რას შეეწირა მსაჯის სიცოცხლე?
font-large font-small
რას შეეწირა მსაჯის სიცოცხლე?
გამოვიდა და მითხრა, ჯიგარი ბიჭი ყოფილაო


გასულ კვირას ფეხბურთის მსაჯი, 33 წლის ილია ტუღუში პატრულის თანამშრომლებმა ფოთში, მალთაყვის ტყეში, ნაძვნარში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. იქვე იყო მისი ავტომობილიც. ოჯახი და პოლიცია მას 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. თუმცა, თვითმკვლელობის არ სჯერათ ოჯახის წევრებს და ისინი საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ვიღაცამ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო ან აიძულა, თავი მოეკლა.


გარდაცვლილი მსაჯის ოჯახს კონკრეტული ვერსია აქვს და პირდაპირ ამბობს, რომ ილია ტუღუშის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. "თამაშში გადახდილი იყო 5.000 ლარი, მერე კი ჩემს შვილს ფულის დაბრუნება უკან მოსთხოვეს, 5 ათასი ლარის გამო მოსაკლავად გაიმეტეს ჩემი შვილი", - ამბობს გარდაცვლილის დედა, მარინა ტუღუში.
ოჯახი აცხადებს, რომ ილო ტუღუშს წინადღეს სახლში მიაკითხეს: - ჩემი ქმარი თავს არ მოიკლავდა, მკვლელობის წინაღამეს ჩვენთან მოვიდნენ ირაკლი ბახტაძე, გიორგი ინაიშვილი და ნუგზარ ჩხაიძე. შავი "მერსედესით!" იყვნენ. ისინი ილიას 5.000 ლარს სთხოვდნენ. უკან უნდა მიეტანა. ეტყობა ვერ მიუტანა და იმიტომ მოხდა ასე. ფული თამაშის წინა დღეებში მიუციათ, ფეხბურთის მატჩი უნდა მოეგოთ თურმე. მეკითხებოდნენ, თავისი მანქანით მოძრაობსო? პასუხი მოსთხოვონ გიორგი ინაიშვილს, რომელიც დამემუქრა: ხვალ მივფრინავ, ვტოვებ ჩემს ძმაკაცებს და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო. ჩემი ქმარი თავს არ მოიკლავდა, - ამბობს მსაჯის მეუღლე ეკა.

ილია ტუღუში როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში მსაჯობდა. იგი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები და ისინიც გამოძიების შედეგებს ელოდებიან:
- ჩვენ თვალწინ გაიზარდა ილია, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო. კარგი ოჯახი ჰქონდა, სამი ანგელოზივით ბავშვი დარჩა უმამოდ. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. წარმოუდგენელია, ილოს თავი მოეკლა 5 ათასი ლარის გამო. ძვირად ღირებული მანქანა ჰყავდა, კიდევ - სხვა მანქანა, ბოლოს და ბოლოს, იმას გაყიდდა. ოჯახის წევრები საშინელ დღეში არიან. ამბობენ, რომ ამ საქმეში "მაზავშიკები" არიან გარეული. ეტყობა, "მაზავშიკებიც" დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო, გუნდი მოიგებდა და ალბათ, დიდი თანხა დადეს ფსონად. რომ წააგეს, გამწარდნენ და ასე იძიეს შური. არ ვიცი, რა ვთქვა, ველოდებით გამოძიებას. ჩაწყობილი თამაშების გამო თუ მოხდა ამხელა ტრაგედია, იმედია, ამის გარკვევა არ გაჭირდება", - ამბობს მეზობელი.

ცნობილია, რომ 3 დეკემბერს ლანჩხუთის "გურია" და თელავის გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს თამაში იყო გაყიდული და თამაშში ლანჩხუთის "გურიას" უნდა გაემარჯვა. როგორც ამბობენ, გიორგი ინაიშვილი და ირაკლი ბახტაძე "მაზავშიკები" არიან და ამიტომაც მსაჯების მოსასყიდად მათ ტუღუშს 5.000 ლარი გრიგოლეთში, ლანჩხუთის "გურიის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ნუგზარ ჩხაიძის შუამავლობით გადასცეს. თუმცა, საქმე ისე არ წავიდა, როგორც მოილაპარაკეს, მატჩი ფრედ დამთავრდა, და "გურიამ" მეორე ლიგა დატოვა. რადგან შეთანხმება ვერ შესრულდა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფულის დაბრუნებას სთხოვდნენ ტუღუშს. მას კი თანხა უკვე დახარჯული ჰქონდა და ვერ დააბრუნა. ოჯახის მიერ დასახელებული ნუგზარ ჩხაიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა ამ ფაქტს:

"ვითვალისწინებდი მის რჩევებსა და დარიგებებს. ჩვენი საუბრები ყოველთვის კონსტრუქციული და ობიექტური იყო. ჩემი და მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში არასდროს მოდიოდა. სწორედ ასეთი მეგობრული ურთიერთობის გამო, თელავში ჩატარებული მატჩისას, მსაჯის არაობიექტურობის გამო, როდესაც გავიგეთ 3 დეკემბერს ლანჩხუთში თელავთან მატჩის მომსახურე არბიტრების შემადგენლობა, ბუნებრივია, მე მას დავურეკე და ვკითხე, როგორი იყო მისი შეხედულება აღნიშნულ სამსაჯო ბრიგადასთან დაკავშირებით, რაზედაც მან ტელეფონშივე მიპასუხა, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა იყო და ილია ტუღუში დამპირდა, რომ მსაჯებს, როგორც ლანჩხუთელი, სთხოვდა ლანჩხუთის "გურია" არ დაეჩაგრათ. თან შემეკითხა, სად ვიყავი ფიზიკურად. ვუთხარი, რომ ლანჩხუთში ვარ. მთხოვა, ერთმანეთს შევხვედროდით, დავეთანხმე და შევთანხმდით, რომ მის ზარს დაველოდებოდი. ეს ყველაფერი ხდებოდა 1-ლ დეკემბერს, სადღაც, 13 საათიდან 15 საათამდე. იმავე ღამეს გრიგოლეთის ბაზაზე ვიყავი და იქ მოვიდა. დაახლოებით 21 საათისთვის. ჩავსხედით ჩემს მანქანაში და ისევ მსაჯთა შემადგენლობაზე ვილაპარაკეთ, სადაც მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ ბიჭების პატიოსნებას და კვალიფიკაციას... ამის შემდეგ მთხოვა, ფული გიორგი იმნაიშვილისათვის მეთხოვა, რომელიც იმ დროს ბაზაზე იმყოფებოდა. ვუთხარი - მაგას შენც იცნობ, ისეთი ბიჭია, არ გაგაწბილებს და ჯობია, შენ უთხრა-მეთქი. გადმოვიდა მანქანიდან და შევიდა იმ ოთახში, სადაც გიორგი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთის მერე გამოვიდა და მითხრა, ჯიგარი ბიჭი ყოფილაო. დამემშვიდობა და თავისი მანქანით წავიდა. როგორც შემდეგ გავიგე, მას სწორედ ის თანხა უთხოვია გიორგისთვის, რაზედაც ამჟამად არის საუბარი და რაც გიორგის მეორე დღეს მისთვის უსესხებია... მეორე დღესაც, ლანჩხუთის "გურიის" და "თელავის" თამაშის დღეს შევხვდი ილიას, გვქონდა ჩვეულებრივი შეხვედრა. 5 დეკემბერს კლუბის ოფისში ვიმყოფებოდი, ალბათ 3-4 საათი იქნებოდა, გიორგიმ დამირეკა და მითხრა, ილო უნდა ჩამოსულიყო, არ მპასუხობს და იქნებ, შენ გადაურეკოო. დავურეკე ილოს. მითხრა, რომ ვიღაცას ელოდებოდა და აუცილებლად ბათუმში ჩავიდოდა. ვთხოვე, გიორგისთვის დაერეკა, რაზეც მიპასუხა, რომ უკვე ელოდებოდა. საღამოს 6 საათი იქნებოდა, გიორგის დავურეკე და ვკითხე, - თუ ჩამოვიდა-მეთქი? არ ჩამოსულა და არც ტელეფონზე პასუხობსო. მეც დავიწყე რეკვა ილოს ტელეფონზე, არც მე მიპასუხა. გიორგი იმნაიშვილის ჩამოსვლამდე ვიდექი ჩოჩხათის ცენტრში, სადაც პოლიციის საპატრულო მანქანაც იდგა. შემდეგ მე მივედი პირველად მის ჭიშკართან. დავიძახე. შორიდან გამომძახეს, ვფიქრობ, დედამისი იყო. ვკითხე, ილო ხომ არაა სახლში-მეთქი? მითხრეს, არა, ჩვენც ვეძებთ, შვილო და ვერ ვპოულობთო. მოვბრუნდი უკან და დაველოდე სოფლის ცენტრში მათ ჩამოსვლას. ჩამოვიდნენ, მანქანა დატოვეს ჭიშკართან და ჩემი მანქანით ავედით ილოს კოლეგასთან, რომელიც სახლში არ იყო. ჩამოვედით და დავიძახეთ ილოს ოჯახში. ჭიშკართან ჩამოვიდნენ მამა, დედა და მეუღლე. ვკითხეთ, სად შეიძლებოდა ილოს ნახვა. დედამ სიტყვასიტყვით ასე გვიპასუხა: - დილას რომ ადგა, ძალიან შეწუხებული და უხასიათოდ იყოო. ამ დროს მეუღლემ იკითხა - რაშია საქმე, რატომ ეძებთო? ფეხბურთის ფულთან დაკავშირებით ხომ არაო? მე გამიკვირდა მისი ტონიც და კითხვის შინაარსიც. რა ფეხბურთის ფული, მეგობრისგან ნასესხები ჰქონია და ამიტომ უნდა მისი ნახვა-მეთქი. შემეკითხა, - შენ ვინ ხარო? ვუთხარი, რომ ნუგზარ ჩხაიძე ვარ და შენ როგორ ვერ მიცანი-მეთქი? ამ დროს ჩვენ სამიდან ერთ-ერთმა, ირაკლი ბახტაძემ უთხრა - მე ირაკლი ვარ, ილოს მეგობარიო. გიორგი იმნაიშვილმაც უთხრა მისი პიროვნების შესახებ. ერთი სიტყვით, შემიძლია ხატის წინაშე ჩემი ექვსი შვილიშვილი დავიფიცო, რომ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. არავითარი ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა, ასეთი რამ რომ ყოფილიყო დაახლოებით 150 მეტრში მყოფი პოლიციის ეკიპაჟი უთუოდ გაიგონებდა და მოვიდოდა. გიორგი იმნაიშვილმა ტუღუშის ოჯახის წევრებს უთხრა, მე ისეთი კაცი არ ვარ, რომ ასეთ საქმეზე პიროვნება შევავიწროვო. ხვალ საქმეზე წასასვლელი ვარ, მან კარგად იცის, ვის შეიძლება ეს ფული დაუტოვოს, აგერაა ირაკლი, თქვენი ახლობელი ყოფილა. ილოს გადაეცით, მე თუ არა, ეს ხალხი ნახოსო. დავემშვიდობეთ. და პირადად, ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის. მე წამოვედი გულიანის მხრიდან ლანჩხუთში, ისინი ბათუმში წავიდნენ. მეორე დღეს ვიგებ ამ საშინელ ამბავს", - წერს ჩხაიძე და იქვე აღნიშნავს: - "სამსახურებრივი უფლებებიდან გამომდინარე, თავს არ მივიჩნევ ვალდებულად, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ვინმეს ანგარიში ჩავაბაროო. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ნუგზარ ჩხაიძე ორჯერ უკვე დაჰკითხეს, თუმცა რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.

თავად ჩხაიძის მონათხრობიდანაც ჩნდება კითხვები: თუ იმნაიშვილმა სამი დღით ადრე ასესხა ფული ტუღუშს, რატომ გახდა სამ დღეში აუცილებელი ბათუმიდან სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ და სახლში მოეძებნა და კატეგორიულად მოეთხოვათ მისთვის მიცემული ვალი? ამას ჩხაიძე ასე პასუხობს: როგორც ვიცი, იმნაიშვილს მან ფული სამი დღით სთხოვაო.

მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებაზე ამბობს, რომ არასოდეს დაინტერესებულა ჩაწყობილი თამაშებით და ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს: "ილო მეგობრების საშუალებით გავიცანი. დახმარება მთხოვა და სამი დღით ისესხა ჩემგან 5 ათასი ლარი. ის თანხა მეც სხვისთვის მქონდა მისაცემი. მანქანის ფული იყო. ამიტომაც მივაკითხე იმ დღეს სახლში. თუმცა, მისი ოჯახისთვის არ მითქვამს, რომ ვალისთვის ვიყავი მისული. მანქანიდან არც კი გადმოვსულვარ. მასთან ბოლო საუბარი 5 დეკემბერს მქონდა. მითხრა, რომ 6 დეკემბერს თანხას მომცემდა. არც დაძაბული საუბარი ყოფილა ჩვენ შორის, რა გარიგებული თამაშები, რა ჩაწყობა?! ჭორია, რომ თითქოს მან "გურიის" მოგების პირობა მომცა. ამაზე სიტყვაც კი არ თქმულა. მართალია, ის გარდაცვლილია, მაგრამ ყველამ იცის, რომ ილო თამაშობდა ტოტალიზატორში, კაზინოში. სერიოზულად თამაშობდა. გამოვრიცხავ, რომ მან თავი ჩემგან ნასესხები ფულის გამო მოიკლა", - ამბობს იმნაიშვილი.
გამოძიებამ უკვე დაკითხა გარდაცვლილის ოჯახის წევრები და დასახელებული პირები. ამბობენ, რომ ტუღუშის ტელეფონში აღმოჩენილია მიმოწერა და ეს დეტალები საინტერესოა გამოძიებისთვის. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ალბათ გამოძიება გასცემს ყველა კითხვას პასუხს.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაკვირვებულმა თქვა, - "მე რატომ?" და გონება დაკარგა
"ოჯახის მიზანია, ბრალდებული დაისაჯოს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მაინ ჩაიდინა დანაშაული"
ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის აგვისტოში გონიოში დატრიალებული ტრაგედია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც შანტაჟის გზით ფულის გამოძალვას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა მეგის ქარდავას დაკავებას
გამოსვენებამდე 5 წუთით ადრე, გია გურასპი­შვი­ლი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა და ცოტა მოშორებით, თავისსავე ბაღჩაში თვითმკვლელობა სცადა

ერთი ამბობდა, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება
ქალები რომ ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.
როგორ დაემშვიდობა დედას სიკვდილამდე ახალგაზრდა მამაკაცი
ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი