და შემდეგ იმ ადგილას ვუსვამთ, საიდანაც უნდა ამოვიღოთ თითის ანაბეჭდი. წასმის შემდეგ მკვეთრად ჩნდება ანაბეჭდები, შემდეგ კი ხდება ამოღება და სათანადო წესების დაცვით მისი შენახვა, რომ არ გაფუჭდეს. ამისთვის არსებობს სპეციალური ფირები, რომელიც წებოვანია, ის შეგვიძლია ნელა გადავატაროთ თითის ანაბეჭდზე, აღების შემდეგ ეს ანაბეჭდი უკვე გადასული იქნება ფირზე. მერე ის ილუქება და შემდეგი კვლევისთვის შეგვიძლია ამოღებული ანაბეჭდი გამოვიყენოთ. გვაქვს სპეციალური ხსნარები და ამ ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია. ძალიან ხშირად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდით ხდება დამნაშავის იდენტიფიცირება.

- დამნაშავე, როგორც წესი, ხელთათმნით მიდის დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია, თითის კვალის აღმოჩენა?

- შეიძლება ზოგადად იცოდნენ ეს დამნაშავეებმა და ასეც მოქმედებენ, მაგრამ მერწმუნეთ, დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ ექსპერტები, იმდენი მეთოდი გვაქვს ანაბეჭდის ამოღების, რომ თავისუფლად შეგვიძლია ეს დავადგინოთ. შეიძლება დამნაშავემ სხვა საშუალებებიც გამოიყენოს დამცავ საშუალებებთან ერთად, მაგრამ მერწმუნეთ, დამნაშავე კვალს ყოველთვის ტოვებს. ის ფიქრობს, რომ რახან ხელთათმანი უკეთია, დაცულია, მაგრამ მაინც ტოვებენ კვალს. ისე, მარტო ხელის ანაბეჭდი არ არის მთავარი ასეთ დროს, შემთხვევის ადგილზე რჩება ფეხის ანაბეჭდიც, ერთი სიტყვით სხვადასხვა ბიოლოგიური მასალა და ეს მტკიცებულებები ეხმარება შემდგომ გამოძიებას. კერძო ნიშნები ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, ამიტომ არ შეიძლება შენი თითის ანაბეჭდის მსგავსი არსებობდეს. ასევე უნიკალურია ტყუპის თითის ანაბეჭდებიც. საერთოდ, ნიშნები შეიძლება იდენტური იყოს, მაგრამ კერძო ნიშნები ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია. თითის ანაბეჭდების საკმაოდ მოცულობითი ბაზა არის საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც არის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა.

- ბაზაში ნასამართლევი პირების თითის ანაბეჭდები ინახება?

- თითის ანაბეჭდს უღებენ ყველა ნასამართლევს, ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს, ადმინისტრაციულად დაკავებულებს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს, ერთი სიტყვით ყველა იმ პირს, რომლებსაც შემხებლობა აქვთ კონკრეტულ დანაშაულთან.

- კვალი რამდენ ხანს რჩება შემთხვევის ადგილზე?

- ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე. GzaPress

- როცა დამნაშავე ყველა კვალს შლის, ეს კვალი იქ რჩება? ძალიან გახმაურებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მინდა ისაუბროთ, ამ შემთხვევაში პაპიძემ ყველა კვალის წაშლა სცადა. როგორც გაცხადდა, სპეციალური ხსნარის საშუალებით შეძელით ბინაში სისხლის ლაქების აღმოჩენა. იქნებ უფრო მეტი გვითხრათ ამ საქმეზე?

- სისხლის კვალის წაშლის მიუხედავად, ფხვნილების საშუალებით შესაძლებელია, დადგინდეს სისხლის კვალი. ეს ხელსაწყოს საშუალებით ძალიან კარგად ჩანს. ქიმიური საშუალებებით ვიგებთ, შემთხვევის ადგილზე კონკრეტულად სად იყო სისხლი. დამნაშავემ შეიძლება იდეალურად გაწმინდოს შემთხვევის ადგილი, მაგრამ აუცილებლად ტოვებს კვალს. ვერ გავიხსენებ მკვლელობის ვერც ერთ შემთხვევას, კვალი რომ არ იყო დატოვებული. პაპიძის შემთხვევაზე დეტალურად ვერაფერს გეტყვით. ისე, ძალიან საინტერესო იყო კრიმინალისტიკური კუთხით ამ საქმეზე მუშაობა, რადგან ძალიან ბევრი თვალით ხილული და თვალით უხილავი მტკიცებულების მოპოვება მოხდა. მასშტაბური სამუშაო იყო და შედეგიც გამოიღო, დანაშაული გაიხსნა. ხშირად კომპლექსურად ვმუშაობთ როგორც გამომძიებლები, ასევე კინოლოგიის სამსახური. ერთი ფაქტი იყო ყაჩაღობის, ადამიანს გასტაცეს თანხა. ამოვიღეთ ანაბეჭდი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით იდენტიფიცირება მოხდა ამ პიროვნების, ასევე ძაღლი გაჰყვა სუნს და ასე მივედით ამ პიროვნების საცხოვრებელ სახლთან, ამის შემდეგ გამოძიებამ ბრალი წაუყენა ამ ადამიანს და დადასტურდა, რომ მისი ჩადენილი იყო, აღიარა კიდეც დანაშაული. მკვლელობის დროსაც ხშირად ამოდის დნმ-ის პროფილი, მკვლელის ბიოლოგიური ნიმუში და ა.შ. დამნაშავის ფსიქოლოგიაა ასეთი, ჰგონია რომ ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ ვერ გაიგებენ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დამცავი საშუალებები გამოიყენოს, ალიბიც გაიკეთოს, მაგრამ მერწმუნეთ, კვალი მაინც რჩება და იხსნება ეს დანაშაული.

- მაშინ რატომ გვაქვს გაუხსნელი დანაშაულები?

- ბევრი დანაშაული გახსნილია. მარტო თითის ანაბეჭდით არ იხსნება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალი და ნივთმტკიცებები ძალიან ამყარებს საქმეს და ხდება დამნაშავეების დადგენა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალით იხსნება დანაშაული. დანაშაულის გახსნაში კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია განმსაზღვრელი. პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოები, გამომძიებელები მუშაობენ, არის ოპერატიული ინფორმაციები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ბევრი დანაშაული იხსნება, შეიძლება ვერც გავიხსენო მძიმე დანაშაული, რომელიც ბოლო დროს არ გახსნილა.

- კანიბალიზმის საქმის დეტალებსაც იცნობთ, გვიამბეთ, რა აღმოაჩინეთ იქ?

- ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, სხვადასხვა შემთხვევის ადგილის და ტერიტორიების დათვალიერებაში ვმონაწილეობდით, იქაც ვნახეთ ბევრი თვალით უხილავი კვალი და ამოვიღეთ. შემდგომ ეს გამოძიებასაც დაეხმარა დანაშაულის გახსნაში.

მიხეილ კიკნაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს უფროსი:

- ჩვენი სამსახური ევროპის სამსახურების მსგავსად აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მათ რიტმსა და ტემპს ვართ აყოლილები. სისტემატურად ხდება გადამზადებები, ტრენინგები, რაშიც ექსპერტების და ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეხმარებიან. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები სისტემატურად უტარებენ სწავლებებს ჩვენს ექსპერტებს. ასევე გვაქვს გაცვლითი პროგრამები ევროპასთან, მჭიდრო კავშირები გვაქვს ფედერალურ ბიუროსთან. რაც შეეხება ინვენტარს, მოწინავეები ვართ, უახლოესი ტექნოლოგიებით ხდება მტკიცებულებების მოპოვება. გვაქვს მოძრავი ლაბორატორია, რომლითაც გავდივართ შემთხვევის ადგილზე და იქვე შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში პირველადი დასკვნის გაკეთება.

- ამოღებული ნივთმტკიცება რამდენ ხანს ინახება?

- ეს გამომძიებლის პრეროგატივაა. როდესაც ნიმუშებს ვიღებთ, მას სპეციალურ პაკეტებში ვინახავთ და ესეც აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს. თითოეული ნივთმტკიცებისთვის არსებობს თავისი პაკეტი და შემდეგ გადავცემთ ამას გამომძიებელს, მერე უკვე გამომძიებლის და პროკურორის პრეროგატივაა, რამდენ ხანს შეინახავს.

- შემთხვევის ადგილზე რა სირთულეს შეიძლება წააწყდეთ?

- 24 საათის განმავლობაში, ზოგჯერ მეტი დროითაც გიწევს მუშაობა ზამთარში თუ ზაფხულში. ბუნებრივი პირობები, სადაც მუშაობა გვიწევს, შეიძლება გვიქმნიდეს სირთულეს, თორემ თითქმის ყველა ექსპერტმა ზედმიწევნით იცის, როდის რა უნდა გააკეთოს. ჩვენი საექსპერტო დეპარტამენტი 2016 წელს გაწევრდა ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირში, ანუ ჩვენი დეპარტამენტი ევროპის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

- ალბათ საინტერესოა ბალისტიკური ექსპერტიზებიც, არა?

- დიახ, საინტერესოა. ბალისტიკური ექსპერტიზა მოიცავს: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოკვლევას; სროლის თანმხვედრი პროცესებით გამოწვეული მოვლენების, იარაღის ტექნიკური გამართულობის დადგენას; სროლისათვის ვარგისიანობის გამოკვლევას და ა.შ. გასროლილ მასრასა და ტყვიაზე ყოველთვის რჩება ის კვალი, რომელსაც შეხება აქვს იარაღის კონკრეტულ დეტალებთან. უამრავი სხვა სახის ექსპერტიზა არსებობს, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნათქვამია, უკვალოდ არაფერი ქრებაო და ასეა, ამას აჩვენებს რეალობა. თუ ხელის კვალს არ დატოვებს დამნაშავე, დატოვებს ფეხის კვალს ან სუნის კვალს, ან სისხლის კვალს, მიკრონაწილაკების კვალს და ა.შ, ერთი სიტყვით, ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია. კვალი ყველგან რჩება და დამნაშავის კვალის მიგნებაც ასე ხდება. ყველაზე მთავარი შემთხვევის ადგილის დაცვაა. იქ მიმდინარეობს ექსპერტების მიერ ყველა დეტალის აღდგენა, ზუსტად რომ მოხდეს იმის აღწერა, თუ რა სურათი იყო ადგილზე. ექსპერტიზა ხელოვნებას ჰგავს, ეს სულ სხვა სფეროა.


თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
05.06.2017
მაშინ რატომ არის ამდენი გაუხსნელი საქმეო და რა აბდაუბდას პასუხობს
ბექა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ძალოვანებმა ერთი თვის წინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა გახსნეს და ბრალდება მოკლული მოხუცის ოჯახის წევრს წაუყენეს.
1-ლ მაისს დავით გაგუას კლინიკაში 29 წლის ნინო მათიაშვილი სისხლდენით გარდაიცვალა.


"ზიხარ მოწყენილი და ფიქრობ.... ჩუმად აპარებ თვალს სარკისკენ, სადაც დაღლილ ქალს ხედავ...
თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავს

დეკანოზის მიერ სარჩელის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი