ახალგაზრდები, რომლებსაც თავის გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავთ
font-large font-small
ახალგაზრდები, რომლებსაც თავის გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავთ
"სულ 7 ოპერაციის გადატანა დამჭირდა და მეტის ატანა აღარ შემიძლია. უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ, ჩემი სატკივარი ხალხს გააგებინეთ..."

დამეთანხმებით, რთულია ცხოვრება ტკივილის თანხლებით; ორმაგად ძნელი ასატანია, როცა ხვდები, რომ შენი ბედი სხვებზე, სრულიად უცხო ადამიანებზეა დამოკიდებული. ექიმის მიერ დასმული, მძიმე დაავადების დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს ჰგავს და ასეთ დროს ბევრი ცდილობს, საკუთარ თავში იპოვოს ძალა საბრძოლველად, ბევრიც - ხელს ჩაიქნევს და ბედს ეგუება. 24 წლის მარიამ მათიაშვილი და 19 წლის ლუკა დავიანტი ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც, მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, სიცოცხლე სწყურიათ და თქვენს დახმარებას მოუთმენლად ელიან, რათა ყველაზე ძვირფასი რამ, ჯანმრთელობა დაიბრუნონ და მერე, როცა დაავადებას დაამარცხებენ, ხალხს სიკეთე ასმაგად დაუბრუნონ....

იშვიათი დაავადების მქონე მარიამი წლებია, ტკივილისგან იტანჯება, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ამ ტკივილს სულიერი სატკივარიც დაერთო, რადგან მისმა სახემ დეფორმაცია განიცადა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ახლა კი შესაძლოა, მეორე თვალითაც ვეღარ დაინახოს სამყარო, რომელიც ასე ლამაზად ეჩვენება... მიუხედავად იმისა, რომ მარიამის თავის ძვლები "მოძრაობს", რაც აუტანელ ტკივილს იწვევს, გოგონამ მაინც მოახერხა და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ახლა ცდილობს, ხელსაქმით გაერთოს და ხატების დამშვენებაზე ზრუნავს.
ლუკა დავიანტი კი თსუ-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გახლავთ. მას ცოტა ხნის წინ დაუსვეს შუბლის წილის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიაში მკურნალობა, რაც 70 ათასი ევრო ჯდება. მას მეგობრები ახასიათებენ, როგორც საოცრად დადებით ადამიანს. ლუკა თურმე, ოცნებობს, მთვარეზე გაფრენა შეძლოს. ოპტიმიზმით სავსე ახალგაზრდას სჯერა, რომ ვერაგ დაავადებას თქვენი წყალობით, აუცილებლად დაამარცხებს.
ამ ორი ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად, საქველმოქმედო ფონდი - "ცხოვრება მშვენიერია" ღონისძიების გამართვას გეგმავს.

ნიკოლოზ ესაკია, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი:
- ღონისძიების გამართვას 12 მარტისთვის ვგეგმავთ. მარიამისა და ლუკას დასახმარებლად, კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება. იმედი მაქვს, ხალხი მხარში ამოგვიდგება და ჩვენ ერთად შევძლებთ ძალიან კარგი საქმის გაკეთებას, ამ ახალგაზრდების გადარჩენას.

- მაყურებელი სცენაზე ვის იხილავს?

- კონცერტში ძირითადად, ბენდები და ის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მაყურებელს "ცოცხალი" მუსიკით გაანებივრებენ. რამდენიმე სოლისტი გვყავს მოწვეული. იმედია, კარგი ღონისძიება გამოვა და ხალხი კმაყოფილი დარჩება.

- რამდენი წელია, რაც "ცხოვრება მშვენიერია" არსებობს?

- მეოთხე წელი დაიწყო, რაც ადამიანების დახმარებას ვცდილობთ. ჩვენ მუდმივად ვეხმარებით "ბერი ანდრიას ფონდს", ზოგჯერ კი სხვებისთვისაც ვუშვებთ გამონაკლისს - იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ჩვენს დახმარებას საჭიროებს.

- რა კრიტერიუმით არჩევთ ადამიანებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაეხმაროთ?

- როცა ადამიანი მოდის ჩვენთან, პირველ რიგში, ცხადია, გვიყვება, თუ რა პრობლემა აქვს, რა აწუხებს, მერე შესაბამისი დოკუმენტაციაც უნდა წარმოგვიდგინოს, ჩვენ კი ვცდილობთ, ადამიანები გასაჭირში არ მივატოვოთ და ძალას არ ვიშურებთ მათ დასახმარებლად. თუმცა, ფონდს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ პირადაპირ გარკვეული თანხით დავეხმაროთ ადამიანებს. ჩვენ მათ უბრალოდ, პრობლემის ხალხამდე მიტანაში, ღონისძიებების მოწყობაში ვეხმარებით, სხვა არაფერი შეგვიძლია.
დაფინანსება ნული გვაქვს და სხვათა შორის, ფონდში მომუშავე ადამიანებს ხელფასიც არ აქვთ, ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებთ.
- როცა ღონისძიების მოწყობას აანონსებთ, ცნობილი ადამიანები ქველმოქმედებაში მხარს იოლად გიბამენ თუ არის შემთხვევები, როცა კონცერტში მონაწილეობაზე უარსაც გეუბნებიან?
- რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა უარს გვეუბნებიან ან გვპირდებიან, აუცილებლად მოვალთო და მერე, როცა რაღაცის დაზუსტება გვინდა, ტელეფონზე აღარ გვპასუხობენ. საბედნიეროდ, ბევრი შემსრულებელი გვიდგას მხარში. მათ იციან, რომ ძალიან ორგანიზებულ ღონისძიებებს ვახორციელებთ და თან, აქვთ სურვილი, ქველმოქმედები იყვნენ... ჩემთან ერთად, ფონდის საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. ძნელია, 4 წელი უხელფასოდ იმუშაო, მაგრამ ვფიქრობ და მწამს, როცა სიკეთის გაკეთების უნარი გაქვს, ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება პრობლემების მოგვარებაში. თუ მოვინდომებთ, ნებისმიერი ჩვენგანი შეძლებს კარგი საქმის კეთებას და მერწმუნეთ, გასაჭირში მყოფ ადამიანს რომ გაუმართავ ხელს, ამაზე უკეთესი არაფერია, ეს საოცარ შეგრძნებას მოგანიჭებს.

მარიამ მათიაშვილი:

- 14 წელი გავიდა მას მერე, რაც ფიბროზული ოსტეოდისპლაზია დამიდგინეს. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლების დაშლა-გადაგვარებას. მესაჭიროება თურქეთში გამგზავრება, თორემ შესაძლოა, მხედველობა საერთოდ დავკარგო. ამასთან, დაზიანებული ძვლებიც გამოცვლას საჭიროებს, რათა დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტოს. მაქვს გაუსაძლისი ტკივილი თავის არეში, დროდადრო სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩნდება კისტები... სულ 7 ოპერაციის გადატანა დამჭირდა და მეტის ატანა აღარ შემიძლია. უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმარეთ, ჩემი სატკივარი ხალხს გააგებინეთ. იქნებ მოხერხდეს ჩემი გადარჩენაც...

ირმა, მარიამის და:

- 9 წლის იყო, მარიამს ეს დაავადება რომ დაუდგინეს. თავიდან გვითხრეს, სიმსივნე აქვსო, მაგრამ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძვლის ოსტეოდისპლაზია გახლდათ. როგორც ექიმებმა აგვიხსნეს, მისი ძვალი ხაჭოსებურ მასად იქცევა და მერე ადვილად იშლება, იფხვნება... ამას წინათ თურქეთში გავგზავნეთ საბუთები და მერე, ორი კვირით მარიამს იქ გამგზავრებაც მოუხდა, გამოკვლევებზე. ექიმმა უთხრა: ჯანმრთელი თვალის ნერვიც დაზიანებულ ძვლებს შორის არის მოყოლილი და თუ დროზე არ ჩავერევით, შესაძლოა, მხედველობა საერთოდ დაკარგოო. მან მოგვცა 80%-იანი გარანტია და იმედი იმისა, რომ დაზიანებული თავის ძვლების 70%-ს გადაუნერგავს, რაც ჩემი დის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს ოპერაცია ძვირად ღირებულია - 45 ათასი დოლარია საჭირო. თანხის შეგროვებას როგორ არ ვეცადეთ, რაც გასაყიდი გვქონდა, გავყიდეთ, მაგრამ მაინც არაფერი გამოგვივიდა.

მარიამი:

- ჩემს თავში ძვლები მოძრაობას რომ იწყებს, ამას ვგრძნობ, რადგან ასეთ დროს აუტანელი ტკივილი მტანჯავს. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გადაბმულად 3-4 დღე არაფერი მტკივა და ასეთ დროს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ...

- სასულიერო სემინარია დაამთავრე, არა?

- კი და პროფესიით ფსიქოლოგი რელიგიათმცოდნე ვარ.

- ხატებს წერ?

- არა, ხატებს ჩემი და წერს, მე კი მათ ბისერებით ვამშვენებ... 10 წლის ასაკიდან ვიცი, რაც მჭირს და ყველაფერი გააზრებული მაქვს, სხვანაირად აქამდე ალბათ, ვერც მოვიდოდი. თან, ძალიან მორწმუნე ვარ და ვფიქრობ, ლოცვით მოვედი აქამდე და უფლის წყალობით, მომავალშიც შევძლებ ყოველგვარი სისუსტის დამარცხებას.
ძალიან მერიდება თქვენი, პირველად ვაკეთებ ასეთ რამეს, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმარეთ მე და ლუკას. ვიცი, დალხენილი ცხოვრება არავის გაქვთ, ბევრ თქვენგანს თავის გატანაც კი უჭირს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს: სიცოცხლე მწყურია. ტკივილისგან გათავისუფლება იმდენად მინდა, რომ გავკადნიერდი და გთხოვთ, დამეხმაროთ. თუ ამას ვერ შეძლებთ, არა უშავს - ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ ჩემს ტკივილს გულთან მიიტანთ და უფლის წყალობას მისურვებთ.
სამწუხაროდ, ლუკასთან და მისი ოჯახის წევრებთან გასაუბრება ვერ შევძელით, რადგან ის მამასთან ერთად, გერმანიაში იმყოფება.

თაკო სართანია, ლუკას მეგობარი:

- ახლა ლუკა გერმანიაშია, მამასთან ერთად. დედა და და საქართველოში არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათ კოორდინატებს ვერ მოგცემთ. ლუკა სამეგრელოდან, კერძOოდ - სოფელ ჯვარიდან გახლავთ.

- გერმანიაში სამკურნალოდ ჩავიდნენ?

- დიახ, როგორც ვიცი, იქ მკურნალობის კურსი უნდა გაიაროს.

- ხომ არ იცი, ვიდრე ამ დიაგნოზს დაუდგენდნენ, ხშირად ავადმყოფობდა?

- ბოლო დროს ლუკას გაუსაძლისი თავის ტკივილი ჰქონდა. ექიმებმა შუბლის წილის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. მერე გერმანიაში გაგზავნეს, რადგან რეაბილიტაცია, დასხივებები ესაჭიროებოდა. ცოტაოდენი თანხა როგორღაც შეაგროვეს და გაემგზავრნენ, მაგრამ მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს და ჩემს მეგობარს ჯანმრთელობა შეუნარჩუნონ, ამისთვის კიდევ ბევრი თანხაა საჭირო. ამიტომაც, ლუკას მეგობრებმა დახმარება ვთხოვეთ საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს და იმედია, ერთად ყველაფერი გამოგვივა...

- შეგიძლია, ლუკა დამიხასიათო? როგორი ბიჭია. რა გეგმები და ოცნებები აქვს?

- ლუკა უსაყვარლესი ადამიანია. როგორი თბილი და საყვარელიც არის გარეგნულად, ზუსტად ისეთია სულიერადაც. ძალიან მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. მისი ძმაკაცებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ სუფთა გულის ბიჭია... ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში. გონიერია და ოცნებობს, ოდესმე მიეცეს მთვარეზე გაფრენის შანსი. ოპტიმიზმით სავსე ადამიანის საყვარელი სიმღერააDeep Purple-is Soldier of Fortune.

- ავადმყოფობის დიაგნოზი რომ გაიგო, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- სხვათა შორის, ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამით ყველას ძალიან დაგვეხმარა. სჯერა, რომ განიკურნება. თუმცა, ამბობს ხოლმე: ვერ ვიჯერებ, ეს მე როგორ დამემართაო? რაც მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი აქვს.


ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
02.03.2016
13 წლის ასაკში მქონდა ისეთი თავის ტკივილები,სიკვდილს ვნატრობდი.ვერაფერს მშველოდნენ.ერთ ღამეს რაღაც არანორმელურმა სიამოვნებამ გამაღვიძა.არ გავნძრეულვარ.ხელით მოვსინჯე და თავთან კატა მიწვა,მთლიანად იყო შემოხვეული და კრუტუნებდა.დილით ვნახე,უზარმაზარი,შავი კატა იყო.ორი კვირა იყო ჩვენ სახლში.ყოველ ღამე ჩემს თავთან წვებოდა.მერე როგორც მოვიდა,ისე წავიდა სადღაც.ცხოვრებაში თავის ტკივილი აღარ მიგრძვნია.
ვიღაცა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუთაისელმა მზიამ იტალიიდან დამირეკა:
- ჰელოუ, ვოთს გოვინ აფ, ჰაი დუ, ვოთს ააფ მეენ.... - თავისი ინგლისურის მარაგი რამდენიმე წამში ამოწურა. ხმაზე ვიცანი, მაგრამ არ შევიმჩნიე და მოკლედ მოვუჭერი:
- ნოუ ინგლიშ... ქენნათ ჰელფ იუ. ბაი.
ეზოში რძისა და მაწვნის ამოსატანად ჩასულები წაკამათებულან


ერთმა მოხუცმა თქვა, - სიკვდილის არ მეშინია და დაბრმავების - კი.



გიზო ჟორდანია: "მსახიობობა უდიდესი შრომა, დაძაბულობა და ნერვების კრიმანჭულია"

ნაადრევად დამდგარმა ზამთარ­მა ერთი ტრაგიკული ამბავი გამახსენა.
"შვილებს ვზრდით არასწორად და ქვეყანაც ამიტომ გვენგრევა თავზე"

ჩვე­ნი შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან მწი­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც გვა­ვა­ლე­ბენ

მა­მა­კა­ცე­ბი შინ არ მოჰ­ყავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ქმა­რი არა­სო­დეს ჰყო­ლია და წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, ვის­გან გა­უჩ­ნ­და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი

კვირის სიახლეები
თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი
ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხსნე­ლე­ბი არი­ან.
0 კომენტარი
ამ­ბა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნალ თაღ­ლით­სა და მდიდ­რე­ბის "მპარ­სავ­ზე"

სა­უ­ბა­რი წი­ნაპ­რებ­ზე, რო­მელ­საც დამ­ნა­შა­ვის ალა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყ­ვა


1 კომენტარი
"არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს" - პირველი ლედი სტილსა და ეტიკეტზე

პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგენტურობა არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.
12 კომენტარი
ამ­ბა­ვი ლუ­კა მე­წის­ქ­ვი­ლე­ზე

"აზ­რ­ზე რო­ცა მო­ვი­და, უკუ­ნი იდ­გა ირ­გ­ვ­ლივ, რო­მე­ლიც აღა­რას­დ­როს გა­თენ­და..."


5 კომენტარი
"მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმიდან "ჰეროკრატია"?
"ფეისბუკზე" ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - სოფო ნიჟარაძე "ხარო"?

6 კომენტარი
ცამეტი წლის გოგონას "ბედნიერება" და ტრაგედია...

სანამ ესეც სხვას არ გაუუბედურებია, წაიყვანე და უპატრონე, სიცოცხლის ბოლომდე შენზე ვილოცებთო...


3 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
მო­ღა­ლა­ტე სა­ცო­ლე და სას­ტი­კი შუ­რის­ძი­ე­ბა
"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..."


15 კომენტარი
ბუთხუზა მეეზოვის გულისტკივილი
"ისეთ კარგ "დუხებს" ვისხამ, თავადაც მსიამოვნებს"

5 კომენტარი
რის­თ­ვის კვდე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი?!
ცო­ტა ხნის წინ, 40 წლის ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და მი­სი "არ­ყოფ­ნა" ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლი გა­ხა­და სიკ­ვ­დი­ლის მი­ზეზ­მა...

11 კომენტარი
ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს

3 კომენტარი