ხატია ბრაჭულის "ბავშვური" და "სვეტსკური" არდადეგები
font-large font-small
ხატია ბრაჭულის "ბავშვური" და "სვეტსკური" არდადეგები
"მოგზაურობა ძალიან მიყვარს!"

მსახიობ ხატია ბრაჭულს საზაფხულო არდადეგების მიწურულს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ხატიას ლაშქრობები, კარავში ძილი არ მოსწონს - კომფორტის მოყვარული გახლავთ...

- მეგობრებთან ერთად, ჩემს საყვარელ ქალაქში - ბათუმში ვარ. სასიამოვნოდ ვისვენებ.

- დასასვენებლად წელიწადის რომელი დრო უფრო მეტად გიყვარს?

- განსაკუთრებულად - ზაფხული, რადგან ჩემთვის მზესთან და ზღვასთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, ბათუმს წელიწადის ნებისმიერ დროს ვსტუმრობ - ამ ქალაქს ყველა სეზონზე თავისებური ხიბლი აქვს. რაღაცნაირად, ბათუმი მიყვარს, "ჩემია", თბილი გარემოა, მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს... ვცდილობ, თავისუფალ დროს აქაურობას ვესტუმრო.

- საზაფხულო არდადეგებისთვის მზადებას რამდენი ხნით ადრე იწყებ?

- დასასვენებლად კონკრეტული თვე და რიცხვი დაგეგმილი არ მაქვს. როგორც კი საქმეებს ვასრულებ და ვხვდები, თავისუფალი დრო მექნება, მაშინვე ფიქრს ვიწყებ - სად შეიძლება, წავიდე. მერე ერთი ლოკაციიდან ხან სად აღმოვჩნდები, ხან - სად (ქობულეთი, სარფი, კვარიათი...). ძირითადად, დასასვენებლად ექსპრომტად, დაუგეგმავად მივემგზავრები.

- თუ გახსოვს, მშობლებისგან დამოუკიდებლად, პირველად როდის და სად დაისვენე?

- მაშინ დაახლოებით 19 წლის ვიყავი. ქობულეთში, ჩემს მეგობართან დავისვენე.

- დიდი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ მშობლები დაგერწმუნებინა, მათგან დამოუკიდებლად დაგესვენა?

- არა. სხვათა შორის, 13 წლიდან ვცდილობდი, დამოუკიდებელი ვყო­ფილიყავი - ამისკენ ყოველთვის მივისწრაფვოდი. შედეგად, ოჯახისგან დამოუკიდებლად დასვენებაც არ გამჭირვებია - თავს კარგად ვართმევ. მარტო დასვენება ძალიან მომეწონა.

- მეგობრები როგორ ერთობით?

- სხვადასხვა აუზს ვსტუმრობთ, საღამოს კლუბებში, ბარებში მივდი­ვართ, ვსეირნობთ... ყველაფერს მი­ვედ-მოვედები: "ბავშვურადაც" ვისვენებ და ასე ვთქვათ, "სვეტსკურადაც". ბათუმში ადამიანს ბევრი საშუალება გაქვს, თავი გაირთო, ყვე­ლაფერს მოწყდე და კარგი დრო ატარო...

- ზაფხულობით მხოლოდ ზღვის სანაპიროს სტუმრობ თუ მთაშიც მიდიხარ?

- ზაფხულში დასვენება ჩემთვის ზღვასთან ასოცირდება - ზღვა აუცი­ლებელია, თორემ შეიძლება, მთაშიც წავიდე. გრძელვადიანი დასვენება ჩემთვის ზღვას უკავშირდება.

- დასასვენებლად როცა მიემგზავრები, თან ბევრი ბარგი მიგაქვს?

- კი, 2-3 დღითაც რომ წავიდე, ჩემი ჩემოდანი აუცილებლად საშუალოზე დიდია. ეს იმიტომ ხდება, რომ 1-2 კვირით არ მივდივარ - ზუსტად ვიცი, რომ შეიძლება, უფრო დიდხანს დავრჩე. ამიტომ უფრო მშვიდად ვარ, თუკი ბევრი ბარგი მიმაქვს. შესაძლოა, ისეთი ტანსაცმელი ან აქსესუარი წავიღო, რომელსაც საერთოდ არ ჩავიცვამ, მაგრამ მშვიდად ვარ, რომ მაქვს: იქნებ ამინდი შეიცვალოს ან სადმე წვეულებაზე მომიხდეს წასვლა? ყველანაირად თავს ვიზღვევ, რომ პრობლემა არ შემექმნას. მიუხედავად ამისა, ბათუმში ყოფნის დროსაც ჩემს გარდერობს რაღაცას ვამატებ.GzaPress

- დასასვენებლად გამგზავრებამდე გარდერობის განახლება გჩვევია თუ შარშანდელი სამოსიც შეგიძლია, გამოიყენო?

- როცა ზღვაზე მივდივარ, პირველ რიგში, რაზეც ვფიქრობ, ეს საცურაო კოსტიუმია - ყოველ წელს აუცილებლად ახალი უნდა მქონდეს. საერთოდ, ახალ სეზონზე (ზაფხული იქნება თუ ზამთარი) ვცდილობ, გარდერობს რაღაც შევმატო...

- გარუჯული კანი მოგწონს?

- რა თქმა უნდა, ნამზეური ძალიან მომწონს: უფრო სხვანაირად გამოიყურები, კაბაც სხვანაირად გიხდება... მგონი, კანის გარუჯვაზე გოგონები ყოველდღე ვზრუნავთ.

- სოლარიუმს სტუმრობ?

- არა, წელს სოლარიუმში საერთოდ არ მივსულვარ. აუზზე დავდიოდი, ჯერ - თბილისში, შემდეგ კი ბათუმში. საერთოდ, თეთრი კანი მაქვს და მზეზე ვიწვები, მაგრამ წელს, რადგან თბილისში ცოტათი უკვე გარუჯული ვიყავი, ბათუმში ნამზეური იოლად მივიღე. სხვა დროს სოლარიუმსაც "დავიხმარებ", წელს კი ასე არ მოვქცეულვარ.

- რომელ უცხო ქვეყნებში ყოფილხარ?

- საბერძნეთში, ჩეხეთში, ისრა­ელში, თურქეთში, აზერბაიჯანში... ნელ-ნელა, ყოველ წელს ვცდილობ, ვიმოგზაურო. მოგზაურობა ძალიან მიყვარს!

- გამგზავრებამდე ამა თუ იმ ქვე­ყნის ისტორიას, კულტურას თუ ეცნობი? ან იქნებ, ენას სწავლობ?

- კი, სხვათა შორის, ეს ჩვევა მაქვს: "გამარჯობა", "ნახვამდის", "მადლობა" - ამ სიტყვებს ყოველ­თვის ვსწავლობ. მგონია, რომ ადგილობრივებს ტურისტებთან საუბარი და მათი დაკვალიანება უფრო სიამოვნებთ, როცა მათსავე ენაზე ეტყვი რამეს. ისტორიასაც ვეცნობი. ვცდილობ, "დავგუგლო" და მოკლე ინფორმაცია მოვიპოვო მაგალითად, იმ ისტორიული ძეგლების შესახებ, რომლის დათვალიერებასაც ვაპირებ. თურქეთს რაც შეეხება, პირველად "ჯავახიშვილში" აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, თურქული ენა ავირჩიე და ვსწავლობდი. ასე რომ, თურქეთში კომუნიკაცია არ გამჭირვებია. ვცდილობ, სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ცოტ-ცოტა რაღაც ვიცოდე...

- მოგზაურობისას ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალური კერძებით თუ ინტერესდები?

- კი, გურმანი ვარ. ვცდილობ, სხვადასხვა კერძი დავაგემოვნო. მოგზაურობისას, პირველ რიგში, ქვეყნის სამზარეულო მაინტერესებს. საერთოდ, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და რისი საშუალებაც მაქვს, ყველაფერს ვეცნობი.

- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონს განსაკუთრებულად?

- თურქული სამზარეულო ძალიან მომწონს, მაგრამ კერძების სახელები არ ვიცი...

- ეგზოტიკური კერძების გასინჯვას არ ერიდები?

- არა. ზღვის პროდუქტები მიყვარს. მაგალითად, საბერძნეთში რვაფეხებს გეახელით და ძალიან მოვიხიბლე. ყველაფერს ვაგემოვნებ. კიდევ ერთი კერძი მომეწონა, რომელიც არაჟნით, კიტრით და სხვა მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება. ძალიან გემრიელია. ისე მომეწონა, რომ აუცილებლად თავადაც უნდა მოვამზადო.

- საქართველოში დასვენებისას ხალხის ყურადღება დისკომფორტს არ გიქმნის?

- ყურადღება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ხანდახან ამას დისკომფორტი მოჰყვება... პოპულარულ ადამიანს სხვაგვარად არ შეუძლია - ყურადღების ცენტრში ყოფნა მახარებს. მოკლედ, ხან ისე იქნება, ხან - ასე...GzaPress

- საკურორტო რომანი გქონია?

- არა.

- ფლირტი?

- არა (იცინის).

- დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლები შენ მიმართ ყურადღებას გამოხატავენ...

- ჰო, რა ვიცი... პოპულარული ადამიანის ცხოვრებაში ეს ისეთი ჩვეულებრივი რამ არის, რომ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

- კარგი, ყველაზე შთამბეჭდავი არდადეგები გაიხსენე...

- ალბათ, ყველა ის არდადეგები, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გამიტარებია, რადგან იქ ყველაფერი ახალია: ხალხი, ქუჩები, კულტურა... ამდენი სიახლე მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. ბევრი თავგადასავალი და ტკბილი მოგონება მაქვს, მათ შორის - საქართველოსთან დაკავშირებულიც.

- მოგზაურობისას სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები მოგზაურობის თანმხვედრია - საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. მაგალითად, ათენში, ტრამვაის გაჩერებაზე, ჩემი მეგობარი ტრამვაიში ავიდა. ასვლა მეც დავაპირე, მაგრამ კარი დაიკეტა. რომ დავუკაკუნე, მანიშნეს - გაღება არ შეიძლებაო. ძალიან შემეშინდა (იცინის). ეს წამიერად მოხდა... შემდეგ, მეგობარს ტელეფონით დავურეკე და მომდევნო გაჩერებაზე მივედი... ყოფილა შემთხვევა, გზაც აგვბნევია... ასეთი შემთხვევები მოგზაურობას უფრო საინტერესოს ხდის.

- წლევანდელ საზაფხულო არდადეგებს, 10-ბალიანი სისტემით, რამდენი ქულით შეაფასებ?

- ხომ იცი, ადამიანს უფრო მეტი და მეტი რომ გინდა? ამიტომ, გარკვეული მიზეზების გამო, ამ საზაფხულო არდადეგებს 8 ქულას დავუწერ...


ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...
"ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა"
რატომ არ დაენანა ნანი ბრეგვაძეს დაკარგული ძვირად ღირებული ნივთები
სანაძლეო დავდეთ, რომ ის შეძლებდა ტომარაში ჩაეტია 150, როცა მასში 120-ზე მეტის ჩატევა თითქმის შეუძლებელია
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი