ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
font-large font-small
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი


"მესამე სამყარო" - ასე უწოდებს დასავლური საზოგადოება ავღანეთს, რომელიც წლებია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. "ბედნიერია ის, ვისაც გაუმართლებს და იმ ჯოჯოხეთიდან წამოსვლას შეძლებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად წახვალ, რადგან ავღანეთის ფონზე, ყველგან სამოთხეა", - ამბობენ ავღანელი ჟურნალისტები, რომლებმაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილის დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს...

მათ შორისაა ახალგაზრდა მეინა ქაუროსი, რომელიც ქაბულიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამჟამად ლონდონში მცხოვრები ადგილობრივი ჟურნალისტის, ნაჯიბულა ქურაიშის დახმარებით, ავღანეთიდან გაიქცა. მისივე თქმით, ამით ის ან სიკვდილს გადაურჩა, ან დასახიჩრებას... მას ინტერნეტით დავუკავშირდით. 29 წლის მეინამ სამშობლოში გამოვლილ უმძიმეს პერიოდზე ჟურნალისთვის - "გზა", გულახდილად ისაუბრა...

- თავდაპირველად, ინგლისის ქალაქ ჩელსიში ჩამოვედით, სადაც სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავდნენ. უცნობი ადამიანების მზრუნველობა ჩემთვის იმდენად უცხო იყო, რომ კი არ მშველოდა, უფრო მეტად მაგდებდა დეპრესიაში. ხანდახან ძალიან პირადულ კითხვებსაც მისვამდნენ. ავღანელი ქალისთვის, ნებისმიერი სახის პირადი თემა, ოჯახის წევრთან, დედასთან ან დასთანაც კი დახურულია. იქ ქალის მთავარი ფუნქცია მორჩილება და მოთმინებაა... ამას ასწავლიან თითქმის ყველა ქალს, ბავშვობიდან და ამ პრინციპითვე ზრდიან. სამწუხაროდ, იმ მცირე გამონაკლის ოჯახში, სადაც გოგონა პიროვნებად ყალიბდება, მე ვერ მოვხვდი...

ოჯახში, ჩემ გარდა, კიდევ 8 დედმამიშვილი ვიყავით. სამი უფროსი და მყავს, სამივე 11-12 წლის ასაკში გაათხოვეს. მესამე, ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და დედასავით მივლიდა, ამიტომ მის გათხოვებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ის ადგილობრივ მწყემსს, რომელიც სავარაუდოდ, მამაჩემზე 5 წლის უფროსი მაინც იქნებოდა, მეხუთე ცოლად გააყოლეს, უფრო სწორად - 30 სული ცხვრისა და რამდენიმე ტომარა ბურღულეულის ფასად მიჰყიდეს... შეწინააღმდეგებას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავდა, მაგრამ მახსოვს, ქალებისა და გოგოების წრეში მოტრიალე ჩემი, ჯერ კიდევ ბავშვური აგებულების დის ტირილისგან დასივებული თვალები... დედა მას თავის ღირსეულად დაჭერას სთხოვდა. ჩემს 12 წლის დას, რიქშას ნერვიულობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ამას ვერც ამჩნევდნენ. იმ კაცს, ჩემი დის ქმარს, ქაბულის გარეუბნებში რაღაც ფარდულები ჰქონდა, მუყაოს ქაღალდებისა და ფიცრებისგან ნაშენი, რომელსაც ავღანეთის პროვინციებიდან ჩამოსულებზე აქირავდება. ჩვენს ფონზე, ის შეძლებულად ითვლებოდა... ცოტა ხანში გაირკვა, რომ საშინელი ხასიათი ჰქონდა. ჩემი დის სხეულზე დამწვრობები შევნიშნე... დედას შევჩივლე, მან კი მითხრა, რომ მუსლიმი ქალისთვის ყველაფერზე მთავარი ოჯახის სიწმინდეა და რიქშა ქმრის ხასიათს უნდა შეეგუოსო... დედას არც ვამტყუნებ, ის ასე გაიზარდა და სხვანაირად ვერ წარმოედგინა. ჩემი დის მეტოქეები, ანუ იმ კაცის სხვა ცოლები მას არ ახარებდნენ, რადგან რიქშა მათ შორის ყველაზე ლამაზი, ახალგაზრდა იყო და პოტენციურ მეტოქედ აღიქვამდნენ...

- ისედაც ხომ იყვნენ მეტოქეები...

- სხვა რამეს ვგულისხმობ - ლამაზი ცოლი, ლამაზ ქალიშვილებს ნიშნავს. იქ კი ძალიან უფრთხილდებიან გოგონებს, რადგან გოგოს რძლად "ყიდულობენ" და რაც უფრო ლამაზია ქალი, მით მეტი ღირს. შედარებით შეძლებულ ავღანელებს ორი ან მეტი ცოლი ჰყავდათ და ყველანი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ცოლები ცდილობდნენ, მეტოქეების შვილები დაესახიჩრებინათ, რათა თავიანთი ქალიშვილების უფრო ძვირად გაყიდვის შანსი ჰქონოდათ... იქ უფულო ოჯახს რძლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ამიტომაც, კაცებს ხშირ შემთხვევაში, არატრადიციული სექსუალური ცხოვრება აქვთ და არც პატარა ბიჭების გაუპატიურება წარმოადგენს სიახლეს... ერთი სიტყვით, დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ჩემი და კოშმარში ცხოვრობდა. ერთ დღესაც, ის სახლში ატირებული მოვიდა. თურმე, ადგილობრივ პოლიციას ჩემს სიძეზე კომპრომატები ჰქონია, "თალიბებს" ეხმარებაო და დააკავეს... ჩემმა დამ მოძალადე ქმრისგან კი ამოისუნთქა, მაგრამ მის ნათესავებთან ერთად უწევდა ცხოვრება...

ამასობაში, ჩემი გათხოვების ჯერიც დადგა. სკოლა და განათლება ჩემთვის დახურული თემა იყო. ზამთარში ფეხსაცმელი არ მქონდა და ეს "მშვენიერი" მიზეზი იყო, რომ სწავლა არ გამეგრძელებინა... მეც, ვინაიდან ჩემს პატარა და-ძმასთან თამაშისთვის მეტი დრო მრჩებოდა, ამაზე დიდად არ ვდარდობდი. თუმცა, სკოლა ძალიან მენატრებოდა, რადგან ეს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება იყო.

- გათხოვება რომ გაგეპროტესტებინა, ამას აზრი ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, არა. იქ ქალი საქონელია, რომელსაც ქმარი მამისგან ყიდულობს და ეს ნორმაა... ჩემი მთხოვნელი მობილურებით მოვაჭრე, ჯიხურის მფლობელი, დედაჩემის ნათესავი, საკმაოდ ახალგაზრდა კაცი იყო, ანუ "გამიმართლა", რადგან თურმე ოჯახის რჩენის თავი ჰქონდა. ერთი ცოლი უკვე ჰყავდა, მე მეორე ვიქნებოდი... ქორწილის დღე დანიშნული იყო. ჩემმა საქმრომ, მისთვის დაწესებული "გადასახადიც" წინასწარ მოიტანა... ღამით ვტიროდი და სიკვდილს ვნატრობდი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ქორწილამდე ორი დღით ადრე, მუცელსა და ფეხებზე მდუღარე გადავისხი... ჩვენთან ხალხური მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ დამწვრობა საკმაოდ მძიმე იყო და ორ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ მოვრჩებოდი. ფეხზე დგომა და მით უფრო, სიარული მიჭირდა, მაგრამ ჩემი მშობლები ამას არ შეუფერხებია, ოჯახის ახლობელმა ქალებმა ფერ-უმარილი დამწვარ ადგილებზე, მალამოს ზემოდან წამისვეს და სასიძოს დაელოდნენ... რამდენიმე საათში დავსივდი. სავარაუდოდ, ინფექცია შემეჭრა. ჩემი ოჯახის ახლობელი ქალები "მამშვიდებდნენ", რომ საგანგაშო არაფერი მჭირდა და ქმარს დროულად უნდა ჩავბარებოდი... იმ ღამეს, სიძის მოსვლისთანავე გავითიშე და გონს ქაბულის საავადმყოფოში მოვედი. მამამ სახლში ჩემს დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან მე ის შევარცხვინე - სახლში მოსული სასიძო ხელცარიელი წავიდა. მოკვლით მემუქრებოდა ჩემი უფროსი ძმაც. ეს ოჯახისთვის ღირსების აღდგენის ერთადერთი გზა იყო, რადგან ჩემ გარდა, მამას კიდევ ორი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა და ჩემი საქციელით მათაც ჩირქი მოვცხე...

- დედა არ გნახულობდათ?

- არა, მამა და ძმები არ უშვებდნენ. ერთადერთი, ვინც გაბედა და მინახულა, ჩემი უფროსი და, რიქშა იყო. მანვე გამაფრთხილა, რომ როგორც კი ქაბულის დამწვრობის ცენტრს დავტოვებდი, ჩემი ძმები მომკლავდნენ, როგორც ურჩს... საცოლის საყიდლად გადადებული "გადასახადის" უკან წაღება, ეს ყველაზე დიდი სირცხვილია ავღანური ოჯახისთვის. არადა, სულ რაღაც 12 წლის ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა ე.წ. ქმრის ოჯახში, რომელიც ნანახი არასდროს მყავდა... სახლის საქმეებიდან, მხოლოდ წყლის ზიდვა და დაგვა შემეძლო. სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. შერცხვენილს, არავინ მიმიღებდა. GzaPress

- არც თქვენი და?

- ის თავად ფიქრობდა სახლიდან წამოსვლაზე. ერთხელ ჰქონდა გაქცევის მცდელობა, რის გამოც, ჩემმა ძმებმა სასტიკად სცემეს, წინა ორი კბილი ჩაუმტვრიეს. ქუჩაში მამაკაცის გარეშე გამოსვლა ავღანელი, პუშტუნი ქალისთვის შეურაცხმყოფელია, - თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ აუცილებლად, მამრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა ახლდეს. მხოლოდ ამ მიზეზით ან ბურკის გარეშე ქუჩაში გასვლის გამო, ვინ იცის, ჩემს სამშობლოში რამდენი გოგონა და ქალი მოუკლავთ ან დაუსახიჩრებიათ...

მოკლედ, ჩემი ოჯახის წევრები მაშინ მთლიანად ჩემს ქორწილზე იყვნენ გადართული და რიქშა მხო­ლოდ გააფრთხილეს... ჩემს პალა­ტაში არაერთი ქმარს გამოქცეული და ოჯახის წევრებისგან დასჯილი ქალი იწვა, ზოგი მათგანი სიკვდილს ებრძოდა. ყველას ერთი სატკივარი გვაერთიანებდა, უუფლებობა და ძალადობა, მაგრამ ჩემზე ბევრად უფროსმა ქალებმაც კი არ იცოდნენ, როგორ დაეღწიათ თავი ამ მიწიერი ჯოჯოხეთისთვის... ერთი გოგონა დღემდე მახსოვს: 15 წლისა, მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. აღმოჩნდა, რომ მესამე ბავშვიც გოგონა იყო, ქმრის ოჯახს კი ბიჭი უნდოდა. ავღანურ ოჯახში ბიჭის გაჩენა აუცილებელია. ისედაც უუფლებო ქალებს, ძაღლივით ექცევიან, თუ მან ბიჭი ვერ გააჩინა. იმ გოგონამ, ქმრის ოჯახის მუდმივი ზეწოლით, თვითმკვლელობა სცადა - აცეტონი დალია. ნაყოფი, რა თქმა უნდა, ვერ გადაარჩინეს, გოგონაც სიკვდილს ებრძოდა... გადარჩა თუ არა, არ ვიცი.

ერთ დღეს იმ ქუჩაზე "თალიბებმა" სკოლა ააფეთქეს. რამდენიმე ბავშვი დაიღუპა, მათგან 5 მძიმე დამწვრობით, ჩვენთან მოიყვანეს... მათ ადგილობრივი ტელევიზია, საერთაშორისო ორგანიზაციები და ოფიციალური პირები მოჰყვნენ. უცხოელები ჩვენც გაგვესაუბრნენ. ავღანურად მელაპარაკებოდნენ. მე გულწრფელად მოვუყევი ყველაფერს. მათ შორის იყო "ალ ჯაზირას" ავღანელი ჟურნალისტი, შემდეგ ჩემი ძალიან დიდი ქომაგი ნაჯიბულა ქურაიში. მან ჩემი საუბარი კამერაზე ჩაიწერა, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა ხელმძღვანელობას სთხოვეს, იქ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში დავეტოვებინე. როგორც ვიცი, ადგილების სიმცირის გამო, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობდა, პაციენტები მალე გაეშვა... რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ მოვიდნენ, მაგრამ ფეხს ვითრევდი, დედასთან შეხვედრა მინდოდა, - დარწმუნებული ვიყავი, ის მიმიღებდა და მაპატიებდა. ჩემი პატარა და-ძმაც მენატრებოდა და რაც მთავარია, რიქშას დარდი მქონდა...

- სად გიპირებდნენ წაყვანას?

- როგორც ამიხსნეს, რაღაც ცენტრში, სადაც ბოლომდე მიმკურნალებდნენ და ინგლისურს მასწავლიდნენ. ეს ენა ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, საკუთარ ენაზე მიჭირდა წერა-კითხვა. სხვათა შორის, ჩემს პალატაში მყოფებიდან, მხოლოდ მე ვცნობდი ასოებს... იმ დღეებში, როგორღაც მოვახერხე და რიქშა ვნახე, მას ცენტრში გადასვლის იდეა გავუზიარე, მაგრამ ეშინოდა, გვიპოვიან და ქვებით ჩაგვქოლავენო... იმ გაზაფხულზე, ჩვენი სკოლელი გოგონა, 15 წლის დილარამი ჩაქოლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ კვირაში თხოვდებოდა და მეგობარმა ბიჭმა მოსაკითხი მესიჯი მოსწერა. იქ ქალს ტელეფონი არ სჭირდება, არც სოციალური ქსელი და თუ მაინც აქვთ, ფოტოები არ უდევთ. ეს გარყვნილებას ნიშნავს... ერთი სიტყვით, რიქშა დავიყოლიე და ის თავის პატარა გოგონასთან ერთად, სახლიდან გამოიპარა. ცენტრში არსებული გარემო ჩვენთვის სრულიად სხვა სამყარო იყო: მოწესრიგებული, სუფთა და რაც მთავარია, მშვიდი... მასწავლებლები ინგლისურად წერა-კითხვას გვასწავლიდნენ და ახლობლებივით გვესაუბრებოდნენ. რიქშას, როგორც მოსალოდნელი იყო, ძებნა დაუწყეს. პოლიციამ ის ცენტრში იპოვა. ქმრის ოჯახმა მის სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა, ოჯახს ვერ წავბილწავთო. მაშინ ცენტრში ჩემს მეთვალყურე ინგლისელს მუხლებში ჩავუვარდი, ჩემი და ჩემს სახლში არ წაიყვანოთ, მოკლავენ-მეთქი... მან სადღაც დარეკა და პოლიციამ რიქშა უკან მოიყვანა. არ ვიცი, როდის მოასწრო, მაგრამ დედამთილმა რიქშას სახე დანით დაუსერა... ჩვენ მაინც ბედნიერები ვიყავით, რადგან იმ კოშმარს თავი დავაღწიეთ...

- დედა არც შემდეგ შეგხმიანებიათ?

- ის ერთხელ ვნახეთ ბაზარში, ტიროდა და გვსაყვედურობდა, ნათესავების ყბაში ჩამაგდეთ, ყველა მე მსაყვედურობს, შვილები ღირსეულად ვერ გაზარდეო... იქ ხომ ყველა თავის მორალს გახვევს თავს. დედა გვეცოდებოდა, მაგრამ უკვე ვიცოდით, რომ სახლში არასდროს დავბრუნდებოდით. ეს დედასაც არ უნდოდა, ორი შვილის სიკვდილს ვერ გადავიტანო და გაგვაფრთხილა, ძმებს ერიდეთო... ქუჩაში დარჩენილ ბავშვთა ცენტრმა ჩვენი ინგლისში გამგზავრებისთვის საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა და მე და რიქშამ ავღანეთი დავტოვეთ. ჩემი და ემიგრანტებისთვის განკუთვნილ დედათა თავშესაფარში მიიყვანეს, მე - ოჯახში... ყველაფრის მიუხედავად, დედა და და-ძმა მენატრებოდა. ასეა ახლაც, მაგრამ იქ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. მაშინ ჯერ კიდევ დაუქალებელი, ძალით გათხოვილი და მშობიარობას გადაყოლილი გოგონების საშინელი ისტორიები ჩვეულებრივად მეჩვენებოდა, ისევე, როგორც ჩემი დების ცხოვრება, რომლებსაც ქმრები სცემდნენ.

- თქვენ როგორ ცხოვრობთ ახლა?

- მედიცინის კოლეჯში ვსწავლობ და ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ... კარგად არიან ჩემი და და პატარა დისშვილიც... ჩემი სიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ, "თალიბებს" მოუკლავთ. როგორც ჩანს, მათ იმედი გაუცრუა... როგორც კი ავღანეთში აფეთქების შესახებ ვიგებთ, მაშინვე სახლში, დედასთან ვრეკავთ, ცოცხლები არიან თუ არა. ისინი ომს შეჩვეულები არიან და ჩვეულებრივად გვიყვებიან, თუ როგორ დახოცეს ესა თუ ის ოჯახი თალიბებმა ან "აისისიმ", მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილი სკოლაში ან ჯარში წავიდა... ვცდილობ, წარსულს თავი დავაღწიო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ...


ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
04.12.2017
რა ბედნიერებაა პირდაპირ, ამ საშინელებაში რომ არ ვცხოვრობთ და გრუზინეთში დავიდაბეთ! ეს კულტურა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ნორმალურ საზოგადოებაში, არამც თუ შესადარებლად გამოიყენებოდეს.
გიორგის
30.11.2017
ძალიან მიკვირს ამ ქვეყნებში არ არის ტელევიზია, კომპიუტერი, სკოლა, ცხოველებსაც კი აღარ ექცევიან ახლა ასე. რა გახდა მათი მოყვანა ჭკუაზე, ასე უნდა იტანჯოს ხალხმა? გაოგნებული ვარ. ბაბუაჩემი გაუნათლებელი კაცი იყო, მაგრამ როგორც კი ჩვენ სოფელში, ეს კიდევ 1887 წელს მომხდარა სკოლა დაუარსებიათ, მაში-ინვე ყველა შვილი, ხუთივე სკოლაში შეუყვანია. ასე ბნელი ხალხი როგორ არსებობს ამ პლანეტაზე, გაოცებული ვარ...
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი