"შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
font-large font-small
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძველ უბან­ში შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს. მო­სა­უბ­რე ორ­მოც­და­ათ წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. ვსხედ­ვართ მრგვალ, ძვე­ლე­ბურ მა­გი­დას­თან, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მარ­მა­რი­ლოს­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა­საც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­სი დახ­ვე­წი­ლო­ბა. ვე­ნურ სკამ­ზე უხერ­ხუ­ლად ჩა­მომ­ჯ­და­რი, პა­სი­უ­რი მო­სა­უბ­რის პო­ზი­ცი­ით, ჩა­ის ფინ­ჯანს დრო­დად­რო ლამ­ბაქ­ზე ვატ­რი­ა­ლებ და მას­პინ­ძელს ვუს­მენ.


"ეს სახ­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მოს­ვ­ლამ­დე ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა ექიმ­მა ააშე­ნე­ბი­ნა. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და თვი­თონ 1921 წლამ­დე, პირ­ველ­ზე კი უფა­სო ლა­ზა­რე­თი ჰქო­ნია მოწყო­ბი­ლი უპო­ვარ­თათ­ვის. პე­ტერ­ბურ­გ­ში უს­წავ­ლია მე­დი­ცი­ნა და ქარ­თ­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რულს გა­ჭირ­ვე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბით გა­მო­ხა­ტავ­დაო, - გა­მი­გონია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს "გა­წით­ლე­ბის" მო­ახ­ლო­ე­ბი­სას, ცოლ-შვილს მის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, - წა­ვი­დეთ საფ­რან­გეთ­შიო. ექი­მი არ დას­თან­ხ­მე­ბია, - თქვენ წა­დით, მე ასაკ­ში ვარ, უსამ­შობ­ლოდ ვერ გავ­ძ­ლე­ბო. ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ის დიდ ტალ­ღას გაჰ­ყო­ლია, თა­ვად კი ელო­დე­ბო­და ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოს­ვ­ლას - და­სა­კარ­გა­ვი თით­ქოს არც არა­ფე­რი ჰქონ­და, არც ეში­ნო­და და არც ერი­დე­ბო­და. თბი­ლი­სის "რევ­კომ­მა" ერთ დღეს კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნა და უთხ­რა: ამ­ხა­ნა­გო ექი­მო, თქვე­ნი უფა­სო ლა­ზა­რე­თი აღა­რაა სა­ჭი­რო, უნ­და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და პრო­ლე­ტა­რე­ბი შე­მო­ვა­სახ­ლო­თო! სა­წო­ლე­ბი მო­რი­გე­ო­ბით და­ცა­ლეს პა­ცი­ენ­ტებ­მა და მა­ლე, ტო­მა­რა­ა­კი­დე­ბუ­ლი მუ­შა წვრილ­შ­ვი­ლით მა­ნამ­დე სიზ­მ­რად უნა­ხავ კედ­ლებს შე­ე­ხიზ­ნა. ცო­ტა ხნის შემ­დეგ, მე­ო­რე სარ­თულ­ზეც მი­ა­კითხეს ექიმს, - ერთ კაცს ერ­თი ოთა­ხიც გე­ყო­ფაო და 270 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ში ერ­თი ნა­თე­ლი ოთა­ხი "და­უთ­მეს"...
ბა­ბუა აფხა­ზე­თის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტი იყო. 1936 წელს მის­თ­ვის ნე­ბა და­ურ­თავთ, ექი­მის სახ­ლ­ზე ეს მე­სა­მე სარ­თუ­ლი და­ე­შე­ნე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი ორი სარ­თუ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რა მთლი­ა­ნად გა­უ­მე­ო­რე­ბი­ათ მშე­ნებ­ლებს, ბუხ­რე­ბიც კი ას­ლი იყო პირ­ვე­ლი ორი­სა, ოღონდ მო­სა­პირ­კე­თებ­ლად იტა­ლი­უ­რი ფა­ი­ფუ­რის ფი­ლე­ბი გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ალ­ბათ, ისიც რო­მე­ლი­მე დიდ­გ­ვა­როვ­ნის სახ­ლი­დან იყო მო­ტა­ნი­ლი, ისე­ვე, რო­გორც სხვა არა­ერ­თი ნივ­თი. ამ­ბო­ბენ, მარ­ტო მუხ­რან-ბა­ტო­ნე­ბის სახ­ლი­დან 30 ურე­მი ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი­სა და ფა­ი­ფუ­რის ნივ­თე­ბი გა­მო­ზი­დეს ბოლ­შე­ვი­კებ­მა, მე­რე ზო­გი გა­და­ად­ნო­ბი­ნეს, ზო­გიც შინ სამ­შ­ვე­ნი­სე­ბად წა­ი­ღე­სო. ეს მა­გი­დაც მა­შინ­დე­ლია, ალ­ბათ, ნა­ძარ­ც­ვია ესეც...
ერთ წე­ლი­წად­ში ბა­ბუ­ას აუყ­ვა­ვე­ბია მე­სა­მე სარ­თუ­ლი, თით­ქოს არც არა­ფე­რი აკ­ლ­და სრულ ბედ­ნი­ე­რე­ბამ­დე, ცო­ლი ჰყავ­და, ორი ასუ­ლი და გავ­ლე­ნი­ან პი­როვ­ნე­ბა­დაც მი­იჩ­ნე­ო­და. 1937 წელს, ღა­მით, სამ ჩე­კისტს მო­უ­კა­კუ­ნე­ბია კარ­ზე და სა­წო­ლი­დან წა­მო­უგ­დი­ათ ამაგ­და­რი ბოლ­შე­ვი­კი. თით­ქოს არც გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია, აუჩ­ქა­რებ­ლად ჩა­უც­ვამს ხა­მის პე­რან­გი და გა­ლი­ფე შარ­ვა­ლი. შვი­ლებს მი­ხე­დეო, - და­უ­ბა­რე­ბია ცო­ლის­თ­ვის და სა­მუ­და­მოდ და­კარ­გუ­ლა. მე­ო­რე დი­ლით რამ­დე­ნი­მე ნა­თე­სავს მო­უ­კითხავს ბე­ბი­ას­თ­ვის, - სიფ­რ­თხი­ლის მიზ­ნით, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და­წე­ქი, "ბრმა ნაწ­ლა­ვი" ამო­ი­ჭე­რიო. - რას ამ­ბობთ, ჩემ­თან რა­ღად მოვ­ლენ ან ჩემს ქმარს რას ერ­ჩოდ­ნე­ნო? - ამო­უკ­ვ­ნე­სია ქალს. სა­მი დღის მე­რე, ისევ ღა­მით, ისევ სამ ჩე­კისტს უხე­შად შე­უგ­ლე­ჯია კა­რი და უმ­წეო, და­ფე­თე­ბუ­ლი ქა­ლის­თ­ვის უკან გა­ყო­ლა მო­უთხო­ვი­ათ. ბავ­შ­ვე­ბი ვის და­ვუ­ტო­ვო, რა და­ვა­შა­ვე­თო? - ათ­რ­თო­ლე­ბულს უკითხავს. ერთ ჩე­კისტს უთ­ქ­ვამს, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ღა­ლა­ტის ცო­ლი ხარ და თუ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტ­კი­ცებ, გა­მო­გიშ­ვებ­თო. ბე­ბია არ იყო ბრიყ­ვი, იცო­და, რომ არა­ვინ გა­მო­უშ­ვებ­და და მხურვალედ ჩაჰ­კ­ვ­რია მძი­ნა­რე შვი­ლებს. გო­გო­ნებს თვა­ლე­ბი და­უჭყე­ტი­ათ, უცხო კა­ცე­ბის და­ნახ­ვა­ზე ის­ტე­რი­კუ­ლი კი­ვი­ლი აუტე­ხავთ. ხმა­უ­რის გა­მო მთე­ლი ქუ­ჩა ფეხ­ზე დამ­დ­გა­რა. ერთ ინ­ტე­ლი­გენტს გა­უ­ბე­დავს და მე­ზობ­ლე­ბი ნა­მუს­ზე აუგ­დია, - წა­ვი­დეთ, ვნა­ხოთ, რა ხდე­ბა, ყვე­ლას ხომ არ დაგ­ვი­ჭე­რე­ნო?.. სახ­ლი გავ­სე­ბუ­ლა მე­ზობ­ლე­ბით, ჩე­კის­ტებს დე­ლი­კა­ტუ­რად ბო­დი­ში მო­უხ­დი­ათ და გა­სუ­ლან. მე­ო­რე დი­ლით უკ­ვე ბე­ბია სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, ნაც­ნო­ბი ექი­მის ხე­ლით "სა­ჭი­რო" ოპე­რა­ცი­ას იკე­თებ­და, ხო­ლო გო­გო­ნე­ბი (დე­და­ჩე­მი და დე­ი­და) შო­რე­ულ ნა­თე­სავს მი­ა­ბა­რეს სამ­ტ­რე­დი­ის მახ­ლო­ბელ სო­ფელ­ში.
მოხ­და სას­წა­უ­ლი და აღა­რა­ვის მი­უ­კითხავს ბე­ბი­ის­თ­ვის. შვი­ლე­ბიც და­იბ­რუ­ნა სოფ­ლი­დან... ბე­ბია ნელ-ნე­ლა ყიდ­და სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებს, თა­ნაც - სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე.
დე­დას უნი­ვერ­სი­ტე­ტი სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტის შვი­ლის სა­ხე­ლით და­უს­რუ­ლე­ბია, დე­ი­დას - სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტი. დე­და სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წუ­თამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი იყო და არას­დ­როს ეცა­ლა ჩემ­თ­ვის. დე­ი­დას, რო­მე­ლიც ქი­რურ­გი გახ­ლ­დათ, ორი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი გა­აჩ­ნ­და: ჭურ­ჭე­ლი და მე. მას "დე­დას" ვე­ძახ­დი და დე­დად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი ქალს, რო­მელ­საც დი­ლით ვერ ვხე­დავ­დი, რად­გან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­იჩ­ქა­რო­და, ნა­შუ­ადღევს კი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ამ­ზა­დებ­და.
დე­და ად­რე დაქ­ვ­რივ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ცენტს გაჰ­ყო­ლია ცო­ლად, მე­რე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მო­ყო­ლი­ლა მა­მა და ში­ნა­გა­ნი სის­ხ­ლ­ჩაქ­ცე­ვის გა­მო, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­დაც­ვ­ლი­ლა. არ მახ­სოვს, დე­დას მა­მის საფ­ლავ­თან მი­ვეყ­ვა­ნე. არას­დ­როს ეცა­ლა, სულ წიგ­ნი, სტუ­დენ­ტი, კონ­ფე­რენ­ცია და მივ­ლი­ნე­ბა ეკე­რა ენა­ზე. ბო­ლოს ლა­მის და­ვი­ჯე­რე, რომ მა­მა არ არ­სე­ბობ­და, არც - დე­და... არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ დე­ი­და, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ისე გან­ვი­ცა­დე, რომ ორი წე­ლი დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი.
ამ სახ­ლ­ში ერ­თი ოთა­ხი დე­ი­დას შე­ძე­ნი­ლი ჭურ­ჭ­ლი­თაა სავ­სე. აქ­ვეა მი­სი მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­ჩუ­ქა­რი ნივ­თე­ბი... კარ­გი ექი­მი ყო­ფი­ლა. პა­ცი­ენ­ტებს ისე ექ­ცე­ო­და, თით­ქოს მი­სი სი­ცოცხ­ლე პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობ­და...
დე­ი­დის რჩე­ვით, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე და მე­ო­რე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, დე­დამ რომ გა­მო­მიცხა­და: უნ­და გათხოვ­დე, ცო­ტა­ნი ვართ, უნ­და მო­ვი­მა­ტოთ სახ­ლ­შიო... ამ დროს უკ­ვე კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ი­ღო ბი­ნა და ორი სახ­ლის მემ­კ­ვიდ­რეს, სა­კად­რი­სი საქ­მ­რო მო­მი­ძებ­ნეს - ჩე­მი­ვე ლექ­ტო­რი, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რ­და კა­ცი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც არც გა­რეგ­ნო­ბა აკ­ლ­და, არც გო­ნე­ბა, მაგ­რამ მე ჩე­მი წი­თუ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი მიყ­ვარ­და... დე­დამ, - მაგ ებ­რა­ელს რო­გორ გა­გა­ყო­ლებ? მირ­ჩევ­ნია, მოკ­ვ­დეო. მა­შინ უარის თქმაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე და რო­ცა შვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, მივ­ხ­ვ­დი, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - თა­ვი­სუფ­ლე­ბა დავ­კარ­გე.
სა­ღა­მო­ო­ბით ოჯა­ხი სა­ვახ­შ­მოდ სუფ­რას­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით. სუფ­რის ერთ თავ­ში დე­და იჯ­და, მე­ო­რე­ში - ჩე­მი ქმა­რი. მოკ­ლე ხან­ში ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სი­ტუ­ა­ცია იძა­ბე­ბო­და. ერთ დღე­საც დე­დამ გა­მო­მიცხა­და, ის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც ქმრის­თ­ვის გას­ცემ, ჩემ­თ­ვის არას­დ­როს გა­მო­გი­მე­ტე­ბიაო. გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე. ცო­ტა ხნის მე­რე ქმარ­მა თა­ვი ზედ­მე­ტად იგ­რ­ძ­ნო და გა­მო­მიცხა­და: არა­ფე­რი მაქვს დე­და­შე­ნის სა­საყ­ვე­დუ­რო, ცალ­კე უნ­და ვიცხოვ­რო­თო. ერთ დღეს ყვე­ლა ნივ­თი შევ­კ­რი­ბე და რამ­დე­ნი­მე ჩან­თით, ქმარ-შვილ­თან ერ­თად, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დავ­ბი­ნავ­დი.
იმ სა­ღა­მოს­ვე დე­დამ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­მი­ყე­ნა: ან დაბ­რუნ­დე­ბი სახ­ლ­ში, ან თავს მო­ვიკ­ლა­ვო! ქმა­რი უკან არ წა­მომ­ყ­ვე­ბო­და და ისიც ვი­ცო­დი, რომ დე­დას თა­ვის მოკ­ვ­ლაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და! შვი­ლი მი­ვი­ხუ­ტე და მი­ვა­კითხე. გა­უ­ხარ­და ეგო­ის­ტუ­რად და მის თვა­ლებ­ში "გა­ვი­მარ­ჯ­ვე" წა­ვი­კითხე... დი­ლით ქმარს ვა­კითხავ­დი ბი­ნა­ში, სა­ღა­მოს დე­დას­თან ვბრუნ­დე­ბო­დი. ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ არას და­ვე­ძებ­დი: ასე ორ ძვირ­ფას ადა­მი­ანს ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი.
ერთ დღეს ქმარ­მა გა­მო­მიცხა­და, - არ­ჩე­ვა­ნი უნ­და გა­ა­კე­თო და ან ჩემ­თან უნ­და დარ­ჩე, ან - დე­და­შენ­თა­ნო. დე­დას­თან დავ­რ­ჩი... სა­მი თვის მე­რე გა­ვი­გე, რომ ქმარს სხვა შე­ურ­თავს და სიკ­ვ­დი­ლამ­დე ერ­თად იყ­ვ­ნენ (ერ­თი წე­ლიც არ იქ­ნე­ბა, რაც ჩე­მი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა).
დე­დას ეს ამ­ბა­ვი რომ ვუთხა­რი, კი­დევ უფ­რო მე­ტი სი­ხა­რუ­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე მის თვა­ლებ­ში. შე­ნი ებ­რა­ე­ლი უცო­ლოა და ჩი­ტი­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლიო, - მო­მა­ძა­ხა.
მას შვი­ლი­ა­ნი ქა­ლი ცო­ლად არ უნ­დო­და, საყ­ვარ­ლო­ბას კი მე ვერ ვბე­დავ­დი. ეს ახ­ლა, ამ ასაკ­ში მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, არც მა­შინ იყო დი­დად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ყო­ვე­ლი კვი­რა დი­ლა ჩე­მი ნა­ნი­კოს სა­სე­ირ­ნოდ წაყ­ვა­ნით იწყე­ბო­და. მა­მა­მი­სი სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან დათ­ქ­მულ დროს დაგ­ვ­ხ­ვ­დე­ბო­და და სა­ღა­მომ­დე ვსე­ირ­ნობ­დით. სა­ღა­მოს ბავ­შ­ვი მა­მის სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნას ითხოვ­და, მაგ­რამ ცალ­კე კა­ცის სი­ა­მა­ყე და მე­ო­რე მხა­რეს, დე­და­ჩე­მის გა­მე­ხე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი ჩე­მი შვი­ლის სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას გა­მო­რიცხავ­და!
დე­და გულ­ქ­ვა­ო­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, ყო­ველ წელს ზღვა­სა და მთას გვთა­ვა­ზობ­და. მივ­დი­ო­დით დე­და-შვი­ლი და მე­გო­ნა, მა­მის მა­გივ­რო­ბას გა­უ­წევ­და ზღვის ტალ­ღა ან მთის აისი, მაგ­რამ ბო­ლოს მივ­ხ­ვ­დი, ასე არ იყო. სხვებს მა­მე­ბი ჰყავთ გვერ­დით და მე არა. რა­ტომ? - და­მე­კითხა ერ­თხელ და პა­სუ­ხი არ მქონ­და. რო­ცა წა­მო­ი­ზარ­და, მო­ვუ­ყე­ვი, რაც მოხ­და. ვუთხა­რი, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი გა­და­ი­ტა­ნა ბე­ბომ ბავ­შ­ვო­ბი­სას, შვილ­მა კი მი­პა­სუ­ხა: მი­სი მძი­მე ბავ­შ­ვო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ის იქ­ნე­ბა, მე თუ მა­მის გა­რე­შე ვიცხოვ­რე­ბო?!
მე­უღ­ლეს მე­ო­რე ცოლ­თან ვა­ჟი გა­უჩ­ნ­და. ჩე­მი შვი­ლი მას­თან ერ­თად ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბო­და და გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. მა­მა და ძმა უფ­რო მე­ტია ჩემ­თ­ვის, ვიდ­რე დე­და­შე­ნი და შე­ნო, - მკვა­ხედ მითხ­რა ერ­თხელ. დღემ­დეEMDE არ მპა­ტი­ობს, რომ დე­დასა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე...
დე­ი­და რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 93 წე­ლი იდ­გა. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრო­ლის ვა­ზა გვქონ­და და ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჩი­ნოვ­ნი­კის ცოლს მივ­ყი­დე, იმ ფუ­ლით დი­დი სა­საფ­ლაო შე­ვი­ძი­ნე - სა­მი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თ­ვის... მე­რე დე­დაც გარ­და­იც­ვა­ლა და თით­ქ­მის უნა­თე­სა­ოდ დარ­ჩე­ნილ­მა, დე­ი­დის გვერ­დით და­ვა­საფ­ლა­ვე­ბი­ნე.
ჩე­მი შვი­ლი ამ დროს უფ­რო და უფ­რო მე­რი­დე­ბო­და. მთამ­ს­ვ­ლე­ლებს და­უ­ახ­ლოვ­და და ხში­რად, კვი­რა­ო­ბით მი­დი­ო­და ლაშ­ქ­რო­ბა­ში. ერთ დღეს ვუთხა­რი, - რად გვინ­და ორი სახ­ლი, ერ­თი გავ­ყი­დოთ და გა­მო­ვი­ყე­ნოთ-მეთ­ქი. ფუ­ლი ორ თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად გავ­ყა­ვი: მე ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი, ორი წე­ლი ვიცხოვ­რე ნიუ-იორ­კ­ში, ჩე­მი შვი­ლი კი ნე­პალ­სა და ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. თით­ქ­მის ერ­თ­დ­რო­უ­ლად დავ­ბ­რუნ­დით თბი­ლის­ში. ამე­რი­კუ­ლი მე­გა­პო­ლი­სის მე­რე, თბი­ლი­სი ასან­თის კო­ლო­ფად მო­მეჩ­ვე­ნა. თუმ­ცა, მა­ინც მშობ­ლი­უ­რი იყო და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი...
ერ­თ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, მგო­ნი, ამ ჭერ­ქ­ვეშ კა­ცე­ბი ვერ იხა­რე­ბე­ნო და ფაქ­ტია, ასეც არის. ვუ­ყუ­რებ ახ­ლა უზარ­მა­ზა­რი ბი­ნის აღ­კაზ­მუ­ლო­ბას, კაკ­ლის ხის ბუ­ფე­ტებს, ან­ტიკ­ვა­რულ ტახ­ტებს, მა­გი­დას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნივთს და ვი­ცი, შავ­ბ­ნე­ლი გზით რომ აქვს ნა­შოვ­ნი ბა­ბუ­ას 36 წელ­ში...
ამას წი­ნათ სარ­დაფ­ში ჩა­ვე­დი და ბნელ კუთხე­ში იარა­ღი ვი­პო­ვე. ძა­ლი­ან ძვე­ლი იყო, სრუ­ლი­ად პრი­ა­ლა. პა­ტა­რა ლუ­ლი­დან სიკ­ვ­დი­ლი იმ­ზი­რე­ბო­და. წვი­მი­ა­ნი დღე იყო. ზიზღით გა­და­ვახ­ვიე პარ­კ­ში და ადი­დე­ბულ მტკვარს მი­ვან­დე მა­ლუ­ლად. ქურ­დუ­ლად ვი­ყუ­რე­ბო­დი აქეთ-იქით, არ მინ­დო­და ვინ­მეს და­ვე­ნა­ხე...
მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი იმ იდუ­მა­ლი იარა­ღი­ვით მო­ვი­ცი­ლო, რაც ბა­ბუ­ას ჩემს სა­ჭირ­ბო­რო­ტოდ მო­უ­ტა­ნია ამ სახ­ლ­ში, მაგ­რამ ად­ვი­ლი არაა... ზოგ­ჯერ მინ­და, ბუ­ხარ­ზე ფა­ი­ფუ­რე­ბი ავაგ­ლი­ჯო, ბუ­ფე­ტის კა­რი ჩა­ვამ­ტ­ვ­რიო, ამ მა­გი­დას რა­ღაც მძი­მე დავ­კ­რა, თუმ­ცა, ეს რას შეც­ვ­ლის?!."


რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უცნაური მეთოდით დასჯილი მოსწავლეები და წიგნით დამარცხებული უიმედობა
ყვე­ლას უკ­ვირს, რო­ცა ვამ­ბობ, რომ მიმ­ტა­ნო­ბა მე­ნატ­რე­ბა
ქართველი ქმრის გვერდით თავდაჯერებული მზია ორელაშვილი
ზუსტად ისე ვცელქობ, ვხულიგნობ, ვიღიმი, ვოცნებობ, დავხტივარ, როგორც წლების წინ
ვი­ტა­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დრო მა­შინ დგე­ბა, რო­ცა სოფ­ლად შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩა­დი­ან
რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ აქ ძველებურად გრძელდებოდა საცხენოსნო თამაშობანი და აღლუმები
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი