სად და როგორ ისვენებენ უბრალო ადამიანები ანუ "პირი დააღეთ და მტვერი ყლაპეთ"
font-large font-small
სად და როგორ ისვენებენ უბრალო ადამიანები ანუ "პირი დააღეთ და მტვერი ყლაპეთ"
საკმაოდ კარგ ნაზუქებს აცხობდნენ, თუმცა ჩემი დიასახლისის გამომცხვარს ვერც ერთი ვერ შეედრება


ზაფხულის დაწყებისთანავე, ალბათ ყველა იმაზე ფიქრობს, სად წავიდეს დასასვენებლად. მით უფრო, თუ შვილები ჰყავს. რამდენიმე წლის წინ, ბრონქების სისუსტის გამო ექიმმა ჩემს შვილს სურამში ერთთვიანი დასვენება დაუნიშნა, ოღონდ მაისში, ნაძვის ყვავილობის ანუ დამტვერვის დროს. სურამის ბოლოს, ჩუმათელეთის დასაწყისში, საბჭოთა დროინდელი ბავშვთა სანატორიუმი "ნაკადულია". სწორედ ამ სანატორიუმის გვერდით მდებარე სახლი შევარჩიე იმ პრინციპით, რომ "კომუნისტები" ამ ადგილზე სანატორიუმს ტყუილად არ ააშენებდნენ, ალბათ აქ საუკეთესო ჰაერია-მეთქი, ვიფიქრე. არც შევმცდარვარ.


მას შემდეგ უკვე 7 წელია, ამ ადგილს ვსტუმრობ. პირველივე ვიზიტის შემდეგ, ჩემს შვილს ბრონქების პრობლემა შეუმცირდა. 4 წლის შემდეგ კი საერთოდ განიკურნა. ახლა ჩუმათელეთში მაისში სიარული აღარ გვჭირდება. ამიტომ, ბოლო ორი წელია, იქ დასასვენებლად ივლის-აგვისტოში დავდივართ. რაც შეეხება ბავშვთა სანატორიუმს, რასაკვირველია, არ ფუნქციონირებს. შენობის დიდი ნაწილი ჩამონგრეული და მიტოვებულია, ნაწილში კი ლტოლვილები არიან შესახლებული. წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მითხრეს, - ამბობენ, რომ ეს ტერიტორია კახა კალაძემ შეისყიდა, უკვე ლტოლვილების გასახლებაც დაიწყესო. სხვათა შორის, წელს, ამ მიტოვებულ შენობებში საკმაოდ ბევრი ქვეწარმავალი ბუდობდა.

ჩუმათელეთში წყლის პრობლემაა. ბინების ფასიც სწორედ ამ პრობლემით განისაზღვრება. ღამე 15-20 ლარიდან იწყება. ასეთ სახლებში ძირითადად, ყველა დამქირავებლისთვის საერთო აბაზანა-ტუალეტი და სამზარეულოა. სასმელი წყალი კი ან მაღაზიაში უნდა იყიდონ, ან წყაროზე ჩავიდნენ და მოიმარაგონ. ყველაზე ძვირად ღირებული ბინის ფასი 40-50 ლარია. ასეთ ბინებს ეზოში საკუთარი ჭა აქვს. შესაბამისად, სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია. ასევე, მთიდან შემოყვანილი აქვთ ყოველდღიურად გამოსაყენებელი წყალი, რომელიც ამბობენ, რომ იფილტრება, მაგრამ დასალევად არ გამოიყენება, წვიმიან ამინდებში კი ონკანიდან საკმაოდ ბინძური წყალი მოდის. ძვირად ღირებულ ბინებში ყველა ოთახს თავისივე აბაზანა-ტუალეტი და სამზარეულო აქვს. გარდა ამისა, დამქირავებელი საკაბელო ტელევიზიითა და ინტერნეტითაც სარგებლობს. რასაკვირველია, ყველა გამქირავებელი ცდილობს, რომ კლიენტი მიიზიდოს და ეზო მოწესრიგებული ჰქონდეს.
სანატორიუმის თავზე ნაძვის ტყეა, სადაც დამსვენებლები თითქმის მთელ დღეს ატარებენ. იქვე რამდენიმე საბავშვო ატრაქციონია, თუმცა, ყველა მათგანი ისეთი ძველია, კარგად უნდა დაფიქრდე, ბავშვი დასვა თუ - არა. გარემოც ძალიან დაბინძურებულია. მთელ ტყეში ერთ ნაგვის ურნასაც ვერ იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად უამრავი დამსვენებელია, ამ ტერიტორიის დასუფთავებასა და კეთილმოწყობაზე არავინ ფიქრობს. ტყეში სათამაშოები, ბამბის ნაყინი, ბურბუშელა და ათასი ნუგბარიც იყიდება. გარდა ამისა, მსურველს შეუძლია, გირჩის მურაბა, ნაძვის საღეჭი რეზინი და ნაძვის მტვერიც შეიძინოს, თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირად ღირებულია. ერთი პატარა ბოთლი, ალბათ 200-მილიგრამიანი მურაბა 5 ლარი ღირს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მურაბა გემრიელი სულაც არ არის, მაგრამ ხველებისთვის უებარი წამალია. წლების წინ, ჩემი დიასახლისის რჩევით, გირჩი ვიყიდე, რომელიც ნაძვის ყვავილობის პერიოდში ანუ მაისში კილოგრამი 3 ლარი ღირს და მურაბა თავად მოვხარშე. ჩემს შვილებს ძალზე მოუხდათ. ხველების დროს არანაირი წამალი საჭირო არ არის. დღეში რამდენჯერმე თითო კოვზ მურაბის წვენს თუ დალევთ, ორიოდ დღეში ხველაც გაივლის. ნაძვის მტვერს რაც შეეხება, კილოგრამი 100 ლარი ღირს. გამყიდველები ამბობენ, თითო ჩაის კოვზი თაფლში უნდა გადაურიო და ბავშვს ისე მისცეო. ეს ინფორმაციაც ჩემს დიასახლისთან გადავამოწმე.

ია ულუმბელაშვილი:

- ნაძვის მტვერი რომ ბავშვს აჭამოთ, საჭირო არ არის. არანაირი სარგებლობა არ მოაქვს. კი ბატონო, დამტვერვის სეზონი სუსტი ბრონქების მქონე ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მტვერი კი არ უნდა ჭამონ, აქაურ ჰაერთან ერთად შეზავებული უნდა ისუნთქონ. ისიც მაშინ, თუ ადამიანი ალერგიული არ არის. ასეთ შემთხვევაში დამტვერვის სეზონი სასარგებლო კი არა, საზიანოა, რადგან ნაძვის ყვავილი და მტვერი უფრო მეტ ალერგიას იწვევს. ადრე ერთი დამსვენებელი მყავდა, რომელიც თავის შვილებს დილით ტყეში აიყვანდა, ნაძვის ქვეშ დასვამდა, თვითონ ხეზე ადიოდა, ხეს ფერთხავდა და გამწარებული ყვიროდა, პირები გააღეთ და მტვერი ყლაპეთო. ვერაფრით დავარწმუნე, რომ ეს საჭირო არ იყო. დამტვერვის დროს აქ მყოფი ადამიანი საკმარისი რაოდენობის მტვერს ისედაც ყლაპავს. შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ამ მტვრის ყიდვას არ გირჩევ, ფულს ტყუილად დახარჯავ.

- ამდენი დამსვენებელი გყავს და ალბათ სახალისო ამბებიც ხშირად ხდება.

- რასაკვირველია. ჩემი სახლი ყოველ სეზონზე სავსეა დამსვენებლებით. ძირითადად, ბავშვიანი ოჯახები ისვენებენ და სახალისო ამბებსაც რა დალევს? თუმცა, განსაკუთრებით ერთ ამბავს ვიხსენებ ხოლმე: 2008 წელს, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩემთან საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ოჯახი ისვენებდა. სიტუაცია რომ დაიძაბა, თბილისში დაბრუნება გადაწყვიტეს. ბარგიც კი არ ჩაულაგებიათ, ავტომობილებში ჩასხდნენ და მითხრეს, თუ ვითარება შეიცვლება და ყველაფერი დაწყნარდება, ისევ დავბრუნდებით, თუ არა და, ბარგს მერე მოვაკითხავთ, ოღონდ ახლა გავასწროთ აქედანო. წავიდნენ და 15 წუთში უკან დაბრუნდნენ. გახარებული შევეგებე, - დამთავრდა ომი-მეთქი? ვკითხე. არა, ბავშვი დაგვრჩაო. სიჩქარეში ბავშვები არ გადაუთვლიათ და ერთი მათგანი თურმე ეზოში თამაშობდა. სიმართლე გითხრათ, ამ ეზოში ყოველთვის იმდენი ბავშვია, მეც არ შემინიშნავს, რომ მათი ბავშვი ისევ აქ იყო...

მოგეხსენებათ, სურამში გზადაც რომ ვინმე მოხვდეს, ადგილობრივ ნუგბარს - ნაზუქებს გვერდს ვერ აუვლის. თითო ნაზუქი 2 ლარი ღირს. უნდა აღვნიშნო, რომ წინა წლებში ნაზუქის საყიდლად ფული არ მემეტებოდა, რადგან თბილს კიდევ შეჭამდა კაცი, მაგრამ გაცივებისთანავე საჭმელად უვარგისი ხდებოდა და მისი დაღეჭვა შეუძლებელი იყო. წელს ამ მხრივ წინსვლა შეინიშნებოდა. საკმაოდ კარგ ნაზუქებს აცხობდნენ, თუმცა ჩემი დიასახლისის გამომცხვარს ვერც ერთი ვერ შეედრება. ია ყოველ წელიწადს გემრიელ ნაზუქს ამზადებს და ყველა დამსვენებელს უმასპინძლდება...

წელს გადავწყვიტე, ბავშვები სასეირნოდ ბორჯომში წამეყვანა. ტაქსი დავიქირავე, რომელიც საკმაოდ ძვირი - 30 ლარი დამიფასეს და ბორჯომის პარკს ვეწვიეთ, სადაც ძალზე ბევრი დამსვენებელი დამხვდა. პარკში შესვლა ფასიანია, ოღონდ, სპეციალური ბარათი უნდა შეიძინო და ზედ თანხა დარიცხო. მოლარემ გვითხრა, ბარათის გარეშე ბავშვებს ატრაქციონებზე ვერ დასვამთო. რადგან 8 ბავშვი გვყავდა, გვირჩიეს, 60 ლარი მაინც უნდა დარიცხოთ, რომ ბავშვები გაერთონო. სამწუხაროდ, მას დავუჯერეთ და ბარათზე სწორედ ამდენი თანხა დავრიცხეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პარკში უფასოდ შეგვიშვეს, ამჯერად ასე იყოსო, გვითხრეს. ბორჯომის მინერალურ წყალთან საკმაოდ დიდი რიგი იყო, ამიტომ იქ არც გავჩერებულვართ. ბავშვებს ბატუტზე ხტუნვა მოუნდათ, მაგრამ გვითხრეს, რომ ბარათს ვერ გავატარებდით, რადგან ნაღდი ფულის გადახდა იყო საჭირო. თითო ბავშვის მომსახურება 3 ლარი ღირდა. მეტი გზა არ გვქონდა, ფული გადავიხადეთ. ცოტა მოშორებით წყლის ორი ატრაქციონი იყო, ერთზე ნავები დაცურავდნენ, მეორეზე - ბურთები. არც აქ მოქმედებდა ბარათი, თითო ბავშვის მომსახურება 5 ლარი ღირდა. პატარა ფანტანში სათამაშო თევზები იყო ჩაყრილი და ბავშვს ანკესით უნდა ამოეყვანა. ამის ღირებულებაც 3 ლარი გახლდათ. სათამაშო კომპიუტერებზეც რომ გვითხრეს, ჩვენთან ბარათი არ მოქმედებსო, აღარ გაგვკვირვებია. მოკლედ, ბარათი მხოლოდ მანქანების ატრაქციონზე გამოვიყენეთ, სადაც ბავშვებმა ალბათ 10 წრე დაარტყეს. ასევე, ამერიკულ მთებსა და ნავზეც შეიძლებოდა ბარათის გამოყენება, მაგრამ ეს ატრაქციონები ჩვენი ბავშვების ასაკზე გათვალისწინებული არ იყო. მერე ნაყინის ყიდვა გადავწყვიტეთ და 60-თეთრიანი ნაყინი 1.5 ლარი ღირდა, 40-თეთრიანი წყალიც იმავე ფასად ჰქონდათ. ქვემოთ რომ ჩამოვედით, იმავე ბატუტთან, სადაც ჩვენი შვილები გავართეთ, ხალხის ჩოჩქოლი იყო. დავინტერესდით, რა მოხდა. თურმე ხტუნაობისას ბატუტის თოკი გაწყდა და ჰაერში ასროლილი ბავშვი იქვე მდგომ მამას რომ არ დაეჭირა, მისი გართობა სავალალოდ დასრულდებოდა. იქვე გადავწყვიტე, რომ ამ ატრაქციონით ჩემი შვილები არასოდეს აღარ ისარგებლებდნენ.

მოკლედ, პარკიდან საკმაოდ დაღლილები და უკმაყოფილოები გამოვედით. იქვე არსებულ რკინიგზის სადგურს მივაშურეთ და ხაშურამდე მატარებლით ვიმგზავრეთ. სხვათა შორის, მატარებელი საკმაოდ კომფორტულია, ბავშვების მგზავრობა უფასოა, თითო ადამიანმა კი ერთი ლარი უნდა გადაიხადოს. ხაშურის რკინიგზის სადგურთან ხაზის სამარშრუტო ტაქსი დგას, რომელიც ჩუმათელეთამდე მიდის. შინ დაბრუნებულებმა გადავწყვიტეთ, რომ ბორჯომში გასეირნება აღარ ღირს. აჯობებს, ბავშვებმა სურამი-ჩუმათელეთის ჰაერი ისუნთქონ და იას არაჩვეულებრივ ეზოში გაერთონ. ეს გაცილებით უსაფრთხო და იაფი სიამოვნებაა...


ნათია ჟივიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
04.09.2017
მე აფხაზეთიდან ვარ.და რადგან ამჟამად სოფელი არ გვაქვს.სურამში დაგვყავს ბავშვები,შედარებით იაფია სხვა კურორტებთან...
ზაირა
20.08.2017
საქართველოში ხომ ყველაფერი უკუღმა ტრიალებს?!ხალხიც და მთავრობაც?!
მარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს
შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...
"ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა"
რატომ არ დაენანა ნანი ბრეგვაძეს დაკარგული ძვირად ღირებული ნივთები
სანაძლეო დავდეთ, რომ ის შეძლებდა ტომარაში ჩაეტია 150, როცა მასში 120-ზე მეტის ჩატევა თითქმის შეუძლებელია
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი