"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვარ" - ნა­ნობს თუ არა ხა­ტია წე­რეთ­ლის კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "მის­ტერ პლა­ნე­ტა"
font-large font-small
"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვარ" - ნა­ნობს თუ არა ხა­ტია წე­რეთ­ლის კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "მის­ტერ პლა­ნე­ტა"
"ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გად მო­ვემ­ზა­დე, ბევრს ვშრო­მობ­დი"


ქარ­თ­ვე­ლებს "მის­ტერ პლა­ნე­ტა" გვყავს: 28 წლის ზუ­რა წი­ლო­სან­მა 44 უცხო­ელ კონ­კურ­სანტს აჯო­ბა, რომ ეს ტი­ტუ­ლი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ზუ­რა ხა­ტია წე­რეთ­ლის სკან­და­ლუ­რი კლი­პი­და­ნაც გვახ­სოვს... რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ქარ­თ­ველ­მა კონ­კურ­სან­ტ­მა კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ნა­ვარ­ჯი­შე­ბი უცხო­ე­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა, რო­გორ ცხოვ­რობს "მის­ტერ პლა­ნე­ტა" და სა­ი­დან მოხ­ვ­და ხა­ტია წე­რეთ­ლის კლიპ­ში, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბობს:



- 3 წე­ლია, რაც კონ­კურ­სი - "მის და მის­ტერ პლა­ნე­ტა" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტარ­დე­ბა. წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის­თ­ვის კას­ტინ­გ­ზე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რინ­მა" მე შე­მარ­ჩია. შემ­დეგ "მის და მის­ტერ პლა­ნე­ტა" ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ბა­თუმ­მა უმას­პინ­ძ­ლა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 44 ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და გა­ვი­მარ­ჯ­ვე - "მის­ტერ პლა­ნე­ტა" გავ­ხ­დი. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რიმ ამირ­ჩია. "მის პლა­ნე­ტა" პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გო­გო­ნა გახ­და. ფი­ნა­ლი ბა­თუ­მის თე­ატ­რ­ში გა­ი­მარ­თა. მა­ნამ­დე ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კონ­კურ­სან­ტებს 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, ქუ­ლებს გვი­წერ­დ­ნენ... ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც კარ­გია, რომ ეს კონ­კურ­სი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და.

- "მის­ტერ პლა­ნე­ტის" სტა­ტუ­სი შენ­თ­ვის რას ნიშ­ნავს?

- ორ­მაგ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი, რად­გან კონ­კურ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტარ­დე­ბო­და და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გად მო­ვემ­ზა­დე, ბევრს ვშრო­მობ­დი მა­ნე­რებ­ზე, ქცე­ვებ­ზე... ვვარ­ჯი­შობ­დი, სწო­რი კვე­ბის რე­ჟიმს ვი­ცავ­დი... დი­დი კონ­კუ­რენ­ცია იყო, მაგ­რამ ბო­ლოს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჟი­უ­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი ბი­ჭი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ კრი­ტე­რი­უმს (სი­მაღ­ლე, სხე­უ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, გა­რეგ­ნო­ბა) ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, "მის­ტერ პლა­ნე­ტის" ტი­ტულს არ ვე­ლო­დი... თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა, მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ.

- კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის მე­რე, თავს "მის­ტერ პლა­ნე­ტად" გრძნობ?

- ბევ­რ­მა და­მი­რე­კა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­მი­ლო­ცა, ჩემ­თ­ვის ეს დი­დი სტი­მუ­ლი იყო. "მის­ტერ პლა­ნე­ტა" ისე­თი სტა­ტუ­სია, რომ რა ვი­ცი (ი­ცი­ნის)... კმა­ყო­ფი­ლი ვარ. მა­გა­რი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი. ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვინც მხა­რი და­მი­ჭი­რა.

- კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, შე­ნი კა­რი­ე­რა უფ­რო მე­ტად ვი­თარ­დე­ბა?

- კი, ვი­თარ­დე­ბა, უფ­რო მაღ­ლა და მაღ­ლა "მი­დის". გარ­კ­ვე­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ იმა­ზე ვიქ­ნე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც ჩე­მი კა­რი­ე­რის­თ­ვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ცო­ტა ხნით ვის­ვე­ნებ. კონ­კურ­ს­ზე დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რად­გან 44 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან მო­მიხ­და კონ­კუ­რენ­ცია. ევ­რო­პი­დან ძა­ლი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი ჩა­მო­ვი­და...

- მა­ნამ­დე სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში რა გა­მოც­დი­ლე­ბა გქონ­და?

- ორ­მა­გი კონ­ტ­რაქ­ტი მაქვს: სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან - "გოლ­დენ ბრენ­დ­თან" და "კატ­რინ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ. ჩე­მი კა­რი­ე­რა "გოლ­დენ ბრენ­დ­ში" და­იწყო, შე­მდეგ "კატ­რინ­მაც" დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა.

- რა გა­მოც­დი­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობ, ჩვე­ნე­ბებ­ში, კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი?

- რა თქმა უნ­და. "გოლ­დენ ბრენ­დის" კონ­კურ­ს­ში, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლი თა­მაშ­დე­ბო­და, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვი­მარ­ჯ­ვე - მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, "კატ­რინ­ზე" კი უკ­ვე გი­ამ­ბეთ - "მის­ტერ პლა­ნე­ტის­თ­ვის" ამ სა­ა­გენ­ტომ შე­მარ­ჩია.

- რო­გორც "მის­ტერ პლა­ნე­ტამ", პრი­ზი თუ მი­ი­ღე?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­ცა "კატ­რინ­მა" შე­მარ­ჩია, ჩე­მი პრი­ზი 2.500 ლა­რი იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო "მის და მის­ტერ პლა­ნე­ტას" რაც შე­ე­ხე­ბა, 1.000 ევ­რო, 800 ლა­რი და კი­დევ სხვა სა­ჩუქ­რე­ბი გად­მომ­ცეს. პლუს, "კატ­რინ­მა" სას­ტუმ­რო­ში 8-დღი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა და­მი­ფი­ნან­სა. სა­ინ­ტე­რე­სო პრი­ზებს კი­დევ ვე­ლი...

- სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბი გაქვს?

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი ვარ ფიტ­ნეს­სა და ბო­დი­ბილ­დინ­გ­ში. სხვა­დას­ხ­ვა წელს, შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლი მაქვს და­კა­ვე­ბუ­ლი. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ფიტ­ნეს­შიც და სა­მო­დე­ლო სფე­რო­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბი მაქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად, მწვრთნე­ლი ვარ - გო­გო­ნებ­სა და ბი­ჭებს დარ­ბაზ­ში ვა­ვარ­ჯი­შებ.

- იცი­ან, რომ მათ "მის­ტერ პლა­ნე­ტა" ავარ­ჯი­შებს?

- კი, უკ­ვე ბევ­რ­მა იცის, მო­მი­ლო­ცეს... ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- რაც "მის­ტერ პლა­ნე­ტა" გახ­დი, შე­ნი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და?

- კი და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა - გა­საკ­ვი­რი არ არის.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- ხში­რად ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მა­ლავს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამ­ბო­ბენ, - არ გვყავ­სო (ი­ცი­ნის). ამ სტე­რე­ო­ტიპს და­ვამ­ს­ხ­ვ­რევ და გეტყ­ვით: შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს. 2 წე­ლია, ერ­თად ვართ.

- ვინ არის შე­ნი რჩე­უ­ლი, რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად და­იწყო და მშვე­ნივ­რად ვი­თარ­დე­ბა. ის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს - მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია. ასე­ვე, სპორ­ტ­დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობს. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვარ.

- ეჭ­ვი­ა­ნია?

- ისეთ სფე­რო­ში ვარ, რომ მის ად­გი­ლას, ბევ­რი გო­გო­ნა იეჭ­ვი­ა­ნებ­და, თუმ­ცა ამ მხრივ, პრობ­ლე­მა აღარ გვაქვს.

- მის მი­მართ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას თა­ვად თუ ამ­ჟ­ღავ­ნებ?

- რა­ღა და­გი­მა­ლოთ და - არა. ძა­ლი­ან ერ­თ­გუ­ლი ვარ. ის ყო­ველ­თ­ვის ჩემ გვერ­დი­თაა, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენ­თ­ვის უხამ­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბით მო­უ­მარ­თავთ?

- კი ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია.

- მა­მა­კა­ცე­ბიც გწე­რენ?

- დი­დად არა. არც მათ ვაქ­ცევ ყუ­რადღე­ბას.

- შენს მთა­ვარ შარ­მად რას მი­იჩ­ნევ?

- რა თქმა უნ­და, გა­აჩ­ნია, დი­ზა­ი­ნე­რი რო­გორ ჩა­გაც­მევს, მაგ­რამ ბო­ლო დროს მო­დის სფე­რო­ში ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა - მო­დე­ლის სი­მაღ­ლე­სა და ნა­ვარ­ჯი­შებ სხე­ულს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. წი­ნათ ცო­ტა სხვა­ნა­ირ ბი­ჭებს ირ­ჩევ­დ­ნენ. ახ­ლა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მა­მა­კა­ცუ­რო­ბას აქ­ცე­ვენ ყუ­რადღე­ბას - მა­ღა­ლი, ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ბი­ჭე­ბი მოს­წონთ.

- შე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვინ არი­ან?

- მა­მა ბიზ­ნეს­მე­ნია, დე­და - პე­და­გო­გი. დაც მყავს, რო­მე­ლიც გათხო­ვი­ლია. ჩე­მი ძმა სწავ­ლობს.

- ოჯახს შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს?

- ძა­ლი­ან კარ­გი. ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რომ "მის­ტერ პლა­ნე­ტის" ტი­ტუ­ლი "მი­ვუ­ტა­ნე". ამა­ყო­ბენ. რა თქმა უნ­და, ყო­ველ­თ­ვის ჩემ გვერ­დით იყ­ვ­ნენ და არი­ან.

- ვარ­ჯი­შის გარ­და, კი­დევ რო­გორ უვ­ლი თავს?

- უმე­ტეს­წი­ლად, მა­ინც ვარ­ჯიშ­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სწო­რი კვე­ბის რე­ჟიმს ვი­ცავ...

- სი­ლა­მა­ზის სა­ლონს ხში­რად სტუმ­რობ?

- თუ ჩვე­ნე­ბა ან "ი­ვენ­თი" მაქვს, სა­ლონ­ში ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მივ­დი­ვარ, ისე კი - თმის შე­საჭ­რე­ლად, წვე­რის ან წარ­ბის შე­სას­წო­რებ­ლად თუ შე­ვივ­ლი.

- ზუ­რა, ხა­ტია წე­რეთ­ლის კლიპ­ში რო­გორ მოხ­ვ­დი?

- შემ­თხ­ვე­ვით. კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და და 6 ბი­ჭი შეგ­ვარ­ჩი­ეს.

- კლი­პი მოგ­წონს?

- რო­გორ გითხ­რათ, მხი­ა­რუ­ლი, სა­ზაფხუ­ლო, ნორ­მა­ლუ­რი კლი­პია.
- მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ხომ არ ნა­ნობ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­ცა კლიპს დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყ­ვა, ვნა­ნობ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გის­კენ "შეტ­რი­ალ­და". ახ­ლა არ ვნა­ნობ. რა­ღა­ცე­ბი მარ­კე­ტინ­გუ­ლად ვერ გავ­თ­ვა­ლე, რა­ღა­ცე­ბი სწო­რად არ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ხა­ტია წე­რე­თე­ლი მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც თა­ვის საქ­მეს აკე­თებს.

- ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აჟი­ო­ტა­ჟი, ჭო­რე­ბი ხში­რია. ახ­ლა უკ­ვე ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მზად ხარ თუ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, რა­მე ინა­ნო?

- ეს ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხე, მაგ­რამ გზა­ში თუ შე­მე­ფე­თე­ბა, კი­დევ გა­დავ­ლა­ხავ. ადა­მი­ა­ნი სხვაგ­ვა­რად ვერ გან­ვი­თარ­დე­ბი. რაც მოგ­წონს, ის საქ­მე უნ­და აკე­თო...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი