ყოფილი სიდედრის მესიჯების გამო მამაკაცმა 3 ადამიანი დაჭრა
font-large font-small
ყოფილი სიდედრის მესიჯების გამო მამაკაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა.


ყოფილი ცოლის ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მცხოვრები, 53 წლის გია დონაძე ძალოვნებმა გასულ კვირას დააკავეს. როგორც გამოძიება ირწმუნება, ყოფილ ცოლსა და სიდედრზე განაწყენებული დონაძე ინდირა კოსტავას საცხოვრებელ სახლში თავისი ავტომანქანით მივიდა და სანადირო თოფიდან გასროლით, ერთდროულად სამი ადამიანი დაჭრა: ყოფილი სიდედრი, მეორე ქორწინებიდან ინდირას 5 თვის შვილი და მათი მეზობელი ქალბატონი. სამივე დაჭრილი ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ დონაძემ ყოფილ სიდედრს საფანტის ტყვია ფეხში ესროლა და ამ ტყვიის ნამსხვრევებით დაიჭრნენ მასთან მყოფები. დაჭრილებს სათანადო დახმარება ექიმებმა გაუწიეს. ამჟამად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



როგორც ამბობენ, დონაძემ მან­ქანიდან ისროლა და ამის შემდეგ, შემთხვევის ადგილი დატოვა. მას მიმალვა არ უცდია, თავის სახლში მივიდა და იქ მისულ სამართალდამცავებს ჩაბარდა. როგორც გავარკვიეთ, სროლის ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ამ დროს სახლში იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც: ინდირას მეორე მეუღლე, ძმა და ინდირას სამი შვილი, რომლებიც მას გია დონაძისგან ჰყავს. მშობლების დაშორების შემდეგ, ბავშვები დედის სახლში ცხოვრობენ.
ბრალდებულ გია დონაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ადვოკატის, რეზო გობრონიძის თქმით, დონაძეს ბრალი 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი. მისი თქმით, ბრალდებულს ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა:
- საქმის დეტალების განხილვას არ დავიწყებ, ერთს გეტყვით, დონაძე ამბობს, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა, რადგან ის გამაღიზიანებელ მესიჯებს სწერდა. მაგალითად: კარგი კაცი რომ ყოფილიყავი, ცოლი არ გაგექცეოდაო. გამოძიებას აქვს ბრალდებულის ტელეფონი და იქ არის მიმოწერები. ძალოვნები გაარკვევენ, რა შინაარსის მესიჯებს სწერდა ის დონაძეს.

ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა. მოკვლა რომ ნდომოდა, ამას უპრობლემოდ გააკეთებდა, ტყვიას თავში ესროდა და არა - ფეხებში. იქვე განმარტა დონაძემ, რომ პატარა ბავშვი და მეზობლის ქალი საერთოდ არ დაუნახავს. იმათ მიმართ გაუფრთხილებლად მოიქცა, განზრახ არ უქნია.
ბრალდებულის მეზობელმა ვი­ნაობის გამხელა არ ისურვა. მან გვიამბო:
- ეს ბიჭი მსხვერპლია და იძულებული გახადეს, დანაშაული ჩაედინა. ინდირასთვის არავის დაუძალებია, გიას ცოლად გაჰყოლოდა. გამოჰყვა და სამი შვილი გააჩინა. ვერ წარმოიდგენთ, გია ცოლს როგორ ეხმარებოდა. მეზობლებს გვიკვირდა კიდეც, კაცი ამდენ რამეს როგორ ახერხებდა. ის ბავშვებსაც უვლიდა და თან, `ტაქსაობდა~, რათა შვილებისთვის არაფერი მოეკლო. ოჯახს შემოსავალი არ ჰყოფნიდა და ამიტომ, თურქეთში დაიწყო სამუშაოდ სიარული. თითო თვით დადიოდა ხან ჩაის და ხანაც, თხილის საკრეფად, ფული კი უკანასკნელ თეთრამდე ოჯახში მოჰქონდა. იმ დაბრუნებაზეც ცოლს 1. 000 ლარი ჩამოუტანა, მაგრამ თავზარდამცემი ამბავი გაიგო: ცოლი გათხოვილი დახვდა, შვილები - სახლიდან წაყვანილი. სიდედრთან რომ მივიდა, უთხრეს, - ცოლი აღარ გყავსო! ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ გაიგო, მისი ცოლი თავისი ძმაკაცისგან იყო ფეხმძიმედ. ცოლმა პირდაპირ უთხრა, - აქ რას გამომეკიდე? ვერ ხედავ, რომ სხვა კაცისგან შვილს ვაჩენო? წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ კაცი რა მდგომარეობაში იქნებოდა?! კიდევ არ ჩერდებოდნენ, სიდედრი აქეზებდა, ცოლს ვერ უვლიდი და აბა, რა გეგონაო? მისი ყოფილი ცოლი თავის შვილებსაც არ ერიდებოდა და ქმარი თურქეთში რომ იყო, ქმრის ძმაკაცი სახლში მოიყვანა. ამ კაცს ჩვენც ვხედავდით გიას ოჯახში, მაგრამ ასეთ რამეს ვინ იფიქრებდა?..

- გიას ყოფილი მეუღლე ირწმუნება, რომ პირველ ქმართან ოფიციალურად გაყრილია.

- მერე გაეყარა, ქმრის ძმაკაცისგან დაფეხმძიმებული, უკვე თავისი მშობლების სახლში რომ გადავიდა. ბუნებრივია, ამ ფაქტმა გააღიზიანა გია. მას ძმაკაცმაც უღალატა და ცოლმაც. საქმე სასამართლომდეც მივიდა, დაშორდნენ ერთმანეთს და გიას ალიმენტის გადახდა დააკისრეს, მაგრამ მას მამის მოვალეობის შეხსენება ნამდვილად არ სჭირდება. შვილები ძალიან უყვარს, მათ თავს ევლება და სახლში ხშირად მოჰყავდა. სკოლაშიც აკითხავდა, რაც შეეძლო იმაზე მეტს აკეთებდა შვილებისთვის და სულ იმაზე წუხდა, დედა ბავშვებს არ უვლისო. ის ქალი შვილების წინაშე ამორალურად მოიქცა. ამასთან, მის ხელში ბავშვები ნამდვილად მოუვლელები, ჭუჭყიანები დადიოდნენ. ახლა ეს რომ არ ჩაედინა გიას, აპირებდა სოციალური სამსახურისთვის მიემართა და შვილებზე თავად ეზრუნა. ყოფილი ცოლისა და სიდედრის სისინმა მიიყვანა ეს კაცი ამ მდგომარეობამდე. კაცი მესიჯებითა და ზარებით გააგიჟეს. იმედი გვაქვს, რომ მართლმსაჯულება ამ გარემოებებს გაითვალისწინებს, მით უფრო, გიას მიმალვა არ უცდია. დასანანია, რომ ციხეში მოუწევს ამ ქალების გამო ყოფნა.
მეზობლის მონათხრობს აბსურდულს უწოდებს გია დონაძის ყოფილი მეუღლე, ინდირა კოსტავა. ის ამბობს, რომ ქმარს ლოთობის გამო ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც, ახალი ოჯახი შექმნა. თუმცა, ყოფილი მეუღლე თავს არ ანებებდა.
ინდირა კოსტავა:
- მისგან სულ იყო მუქარები, მოკვლითაც მემუქრებოდა, ამიტომ პოლიციამ ხელწერილი დააწერინა და საქმე სასამართლომდეც მივიდა. ჩვენ ოფიციალურად გაყრილები ვართ, მე მეორე ოჯახი შევქმენი. 5 თვის შვილი მყავს მეორე მეუღლესთან. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ ჩერდებოდა და საქმე აქამდე მივიდა.

- სიყვარულით შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- შეიძლება ითქვას, სიყვარულით გავყევი. 20 წლით უფროსია იგი ჩემზე. სამი შვილი გვყავს და მათ ვზრდიდით, მაგრამ კონფლიქტი ხშირად გვქონდა. მიზეზი მისი სიმთვრალე იყო. გია სულ სვამდა, თან თამაშობდა და მერე ჩხუბობდა. ამის გაძლება შეუძლებელი იყო და გავშორდი. ითქვა, სიდედრს ადანაშაულებს ყველაფერშიო, მაგრამ ასე არ იყო. დედაჩემი ჩვენს ცხოვრებაში არ ჩარეულა. მას სიდედრთან არ ჰქონია უთანხმოება მანამ, ვიდრე ერთმანეთს არ დავშორდით. ამის მერე დაიწყო უთანხმოება, რადგან ის დედაჩემს ადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში, თუმცა, უსაფუძვლოდ.

- გიას მეზობლები ამბობენ, რომ დედათქვენმა მიიყვანა ის ამ დანაშაულამდე, რადგან მას შეურაცხმყოფელ მესიჯებს სწერდა.

- ეს ტყუილია, დედაჩემმა საერთოდ არ იცის მესიჯების წერა. ჩვენ შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა არ იყო. ის მოდიოდა ჩვენთან და მიჰყავდა ბავშვები. ჩხუბი და აყალმაყალი არ ყოფილა. ვიდრე სამ ადამიანს დაჭრიდა, დავურეკე და ვთხოვე, ბავშვები წაეყვანა, რადგან ჩემი პატარა ექიმთან მიმყავდა. მისაყვედურა, რატომ დატოვე ბავშვებიო?! მეჩხუბებოდა, მაგინებდა, ჩემს ქმარსაც შეურაცხყოფას აყენებდა, მაგრამ ის არ აჰყვა, არ უნდოდა მასთან კონფლიქტი... მერე ბავშვები სახლში მოიყვანა. დედაჩემი და ჩემი ძმები სახლში იყვნენ, შვილები დაუტოვა. რომ გაიგო, სახლში ვიყავი, ცოტა ხანში მობრუნდა. ბავშვებს ვაჭმევდი, გასროლის ხმა რომ გავიგონე. მანქანიდან არ გადმოსულა, ისე ისროლა. დედაჩემს ბავშვი ხელში რომ ჰყოლოდა, მოკლავდა. საფანტის ტყვია დედას მოხვდა ფეხებში, მისი ნამსხვრევები - ბავშვსა და მეზობელ ქალს, რომელიც იმ დროს სტუმრად იყო ჩვენთან. მერე დაქოქა მანქანა და წავიდა.

- იქნებ 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამოც იყო თქვენ შორის ურთიერთობის პრობლემა?

- მე არ მქონდა ამის პრობლემა, მას კი ნამდვილად ჰქონდა. ზოგჯერ, როცა ერთად მივდიოდით, ეკითხებოდნენ, - ეს შენი შვილიაო? ამაზე ბრაზობდა.

- გიას მეზობლები მომხდარში თქვენ გადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ქმარს უღალატეთ და თურქეთში სამუშაოდ წასულ ყოფილ მეუღლეს გათხოვილი დახვდით.

- ეს ტყუილია, თურქეთში ის ერთხელ წავიდა და ისიც, 20 დღით. მაისში ჩამოვიდა თურქეთიდან, მე კი იმ სახლიდან 19 ნოემბერს წამოვედი.

- ამბობენ, ცოლი სხვა კაცისგან ფეხმძიმედ დახვდაო.

- ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ესეც მოიგონეს. ახლა ცდილობენ, მას შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ახლა, მისი დაჭერის მერე მეც მესაუბრებიან, - შენი ბავშვების მამაა, ცოდოა და მისი მკაცრად დასჯა არ მოითხოვოო. კი არის ბავშვების მამა, მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება, საკუთარი თავი დავიცვა? ვითხოვ დაისაჯოს, მაგრამ არა ძალიან მძიმე ფორმით. უბრალოდ მსურს, გაიაზროს საკუთარი დანაშაული. ბავშვები სულ კითხულობენ მამას.

- მართლა თქვენი ქმრის მეგობარს გაჰყევით ცოლად?

- მეგობარი არა, მისი ნაცნობი იყო. გიასგან გავიცანით ერთმანეთი. ქუჩაში მხვდებოდა, ბავშვები რამდენჯერმე წამაყვანინა მანქანით ბაღში. გიასგან წამოსული ვიყავი და ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა, გავხდით ცოლ-ქმარი.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება...


თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის აგვისტოში გონიოში დატრიალებული ტრაგედია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც შანტაჟის გზით ფულის გამოძალვას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა მეგის ქარდავას დაკავებას
გამოსვენებამდე 5 წუთით ადრე, გია გურასპი­შვი­ლი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და ცოტა მოშორებით, თავისსავე ბაღჩაში თვითმკვლელობა სცადა

ერთი ამბობდა, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება
ქალები რომ ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.
როგორ დაემშვიდობა დედას სიკვდილამდე ახალგაზრდა მამაკაცი

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი