ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონას ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე
font-large font-small
ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონას ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე
გამოსვენებამდე 5 წუთით ადრე, გია გურასპი­შვი­ლი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და ცოტა მოშორებით, თავისსავე ბაღჩაში თვითმკვლელობა სცადა


24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი ხშირად რეკავდა 112-ში და დახმარებას ითხოვდა. მეზობლებს მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ესმოდათ, მაგრამ არ ერეოდნენ - მიაჩნდათ, რომ მათი საქმე არ იყო. მით უმეტეს, რომ პოლიცია საქმის კურსში იყო. მათ არაერთხელ უნახავთ გურასპიშვილების საცხოვრებელ სახლთან პატრულის მანქანა. ხან ქმარი ძალადობდა მასზე, ხან - დედამთილი. შესაძლოა, მოძალადეების წინააღმდეგ დამცავი ორდერიც გაიცა, მაგრამ ფაქტია, პოლიციამ მისი სიცოცხლე ვერ დაიცვა.


18 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ეკა თვალებდალურჯე­ბული ნახეს. მეზობლისთვის შეუჩივლია, - დედამთილმა მცემაო.
სასოწარკვეთილმა რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა. ტრაგედიამდე 2 თვით ადრე თავის ჩამოხრჩობაც უცდია. მაშინ ქმარმა მიუსწრო და სიკვდილისგან იხსნა. მერე ქმარი სამუშაოდ თბილისში წავიდა, ახალგაზრდა ქალი კი დედამთილთან და შვილთან დარჩა. თურმე დედასაც დაურეკა, - სალაპარაკო მაქვსო. შენს სახლში ვერ მოვალ, მაგრამ სოფელში ჩამოვალ და სადმე შეგხვდებიო, - უთქვამს დედას. წინადღეს მეუღლესთანაც უსაუბრია, - წერილს დავწერ და თავს მოვიკლავ, ასე აღარ შემიძლიაო.
მეუღლე დაჰპირებია, რომ რამდენიმე დღეში თბილისში წაიყვანდა, მაგრამ მეორე დილით შეატყობინეს, რომ ეკამ თავი ჩამოიხრჩოო.
სასწრაფოდ სოფელში წავიდა რამინ გურასპიშვილი. მის სახლში უკვე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ირეოდნენ. სახლის პირველ სართულზე, ისევ იმ ადგილას, სადაც 2 თვით ადრე სცადა თვითმკვლელობა, ეკა მავთულით იყო ჩამოკიდებული.
არავის გამოჰპარვია ერთი გარემოება: ახალგაზრდა ქალს მხოლოდ წელს ზევით ეცვა, წელს ქვემოთ შიშველი იყო. მისი საცვალი, შარვალი და კოლჰოტი იქვე, ძირს ეყარა. თავიდანვე დაეჭვდნენ, ხომ არ იყო ქალი გაუპატიურებული? ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ფეხებსა და სხეულზე ცხედარს სილურჯეები აღენიშნებოდა.
ამ ეჭვების მიუხედავად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო თუ გააუპატიურეს და მერე ვიღაცამ თვითმკვლელობა გაითამაშა.
მეზობლების თქმით, პოლიციამ დასაკითხად პირველ რიგში გარდაცვლილის მაზლი, გურამ (გია) გურასპიშვილი დაიბარა. ტრაგედიის დღეს ის დიდხანს იჯდა პოლიციის `პიკაპში~. იქვე, სახლთან დაჰკითხეს. მას შემდეგაც არაერთხელ დაიბარეს პოლიციაში.
ახალგაზრდა ქალის დაკრძალვის დღეს ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა: გამოსვენებამდე 5 წუთით ადრე, გია გურასპიშვილი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და ცოტა მოშორებით, თავისსავე ბაღჩაში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევით მეზობელმა ნახა და გადაარჩინა.
გია გურასპიშვილი თელავის რე­ფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამბობენ, გია ეტყობა სინდისმა შეაწუხა, იცოდა, პოლიციას მასზე რომ ჰქონდა ეჭვი და დაკრძალვის მერე აიყვანდნენ, ამიტომ თვითმკვლელობა სცადაო.
უფრო მეტიც, რამინიც ძმისკენ იშვერს ხელს და ჟურნალისტებთან არც ის დაუმალავს, პოლიციას მის ძმაზე რომ აქვს ეჭვი. თუმცა დასძინა, ჩემი ძმა მარტო ვერ ჩამოკიდებდა ჩემს ცოლს მავთულზე, სავარაუდოდ, მას ორი თანამზრახველი მაინც ეყოლებოდაო.
ტრაგედიის ადგილას მეც ჩავედი. მათ სახლთან რამდენიმე მეზობელი იდგა.

ერთმა მათგანმა ეკა ნაქევხრიშვილის მძიმე ცხოვრების დეტალები მიამბო:

- საწყალი გოგო ორ ცვლაში მუშად მუშაობდა, ვენახებში ყურძნის საკრეფად დადიოდა. თანასოფლელ ქალთან ერთად დილის 4 საათზე მიდიოდა სამუშაოდ, 2-ზე მოდიოდა, ცოტას დაისვენებდა და ისევ სამუშაოდ მიდიოდა. 5 წელია, მეზობლად ცხოვრობს და ერთი განაწყენებული მეზობელი არ ჰყოლია. გოგოს უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა - ექვსი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამ ბავშვთა სახლში ჩააბარა, თვითონ კი გათხოვდა. ეკა პირველად პატარა ასაკში გაათხოვეს, ჩვენი თანასოფლელის ცოლი იყო. ღარიბები იყვნენ, მაგრამ კარგი ოჯახი ჰქონდათ. პირველი ქორწინებიდან ბიჭი შეეძინა. 7 თვის ჰყავდა პატარა, მეუღლე რომ დაეღუპა - შეშის ჭრისას ხე დაეცა. მაშინ ეკა 19 წლის იქნებოდა. ქმრის ოჯახს ეკაზე ზრუნვა არ შეუწყვეტია. მამამთილმა უთხრა, - ახალგაზრდა ხარ, უნდა გათხოვდე, მაგრამ ერთი წელი ჩვენთან იყავი, მერე ვინც გეყვარება, იმას გაგაყოლებთო, მაგრამ დედამისმა არ მოისვენა და შვილს თავგზა აურია.
რამინი ციხიდან ახალი გამოსული იყო, ქურდობისთვის 11 წელი მოიხადა, პირველ ცოლს გაცილებული იყო. ეკაზე 20 წლით უფროსია, მაგრამ ეკას დედამ არ მოისვენა და გააცნო თავისი შვილი. ქმრის საფლავზე რომ მიდიოდა გოგო, თურმე დედამისი რამინს ურეკავდა და ერთმანეთს ასე ახვედრებდა. ქმრის ოჯახმა საერთოდ არაფერი იცოდა, როცა სასაფლაოზე წასული გოგო დედამისმა რამინს გააყოლა. მაშინ 8 თვის გარდაცვლილი იყო ეკას მეუღლე. ასე გახდა იგი რამინის ცოლი.
ეკა ხასიათითაც ბავშვი იყო, ზედმეტად გულუბრყვილო, თითქოს ბავშვობაში ჩარჩენილაო. ასაკობრივი სხვაობა ძალიან ეტყობოდათ. პირველი ქორწინებიდან 6 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც მისი ყოფილი დედამთილი ზრდის. ეკას მაზლს სამი მეუღლე ჰყავდა. ორჯერ ნასამართლევია.
მეზობლებთან საუბრის შემდეგ გურასპიშვილების ეზოში შევედი. კიბესთან მოკუნტული იჯდა ეკას დედამთილი, ციალა. იგი გარდაცვლილი რძლის ლანძღვას არ მორიდებია და ინტერვიუდანაც ჩანს, რომ ამ ოჯახში სერიოზული კონფლიქტები იყო.

ციალა გურასპიშვილი, გარდაცვლილის დედამთილი:

- წინადღეს შვილიშვილი წავიყვანე და ჩემი მეორე ვაჟის, გიას სახლში წავედით, ღამე იქ დავრჩით. გია დილით სამსახურში მიდიოდა და ვუთხარი, - შვილო, სახლში გაიარე, ღორი და ქათმები დააპურე, ბავშვი რომ გაიღვიძებს, ბაღში წავიყვან-მეთქი. ვიცოდი, საქონელს ჩემი რძალი არ მიხედავდა, გია წავიდა და სულ მალე მანქანით გაგიჟებული ამობრუნდა. მითხრა, - ეკას თავი ჩამოუკიდია, წივილ-კივილი არ დაიწყო ახლა, ჩადი სახლშიო. მეზობლის ბიჭი დასვა თავის მანქანაზე, რადგან ამ ფაქტის შემხედვარე ცუდად გახდა, ლამის გაგიჟდა ბიჭი. რადგან ბავშვს ეძინა, მე წამოვედი, გია კი სახლში დავტოვე. მერე ჩემი წივილ-კივილი ყველამ გაიგონა. არ ვიცი, რატომ მოიკლა თავი. სულ ამბობდა, - თავს მოვიკლავ, მამაჩემთან უნდა წავიდეო. ვეუბნებოდი, წასულიყო თავის სახლში და იქ მოეკლა თავი, თუ სიკვდილი უნდოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში და გაგვანადგურა. არაფერს მიჯერებდა. ცუდადაც რომ ვყოფილიყავი, მაინც მიდიოდა სამუშაოზე და ბავშვს მე მიტოვებდა. რთველში მუშაობდა. მე არ ვჩხუბობდი, თვითონ იყო ჯიუტი. ჩემი გია სად არის, მითხარით, ხომ არ დაიჭირეს? ამას ვერ გადავიტან, თავს ჩამოვიხრჩობ. გიასთანა კაცი არ დაიბადება, ძვირფასია, თქვენ ვინ ხართ, არ ვიცი, მაგრამ დაფიცება შემიძლია, რომ პატიოსნი ბიჭი მყავს. თუ დაჭერილია, მითხარით.

- რატომ ფიქრობთ, რომ გიას დაიჭერდნენ?

- აბა, რატომ ვერ ვნახულობ ამდენ ხანს? ეკა ცუდ გზაზე იყო, ბოლო დროს ცუდად იქცეოდა, რამინს ეუბნებოდა, - მეზიზღები, მეჯავრები, შენი დანახვა აღარ მინდაო. რამინს უყვარდა ცოლი... გია კარგი შვილი მყავს. 2 თვის წინაც სცადა ეკამ თავის მოკვლა, მაშინაც თოკი ზუსტად იმ ადგილას ჰქონდა ჩამობმული, სადაც ახლა ჩამოიკიდა თავი. მაშინ რამინმა გადაარჩინა. ვუთხარი, - ექიმთან წადი, იმკურნალე-მეთქი. ქმარიც ეხვეწებოდა, რატომ მღუპავო?! - სიცოცხლე არ მინდა, თავი უნდა მოვიკლა, მამაჩემთან უნდა წავიდეო. 5 წელიწადია, ჩვენი რძალია. ჩემი შვილი 45 წლის არის, ეკა - 24-ის. რომ მოჰყავდა, ჩემთვის არაფერი უკითხავს. ეკას დედა რამინს რომ ურეკავდა, მაშინვე გაიქცეოდა გარეთ და იქიდან ელაპარაკებოდა. არ მინდოდა, ასე პატარა გოგო მოეყვანა. ჩემი შვილები მეცოდებიან, შარში გაეხვივნენ.

გარდაცვლილის მეუღლემ კატეგორიულად უარყო, რომ მას ცოლი ღალატობდა. მეზობლებმაც უარყვეს ეს ფაქტი:
- მასზე ცუდს ამ სოფელში ვერავინ გეტყვით. წარმოიდგინეთ, უფროს შვილთან არ უშვებდნენ საწყალ გოგოს. მეზობლისთვის უთქვამს, - როგორ მინდა, შვილი ვნახო, მაგრამ იქ წასვლა ყველა ჯერზე სანერვიულო ხდება, როცა სახლში ვბრუნდები, დედამთილი მეჩხუბება, იმისთვის ნურაფერს ყიდულობ, შვილი აქ გყავსო. ისე მეჩხუბებიან, სიცოცხლე აღარ მინდაო. ამიტომ შვილთან ძალიან იშვიათად მიდიოდა. ფეხდაფეხ დასდევდა რძალს ციალა. ჩუმად რომ შეხვედროდა შვილს, ციალა ეტყოდა, - ალბათ საყვარელთან იყავიო. წარმოიდგინეთ, არავინ მიდიოდა სამძიმარზე. ხალხი ამბობდა, ციალას როგორ ვეტყვით სამძიმარსო, მაგრამ ჩვენ ხომ ეკა უნდა გაგვეცილებინა? იმასაც ვფიქრობ, იქნებ უფალმა დაასვენა კიდეც. - მითხრა მეზობელმა.
რამინი გურასპიშვილი სახლში არ დამხვდა. მითხრეს, თელავში, საავადმყოფოშია წასული ძმის გამოსაყვანად, სახლში უნდა მოიყვანოსო, მაგრამ მალე გავარკვიე, რომ გია გურასპიშვილი რამინს თბილისში გადააყვანინეს და ამ დრომდე ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია, სადაც მკურნალობენ.
რამინ გურასპიშვილი, გარდაცვლილის მეუღლე:
- ეკას სიკვდილში ჩემს ძმას არ ვადანაშაულებ, მე კარგი ძმა მყავს, ის უდანაშაულოა და ასეთ რამეს არ ჩაიდენდა.

- მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ტელევიზიით გაკეთებული თქვენი განცხადება, სადაც საკუთარ ძმას ამხელდით ცოლის სიკვდილში. ახლა რატომ შეცვალეთ პოზიცია?

- ყვარლის პოლიცია ძალიან ცუდად იქცევა, მაიძულა, ეს მეთქვა და მეფიქრა. `რუსთავი 2~-მა გამომტყუა ეს სიტყვები. სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. ამ დრომდე ყვარლის პოლიცია ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ღამის 12 საათზე დადიან და ჩემს მეზობლებს ჰკითხავენ. რა უნდათ, რატომ დასდევენ მეზობლებს?

- თქვენმა ძმამ გითხრათ, რატომ იკლავდა თავს?

- პირველად ვნახე ჩემი ძმა თელავის საავადმყოფოში. ეს რატომ გააკეთა, არ ამბობს. მითხრა, ნურაფერს მკითხავო. კიდევ ერთხელ ვამბობ: ყვარლის პოლიციის უფროსიდან დაწყებული, ყველა ზეწოლას ახდენს ჩვენზე და ყველა მოსახსნელია.

- გიას ფსიქიკური პრობლემები აქვს?

- ადრე ჰქონდა, მაგრამ აღრიცხვაზე არ იყო. ახლა მითხრეს, თბილისში წაიყვანეო და წამოვიყვანე, ფსიქიატრიულში დავტოვე. რომ გამოჯანმრთელდება, წავიყვან.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ ეკასთა
ნ?
- კარგი ურთიერთობა გვქონდა. ოჯახში ყოველთვის არის ჩხუბი. ხან ვჩხუბობდით, მეორე წუთას კარგად ვიყავით.

- ეკასა და თქვენ შორის 20 წელია ასაკობრივი სხვაობა. ეს ხომ არ გიქმნიდათ ურთიერთობის პრობლემას?

- ეს ვინ გითხრათ? რა გინდათ ახლა მითხრათ, რომ შვილის ტოლი გოგო მოვიყვანე? მითხარით, რომელმა მეზობელმა გითხრათ ეს? სხვაობა 5 წელია და არა 20 წელი.

- დედათქვენი ამბობს, რომ თქვენ 45 წლის ხართ, ეკა 24 წლის იყო და ხშირად ვერ უგებდით ერთმანეთს.

- არ ვიცი, დედაჩემმა რა გითხრა, ის დედამთილია და ხომ იცით, რძლისა და დედამთილის კამათი სულ არის ოჯახში. ცოლთან არ მქონია პრობლემები. წინადღეს ვესაუბრე. ის მარტო იყო დედაჩემთან, ამიტომ წამოსვლა უნდოდა ჩემთან. დაგელოდებიო, მითხრა, მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს, - თავი ჩამოიკიდაო. პოლიციამ ცხედართან არ მიმიშვა. ავედი სახლის მეორე სართულზე, იქიდან გადმოვიხედე და დავინახე, როგორ ეკიდა ეკა ბოძზე. წელს ქვემოთ შიშველი იყო. ახლა ექსპერტიზას ველოდებით, ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. ძალადობის კვალი ეტყობოდა თუ არა ცხედარს, არ ვიცი. 4 წლის არის ჩვენი შვილი და ახლა მას მე გავზრდი, დედაჩემი დამეხმარება. ეკას მძიმე ცხოვრება ჰქონდა ჩემამდე გავლილი. გათხოვილი იყო, ქმარი გარდაეცვალა. თავის ცხოვრებაზე მხოლოდ იმას ამბობდა, უბედურად ვიზრდებოდიო, დანარჩენი არაფერი მოუყოლია ჩემთვის. არ ვიცოდი, ბავშვთა სახლში რომ გაიზარდა.

- დედათქვენს თქვენი მეუღლის პატიოსნებაშიც კი შეაქვს ეჭვი. თქვენ რას იტყვით?

- ჯერ ერთი, დედამთილს არავინ ჰკითხავს. ტყუილია, რომ ეკა მღალატობდა. ის პატიოსანი გოგო იყო. სულ შრომობდა. მის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, ეს ტყუილია! ამის თქმა არავინ გაბედოს! ზოგჯერ კი მეუბნებოდა მეზიზღები, შენთან ცხოვრება არ მინდა, სხვა მიყვარსო, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა. თავი მოიკლა თუ მოკლეს, არ ვიცი. ვერც იმას გეტყვით, შიშველი რატომ იყო. ექსპერტიზის პასუხს ველოდები.
ფაქტია, 24 წლის გოგონას დაცვა ვერავინ შეძლო. ექსპერტიზის პასუხს მთელი სოფელი ელოდება. სამწუხაროდ, უდედოდ გაიზრდებიან მისი შვილები. უფროსმა ბიჭმა თვალცრემლიანმა გააცილა დედა, ბებომ მიიყვანა დაკრძალვაზე. დედის სითბოს გარეშე დარჩა 4 წლის გოგონაც. ამას ისიც ემატება, რომ პატარას განვითარების პრობლემები აქვს და მას ექიმების დახმარება სჭირდება.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაკვირვებულმა თქვა, - "მე რატომ?" და გონება დაკარგა
"ოჯახის მიზანია, ბრალდებული დაისაჯოს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მაინ ჩაიდინა დანაშაული"
ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის აგვისტოში გონიოში დატრიალებული ტრაგედია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც შანტაჟის გზით ფულის გამოძალვას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა მეგის ქარდავას დაკავებას
ერთი ამბობდა, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება
ქალები რომ ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.
როგორ დაემშვიდობა დედას სიკვდილამდე ახალგაზრდა მამაკაცი
ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი