პირველი ჰონორარის მოლოდინში იმედგაცრუებული ნუცა
font-large font-small
პირველი ჰონორარის მოლოდინში იმედგაცრუებული ნუცა
მომღერლის "პირველი ამბები"

თურმე, ნუცა ბუზალაძეს, რომელმაც კარიერულ წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწია, კუთვნილი პირველი ჰონორარი არ მისცეს - დღეს ამ ამბავს ღიმილით იხსენებს... ნუცას სხვა "პირველი ამბების" გახსენებაც ვთხოვეთ...


- გაიხსენე პირველი არდადეგები, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლად გაატარე...

- ჩემს მეგობრებთან ერთად თურქეთში, ქემერში ვიყავი. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემთან ერთად, ჩემი არც ერთი ნათესავი არ იმყოფებოდა. სხვათა შორის, ძალიან გავერთე. დაახლოებით 10 მეგობარი ვისვენებდით...

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება ცხოვრებაში...

- როცა 16 წლისამ დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტე. მივხვდი, ეს მინდოდა და არავის დახმარება არ მჭირდებოდა. მარტივი არ არის, მაგრამ ასე უფრო მომწონს. მიმაჩნია, რომ მაშინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამას არც ერთი წამით არ ვნანობ.

- პირველი სიმღერა...

- პირველი სიმღერა, რაც წავიღიღინე, რომელი იყო, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ პირველად როცა ვიმღერე, ზუსტად 1 წლის ვიყავი.

- პირველი ჰონორარი...

- 13 წლის ასაკში უნდა ამეღო (ზუსტად 100 დოლარი), მაგრამ "გადამაგდეს" - არ მომცეს. რაღაც პრივატ საღამო იყო, მგონი - უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავი. საღამო ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა... მახსოვს, ჩემი ოჯახის წევრები მეკითხებოდნენ, - აბა, ჰონორარით რას იყიდი, სად დახარჯავო? მერე, როცა ვთქვი, ჰონორარი არ მომცეს-მეთქი, ლამის გაგიჟდნენ, იმდენი იცინეს. მითხრეს, - არაფერზე ინერვიულო, ამ ფულს ჩვენ მოგცემთო... ასე რომ, ის ჰონორარი მაინც ავიღე, ოღონდ - ოჯახის ერთ-ერთი წევრისგან (იცინის).GzaPress

- პროტესტის პირველი გრძნობა...

- როგორც მახსოვს, პროტესტის გრძნობა ბავშვობიდან მიჩნდებოდა. მეგობრებსაც ვეუბნებოდი ხოლმე, - ალბათ, მომღერალი რომ არ ვყოფილიყავი, ადვოკატი გავხდებოდი-მეთქი. უსამართლობის გამო ნერვები მეშლებოდა და პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა. მინდოდა, უსამართლობის მსხვერპლი დამეცვა. ასევე, პროტესტის გრძნობა კონკურსების მიმართაც მიჩნდება, როცა უსამართლობას ვხედავ, მაგრამ ხმას არავინ იღებს. რამის თქმა თავადაც არ მინდა ხოლმე, რადგან ის ვიღაც ჩემს ყურადღებას და ვრცელ სტატუსებს არ იმსახურებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ნიჭიერი ადამიანები იჩაგრებიან...

- პირველი მაკიაჟი...

- მგონი, "ანა-ბანაში" გამოვდიოდი, როცა სატელევიზიო მაკიაჟი პირველად დამჭირდა, მაშინ 8-9 წლის ვიყავი.

- პირველი კონფლიქტური სიტუაცია მშობლებთან...

- ნამდვილად არ მახსოვს. მგონი, მამაჩემთან კონფლიქტური სი­ტუაცია საერთოდ არ მქონია; არ მახსოვს, მასთან რამეზე მეკამათოს. უფრო ხშირად კონფლიქტი დედასთან მქონდა, მაგრამ პირველი როდის იყო, ვერ ვიხსენებ.

- პირველი მეგობარი...

- ანი ჭყონია. სკოლაში სწავლის პერიოდში დავმეგობრდით და დღემდე ახლო მეგობრები ვართ.

- პირველი სიგარეტი...

- სიგარეტი არასოდეს მომიწევია.

- პირველი ავტოგრაფი...

- როცა "ნიჭიერში" გამოვედი. მაშინ 13 წლის ვიყავი. ჩემს პლაკატზე მოვაწერე ხელი: "სიყვარულით" და ა.შ. მას მერე დაიწყო და დაიწყო ავტოგრაფები (იცინის)...GzaPress

- პირველი წარმატება...

- ალბათ, ბავშვობაში, როცა "ანა-ბანაში" გამოვედი, მაგრამ სერიოზული წარმატება, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ვფიქრობ, ის პერიოდი იყო, როცა "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" კასტინგზე გავედი და მიმიღეს. ეს სტუდია რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ისეთი წარმატებული არ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ.

- სიამაყის პირველი განცდა...

- რა თქმა უნდა, ეს პირველი არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე დიდი სიამაყის განცდა, რასაც ვერაფერს შევადარებ, მაშინ დამეუფლა, როცა იურმალას მუსიკალურ კონკურსში გავიმარჯვე.

- პირველი იმედგაცრუება...

- ჩემს ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება ყოფილა, თან - ისეთი ადამიანებისგან, რომლებისგანაც საერთოდ არ ველოდი... ალბათ, პირველი ის იყო, როცა ჰონორარის მიღებას ძალიან ველოდი, მაგრამ არ მომცეს (იცინის)...

- პირველი მიზანი, რომელსაც მიაღწიე...

- გავხდი ცნობილი მომღერალი და ყველაზე დიდ მიზანს, რომ ხალხს ვყვარებოდი, მივაღწიე. ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე მეგონა, რომ მოხდებოდა... ცხოვრებაში ბევრი მიზანი მაქვს. იმედია, ისინიც მალე ამისრულდება - თუ ამ ტემპით ვივლი, მიზნებს მალე მივაღწევ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...
"ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა"
რატომ არ დაენანა ნანი ბრეგვაძეს დაკარგული ძვირად ღირებული ნივთები
სანაძლეო დავდეთ, რომ ის შეძლებდა ტომარაში ჩაეტია 150, როცა მასში 120-ზე მეტის ჩატევა თითქმის შეუძლებელია
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი