"ომზე დიდი საშინელება არ არსებობს" - საუკუნის ტოლი ომის ვეტერანის მოგონებები, ტკივილი და რჩევა ახალგაზრდებს
font-large font-small
"ომზე დიდი საშინელება არ არსებობს" - საუკუნის ტოლი ომის ვეტერანის მოგონებები, ტკივილი და რჩევა ახალგაზრდებს
ჯერ მოსკოვის მისადგომებთან იბრძოდა, შემდეგ ამიერკავკასიის დასაცავად

ყოველ 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებით დამთავრების სიხარულს, პირველყოფილი სიმძაფრით ალბათ ისე ვერავინ იზიარებს, როგორც ამ ომის მონაწილეები. მათი რაოდენობა კი ყოველ წელს მცირდება.
5 მაისს ავთანდილ ლომთათიძეს 100 წელი შეუსრულდა. ის ომის ვეტერანი გახლავთ, ღირსების ორდენის, მრავალი სიგელის და ჯილდოს მფლობელი. ინტერვიუზე მისულმა მოკრძალებით ვთხოვე, ძალიან თუ არ დაგღლით, თქვენი თავგადასავალი მიამბეთ-მეთქი. - მომისმენ? - შემომაგება კითხვა. მერე კი ლაპარაკი ისეთი რიხით დაიწყო, ბევრი ისეთი დეტალი გაიხსენა, ვუსმენდი და ვფიქრობდი, - ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ კაცმა უკან საუკუნე მოიტოვა.


ომში რომ გაიწვიეს, 23 წლის ბიჭი იყო, მანამდე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. ინჟინრის დიპლომის დაცვიდან მეხუთე დღეს ომში ჯგუფელებთან ერთად წავიდა. სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ 3 დაბრუნებულა და მერე მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ.
ავთანდილ ლომთათიძე:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად კომისიაზე რომ გამატარეს, მაშინ თქვეს, ამ ბიჭს ჯგუფის გარეშე სისხლი აქვსო. ანუ ჩემი სისხლი 4 ჯგუფიდან არც ერთს არ ესადაგებოდა. უმაღლესი ხარისხის სისხლი მქონდა. ჩემი გზა ფრონტისკენ ნავთლუღიდან დაიწყო. სამხედრო ვაგონებით, ბაქოს გავლით მოსკოვში წაგვიყვანეს. სანამ მოსკოვში ჩავიდოდით, გააჩერეს მატარებელი და უხა მოიტანეს. მანამდე თევზის წვნიანი არასდროს მქონდა გასინჯული და ნახევარიც ვერ შევჭამე. იმდენი სამხედრო ფორმა არ იშოვებოდა, რამდენ ჯარისკაცსაც იწვევდნენ, ამიტომ მეომრებისთვის მწვანე "ადიალები" დაარიგეს. როგორც შინელი, დავახვიეთ, წელზე შემოვიკეცეთ და მოსკოვის ქუჩებში ქართული სიმღერით გავიარეთ.
შემდეგ სოფელ ნახაბინოში ჩაგვიყვანეს. იქ სსრკ-ის შეიარაღებული ძალების აკადემია იყო, სადაც მეთაურების მეუღლეებიც ცხოვრობდნენ. მესანგრეებს ამზადებდნენ, აკოფების აშენებას ასწავლიდნენ. ფრონტის ხაზი ძალიან ახლოს იყო, ყოველდღე იბომბებოდა. ასეთ დროს აკოფებში ვიმალებოდით. მერე არყის ხეების ტყეში გაგვიყვანეს. მე არ გამისინჯავს, მაგრამ თანამებრძოლებისგან ვიცი, თურმე ამ ხეს რომ გადაჭრი, არყის მაგვარი, მათრობელა სითხე გადმოდის. იქ ბიძაშვილმა ჩამომაკითხა, "პაპიროზი" ჩამომიტანა, მისი დანახვა ისე გამიხარდა, ერთი საათი ვკოცნიდი.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბატონ ავთოს დეტალურად და თანამიმდევრულად ახსოვს ფრონტზე გატარებული ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი, სამხედრო მაღალჩინოსნების გვარები... რადგან პროფესიით ინჟინერი იყო, მას დავალებული ჰქონდა, დაენაღმა მნიშვნელოვანი ობიექტები და გერმანელების შემოსვლის შემთხვევაში აეფეთქებინა - მტერს ხელში სიმდიდრე არ უნდა ჩავარდნოდა. თუ არადა, შემდეგ განაღმვითი სამუშაოები ჩაეტარებინა.
ჯერ მოსკოვის მისადგომებთან იბრძოდა, შემდეგ ამიერკავკასიის დასაცავად. დღეს, როცა ომის დეტალებს იხსენებს, ამბობს:
- ყველაზე ცუდი ერებს შორის სიძულვილია, ამაზე საძაგელი რამ არ არსებობს. ადამიანები ერთმა­ნეთს სასიკვდილოდ იმეტებენ. ომი საძაგელია, ყველა ადამიანმა მშვიდობისთვის უნდა იბრძოლოს მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაგვიფაროს და მესამე მსოფლიო ომი რომ მოხდეს, დღეს იმდენი ატომური იარაღია, დედამიწას ამოაყირავებენ.
- 9 მაისი ომის დამთავრების დღეა, თქვენ როგორი განცდა გაქვთ ხოლმე?
- განცდა მაქვს სიხარულის, გამარჯვების... მე ომი ბათუმში დავამთავრე. მოულოდნელად სროლა ატყდა. ვიკითხეთ, - რა ხდება, რაშია საქმე? - ომი დამთავრდაო, გვახარეს, მერე მეომრებმა ერთმანეთი გადავკოცნეთ.
- ომის დროს შიში არ გიგრძნიათ?
- ...ყაბარდო-ბალყარეთში მინდორში ვიყავით დაბანაკებულები, იქვე ისეთი გოგრა იყო გაშენებული, საოცრად გემრიელი ნაყოფი ჰქონდა. სანამ იქ ვიყავით, ყოველდღე გოგრას ვჭამდით, ძალიან ტკბილი და გემრიელი იყო. ერთხელ ჯარისკაცები ვსადილობდით, დაბომბვა რომ დაიწყო, ხელში პომიდორი მეჭირა. შიშისგან ხელი ისე მომიჭერია, აზრზე რომ მოვედი, მუჭში გაწურული პომიდორი შემრჩა.
- ომის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
- ომის შემდეგ ოჯახი შევქმენი. ჩემი მომავალი მეუღლე ბათუმში გავიცანი, ის 1937 წელს რეპრესირებული ოჯახიდან იყო. სამწუხაროდ, მეუღლე 5 წლის წინ გარდამეცვალა. უკვე გითხარით, პროფესიით ინჟინერი ვარ, 1 წელი ახალციხეში ვმუშაობდი, შემდეგ მითხრეს, რუსთავში მეტალურგიული ქარხანა შენდებაო და თბილისში დავბრუნდი. ქარელის რაიონში იყო ცეცხლგამძლე მასალის საბადო. მეტალურგია ისე ვერ იმუშავებდა, აქედან მომარაგება თუ არ ექნებოდა. ამ წარმოებას წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. სამცვლიანი სამსახური იყო. ერთი წუთით არ შეიძლებოდა წარმოება შეჩერებულიყო. ამ საწარმოში 30 წელი გავატარე. დამსახურებული ინჟინრის წოდება მაქვს. მე და ჩემს მეუღლეს 4 შვილი შეგვეძინა, ახლა მათთან ერთად 7 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი მყავს. 5 მაისს 100 წელი შემისრულდა. ეს საბუთების მიხედვით, თორემ სინამდვილეში 101 წლის ვარ, მამამ საბუთები 1 წლით გვიან შეიტანა.
- საოცარი მეხსიერება გაქვთ...
- კი, მეხსიერებას არ ვუჩივი. ახალგაზრდობაში ყველაფერს ნორმის ფარგლებში ვაკეთებდი, ღვინის სმა კი არ მიყვარდა, მეგობრებსა და ნათესავებთან შეხვედრები მიყვარდა. ასეთ სუფრებზე ყოველთვის ზომიერად ვსვამდი. ფეხი არასდროს ამრევია. ეს მაშინ დიდი სირცხვილი იყო. სიგარეტს ფრონტზე ვეწეოდი, მერე თავი დავანებე. სიყვარულით, სიკეთით ვიცხოვრე, გულში ბოროტება არასდროს გამივლია, გაჭირვებაც თავისებურად გამაგრებს ადამიანს. 92 წლის ვიყავი, სამსახურს თავი რომ დავანებე, მეტროში უსაფრთხოების ინჟინრად ვმუშაობდი. მთელი ცხოვრება ისეთ თანამდებობაზე ვიყავი, მქონდა შანსი, მდიდრულად მეცხოვრა, მაგრამ ფუფუნება არასდროს მიზიდავდა, ხარბი არასდროს ვყოფილვარ. საინფორმაციო გამოშვებებს სულ ვუყურებ, ბოლო 2 წელია, კითხვა მიჭირს, თორემ ადრე თქვენს ჟურნალს და სხვა გამოცემებსაც ვკითხულობდი. იყო დღეები, როცა სულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი.
- დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას როგორ აფასებთ?
- სინამდვილე ვთქვა?
- დიახ.
- დღეს ბევრმა რამემ არანორმალური ფორმა მიიღო. ტელევიზორში გამოდიან ადამიანები და თავ-თავიანთ გასაჭირზე ლაპარაკობენ. ხანდახან ცრემლიც კი მომდის, ამბობენ, გვშიაო. ხალხი ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს. ზოგი ინვალიდია, ზოგი სოციალურად დაუცველი. ეს ერთხელ და ორჯერ კი არა, ყოველდღე ხდება და რა ეშველება ამ ქვეყანას? ღარიბებისთვის რაღაც ფონდი უნდა შეიქმნას. მილიონ-ნახევარი ქართველი საზღვარგარეთაა წასული, დაიცალა ქვეყანა ქართველებისგან და ეს სანერვიულო არ არის?
- ვიცი, დავით ნარმანია იმყოფებოდა თქვენთან, დაბადების დღე მოგილოცათ, რაზე ისაუბრეთ?
- მოვიდა, დამაფასა, რა თქმა უნდა, გამიხარდა. ჩემი ბიოგრაფია მოკლედ ვუამბე, საჩუქარი გადმომცა, ლუკმა გატეხა, სადღეგრძელოები თქვა.
- ახალგაზრდებს რას გვირჩევთ?
- ქართველ ერი ძალიან დიდ გასაჭირშია, ქვეყანაში მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა. არც ერთი ახალგაზრდა დაუოჯახებელი არ უნდა დარჩეს, ყველა ოჯახში ბავშვი უნდა იზრდებოდეს. ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი შვილი უნდა გააჩინონ, თორემ გადავშენდებით. მოგიწოდებთ, ღირსებით, სამშობლოს სიყვარულით იცხოვროთ. ადვილი ცხოვრება არ მქონია, 5 წელი ვიომე, მერე 30 წელი საწარმოს ვხელმძღვანელობდი. ...დღეს მოსკოვის დაცვისთვის რუსეთის საელჩომ მედალი და ფულადი თანხა გადმომცა.
- ვიზალიბერალიზაცია, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა მოგწონთ?
- დიდად არ მომწონს, ქართველებს ეგ არაფერს შეგვმატებს. ჩვენ ფული არ გვაქვს, რომ წავიდეთ და ვიმოგზაუროთ. მოვისმინე, შეიხებს მიწები აქვთ ნაყიდი მთაწმინდაზეო. ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს. მათ აქ დასახლების უფლებას სახელმწიფო არ უნდა აძლევდეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 000 თურქს მისცა მოქალაქეობა. ბათუმში რომ ჩახვიდეთ, სულ თურქული ლაპარაკი ისმის. ჩვენთან აღმაშენებლის გამზირზეც თურქები მრავლობენ. სხვა რომ არაფერი, მარტო ამისთვის უნდა დაისაჯოს სააკაშვილი, ერს უღალატა. ჩვენისთანა მცირე ერისთვის ეს დამღუპველი იქნება. ჩვენ ისეთი ქვეყანა გვაქვს, 10 მილიონი ადამიანი ისე იცხოვრებს, მოწყალების მთხოვნელი არ გვეყოლება.
- ამ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაში რა მოგწონთ?
- სიტყვის თავისუფლებაა ქვეყანაში. შეიძლება მთავრობაზე აუგი თქვა და არ დაგიჭირონ. ამერიკელები გვაძლევენ მაინც მითითებებს. ეს ძალიან არ მომწონს.
- ბიძინა ივანიშვილზე რას ფიქ­რობთ?
- მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. ახლა ხალხმა თავს თავად უნდა მოუაროს. მეც "ოცნების" ამომრჩეველი ვარ. კარგი იქნება, მთავრობა საკუთარი ხალხს თუ არ მოატყუებს. პრემიას სახელი რომ გადაარქვეს და დანამატი დაარქვეს, ჰგონიათ, ამით ხალხს მოატყუებენ?
- გმადლობ საინტერესო საუბრისთვის!
- მადლობა თქვენ, რომ მობრძანდით და დაბადების დღე მომილოცეთ. ყველას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...
"ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა"
რატომ არ დაენანა ნანი ბრეგვაძეს დაკარგული ძვირად ღირებული ნივთები
სანაძლეო დავდეთ, რომ ის შეძლებდა ტომარაში ჩაეტია 150, როცა მასში 120-ზე მეტის ჩატევა თითქმის შეუძლებელია
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი