უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი
font-large font-small
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება

არქივში უამრავი ისეთი ამბავი ინახება, რომელმაც შესაძლოა, ამ საოცრებებით სავსე სამყაროში მაინც უზომოდ გაოცებული დაგტოვოს. ჩემი პროფესიის წყალობით სწორედ ასეთ მასალებთან მიწევს მუშაობა და არ მასვენებს სურვილი, ისინი დღის სინათლეზე გამოვიტანო და თქვენც გაგაცნოთ (ფონდი 489, ჩანაწერი #1, საქმე #329):


1908 წელს, ვინმე გიორგი პატარკაციშვილი დაქორწინდა 11 წლის ნინოზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 3 წლის განმავლობაში მასთან სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქმრის მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაშიც სიდედრს სდებდა ბრალს _ საწამლავი დამალევინა, რომ ქმრის ვალი ვერ შემესრულებინაო.
18 წლის ნინომ საჩივარი დაწერა და მიტროპოლიტს მიართვა, სადაც აღწერდა თავის გასაჭირს: ქმარი სცემდა, სასტიკად ეპყრობოდა, მისი გაუპატიურება თითით მოახდინა და ასე დაკარგა ქალწულობა. ასევე, სექსუალური ურთიერთობისას სხვა საგნებს იყენებდა და ხრწნიდა მას. ნინოს ქმართან გაშორება სურდა.
გიორგი პატარკაციშვილი თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ სხვა ქალებთან ყველაფერი გამოსდიოდა. ამის დასამტკიცებლად მიტროპოლიტმა გადაწყვიტა, მისთვის გამოცდა ჩაეტარებინათ და გიორგისთვის ცოლთან დაწოლის საშუალება მიეცათ, რასაც თვალს ადევნებდა რამდენიმე ასაკოვანი ქალბატონი და მღვდელი. თუ ის თავის მოვალეობას შეასრულებდა, ცოლს დაუბრუნებდნენ. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ მან ვერ შეძლო ფიზიკური ურთიერთობის დამყარება. ამის შემდეგ გიორგის მიეცა 3 თვის ვადა სამკურნალოდ.
როგორ დასრულდა ეს ცოლქმრული დავა, ამას ნინოს ბოლო განცხადებიდან შეიტყობთ. ახლა კი მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად.

6 აპრილი, 1915 წელი

"მათს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, უფალს ალავერდელ მიტროპოლიტსა და კახეთის მწყემსს და კავალერს ბოდბელის იოანეს თანა.
ქედელში მცხოვრებლის დავითა ფეიქრის ქალის ნინოსგან უმდაბლესი მოხსენება.
უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება, გარნა გამაბედვინებს ჩემის მეუღლის გიორგისგან უწყალონი მწუხარებან მეუღლეობის წესს, რასაც ბუნება მოითხოვს, ჩემი ქმარი არ აღასრულებს, ვინათგან არის საჭურისი, უწყალო ტანჯვითა მგვემს ცემითა, ავად მოპყრობითა. გარდა ამისა ესრეთ მტანჯა: მოინდომა ბუნებითის საქმის აღსრულება და რომ ვერ აღასრულა წესი დაუტევა და სხვითა რაითამე გამხრწნა. აქამომდე ესრეთ მტანჯა. ეს ჩემი უწყალონი საქმენი ჩემს მოძღვარს, წმინდის ნინოს დეკანოზს მოვახსენე: ექვსი წელია, ამ ტანჯვაში ვყევარ-მეთქი. ამ ჩემს მოძღვარს ვმოწმობ ამაში, რომ ამისთვისაც შემეჩივლოს და აღსარებაში მეთქვას. ჩემო ხელმწიფევ, მე ამ ტანჯვის გაძლება აღარ შემიძლია, ვითხოვ უმდაბლესად თხოვისა ამის კმაყოფილება მომცეთ და არა მიმცეთ წარწყმედასა უმოწყალესო ხელმწიფევ".


9 ივლისი, 1815 წელი

"საქართუელოსა და იმერეთის უწმინდესისა კანტორასა შინა.
მოხსენება გიორგი პატარკაციშვილისაგან.
მე ვცხოვრობდი ქიზიყს, ბოდბის ხეობაზედ, სოფელსა ქედელსა და ვითხოვე ცოლად მებაღე გოგიას ქალი და დაგვწერა ჯვარი ქედელმა დეკანოზის შვილმა, სვიმონ მღვდელმა და მყუანდა შვიდი წელიწადი როგორცა კაცს შეეფერება ვიყავ ამ ჩემს მეუღლესთანა. წამართვა ქალი ბოდბელ მიტროპოლიტმა იოანემ მტრების შესმენითა და მითხრა შეყრილს ხალხში, თუ შენ კაცი ხარ, დაუწექ ამ შენს მეუღლესაო და თუ არ დაუწვები, არ მოგცემო და მე არ დავუწექ ჩემს მეუღლესა იმ ხალხში სირცხვილითა და ამის გამო არ მამცა და ვიტანჯები უსამართლოდ შესმენილი. ვითხოვ უმდაბლესად, მისცეთ სრულებაი მორთმეულსა ამას ჩემსა მოხსენებასა.
ხელს ვაწერ ამ არზასა ზედა მე, გიორგი პატარკაციშვილი".


2 აგვისტო, 1815 წელი

"საქართველო-იმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორასა შინა.
მიტროპოლიტისა სიღნაღისა და ქიზიყისა იოანეს რაპორტი.
კანტორაში არზა შემოუტანია გიორგი პატარკაცისშვილს 9-ს რიცხვსა ამ ივლისსა, რომელშიაცა სწერს, მებაღე გოგიას ქალი ვითხოვე ცოლად და შვიდს წელიწადს ჩემს მეუღლესთან სრული მამაკაცობითა ვიყაო და მტრების შესმენით ბოდბელმა ცოლი გამაშვებინაო. ამ ზემოხსენებულის გიორგის მეუღლე შემოვიდა სასულიერო სასამართლოსა შინა და მომცა არზა აპრილის თვისა 6-სა ამა წლისა, რომელსა შინაცა სწერს ესრეთ: ჩემი ქმარი საჭურისი არისო და ჩემთან მეუღლეობა არა აქვსო. შვიდი წელიწადია, უკეთუ ჯვრისწერით ვიქორწინეთ, გარდა საიდუმლოს აღსრულებისა, ჩემთან მეუღლეობის წესი არა რაი აქვსო. თვინიერ ამისა, როდესაც ბუნების აღსრულებას მოინდომებს, ვითარ არ არის შემძლებელი და სხვით რითაღაცა მტანჯავსო, გარდა ამისა ცემით, თრევით, კბილისა და ხელის გლეჯით ავათ მეპყრობაო და უწყალოთ მტანჯავს, რომლისა მოთმინება აღარ შემიძლიაო. დავიბარე ზემო ხსენებული გიორგი, თავის ცოლისაგან საჩივრის არზის კოპია მივეც და პასუხი ვთხოვე. პასუხად ესა თქვა: აქამომდე მქონდა ამასთან მეუღლეობა და ამ ერთს წელიწადში მოვიშალეო, აქიმი მადგა სამს კვირას და მაცალეთო. თუ ვერ მოვრჩი სიტყვა არა რაი მექნებაო. მოვიდა და მითხრა მოვრჩიო და ჩემს ცოლთან გამომცადეთო. თუ მეუღლეობა და ბუნებითი საქმე ვერ აღვასრულო, ნებას მივცემ საცა უნდა იქ გათხოვდესო.
ჩვენ მივაყვანინეთ ორი მოხუცებული დედაკაცები, რომელთაცა ბებიობის გამოცდილება აქვთ, მივეცით თავის მეუღლე თავის სახლში, და გარედან ამ დედაკაცებს ვაყურებინეთ. თექვსმეტს საათსა მარტო სახლში იყვნენ, ეს დედაკაცები ფიცით ემოწმნენ და სთქვეს, როგორც ჩვენს შვილებს ჩვენთვის მეუღლეობა არ აღუსრულებიათ, ეგრეთვე ამას ამ თავის მეუღლესთან არაფერი აღუსრულებიაო არც ახლა და არც აქამომდინო.
ეს ასე იყო და ნება კანტორისა არის, ამ ქალისაგამ მოცემული არზა მანდ მომირთმევია, განიხილეთ და ნება კანტორისა აღსრულდეს.
მდაბალი მიტროპოლიტი ბოდბელი იოანე".


19 ოქტომბერი, 1815 წელი

"საქართველო იმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორასა შინა სიღნაღის უეზდის სოფელსა ქედესლა შინა მცხოვრებლის, დავითა ფეიქრის ქალის ნინოსაგან მოხსენება.
ეს ექვსი წელიწადია, ჯვარდაწერილი ვარ პატარკაციშვილს გიორგისთანა, გარნა ცემის უბედურებისამებრ ვნახე მე იგი არა სისრულესა შინა კაცობრივის მოქმედების აღსრულებისასა, რომელმანცა ერთხელ ძალდატანებით მომიხმარა თითის ხმარებით გაცოდვილებისა და მე ნამდვილ უბედური შევიქმენ ამ სახით გაფუჭებული.
ყოვლად სამღვდელომ გაუჩინა ორის თვის ვადა, უკეთუ ვადაზედ არ მაჩვენოს კაცობრივი თანამდებობის აღსრულება ცოლ-ქმრობის რიგით, მაშინ განვეშორნეთ. რომელცა ვადაზედ ჩემს მეუღლეს ერთი დღე მიმცა, ორის პატიოსნის დედაკაცის თანდასწრებით, რომ იმათ ნახონ ცოლქმრობის თანამდებობის აღსრულება. გარნა იმ ერთს დღეს, იმასთან მწოლიარემა მაინც კიდევ ვერ ვნახე კაცად და იმ დამსწრე მოწმეთა მოახსენეს ყოვლად სამღვდელოსა, რომ ვერ იხილეს კაცობრივის საქმითა და ამისთვის ყოვლად სამღვდელომ სიტყვითა მოგვაშორა ერთმანეთსა, ეს ხუთი თვე არის. შემდგომ თურმე ეს ჩემი მეუღლე, არა სრული კაცი, თავისის სიცრუით ჩამოსულა და კანტორისთვის შრომა მიუცია არზის მირთმევითა.
უმორჩილესად პირმიწა დაცემული ხელაპყრობით გთხოვთ, მიხსენით იმ არასრული კაცისაგან. მტანჯავს რამე იმ სახით, რომლისა წარმოება მერცხვინება განმეორებულის მოხსენებითა. გევედრებით სჯულიერად მოაქციოთ ჩემზედა სამართალი და განმათავისუფლოთ.
ხელს ვაწერ მე _ ნინო".


12 ნოემბერი, 1815 წელი

"დღესა გიორგი პატარკაციშვილს ეკითხა შეკრებულებასა შინა, საქართველო-იმერეთის უწმინდესისი სინოდის კანტორასა შინა და სთქუა:
მე ვარ ახალგორს მოსახლე, ოცდაშვიდის წლისა. ქედელში შევირთე ცოლად ნინო, ფეიქრის დავითას ქალი. ჯვარი რომ დავიწერე იქნება შვიდი წელიწადი და შერთვიდან სამსა წელიწადსა არ მქონია ჩემ ცოლთან მეუღლეობის საქმე, რადგან ის იყო პატარა. მას უკან როგორც მეუღლეობის რიგია, ისე მქონდა მოქმედება ჩემს ცოლთან სამს წელიწადს. მასუკან ჩემმა სიდედრმა რაღაც წამალი შემომაპარა და რვა თვეა კაცობიდამ მოვიშალე და მასუკან იმ ჩემს ცოლსაც მართმევდა და რადგან ჩემს ცოლს მე ვუყვარდი და მოშორება არ უნდოდა ამისთვის ის სტუქსავდა და სცემდა კიდეც და სხვა სოფლებში წაიყვანდა რომ ჩემთვის მოეშორებინა. და ჩემი ცოლი რომ ამბობს თითით გამხრწნაო, ეგ ბებიებმა გაშინჯეს და იმათ თქვეს, რომ იმასთან სწორედ მეუღლეობის მოქმედება მქონია და იმის ნიშანი აქვს და რომ მე მაქვს სრული კაცობა ამის საბუთი ეს არის რომ სიღნაღის უეზდის სოფელ ოზაანში მივუდეგ აივაზაშვილის ქვრივს სიდონიას და ამისი მოწმე და გამრიგებელი იყო ნათათრალის ივანეს ცოლი ბარბარე, და თუმცა მაშინ ცოლი მყვანდა, მაგრამ ოზაანში ერთი წელიწადი ვიყავ სავაჭროდ და იქ იმ დედაკაცმა თვითონ მომინდომა.
ამ განცხადებაზედ პატარკაციშვილის გიორგი თხოვნით რადგან მან წიგნი არ იცოდა ხელს ვაწერ გაბრიელ მირიმანოვი. ამ ლაპარაკში დავესწარ დიმიტრი ალექსიევი".

***

"საქართველო-იმერეთის უწმინდესის მმართებლის სინოდის კანტორასა შინა გიორგი პატარკაციშვილის განსაცხადებლად პირისპირ დამტკიცებულის სინოდალნის კანტორასა შინა სთქუა შემდეგი:
იყო ერთად თავის ცოლ ნინოსთანა ერთს სახლში, გამოცდისთვის, დასწრებითა მღვდლის იოსებ თურქესტანოვისა და ერთის ბებიისა. მან თუმცა იგრძნო თავს შინა ქმნისთვის მეუღლეობისა მზადა, მაგრამ მიახლოვების დროს თავის ცოლთან ესე შემძლებლობა განქარდა და იმან ესე ვითარცა მიდგომისა ზედა სცნა თავი თავი თვისი ვერ შემძლებლად, რომელშიაც სწამებს იგი სიდედრს ტავისსა თინათინს. მას დროსა შინა, როდესაცა მოინდომებს აღსრულებასა მეუღლეობის მოქმედებისასა თავის ცოლთანა და დამტკიცებისთვის, რომ იმას ეხლაც შეუძლიან აღსრულება სხვებთან, აღიარებს რომ წარსულ შაბათს, ჰქონდა მას საქმე დედაკაცთან, სახელად მარიანოსთან, მცხოვრებელს ავლაბარში, რომელსაცა დასამოწმებლად სიტყვათა მისთა, შეუძლიან რომ თვითონ წარმოადგინოს. და რადგან მკურნალნი ჰპირდებიან რომ მოარჩინონ, ამისთვის ითხოვს ამ კანტორისაგან, მიეცეს მას დრო საექიმოდ სამის თვის ვადით. ასე რომ ქალაქიდან არსად წავიდეს. და თუ ამ სამ თვეში ვერ მორჩეს, მაშინ რაც კანტორის ნება იყოს, ისე აღსრულდეს.
ამ განცხადებაზედ გიორგი პატარკაციშვილის თხოვნით ხელს ვაწერ იოსებ ალდადანოვი".

***

"პატარკაციშვილის ცოლს ნინოს ეკითხა შეკრებულობისა შინა საქართველო-იმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორაში და სთქუა:
ვარ თურამეტის წლისა. შვიდი წელიწადია, რაც ჯვარი დავიწერე პატარკაციშვილს გიორგიზედ, რომელიც ახალგორიდამ მოსულიყო სიღნაღს და იქ ვაჭრობდა.
ჯვარი რომ დავიწერეთ მაშინვე შევატყე რომ კაცობა არა ჰქონდა. და ეს გამოცხადდა საქვეყნოდ და იციან წმინდის ნინოს მამამთავარმა ლაზარე ფოცხვეროვმა, ბოდბელის ნაზირმა იმერელმა ზაქარიამ და ქედელმა მღვდელმა ზურაბ დეკანოზიშვილმა.
სამს წელიწადს უკან, როგორც არზაში გამიცხადებია და ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტს იოანესთან და ამ კანტორაშიც, თითით მომიხმარა და მე მაშინვე გამოუცხადე ეს დედაჩემს თინათინს და ჩემ ქმარსაც ვუთხარი რომ როდესაც სასამართლოში კითხონ არ დამალოს ეს საქმე. ამ განცხადებაზედ პატარკაციშვილის გიორგის ცოლის ნინოს თხოვნით, რადგან იმან წერა არ იცოდა, ხელს ვაწერ აზნაური სოლომონ ონიკოვი. დიმიტრი ალექსიევი დავესწარ ამ ლაპარაკში".

***

"საქართველო-იმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორასა შინა, გიორგი პატარკაციშვილის ცოლს, ნინოს ეკითხა და პირის-პირ დამტკიცებულისა სინოდალნის კანტორასა შინა რეზოლუციისა განსაცხადებლად სთქუა შემდეგი.
ნინო იგი თავის ქმარ გიორგისთან იყო ერთს სახლში, გამოცდისთვის მეუღლეობის საქმისა დასწრებითა მღვდლის, იოსებ თურქესტანოვისა და ერთის ბებიისა. რომელსა თანა გიორგი თუმცა შვრებოდა ძალასა, მაგრამ ვერ შემძლებლობითა თვისითა ვერ შეძლო ქმნა მასთან მეუღლეობის საქმისა.
ამ განცხადებაზედ პატარკაციშვილის გიორგის ცოლის ნინოს თხოვნით ხელს ვაწერ აზნაური სოლომონ ონიკოვი".

23 თებერვალი, 1816 წელი

"საქართველო-იმერეთის უწმინდედისი მმართებლის სინოდის კანტორასა შინა უმდაბლესი მოხსენება დავით ფეიქრის ქალის ნინოს მიერ
უწმინდესის სინოდის კანტორას მოეხსენება ჩემი ესოდენი შვიდსა წელიწადსა შინა მეუღლისა ჩემისა პატარკაციშვილის გიორგისგან მოუთმენელი ტანჯვა და დათმენა ჩემი ტანჯვისა და ყმაწვილქალობისა ჩემისა აღვირახსმა. უწმინდესის სინოდის კანტორის ბრძანებით სამს თვეს, რომ უნდა ეწამლა და მორჩენილიყო თუ შესაძლებელი იქნებოდა. ვხედავ მეუღლისა ჩემისა არა სიმართლესა და აწუხებს უწმინდესის სინოდის კანტორას, ვითომ მივეცე ერთს კვირას და რაც საწადელი და დაქადება აქვს ჩემზედ განამართლოს მან და მომიღოს სიკვდილით ცხოვრება და იქმნას თვით მახმადიან დაღესტანში ლტოლვით.
მე უქვეშევრდომილესად გევედრები ცრემლით მთხოველი, არა ინებებსა უწმინდესის სინოდის კანტორა და არა მიმცემს მოსალოდებელსა ადვილ განსაცდელსა. თვით ხედავს კანტორა გონებასა და ქცევასა მეუღლისა ჩემისასა და ვსასოებ არა მიცემასა და თუ ინებებს მიცემასა მოწყალებით მოხედვა ჰყოს ჩემზედა და მოგვიჩინოს ორს დღესა და ღამეს სარწმუნონი მღუვიძარენი გვამნი, რომ სიმართლე კიდეცა დადგინდეს ჩემი და აღარა მეშინოდეს მეუღლისა ჩემისაგან სიკვდილი.
დავითა ფეიქრის ქალი ნინო".

7 ივლისი, 1816 წელი

"საქართველო-იმერეთის უწმინდესის მმართებლის სინოდის კანტორასა შინა.
სიღნაღის უეზდის სოფელ ქედელში მცხოვრების გიორგი პატარკაცისვილის და მისი მეუღლის, ფეიქარ დავითას ქალის ნინოსაგან თხოვა ამას წინათ შემოსულითა არზითა, შეუძლებლობის გამო მეუღლეობითის მოქმედებისა გიორგი პატარკაციშვილისა წარმოებდა საქმე ჩვენი ამას უწმინდესის სინოდის კანტორასა შინა, განშორებისათვის ჩვენისა და რადგან ხსენებული ქმარი შემდგომისა ჩვენგანისა ამ უკანასკნელ დროში აღმოჩნდა შემძლებლად მეუღლეობის ცხოვრებისა და აწ მშვიდობის სიყვარულით შევრიგდით ჩვენ და ვცხოვრობთ ერთად მეუღლეობის ცხოვრებითა, რომელიც გვსურს რათა განვაგრძოთ ვიდრე სიკვდილამდე ჩვენისა. ამისთვის უმდაბლესად ვსთხოვთ უწმინდესის სინოდის კანტორას, რათა საქმე ჩვენი გარდაუწყვეტელ საქმეთაგან გამოირიცხოს და ჩვენ ნება მოგვეცეს ერთად ცხოვრებისა წადილისამებრ ჩვენისა". (სტილი დაცულია)

ქეთი პაპუაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
09.11.2017
წარსულის მაძიებელი, მჩხრეკელი ადამიანისთვის, ვისაც სურს სწორად და სრულყოფილად გაიცნოს ვინ ვიყავით და როგორი იყო ქართული საზოგადოება და ადამიანთა შორის ურთიერთობები, წინამდებარე დოკუმენტი მრავალმხრივ საინტერესოა. ეს დოკუმენტი არ დააინტერესებს კოსმოპოლიტური შეხედულებების ადამიანს, ვისთვისაც არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს საკუთარი ეთნოსის წარსული, ასევე შეიზლება გამაღიზიანებული იყოს ე. წ. "ურა პატრიოტებისატვის", ანუ იმ კატეგორიის ადამიანებისათვის, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი ფრთებშესხმული წინაპრები ანგელოზებთან დაფრინავდნენ და საქართველოში ბოროტება და სიავე არ არსებობდა. ნინოს სიტყვების: "სულაც არაა სასიამოვნო საკითხავი"-ს პასუხად ვიტყვი, რომ მას ალბათ ფეხის გულებზე ხიცინი სიამოვნებს.
ზაზა
09.10.2017
ამ დოკუმენტების გამომზეურების არანაირი საჭიროება არ იყო. სულაც არაა სასიამოვნო საკითხავი.
ნინო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი