რაჭ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი
font-large font-small
რაჭ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი
ტი­ტუ­ლო­ვან ფა­ლა­ვანს 22 წლის გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი ჩა­უგ­დეს ხა­ხა­ში

ჭი­და­ო­ბის ძვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ად­ვი­ლად მი­მიხ­ვ­დე­ბი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და სე­უ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოქ­როს მედ­ლის ბე­დი კის­ლო­ვოდ­ს­კის ხა­ლი­ჩა­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ყო, თა­ნაც - თა­მა­შე­ბის დაწყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე. საქ­მე ის არის, რომ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ, მძი­მე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი ჰყავ­და, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მათ შო­რის ას­ლან ხა­დარ­ცე­ვი იყო. სწო­რედ ხა­დარ­ცევ­თან მო­უწყეს სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რა, რომ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც მოხ­ვ­დე­ბო­და ქვეყ­ნის მთა­ვარ გუნ­დ­ში.


ხა­დარ­ცე­ვი ტაშ­კენ­ტე­ლი იყო, თუმ­ცა, ეროვ­ნე­ბით ოსი და მის სა­ქო­მა­გოდ კის­ლო­ვოდ­ს­კ­ში ლა­მის მთე­ლი ორ­ჯო­ნი­კი­ძის ჩი­ნოს­ნე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არც ქარ­თ­ველ ფა­ლა­ვანს აკ­ლ­და. საქ­მე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცე­კას პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ვახ­ტანგ რაზ­მა­ძეც ჩა­ე­რივ­ნენ, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ორ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის კის­ლო­ვოდ­ს­კ­ში ჩას­ვ­ლა აღ­მოჩ­ნ­და. მას ძა­ლი­ან დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და მო­ჭი­და­ვე­თა შო­რის და ამით მე­ტო­ქე­თა შან­სე­ბი სა­მარ­თ­ლი­ან მსა­ჯო­ბა­ზე გა­თა­ნაბ­რ­და, თუმ­ცა - ნა­წი­ლობ­რივ.

და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი:
- მა­შინ საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­ში ასე­თი პრინ­ცი­პი იყო დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი: თუ თბი­ლი­სის მე­ტად პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს, სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნატ­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ან მსოფ­ლი­ოს თასს მო­ი­გებ­დი, წლის მთა­ვარ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გქონ­და. მე 1988 წელს ყვე­ლა ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ვჯობ­დი ხა­დარ­ცევს და წე­სით, ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რიც მე მე­კუთ­ვ­ნო­და, მაგ­რამ მი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ივან იარი­გი­ნიც მის მხა­რეს იყ­ვ­ნენ. ამი­ტო­მაც და­ნიშ­ნეს ის სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რა, თა­ნაც ული­მი­ტო დრო­ით - ჭი­და­ო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და ერთ-ერ­თის გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე.
პირ­ვე­ლი ქუ­ლა პირ­ვე­ლი­ვე სამ­წუ­თი­ან პე­რი­ოდ­ში ავი­ღე, მაგ­რამ არ ჩა­მით­ვა­ლეს. კი­დევ სამ­ჯერ მე­კუთ­ვ­ნო­და თი­თო ქუ­ლა, თუმ­ცა არც ისი­ნი მომ­ცეს. მე­ოთხე­დაც რომ არ შე­მი­ფა­სეს ილე­თი, პრო­ტეს­ტი გა­მო­ვაცხა­დე, აღარ ვი­ჭი­და­ვებ-მეთ­ქი. ჩვე­ნი "დი­ნა­მოს" საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, გე­ნე­რა­ლი ჯი­მი მი­ქე­ლა­ძე მომ­ვარ­და, - იჭი­და­ვე, თო­რემ და­გა­პა­ტიმ­რე­ბო. გა­ვაგ­რ­ძე­ლე, რა­ღა უნ­და მექ­ნა, მაგ­რამ გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სა უკ­ვე ნაკ­ლე­ბად მჯე­რო­და. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ისე ვი­ჭი­და­ვეთ, ქუ­ლა არ გა­კე­თე­ბუ­ლა და ბო­ლოს, 31-ე წუთ­ზე ისე­თი ილე­თი გა­ვუ­კე­თე ხა­დარ­ცევს, ქულის არ­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ყვე­ლამ მო­მი­ლო­ცა, თა­ვად ხა­დარ­ცევ­მაც. კარ­გი ბი­ჭი იყო, ოლიმ­პი­ა­დამ­დე დარ­ჩე­ნილ დრო­ში სპა­რინგ-პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას სწო­რედ ის მი­წევ­და.
და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვილ­მა ას­ლან ხა­დარ­ცევს კი მო­უ­გო, მაგ­რამ სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე კი­დევ უფ­რო ძნე­ლი ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბი ელო­და, პირ­ველ რიგ­ში ამე­რი­კელ­თა მსოფ­ლი­ოს და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ, ბრი­უს ბა­უმ­გარ­ტ­ნერ­თან. ბა­უმ­გარ­ტ­ნე­რი მარ­თ­ლაც ლე­გენ­და­რუ­ლი ფა­ლა­ვა­ნი იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე იგი 1981 წელს გა­მოჩ­ნ­და და 15 წე­ლი გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის გარ­და ხა­ლი­ჩა­ზე ტოლ-სწო­რი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ჰყო­ლია. კა­რი­ე­რა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის სა­მი ტი­ტუ­ლის გარ­და, ოთხ ოლიმ­პი­ა­და­ზე ორი ოქ­რო და თი­თო ვერ­ცხ­ლი და ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლად მან და და­თომ 1985 წელს ერე­ვან­ში, სსრკ-აშშ მო­ჭი­და­ვე­ე­ბის სა­მატ­ჩო შეხ­ვედ­რა­ზე იჭი­და­ვეს. მა­ნამ­დე ამე­რი­კელ­მა ყვე­ლა საბ­ჭო­თა მძი­მე­წო­ნო­სა­ნი და­ა­მარ­ცხა და კი­დევ ერ­თხელ წა­გე­ბა ნაკ­რებ­თან გა­მომ­შ­ვი­დო­ბას ნიშ­ნავ­და. ამი­ტო­მაც მას­თან ჭი­და­ო­ბა არა­ვის უნ­დო­და. მწვრთნე­ლებ­მაც მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნეს, ტი­ტუ­ლო­ვან ფა­ლა­ვანს 22 წლის გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი ჩა­უგ­დეს ხა­ხა­ში.

და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი:

- და­ვიწყეთ თუ არა ჭი­და­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წუთ­ში უკ­ვე 5:0 ვი­გებ­დი. ფე­ხებ­ში შეს­ვ­ლა მო­მინ­დო­მა, მაგ­რამ და­ვას­წა­რი და ხა­ლი­ჩა­ზე დავ­ტო­ვე. მე­რე "ვერ­ტუშ­კა" წა­მო­იწყო და აქაც ორ­ქუ­ლი­ან ილეთ­ზე და­ვი­ჭი­რე. შემ­დეგ მე თა­ვად შე­ვე­დი ფე­ხებ­ში და კი­დევ გავ­ზარ­დე ან­გა­რი­ში. სიცხი­ა­ნი ვჭი­და­ობ­დი და მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ მა­ინც ბო­ლომ­დე ვი­ჭი­და­ვე და და­ვა­მარ­ცხე. ნამ­დ­ვი­ლი სენ­სა­ცია იყო, ჩემს გა­მარ­ჯ­ვე­ბას არა­ვინ ელო­და. თუმ­ცა, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ რე­ვან­ში მა­ლე­ვე ამი­ღო.
ერევ­ნის სა­მატ­ჩო შეხ­ვედ­რი­სა და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის შემ­დეგ ყვე­ლა ინ­ტე­რე­სით ელო­და ამ გო­ლი­ა­თე­ბის მო­რიგ ორ­თაბ­რ­ძო­ლას, რო­მე­ლიც ბუ­და­პეშ­ტის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო. ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტარ­ტ­ზე ქარ­თ­ველ­მა ფა­ლა­ვან­მა 3 წუთ­ში მო­უ­თა­ვა საქ­მე ავ­ს­ტ­რი­ელ გაბ­რი­ელ ტოტს და მე­ო­რე წრე­ში ბა­უმ­გარ­ტ­ნერს შეხ­ვ­და. გო­ბე­ჯიშ­ვილ­მა უკ­ვე იცო­და, რომ დას­წ­რე­ბა­ზე უნ­და ეჭი­და­ვა და თა­ვი­დან­ვე უპი­რა­ტე­სო­ბა უნ­და მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ჯერ ჩოქ­ბ­ჯენ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და 2 ქუ­ლა აუღო. მე­რე ფე­ხებ­ში შე­ვი­და, აიტა­ცა 130 კგ-ნი კა­ცი და 6:0 და­წი­ნა­ურ­და. მა­ლე ისევ ტრი­ა­ლი და 8:0, სა­ბო­ლო­ოდ კი 9:3 და­ა­მარ­ცხა ამე­რი­კე­ლი. და­ნარ­ჩენ მე­ტო­ქე­ებ­ზე არც ღირს სა­უ­ბა­რი. რო­გორც და­თოს პი­რა­დი მწვრთნე­ლი, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე ამ­ბობს, ბუ­და­პეშ­ტ­ში მის­მა შე­გირ­დ­მა ორ­ჯერ ისე­თი ოთხ­ქუ­ლი­ა­ნი ილე­თი გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც არას­დ­როს უს­წავ­ლე­ბია. და­თო მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რი მო­ჭი­და­ვე იყო. უნ­გ­რე­თის დე­და­ქა­ლა­ქი­დან და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს ჩე­მი­ო­ნა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნა. იმ წელს იგი ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნად და­ა­სა­ხე­ლეს.
ბუ­და­პეშ­ტის შემ­დეგ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი და ბა­უმ­გარ­ტ­ნე­რი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და 1988 წლის სე­უ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სათ­ვის სა­ერ­თო ან­გა­რი­ში უკ­ვე 4:3 იყო ამე­რი­კე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მძი­მე წო­ნა­ში ყვე­ლა ელო­და, რომ ჩემ­პი­ო­ნის ვი­ნა­ო­ბა ძვე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბის პა­ექ­რო­ბა­ში უნ­და გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო.

და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი:

- ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სათ­ვის კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. წლის და­საწყის­ში თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი მო­ვი­გე, მაგ­რამ მა­შინ ბა­უმ­გარ­ტ­ნე­რი არ ჩა­მო­ვი­და. სა­მა­გი­ე­როდ, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამე­რი­კულ ტო­ლი­დო­ში მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ზე შევ­ხ­ვ­დი და 11:6 და­ვა­მარ­ცხე. სე­ულ­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, თუმ­ცა კარ­გად მეს­მო­და, რომ ოლიმ­პი­უ­რი ტურ­ნი­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბაა პირ­ველ რიგ­ში ემო­ცი­უ­რად და დი­დი ენერ­გი­აც მი­აქვს, ამი­ტომ ყვე­ლა მე­ტო­ქეს­თან სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბით უნ­და მე­ჭი­და­ვა. ფი­ნა­ლამ­დე ხუ­თი შეხ­ვედ­რა ვი­ჭი­და­ვე და ხუ­თი­ვე ისე მო­ვი­გე, ერ­თი ქუ­ლაც არ და­მით­მია, თა­ვად კი 45 ქუ­ლა მო­ვაგ­რო­ვე. ფი­ნა­ლამ­დე ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში რომ მე­ძი­ნა, და­მე­სიზ­მ­რა, თით­ქოს ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლი მე­ჭი­რა ხელ­ში. გა­ვიღ­ვი­ძე და მარ­თ­ლაც ცხვირ­წინ ვხე­დავ ამ მე­დალს. თურ­მე ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი გამ­ხ­და­რა ჩემ­პი­ო­ნი და მძი­ნა­რეს სა­ხეს­თან მიტ­რი­ა­ლებ­და, შენც იმა­ვე სინ­ჯის ჯილ­დო აგე­ღო­სო.
ოლიმ­პი­უ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის დას­კ­ვ­ნით დღეს, ჩე­მი ფი­ნა­ლის გარ­და, ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი ტარ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა და ბრა­ზი­ლი­ელ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. იქ გე­ლა კე­ტაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და სსრკ-ის სპორ­ტის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ჩე­მი ჭი­და­ო­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­ვიდ­ნენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა მე­დალს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ, მძი­მე წო­ნა­ში შე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბა გვირ­ჩევ­ნიაო. გა­დამ­წყ­ვე­ტი შეხ­ვედ­რა ბა­უმ­გარ­ტ­ნერ­თან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მე მიმ­ყავ­და, პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ერ­თი ქუ­ლა ავარ­თ­ვი, მე­ო­რე­ში კი­დევ ერ­თი და ორ­თაბ­რ­ძო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე 17 წა­მით ად­რე 3:0 ვი­გებ­დი. პრაქ­ტი­კუ­ლად შეხ­ვედ­რის ბე­დი უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი იყო. მახ­სოვს, ჩოქ­ბ­ჯენ­ში მყავ­და და­ჭე­რი­ლი ბა­უმ­გარ­ტ­ნე­რი და ჩვე­ნებს ხე­ლიც და­ვუქ­ნიე, კარ­გად არის საქ­მე-მეთ­ქი. 4 წა­მი­ღა რჩე­ბო­და სა­ფი­ნა­ლო სას­ტ­ვე­ნამ­დე ერ­თი ქუ­ლა რომ და­ვუთ­მე და სა­ბო­ლო­ოდ 3:1 გა­ვი­მარ­ჯ­ვე.

ოლიმ­პი­უ­რი ტრი­უმ­ფა­ტო­რე­ბი სე­უ­ლი­დან მოს­კოვ­ში სა­გან­გე­ბო რე­ი­სით გა­დაფ­რინ­დ­ნენ, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­თან თბი­ლი მი­ღე­ბა მო­უწყ­ვეს. ჩემ­პი­ონ მგზავ­რებს შო­რის, რა­ღა თქმა უნ­და, ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბიც იყ­ვ­ნენ: ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე, გე­ლა კე­ტაშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე, ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი და და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი. თბი­ლის­ში სა­გან­გე­ბო მი­ღე­ბა ჰქონ­დათ ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილ­თან, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კი სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოც გა­ი­მარ­თა.
სა­ზე­ი­მო სა­ღა­მო­ე­ბი და ბან­კე­ტე­ბი პირ­ველ რაჭ­ველ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს არც შემ­დ­გომ­ში მოჰ­კ­ლე­ბია და რო­გორც ხში­რად ხდე­ბა, დიდ გა­მარ­ჯ­ვე­ბას დაღ­მას­ვ­ლა მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე. და­თო­საც 1989 წე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­უ­ვარ­და, მაგ­რამ მომ­დევ­ნი სე­ზონ­ში ისევ ის და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი იყო. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ სი­ეტ­ლ­ში, "კე­თი­ლი ნე­ბის თა­მა­შებ­ზე" გა­ემ­გ­ზავ­რა და კვლავ და­ა­მარ­ცხა ბა­უმ­გარ­ტ­ნე­რი, შემ­დეგ კი ტო­კი­ო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის მე­ო­რე ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა. ფი­ნალ­ში მი­სი მე­ტო­ქე ისევ ამე­რი­კელ­თა ჯი­ლა იყო და წო­ნის ლი­დე­რე­ბის ორ­თაბ­რ­ძო­ლა კვლავ ქარ­თ­ვე­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დამ­თავ­რ­და. ეს და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის ბო­ლო დი­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო.

1991 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლა­ბა გა­მო­აცხა­და და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებ­მა ჩვენს ათ­ლე­ტებს სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ას­პა­რე­ზო­ბა აუკ­რ­ძა­ლეს.Aამის გა­მო ბევ­რ­მა სა­ერ­თოდ და­ა­ნე­ბა თა­ვი დიდ სპორტს, მათ შო­რის და­თო­მაც, ჩა­ის ფაბ­რი­კა­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა თა­ნა­მე­გობ­რო­ბის (დსთ) გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­დაწყ­და 1992 წლის ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია არ ჭი­და­ობ­და და არც აპი­რებ­და ხა­ლი­ჩა­ზე გა­მოს­ვ­ლას, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი შე­უჩ­ნ­დ­ნენ და სამ­კ­ვი­რი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ გა­ჭირ­ვე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მო­ი­გი დსთ-ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი. თუმ­ცა ბარ­სე­ლო­ნი­სათ­ვის სრულ­ყო­ფი­ლად მომ­ზა­დე­ბა ვე­ღარ მო­ას­წ­რო და სა­ბო­ლო­ოდ ბრინ­ჯა­ოს მე­დალს დას­ჯერ­და.
"სულ ორი კვი­რის ვარ­ჯი­ში დაგ­ვაკ­ლ­და", - და­ნა­ნე­ბით თქვა ბარ­სე­ლო­ნის შემ­დეგ გუ­რამ სა­ღა­რა­ძემ. ოლიმ­პი­ა­დი­სათ­ვის ის კარ­გად არ იყო ნა­ვარ­ჯი­შე­ბი. თა­ვად და­თოს კი მი­აჩ­ნია, როცა ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა, თა­ვი­სი იღ­ბა­ლი იმ­თა­ვით­ვე დაჰ­ყ­ვე­ბა. არც ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნო­ბაა ური­გო, თუმ­ცა, ხუ­თი წუ­თით ად­რე წას­ვ­ლა ჯობს ხუ­თი წუ­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბა­სო.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უცნაური მეთოდით დასჯილი მოსწავლეები და წიგნით დამარცხებული უიმედობა
ყვე­ლას უკ­ვირს, რო­ცა ვამ­ბობ, რომ მიმ­ტა­ნო­ბა მე­ნატ­რე­ბა
ქართველი ქმრის გვერდით თავდაჯერებული მზია ორელაშვილი
ზუსტად ისე ვცელქობ, ვხულიგნობ, ვიღიმი, ვოცნებობ, დავხტივარ, როგორც წლების წინ
ვი­ტა­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დრო მა­შინ დგე­ბა, რო­ცა სოფ­ლად შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩა­დი­ან
რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ აქ ძველებურად გრძელდებოდა საცხენოსნო თამაშობანი და აღლუმები
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი