სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი და ცხად­ში ახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბი
font-large font-small
სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი და ცხად­ში ახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბი
"არ უნ­და შემ­ში­ნე­ბო­და, თო­რემ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მეტყ­ვე­ლე­ბა ისევ და­მე­კარ­გა"

"ნა­თელ­მ­ხილ­ველს უთ­ქ­ვამს, - ეს ბი­ჭი კარ­გი კა­ცი დად­გე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხის გვა­რი მას­ზე გა­ჩერ­დე­ბაო"

ფი­ზი­კოს ზუ­რაბ ხვე­დე­ლი­ძის ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბით. პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი მის ბავ­შ­ვო­ბა­ში მოხ­და. ახ­ლა 84 წლის არის, ცხოვ­რე­ბა­ში თავს გა­დახ­დე­ნი­ლი არა­ერ­თი ამ­ბა­ვი წი­ნას­წარ სიზ­მარ­ში აქვს ნა­ნა­ხი. რო­გორც ფი­ზი­კო­სი, ამ მოვ­ლე­ნას ახ­ს­ნას ვერ უძებ­ნის, პა­უ­ზის შემ­დეგ კი დას­ძენს: - სხვა რა ვუ­წო­დო, თუ არა - სას­წა­უ­ლი?


- ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რგან­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მა­მა მა­ღა­როს მუ­შა გახ­ლ­დათ, დე­და - დი­ა­სახ­ლი­სი. ოჯახ­ში მე-7 შვი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 2 ბავ­შ­ვი გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­დათ. წლი­ნა­ხევ­რი­სას "წი­თე­ლა ბა­ტო­ნე­ბი" შემ­ხ­ვ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ ერთ სა­ღა­მოს მა­მა შინ ნას­ვა­მი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც სახ­ლ­ში "ბა­ტო­ნე­ბი­ა", ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა იკ­რ­ძა­ლე­ბა. მა­მას სიმ­თ­ვ­რა­ლის გა­მო "ბა­ტო­ნე­ბი" "გაბ­რაზ­დ­ნენ", 9 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უნ­ძ­რევ­ლად ვწო­ლილ­ვარ. ად­რე სოფ­ლებ­ში გა­მო­ლოც­ვე­ბი იცოდ­ნენ, 9 ქა­ლი მო­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მა­ინც ვერ გა­მოვ­დი­ო­დი. ერთ დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­მა შინ არ შე­მო­სუ­ლა, ბოს­ლი­დან ხა­რე­ბის უღე­ლი გა­მო­უ­ტა­ნია, კი­სერ­ზე და­უდ­გამს და და­ჩო­ქილს სახ­ლის გარ­შე­მო სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლია. თან ლო­ცუ­ლობ­და და უფალს ჩემს თავს ავედ­რებ­და. იმ სა­ღა­მოს­ვე შე­და­რე­ბით კარ­გად გავ­მ­ხ­დარ­ვარ. მარ­თა­ლია გა­დავ­რ­ჩი, მაგ­რამ დავ­მუნ­ჯ­დი. სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვლა­პა­რა­კობ­დი.

- მა­მათ­ქ­ვენ­მა რა თქვა, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ციო?

- მა­მა ამ თე­მა­ზე არ ლა­პა­რა­კობ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, სიზ­მარ­ში უნა­ხავს, ასე მო­ი­ქე­ცი და შვი­ლი მორ­ჩე­ბაო. 4 წლამ­დე მუნ­ჯი ვი­ყა­ვი, ოჯა­ხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ე­გუა.

- ექიმ­თან არ წა­გიყ­ვა­ნეს?

- რო­გორ არ წა­მიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა ექი­მი ამ­ბობ­და, ეს ბავ­შ­ვი ალა­პა­რაკ­დე­ბაო.

- ლა­პა­რა­კი რო­გორ და­იწყეთ?

- 4 წლის ასაკ­ში თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. აპ­რი­ლის ბო­ლო კვი­რა დღე იდ­გა, თბი­ლი ამინ­დი იყო, ეზო­ში დე­და ტრი­ა­ლებ­და, ყვე­ლა­ნი სახ­ლ­ში იყ­ვ­ნენ. ჩვენ­თან იქ­ვე პა­ტა­რა სახ­ლი იდ­გა, სა­დაც ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობ­დ­ნენ. ბა­ბუა ღა­მის 4 სა­ათ­ზე ამ­დ­გა­რა ისე, რომ არა­ვის­თ­ვის არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს და სახ­ლი­დან წა­სუ­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 11 სა­ა­თი იყო, ეზოს კა­რი რომ გა­ი­ღო და ლა­მა­ზი ვა­ცი შე­მო­ვი­და, პირ­და­პირ ჩემ­კენ გა­მო­ე­მარ­თა. დე­დას შე­ე­შინ­და. სას­წა­უ­ლი ის იყო, რომ ეს თხა ჩემ­თან მო­ვი­და, მუხ­ლებ­ზე და­ი­ჩო­ქა და გა­ჩერ­და. არ შემ­ში­ნე­ბია, მი­ვე­ფე­რე. ამ დროს ბა­ბუა შე­მო­ვი­და ეზო­ში და და­ვი­ძა­ხე - ბა­ბუა! მა­მა მომ­ვარ­და, ცალ­კე გა­მიყ­ვა­ნა, მო­მე­ფე­რა. იცო­და, ემო­ცია ზედ­მე­ტად არ უნ­და გა­მო­ე­ხა­ტა, არ უნ­და შემ­ში­ნე­ბო­და, თო­რემ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მეტყ­ვე­ლე­ბა ისევ და­მე­კარ­გა. მე­ო­რე სიტყ­ვა "დე­და" მით­ქ­ვამს.
- ბა­ბუ­ამ თხა სა­ი­დან მო­გიყ­ვა­ნათ, მა­საც ხილ­ვა ჰქონ­და?
- გა­ირ­კ­ვა, რომ ბა­ბუ­ას სიზ­მა­რი უნა­ხავს. თა­ვად ეს სიზ­მა­რიც სა­ო­ცა­რია: წი­ნას­წარ იცო­და, 7 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ნა­ვარ­ძეთ­ში, რო­მელ უბან­ში, რო­მელ მცხოვ­რებ­თან უნ­და მი­სუ­ლი­ყო, რომ ეს თხა წა­მო­ეყ­ვა­ნა. ის კა­ცი ენ­დო და გა­მო­ა­ტა­ნა. ბა­ბუა ამ­ბობ­და, რომ წა­მო­ვიყ­ვა­ნე, გზას და­ად­გა და 7 კი­ლო­მეტ­რი ისე გა­მო­ი­ა­რა, არ­სად გა­და­უხ­ვე­ვია, პირ­და­პირ ჩვენს ეზო­ში მო­ვი­დაო. იმე­რე­თის მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­ულ ბი­ლი­კებ­ზე გზა რო­გორ გა­მო­იგ­ნო, სა­ოც­რე­ბა არ არის? მეტყ­ვე­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ჭირ­და, მაგ­რამ მა­ვარ­ჯი­შებ­დ­ნენ. მა­ლე იმ­დენს ვლა­პა­რა­კობ­დი, ამ მუნჯ ბავშვს "ჭყარ­ტა­ლა" და­მარ­ქ­ვეს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიზ­მ­რად ვნა­ხუ­ლობ­დი ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად უნ­და ახ­დე­ნი­ლი­ყო.

- იმ ამ­ბებს მო­მიყ­ვე­ბით?

- X კლას­ში ვი­ყა­ვი, მე და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს გვითხ­რეს: თუ გინ­დათ სა­ბე­დო ნა­ხოთ, სა­ღა­მოს ისე უნ­და და­ი­ძი­ნოთ, არ ივახ­შ­მოთ; სავ­სე მთვა­რე უნ­და იყოს, გახ­ვი­დეთ ეზო­ში, ხე­ლუ­კუღ­მა აიღოთ ცო­ტა­ო­დე­ნი მი­წა, ბა­ლი­შის ქვეშ და­დოთ და და­ი­ძი­ნო­თო. ამა­ზე თა­ვი­დან ბევ­რი ვი­ცი­ნე, მაგ­რამ მა­ინც გა­ვა­კე­თე. და­ვი­ძი­ნე და და­მე­სიზ­მ­რა დი­დი დარ­ბა­ზი, ვზი­ვარ სცე­ნას­თან ახ­ლოს და სცე­ნა­ზე გო­გო­ნა ცეკ­ვავს. ეს ჯერ ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც კი არ მით­ქ­ვამს, ახ­ლა პირ­ვე­ლად ვყვე­ბი. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი, სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი, უკ­ვე მე­სა­მე კურ­ს­ზე ვარ და ერთ დღეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში, ფა­კულ­ტე­ტებს შო­რის ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ერთ-ერ­თ­მა გო­გო­ნამ იცეკ­ვა აჭა­რუ­ლი. ამ დროს გო­ნე­ბა­ში იმ სიზ­მარ­მა გა­მი­ელ­ვა, ზუს­ტად ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რო­გორც სიზ­მ­რად მქონ­და ნა­ნა­ხი. მა­ლე ის მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა ჩე­მი მე­უღ­ლე გახ­და.
- რას ლა­პა­რა­კობ, ამ­დე­ნი წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ და აქამ­დე რო­გორ არ გა­მიმ­ხი­ლე? - სას­ტუმ­რო ოთახ­ში ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის მე­უღ­ლე, ლა­მა­რა ნი­ჟა­რა­ძე შე­მო­ვი­და.
ზუ­რა­ბი:
- ყვე­ლა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო. ჩე­მი ბი­ჭი მოს­კოვ­ში სწავ­ლობ­და, ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის ას­პი­რან­ტი იყო. 31 წლი­სა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვას ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ეს ამ­ბა­ვი 1993 წელს მოხ­და. ოჯახ­ში "ავ­ჩარ­კის" ჯი­შის ძაღ­ლი გვყავ­და. ჩე­მი ბი­ჭი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და, მხო­ლოდ მას და მე გვე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი არ­სე­ბა იყო. რა­მა­ზი მოს­კოვ­ში რომ წა­ვი­და, თა­ვის დას­თან და­ტო­ვა, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს. ერთ ღა­მეს და­მე­სიზ­მ­რა, რომ ეს ძაღ­ლი შე­მო­ვარ­და ჩვენს ოთახ­ში, ყვე­ლა­ფე­რი არია, გად­მო­ყა­რა, მე­რე ჩე­მი ბი­ჭის ოთახ­ში შე­ვი­და, მის სა­წოლ­ზე ახ­ტა, არ და­მე­მორ­ჩი­ლა, ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზა და ისევ გა­იქ­ცა. ამ ამ­ბი­დან 2 დღე­ში ის ძაღ­ლი მარ­თ­ლაც მო­ვარ­და და ზუს­ტად ისე მო­იქ­ცა, რო­გორც სიზ­მარ­ში ვნა­ხე. ვე­რაფ­რით გა­ვა­ჩე­რე, ისევ უკან გა­იქ­ცა. მა­გი­და, სა­დაც ჩე­მი შვი­ლი წას­ვ­ლამ­დე მუ­შა­ობ­და, სულ და­კაწ­რა. ჩემ­გან 1 კი­ლო­მეტ­რ­ში ცხოვ­რობს ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი. ეს გზა ძაღ­ლ­მა მარ­ტომ გა­მო­ი­ა­რა და ისევ უკან გა­ი­ა­რა. მე­ო­რე დღეს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ.

ლა­მა­რა ნი­ჟა­რა­ძე:

- სა­ნამ შვი­ლი გარ­და­მეც­ვ­ლე­ბო­და, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ხილ­ვე­ბი მქონ­და. ვხე­დავ­დი ხალხს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან სახ­ლ­ში მო­დი­ოდ­ნენ. თით­ქოს ამ სახლს ვცლი­დი, ვფიქ­რობ­დი, სად რა უნ­და გა­მე­ტა­ნა, რო­გორ უნ­და გა­მე­ტა­ნა, რას ვერ გა­ვი­ტან­დი... ვი­ცო­დი, ეს ოთა­ხი უნ­და დაც­ლი­ლი­ყო. გა­მეღ­ვი­ძე­ბო­და, გუ­ლი აჩ­ქა­რე­ბუ­ლი მქონ­და... სო­ფელ­ში ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი გვაქვს, აივან­ზე რომ გა­მო­ვი­დო­დი, ეზოს კუთხე­ში სვე­ტი აღი­მარ­თე­ბო­და, თით­ქოს სა­საფ­ლა­ოს ვხე­დავ­დი. ასე გრძელ­დე­ბო­და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეკ­ლე­სი­ა­ში დი­დი მო­წი­წე­ბით დავ­დი­ო­დი. რა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეკ­ლე­სი­ა­ში არ წავ­სულ­ვარ. 40 დღე რომ გა­ვი­და, სიზ­მარ­ში გარ­დაც­ვ­ლილ შვილს ვტი­რო­დი. - რა­ტომ ტი­რიო? - გა­მო­მეცხა­და მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც ქრის­ტეს რო­ლი შე­ას­რუ­ლა. მას კვარ­თი ემო­სა. გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე, - რო­გორ თუ რა­ტომ ვტი­რი-მეთ­ქი? - ნუ ტი­რი, შე­ნი შვი­ლი ქვე­ყა­ნას უფ­ლის სახ­ლ­ში მო­ევ­ლი­ნე­ბაო. დი­ლა რომ გა­თენ­და, ტა­ძარ­ში წა­ვე­დი. სი­ო­ნი შა­ვო­სა­ნი დე­დე­ბით სავ­სე დამ­ხ­ვ­და. მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო. დავ­დე­ქი ჩემ­თ­ვის კუთხე­ში, ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი. გა­ი­ღო აღ­სავ­ლის კა­რი და მა­მა ლე­ვა­ნი (ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი) გა­მო­ვი­და. რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხ­დი. ქა­ლე­ბი მომ­ც­ვივ­დ­ნენ, - რა გა­ტი­რებს, რა და­გე­მარ­თაო? ჩე­მი შვი­ლის ფო­ტო ამო­ვი­ღე და მრევლს ვაჩ­ვე­ნე. რა­მა­ზი და მა­მა ლე­ვა­ნი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. გა­გიჟ­დ­ნენ, ფო­ტო ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. ერ­თ­მა ეს ფო­ტო მა­მა ლე­ვან­თან მი­ი­ტა­ნა. ძა­ლი­ან მო­მე­რი­და. და­ვი­ნა­ხე, მან ფო­ტოს და­ხე­და, მე­რე მა­ნიშ­ნა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი. - თქვენ რა­მა­ზის დე­და ხარ­თო? თურ­მე ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობ­დ­ნენ. ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის ან­დერ­ძი მას აუგია. მე იმ მწა­რე დღე­ე­ბი­დან არა­ფე­რი მახ­სოვ­და.

ზუ­რა­ბი:

- სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში და­მე­სიზ­მ­რა, თით­ქოს მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მოს­კო­ვი არას­დ­როს მე­ნა­ხა. ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­დი შე­ნო­ბის წინ ვი­დე­ქი. მე­რე ვნა­ხე პა­ტა­რა ოთა­ხი, სა­დაც ერ­თი სა­წო­ლი იდ­გა, იქ­ვე მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რი იჯ­და. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი და მე ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტი გავ­ხ­დი. მოს­კოვ­ში რომ მივ­დი­ო­დი, მა­ტა­რე­ბელ­ში ხან­ში შე­სუ­ლი რუ­სი მა­მა­კა­ცი და­მემ­გ­ზავ­რა, რომ­ლის ძმაც თურ­მე თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. გზად ვუ­ამ­ბე, რომ სას­წავ­ლებ­ლად მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ბი­ნა არ მქონ­და. მან სა­კუ­თარ სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნა. ზუს­ტად ის ერთოთა­ხი­ა­ნი ბი­ნა დამ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც სიზ­მ­რად მქონ­და ნა­ნა­ხი. სა­წოლ­ზე ბა­ლი­შე­ბიც კი ანა­ლო­გი­უ­რად ეწყო, რო­გორც სიზ­მარ­ში. იმ სა­ღა­მოს მი­მას­პინ­ძ­ლა, სახ­ლი­დან აღარ გა­მიშ­ვა. მე­ო­რე დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ვე­დი. ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი მან­ძი­ლი ფე­ხით იყო გა­სავ­ლე­ლი. გა­ვუ­ყე­ვი ამ გზას და ზუს­ტად ეს 5-6 წლის წინ ნა­ნა­ხი სიზ­მა­რი მო­მა­გონ­და, მაგ­რამ კარ­თან ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, გა­მახ­სენ­და, სიზ­მ­რად ნა­ნა­ხი კა­რი სხვაგ­ვა­რი იყო. თურ­მე ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი ცალ­კე შე­ნო­ბა­ში ყო­ფი­ლა. მი­მას­წავ­ლეს და რომ მი­ვე­დი, ზუს­ტად ისე­თი კა­რი დამ­ხ­ვ­და, რო­გორც სიზ­მარ­ში მქონ­და ნა­ნა­ხი.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რო­გორც ფი­ზი­კოს­მა, ამ მოვ­ლე­ნებს რა ახ­ს­ნა შე­გიძ­ლი­ათ მო­უ­ძებ­ნოთ?

- ეს ღვთის გან­გე­ბაა. ფი­ზი­კა­ში არ­სე­ბობს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთა­ვა­რი არის ღმერ­თი.

- ეს ხილ­ვე­ბი და სიზ­მ­რე­ბი დის­კომ­ფორტს არ გიქ­მ­ნით?

- რა თქმა უნ­და. რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, წი­ნას­წარ ამის ცოდ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში დე­დას­თ­ვის ერთ ნა­თელ­მ­ხილ­ველს უთ­ქ­ვამს, - ეს ბი­ჭი კარ­გი კა­ცი დად­გე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხის გვა­რი მას­ზე გა­ჩერ­დე­ბაო. მარ­თ­ლაც ერ­თი ძმა, რო­მე­ლიც ინ­ჟი­ნე­რი იყო, ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე ძმა ომ­ში და­ი­ღუ­პა. არც ერთს შვი­ლი არ დარ­ჩე­ნია. მე მყავ­და ბი­ჭი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. ჩე­მი ოჯა­ხის გვა­რი მარ­თ­ლა ჩემ­ზე "შე­ჩერ­და", აღარ გრძელ­დე­ბა. ასე­თი უც­ნა­უ­რი ბე­დის კა­ცი ვარ. ბა­ბუა 9 წე­ლი 7 სოფ­ლის მა­მა­სახ­ლი­სი იყო, მხო­ლოდ ხე­ლის მო­წე­რა იცო­და. შალ­ვა და­დი­ანს აქვს თხზუ­ლე­ბა - "რაც გა­მახ­სენ­და", სა­დაც ბა­ბუ­ა­ჩე­მის ოჯახს აღ­წერს. ბავ­შ­ვო­ბა­ში დე­და­საც და­სიზ­მ­რე­ბია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მი­სი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არას­დ­როს არა­ვის­თან არა­ფე­რი უნ­და ეთ­ქ­ვა. მას მძი­მე ბავ­შ­ვო­ბა ჰქონ­და, 6 თვის იყო, დე­და რომ და­ე­ღუ­პა და მე­რე 2 დე­დი­ნაც­ვა­ლი ზრდი­და. დე­დას ერთ-ერ­თი დე­დი­ნაც­ვ­ლის­თ­ვის სიზ­მა­რი უამ­ბ­ია. მახ­სოვს, რო­დე­საც დე­და და­ღუ­პულ შვილს ტი­რო­და, ხში­რად იმე­ო­რებ­და სიტყ­ვებს "ჩე­მი ბრა­ლია, ჩე­მი ბრა­ლია, არ უნ­და მეთ­ქ­ვა". შე­ში­ნე­ბუ­ლი, მე­რე ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ამ­ბობ­და.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
02.07.2016
პროფესორი ზურაბ ხვედელიძე არის დიდებული ადამიანი, საუკეთესო კოლეგა, მეცნიერი და ღირსეული მამულიშვილი. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!!!
ომარი
13.03.2016
მე მწამსწინასწარმეტყველების, მაგრამ ერთი დამაფიქრებელი შეცდომაა დაშვებული ამ მონათხრობში,ამ ფრაზებმა დამაბნია, რომელიც ეკლესიაში ხდება: "მე­რე მა­ნიშ­ნა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი. - თქვენ რა­მა­ზის დე­და ხარ­თო?" იქნებ ტექნიკური ხარვეზია, რადგანაც რეალურად საუბარი ბატონ რამაზისთან ხდება, თუმცა ზოგადად მე მჯერა წინასწარმეტყველების რაღაცნაირი ამოუხსნელი ძალის, ან იქნებ ეს არც ისე მნიშვნელოვანია
ჯემალ ანანიძე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს
შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...
"ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა"
რატომ არ დაენანა ნანი ბრეგვაძეს დაკარგული ძვირად ღირებული ნივთები
სანაძლეო დავდეთ, რომ ის შეძლებდა ტომარაში ჩაეტია 150, როცა მასში 120-ზე მეტის ჩატევა თითქმის შეუძლებელია
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი