სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
font-large font-small
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე ხა­რა­გა­უ­ლის ერ­თი ციც­ქ­ნა სოფ­ლის, ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვა, ახ­ლა კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ეს არ არის სრუ­ლი სია: ერ­თი ცი­და სო­ფელ­მა, სა­დაც 400 კომ­ლია აღ­რიცხუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ 200 ცხოვ­რობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მოც­ზე მე­ტი პრო­ფე­სო­რი და მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ მწერ­ლო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღუ­ზარ­და...


აქ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვიდ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე და ამით სა­ქარ­თ­ვე­ლო და ფარ­ცხ­ნა­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს... სოფ­ლის ღირსეული წარ­მო­მად­გე­ნ­ლები წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. სო­ფელ­ში ხუმ­რო­ბენ, - ფარ­ცხ­ნალს სა­საფ­ლაო არ სჭირ­დე­ბა, აქ ყოველი მე­ო­რე პან­თე­ო­ნის ბი­ნა­და­რი ხდე­ბაო... სოფ­ლის ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ასე­ვე ამ­შ­ვე­ნებს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...
ფარ­ცხ­ნალ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა, სცე­ნა­რის­ტ­მა, მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, იზა ვეფხ­ვა­ძემ წიგ­ნი გა­მოს­ცა.

იზა ვეფხ­ვა­ძე:
- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი სო­ფე­ლია - მა­ღა­ლი, ცა­და­ზი­დუ­ლი მთე­ბის ძი­რას გაშ­ლი­ლი, ჭა­ლა­კებ­ში ჩაფ­ლუ­ლი წყლის წის­ქ­ვი­ლე­ბით, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ოდა-სახ­ლე­ბით, უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ეზო­ე­ბი­თა და ას­წ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმით გახ­ლავთ, რომ აქ და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ფარ­ცხ­ნალ­ში სო­ლო­მონ მე­ო­რეს სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია ჰქო­ნია. სო­ფელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე უწო­დე­ბენ "მე­ფის ნა­სახ­ლარს", "მე­ფი­სად­გომს", "მე­ფის ნა­ვე­ნა­ხარს". ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კა­ხო­რის მთა­ზე კა­ხო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვის აგე­ბა მე­ფე თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ტა­ძა­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებ­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს, წმინ­და ხა­ტე­ბი კი ტყე­ებ­ში მი­მო­ფან­ტეს პი­რუტყ­ვ­თა და ნა­დირ­თა სათ­რე­ვად... სწო­რედ ფარ­ცხ­ნალ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ოდა-სახ­ლ­ში და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი დო­კუმენ­ტუ­რი კი­ნოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მი­სი ვა­ჟი - ლა­შა...
- ამ პა­ტა­რა სო­ფელს მხო­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეყო­ფო­და სა­ა­მა­ყოდ, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სწო­რედ ამ მი­წამ ასაზ­რ­დო­ვა, ათე­უ­ლებს სცდე­ბა... მო­დი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რეთ, ვის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა, არც კი იცო­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ... ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი და რა შეს­ძი­ნა მათ­მა ღვაწ­ლ­მა ჩვენს სამ­შობ­ლოს?
- ახ­ლა ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ... რად­გან რე­ზო და ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლებ­ზე ხში­რად წა­უ­კითხავთ, ამ­ჯე­რად, და­ვიწყოთ ევ­გე­ნი ხა­რა­ძე­ზე სა­უბ­რით... ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და აბას­თუმ­ნის ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. 60 წლის მან­ძილ­ზე ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უც­ვ­ლე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო. ასე­ვე, თსუ-ის რექ­ტო­რად და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­გ­რა­დის ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნუ­მე­როვ­თან და გახ­და მი­სი ას­პი­რან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში - იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სამ­თო ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­გი­ლი უნ­და შე­ერ­ჩი­ათ. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ას­ტ­რო­ნო­მი თა­ვად გახ­ლ­დათ... მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აშენ­და აბას­თუმ­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ობ­სერ­ვა­ტო­რია და ყა­ნო­ბი­ლის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სე­რი მსხვილ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა. მა­ლე ევ­გე­ნი ხა­რა­ძემ თსუ-ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის კა­თედ­რა შექ­მ­ნა, შე­ად­გი­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, აღ­ზარ­და არა­ერ­თი კად­რი... ის გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი კავ­ში­რის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კი უარი გა­ნაცხა­და. ხა­რა­გა­ულ­ში დღე­საც იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ მი­უყ­ვე­ბო­და გზას ფარ­ცხ­ნა­ლის­კენ რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან ფე­ხით და არად აგ­დებ­და მძღო­ლე­ბის ხვეწ­ნა-მუ­და­რას, - წა­გიყ­ვან­თო. ამ­ბობ­და: "არ მინ­დო­და იმ სი­ა­მოვ­ნე­ბის მოკ­ლე­ბა, რა­საც ამ მი­წა­ზე დგო­მი­სას, მას­ზე მყა­რად შე­ხე­ბი­სას ვგრძნობ­დი და ის ტა­ლა­ხიც, რო­მე­ლიც ფარ­ცხ­ნა­ლის მი­წა­ზე მე­დე­ბო­და, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე წმინ­და ტა­ლა­ხი იყო ამ­ქ­ვეყ­ნად".
ევ­გე­ნის ძმა გახ­ლ­დათ არ­ჩილ ხა­რა­ძე - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი; მის ტრა­დი­ცი­ებს კი ღირ­სე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს მი­სი ვა­ჟი, გი­ორ­გი ხა­რა­ძე - გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ზი­კო­სი. ათი შვი­ლი­დან ერთ-ერ­თი გახ­ლ­დათ ფარ­ცხ­ნა­ლე­ლი პეტ­რე ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ფე­სო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი­ის დარ­გის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. მან შე­ის­წავ­ლა პირ­ვე­ლად ნუ­ნი­სის, წყალ­ტუ­ბოს, თბი­ლი­სის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის თვი­სე­ბე­ბი და მა­თი მოქ­მე­დე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე. იოსებ ბუ­ა­ჩი­ძემ, ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­უ­რი რუ­კის პირ­ველ­მა შემ­ქ­მ­ნელ­მა და ჰიდ­რო­გე­ო­ლოგ­თა პირ­ვე­ლი სკო­ლის და­მა­არ­სე­ბელ­მა, მშობ­ლი­უ­რი მხა­რის მი­ნე­რა­ლუ­რი სა­ბა­დო­ე­ბი შე­ის­წავ­ლა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის წარ­მო­ე­ბას და­უ­დო სა­თა­ვე. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მთე­ლი რი­გი ელექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბი, მათ შო­რის, აჭა­რის ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი აიგო. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა არ­ტე­ზი­უ­ლი აუზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ალაზ­ნის, ივ­რის, არ­გ­ვე­თის მი­და­მო­ებ­ში. 15 წლის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ.
- ფარ­ცხ­ნა­ლი­დან არი­ან ასე­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბი - რუ­სუ­დან და ანა ხა­რა­ძე­ე­ბი...
- დი­ახ. რუ­სუ­დან­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას - ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სა და კავ­კა­სი­ის მთი­ელ­თა ყო­ფის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ შეს­წავ­ლას. ანა კი ქარ­თუ­ლი ბო­ტა­ნი­კის, კავ­კა­სი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­ყა­როს კვლე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გა. ალ­პუ­რი ფლო­რის გა­მოკ­ვ­ლე­ვის მიზ­ნით, მან თეთ­ნულ­დი, უშ­ბა, მყინ­ვარ­წ­ვე­რი და იალ­ბუ­ზი და­ლაშ­ქ­რა. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სარ­გებ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი. ანას მე­უღ­ლე თე­დო სა­ხო­კი­ას ძმის­შ­ვი­ლი და გაზ­რ­დი­ლი, მი­ხე­ილ სა­ხო­კია იყო - ბო­ტა­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან მი­წა­ზე ფე­ხი აიდ­გა ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძემ - პირ­ველ­მა ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა. მან შე­ი­მუ­შა­ვა და გა­მოს­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის წე­სე­ბი (რო­მე­ლიც დღე­საც მოქ­მე­დე­ბა­ში­ა) და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის კა­ტა­ლო­გი... ქარ­თუ­ლი ვო­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა და ქარ­თულ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მთე­ლი რი­გი პარ­ტი­ე­ბის სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ტრა­დი­ცი­ას და­უ­დო სა­თა­ვე ნა­დეჟ­და ხა­რა­ძემ. მას სპარ­სეთ­ში, შა­ჰის კარ­ზეც უმ­ღე­რია. გა­მომ­გ­ზავ­რე­ბის წინ კი შაჰს სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ვერ­ცხ­ლის ზარ­დახ­შა გა­და­უ­ცია. ნა­დეჟ­დას ფო­ტო­ზე, მი­სი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ უდი­დეს პი­ა­ნისტს, რიხ­ტერს წა­უ­წე­რია: "...პორ­ტ­რე­ტი ომის შემ­დ­გო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის ელე­გან­ტუ­რო­ბის ნი­მუ­ში­ა".
- გა­მო­დის, ფარ­ცხ­ნალ­ში და­ბა­დე­ბულ თით­ქ­მის ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ულ მკვიდრს მი­ე­სა­და­გე­ბა სიტყ­ვა "პირ­ვე­ლი"...
- ნამ­დ­ვი­ლად ასეა და ეს არ არის მხო­ლოდ უსა­ფუძ­ვ­ლო აღ­ტა­ცე­ბა. მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რი გახ­ლ­დათ; ბე­ნი­ტო ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ლე­ტა­რუ­ლი მწერ­ლო­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი; ნი­კო­ლოზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - ქა­ლაქ სო­ხუმ­ში სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლის და შემ­დ­გომ სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი; მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და პრო­ფე­სორ­მა, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წა­რმო­ებ­თა ილუს­ტ­რა­ტორ­მა - ზუ­რაბ ლე­ჟა­ვამ, შო­თა ამი­რა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლის საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­ნას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ის იყო მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი პირ­ველ ქარ­თულ ფე­რად მხატ­ვ­რულ ფილ­მ­ში - "მწვერ­ვა­ლის დამ­პყ­რობ­ნი". თა­მა­შობ­და ფილ­მებ­ში - "არ­სე­ნა", "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე", ქე­თო და კო­ტე". თე­ი­მუ­რაზ ბუ­ა­ჩი­ძე მე­ო­რე ქარ­თუ­ლი მსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის უფ­რო­სი იყო. პირ­ვე­ლად არ­მი­ის ის­ტო­რი­ა­ში, მი­სი მე­თა­უ­რო­ბით დი­ვი­ზია სრუ­ლი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მყინ­ვარ­წ­ვერ­ზე ავი­და. მან სტა­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და სო­სო და­ირ­ქ­ვა. 1937 წელს კი და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს, მი­სი მე­უღ­ლე კი გა­და­ა­სახ­ლეს...
ფარ­ცხ­ნა­ლის მკვიდ­რი გახ­ლ­დათ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი დე­ვი აბა­ში­ძე. მრა­ვა­ლი ფილ­მი აჩუ­ქა ქარ­თულ კი­ნოს, მათ შო­რის: "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა", "ყვარ­ყ­ვა­რე", "მზის სა­გა­ლო­ბე­ლი"... ფარ­ცხ­ნა­ლის მი­წა­ზე აღი­ზარ­და ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გი და პუბ­ლი­ცის­ტი, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი თა­ვა­დაც და­ა­პა­ტიმ­რეს და 7 წე­ლი მი­უ­სა­ჯეს. წლე­ბის შემ­დეგ, ჯან­გა­ტე­ხი­ლი და­უბ­რუნ­და ოჯახს. თუმ­ცა, მი­სი დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა არც მე­რე შეწყ­ვე­ტი­ლა. მი­სი უკომ­პ­რო­მი­სო, მამ­ხი­ლე­ბე­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და, ხო­ლო რო­ცა მა­თი და­ბეჭ­დ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მთელ ჰო­ნო­რარს სპექ­ტაკ­ლე­ბის შე­მო­სა­ვალ­თან ერ­თად, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯა­ხებს უნა­წი­ლებ­და, თა­ვად კი ძალ­ზე მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და. ბი­ნის კარ­ზე, თურ­მე, "უს­ტა­რი" ჰქონ­და გაკ­რუ­ლი: "პა­ტივ­ცე­მუ­ლო ქურ­დე­ბო! ჩემ­თან შე­მოს­ვ­ლით ნუ შე­წუხ­დე­ბით, ძა­ლი­ან გთხოვთ, წიგ­ნებ­სა და გა­ზე­თებს ნუ ამი­წე­წავთ!"
- გარ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, ფარ­ცხ­ნა­ლე­ლებს ისიც აქვთ სა­ა­მა­ყოდ, რომ 1910-11 წლებ­ში მათ სო­ფელ­ში დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...
- დი­ახ და მან ხა­რა­გა­უ­ლის ლა­მაზ ბუ­ნე­ბას არა­ერ­თი ლექ­სი უძღ­ვ­ნა... სო­ფელ­ში ჩა­სულ­მა ახალ­გაზ­რ­და პო­ეტ­მა ბი­ნა ხა­რა­ძე­ე­ბის უბან­ში, დი­მიტ­რი ხა­რა­ძის ლა­მაზ ოდა­ში და­ი­დო, სა­დაც ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და მყუდ­რო ოთა­ხი აირ­ჩია. სო­ფელ­ში ამ­ბობ­დ­ნენ, გა­ლაკ­ტი­ონ­მა საცხოვ­რებ­ლად ხა­რა­ძე­თა უბა­ნი იმი­ტომ აირ­ჩია, რომ იქ სოფ­ლის ლა­მაზ­მა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნე­ნო. ვინ იცის, იქ­ნებ ასე არც იყო, თუმ­ცა, სოფ­ლის წყა­როს­თან, სა­დაც სკო­ლი­სა­კენ მი­მა­ვალ გა­ლაკ­ტი­ონს უნ­და გა­ევ­ლო, მთე­ლი დღე რეცხავ­დ­ნენ სა­რეცხს ყმაწ­ვი­ლი ქა­ლე­ბი... ამის შემ­ხედ­ვა­რე აბე­სა­ლომ ბუ­ა­ჩი­ძეს უხუმ­რია: ამ ჩვენ­მა სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა არ ას­წავ­ლა რეცხ­ვა გო­გო­ნებ­სო?!
- რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და ის ერ­თი წე­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნი­სა და თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის?
- ხში­რად აწყობ­და სო­ფელ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს, კითხუ­ლობ­და ლექ­სებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ე­ზი­ის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბო­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბით უყ­ვარ­და ბავ­შ­ვე­ბი. ერ­თხელ, გაკ­ვე­თილ­ზე არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლა გა­ლაკ­ტი­ო­ნის საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე - ერ­მა­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძე. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბელს ოჯახ­ში მი­უ­კითხავს და არ­ყოფ­ნის მი­ზე­ზით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. ერ­მა­ლო­ზის დე­დას მო­უ­ბო­დი­შე­ბია: ერ­თა­დერ­თი შარ­ვა­ლი გა­ვუ­რეცხე, გაშ­რო­ბა ვერ მო­ას­წ­რო და გაკ­ვე­თი­ლე­ბი ამი­ტომ გა­უც­დაო. გა­ლაკ­ტი­ონს 50 კა­პი­კი ამო­უ­ღია ჯი­ბი­დან და ბი­ჭის მშობ­ლე­ბის­თ­ვის უთხო­ვია, ამ ფუ­ლით შარ­ვა­ლი უყი­დე­თო. ერთ დი­ლით, სკო­ლის ეზო­ში შე­სულ გა­ლაკ­ტი­ონს წი­ნა­ღა­მით ძლი­ე­რი ქა­რის­გან მოთხ­რი­ლი, ხუთ­წ­ლი­ა­ნი ცაცხ­ვის ნარ­გა­ვი და­უ­ნა­ხავს. და­უ­ფიქ­რებ­ლად, მი­წის ფხოჭ­ნა და­უწყია. ამ დროს ეზო­ში მი­სი მო­წა­ფე, ერ­მა­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძე შე­მო­სუ­ლა. არი­ქა, ერ­თი სა­რი მი­შო­ვე სად­მეო, - უთხო­ვია გა­ლაკ­ტი­ონს, ცაცხ­ვის ხის­თ­ვის მი­წა მი­უყ­რია, მე­რე ჭი­გო და­უს­ვია და ზედ მი­უკ­რავს. ამ დღის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პატ­რო­ნობ­და ცაცხ­ვის ახალ­გაზ­რ­და ნერგს, წყალს უს­ხამ­და, ელო­ლი­ა­ვე­ბო­და. სო­ფელ­ში ამ ცაცხ­ვის ხეს დღე­საც "გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცაცხვს" ეძა­ხი­ან და ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რიც არაა, რომ ეს ხე სხვა­თა შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი და მკერ­დ­გა­ნი­ე­რია.
შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (27)
22.05.2017
1952-ტი მოდის ქ.მედეა თავის 2 წლის შვილთან ლაშასთან 1 საბავშვო ბაღში ფალიაშვილზე რომლის დირექტორიც იყო ქ.უნაფქოშვილი,სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა,არა და ახალი გამოსულია ფილმი სადააც ქ.მედეა თამაშობს მთავარ როლს"ქეთო და კოტე"-ში,და და იმ დღიდან ყველანი ვიყავით გახარებულნი,ხოლო მე და ლაშა გავხდით მეგობრები ათი წლის შემდეგ და ვახსენებდი იმ "სტუმრობის დღეს"!!!
დათიკო48
21.05.2017
რატომ ,,გამორჩათ" ცნობილი რევოლუციონერი ლუკიანე თაბუკაშვილი? ის ხომ იმ დროის სახელოვანი პიროვნება იყო? ლენინთან იარაღით მარტო მას შეეძლო შესვლა.
საშა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკმაოდ კარგ ნაზუქებს აცხობდნენ, თუმცა ჩემი დიასახლისის გამომცხვარს ვერც ერთი ვერ შეედრება



ბა­ლე­რი­ნა თა­თა ჯა­ში ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას დე­და ურ­ჩევ­და.
ხერ­ხე­მალ­ზე მაქვს წა­მო­ნა­ზარ­დი, რო­მე­ლიც უნ­და მო­იკ­ვე­თოს

ადრე თუ გვიან, ყველა უნდა შეეგუოს "ჩამოლაბორანტებას"...


"ისე მეტყოდა, - რა დროს დაღლაა, იცეკვე და გადაგივლისო, რომ აუცეკვებლადაც გადამივლიდა"

ძლიერი ქალის გულახდილი მონოლოგი

პირველად დედობის ბედნიერება 23 წლის ასაკში შევიგრძენი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი