გამომძალველები ტრაგედიით სპეკულირებდნენ
font-large font-small
გამომძალველები ტრაგედიით სპეკულირებდნენ
ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის აგვისტოში გონიოში დატრიალებული ტრაგედია.
სამხედრო წვრთნების დროს ორი ახალგაზრდა კაპრალი იაგო შარაძე და რიგითი გიორგი ნანეტაშვილი ზღვაში გაუჩინარდნენ. სამწუხაროდ ბევრი ძებნის მიუხედავად, მაშველებმა მათ ცხედრებსაც ვეღარ მიაკვლიეს. დიდხანს გრძელდებოდა სამძებრო სამუშაოები, საქმეში თურქი სპეციალისტები და მათი ტექნიკაც ჩაერთო, მაგრამ უშედეგოდ. დაკარგულთა ოჯახის წევრებს ეს ტკივილი არ განელებიათ და მათ მიმართ ჩადენილი ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ცნობილია, რომ გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს წერილებს უგზავნიდნენ და თაღლითები მათგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. თითქოს გიორგი ცოცხალი იყო, თურქეთში ფინანსური პრობლემების გამო გაიპარა, დახმარება ესაჭიროებოდა და ოჯახისგან ფულს ითხოვდა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს თაღლითობის მცდელობის ბრალდებით. ვახტანგ ბოლქვაძე, გია ხიდურელი და ჯამბულ შეყილაძე პატიმრობაში არიან. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ნანეტაშვილის სახელით წერილები თბილისში, თემქაზე იგზავნებოდა. ნანეტაშვილების ნათესავმა სულ 4 წერილი მიიღო. `სალამი ყველას! კარგად ვხვდები, ჩემ გამო რაც გადაგხდათ. თურქეთის ძალზე მიყრუებულ ადგილას ვარ. საქმეები კარგად მოვაგვარე. ახალი საბუთები მაქვს. მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან. ჩემ შესახებ არც ერთი სიტყვა არავის უთხრათ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მანდ რომ დავრჩენილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ერთი ქართველი. დაქირავებულ ჯარშიც გამიფორმა საბუთები. 1 წლის განმავლობაში 80.000 დოლარს იძლევიან. საწყობში ვიქნები, თან რუსული პასპორტით, რუსეთში ცხოვრება გარანტირებული მაქვს, პრობლემა შემექმნა. ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მამასავით გვერდში მედგა, ვუღალატე და მისი ახლობლისთვის განკუთვნილი 39.000 დოლარი მოვხსენი ბანკიდან და დავხარჯე ჩემი საბუთების, ბინის და კვებისათვის. ახლა მომაგნო და არ ვიცი, რა ვქნა. 7 დღეში როგორც გინდა, იშოვე და ჩარიცხე ისე, რომ არავისთან ხმა არ ამოიღო. ამ კაცმაც რა ქნას? მართლა გთხოვ, იქნებ ერთი წლით მისესხო და 80.000 დოლარს რომ ავიღებ, სულ ყველას, 5.000-ის გარდა, თქვენ მოგცემთ... ამ წერილს ჩემი კარნახით სხვა ადამიანს ვაწერინებ...~, _ წერია წერილში და მითითებულია საბანკო რეკვიზიტები და ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯამბულ შეყილაძის პირადი მონაცემები, სადაც ოჯახს ფული უნდა ჩაერიცხა.
როგორც ჩანს, ბრალდებულებს ეგონათ ოჯახი პროვოკაციას წამოეგებოდა და თანხას ჩარიცხავდა, მაგრამ რომ არ მიიღეს თანხა, მორიგი წერილი დაწერეს `ჩემი თქვენთან კონტაქტი ამ ფორმითაც სახიფათოა. ამ წერილსაც სხვას ვაწერინებ ჩემი კარნახით, რადგან ყველაფერი ისმინება, ის კი არა, ჩემი მეგობარი აჭარიდან ჩემთან არის და მის ოჯახსაც არ გააგებინა, რომ ცოცხალია. შეიძლება ის სწორია, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე, რადგან თქვენი დარდი რამენაირად შემემსუბუქებინა. თქვენ კი ყველაზე უახლოეს ადამიანსაც არ უნდა უთხრათ ჩემ შესახებ... თანხის ანგარიშზე დასმა ძალიან მეჩქარება. ერთ კვირაში ამ ადგილიდან გადავდივართ და სამი თვის მარტო სასტუმროს ფული მაქვს გასასტუმრებელი. ნიაზისაც ამოეწურა თანხა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. თანხის დასმა, პირადობის ნომრითაც შეიძლება, რომელიც მოგწერეთ. ანგარიშის ნომერი კი შეიცვალა. არაფრით მაწყობს, თანხის ხელით გადაცემა. მინდა, საბუთი მქონდეს, რომ თანხა ნამდვილად ჩაირიცხა. ჯანმრთელობის მხრივ ცუდად არ ვარ. ცოტა ყური მაწუხებდა. ანთება მქონდა და ოცი დღე ვმკურნალობდი, რაც მაშინ წყალში დიდხანს ყოფნით იყო გამოწვეული. არ იდარდოთ. ჩემი ერთი წლის მუშაობით ჩემს დასახელებულ თანხასაც გადავიხდი და კიდევ ერთი იმდენი დამრჩება. ახლა სულ სხვა გვარი მაქვს. სახელი გიორგი დავიტოვე. რუსეთის მოქალაქის პასპორტით ვიმუშავებ, შემდეგ რუსეთში ცხოვრების უფლებით. ჩემი ბედი თქვენზეა დამოკიდებული. დაყოვნების შემთხვევაში ყველაფერი წყალში ჩაიყრება...~ ამ წერილის შემდეგ კიდევ ორი წერილი გაუგზავნეს ოჯახს და რადგან შედეგი არ ჩანდა, ბოლოს უკვე მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. მეოთხე წერილი ვინმე ნიაზ დუმბაძის სახელით, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელია და წერია, იძულებული ვარ, საქართველოს სუს-ს შევატყობინო მათი სამყოფელი და რაც მე დავხარჯე, ჯილდოს სახით მაგაზე მეტსაც მომცემენო.
გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებმა საქმეში პოლიცია მაშინვე ჩართეს, იცოდნენ, რომ ვიღაც მათი ოჯახის ტკივილით სპეკულირებდა. სასამართლოზე ვახტანგ ბოლქვაძემ და გია ხიდურელმა ყველაფერი აღიარეს. როგორც ირკვევა, ამ საქმეში ბრალდებული ჯამბულ შეყილაძე თავად გაება თაღლითების მახეში. მისი ადვოკატის თქმით, შეყილაძე თავად არის მსხვერპლი. ვახტანგ ბოლქვაძე შეყილაძემ რამდენიმე წლის წინ გაიცნო სხვა სახელით. უთხრა, რომ ნუკრი ერქვა. შეყილაძე ჭიათურიდან ჩამოტანილ რძის პროდუქტს თემქასა და მუხიანში, სავაჭრო ჯიხურებსა და მაღაზიებში აბარებდა. ერთ-ერთი ჯიხური ბოლქვაძეს ეკუთვნოდა. ვინც შეყილაძეს ფულს ხელზე ვერ აძლევდა, მათთვის მან ბანკში ანგარიში გახსნა და ამ ანგარიშზე ურიცხავდნენ თანხას. ბრალდებული ამბობს, რომ მისი ანგარიშის ნომერი სწორედ ამიტომ ჰქონდა ბოლქვაძეს. ბოლქვაძე მას 2017 წლის ზამთარში დაუკავშირდა და მისი ანგარიშით სარგებლობა სთხოვა. უთხრა, რომ ესპანეთში მყოფი შვილისგან სოლიდური თანხის ჩარიცხვას ელოდებოდა და რადგან ბანკებთან ვალების გამო პრობლემები ჰქონდა, სთხოვა, მისი ანგარიშით ესარგებლა.
რამაზ ჩინჩალაძე, ადვოკატი: _ პროკურატურამ თავიდან ყველას საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, როგორც ვიცი, ბოლქვაძეს შესთავაზეს წელიწადნახევრიანი რეალური სასჯელი, თუმცა, მას ხელი უნდა დაედო ჯამბულ შეყილაძისთვის. ჩვენების მიცემისას მას ეყო ვაჟკაცობა და უდანაშაულო კაცს ხელი არ დაადო _ ჯამბულ შეყილაძემ არ იცოდა სიმართლე, მაგრამ რაღაცას რომ ვმაიმუნობდი, ეს შეიძლება იცოდაო. გვქონდა საუბარი პროკურორთან. თუ ჯამბულ შეყილაძე დაეთანხმებოდა ბრალს და მისცემდა აღიარებით ჩვენებას, გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და მხო­ლოდ 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან უდანაშაულოა. ჯამბულ შეყილაძე საშინლად განიცდის, რომ ამ დანაშაულს ედავებიან. გაგიჟებულია, ჩემი უდანაშაულობა უნდა დავამტკიცოო, პროკურატურამაც იცის, რომ ის უდანაშაულოა და ეს დამტკიცდება. ჩვენ მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაკვირვებულმა თქვა, - "მე რატომ?" და გონება დაკარგა
"ოჯახის მიზანია, ბრალდებული დაისაჯოს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მაინ ჩაიდინა დანაშაული"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც შანტაჟის გზით ფულის გამოძალვას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა მეგის ქარდავას დაკავებას
გამოსვენებამდე 5 წუთით ადრე, გია გურასპი­შვი­ლი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და ცოტა მოშორებით, თავისსავე ბაღჩაში თვითმკვლელობა სცადა

ერთი ამბობდა, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება
ქალები რომ ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.
როგორ დაემშვიდობა დედას სიკვდილამდე ახალგაზრდა მამაკაცი
ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი