მოტყუ­ე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი და ვე­ნა­ში ნა­პოვ­ნი ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - "შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"
font-large font-small
მოტყუ­ე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი და ვე­ნა­ში ნა­პოვ­ნი ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი -  "შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"
ერ­თად ჩა­მოს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გან მათ ჩხუბს ვერ ვი­ტან


ემიგ­რან­ტო­ბა იოლი სუ­ლაც არ არის. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და თა­ვის სარ­ჩე­ნად უცხო­ეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, თა­ვი­სი სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი. თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირს, შემ­დეგ ალ­ღოს უღე­ბენ და იქა­ურ პი­რო­ბებს ეგუ­ე­ბი­ან.
რუ­სუ­დან კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სა­ნამ ვე­ნა­ში მოხ­ვ­დე­ბო­და, ჯერ "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მ­ში" მოხ­ვ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ში­სა და როზ­გის ქვეშ უწევ­და მო­ნუ­რი შრო­მა. თავს კი გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.



- ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი. ქმარ­მა და მის­მა ოჯახ­მა არ გა­მი­მარ­თ­ლა. რომ შე­ვიტყ­ვე, ტყუპ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი მეჩხუ­ბა - რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო. ვხვდე­ბო­დი, რომ ად­რე თუ გვი­ან, ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიპ­ლო­მი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ნამ­ცხ­ვ­რებს ვაცხობ­დი და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 დო­ლა­რი მო­ვაგ­რო­ვე. ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ქმრის­გან და ერ­თი ოთა­ხი ვი­გი­რა­ვე, რაც მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და.
მა­შინ ბი­ჭე­ბი 8-წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. მარ­ტო ვზრდი­დი 2 შვილს, 4 ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ თა­ვი ძლივს გაგ­ვ­ქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­იწყო სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი ლიტ­ვა­ში. მითხ­რეს, რომ 6-თვი­ა­ნი ვი­ზა და ხელ­ფა­სი 1.200 ევ­რო მექ­ნე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, - 6 თვით წა­ვალ, ცო­ტა ფულს მო­ვაგ­რო­ვებ და ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი.
რო­გორც შემ­პირ­დ­ნენ, ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში უნ­და მე­მუ­შა­ვა. მე ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია მქონ­და და ვი­ფიქ­რე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­საც ავი­მაღ­ლებ­დი. დავ­სა­ხე გეგ­მე­ბი: ჰო­ლან­დი­ას­თან ახ­ლო­საა ლიტ­ვა და კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ, თან ვნა­ხავ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და რომ ჩა­მო­ვალ, ყვა­ვი­ლე­ბის მა­გარ სა­ლონს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყ­ვე­ლა­ფე­რი ბლე­ფი იყო.


- კი, მაგ­რამ რო­გორ ენ­დეთ?

- იცით, აქე­დან 18 ადა­მი­ა­ნი წა­ვე­დით. ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და გო­გო, რო­მე­ლიც იმის ახ­ლო ნა­თე­სა­ვი იყო, ვინც ლიტ­ვა­ში გაგ­ვიშ­ვა. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ თა­ვი­სი­ანს ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­უშ­ვებ­და? შე­საძ­ლოა, არც იყო ნა­თე­სა­ვი და ჩვე­ნი ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მოგ­ვაჩ­ვე­ნა ასე.
ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დით, თვით­მ­ფ­რი­ნავ­თან დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, ჩაგ­ვ­ს­ხეს ავ­ტო­ბუს­ში და 2 სა­ა­თის მე­რე მი­ვე­დით რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში, სა­დაც დაგ­ვ­ხ­ვ­და ძვე­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის, ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ფაბ­რი­კა თუ ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ამათ ჰქონ­დათ გა­და­კე­თე­ბუ­ლი. იმა­ვე ეზო­ში იდ­გა მე­ო­რე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მუ­შე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი იყო. იქ მიგ­ვიყ­ვა­ნეს, გვითხ­რეს, რომ კონ­ტ­რაქ­ტ­ში შეც­დო­მა იყო და 1.200 ევ­როს მა­გივ­რად ავი­ღებ­დით 1.200 ლიტს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 ევ­რო იყო. თი­თო ოთახ­ში 8 ადა­მი­ანს გვე­ძი­ნა და ამა­ში 120 ევ­როს გვიქ­ვი­თავ­დ­ნენ. ხელ­ფა­სი­დან გვრჩე­ბო­და 80 ევ­რო, რი­თაც თა­ვი უნ­და გაგ­ვე­ტა­ნა.

- დარ­ჩით და უკან წა­მოს­ვ­ლა არ გიც­დი­ათ?

- რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ვა­ლად აღე­ბულ 2.500 დო­ლარს რო­გორ გა­და­ვიხ­დი­დი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკან ნაშ­რომ-ნა­წა­მე­ბი, თან "უკა­პი­კოდ" ბრუნ­დე­ბი. მე ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ თუ ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სი იყო, რა­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, თვი­თონ ლიტ­ვე­ლე­ბი რა­ტომ არ მი­დი­ოდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ? თა­ნაც, ჩვე­ნი ვი­ზით მხო­ლოდ იმ ად­გი­ლას გვქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე უც­ბად ვერ დავ­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას. დრო მჭირ­დე­ბო­და, რა­მე რომ მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩვე­ნი უფ­რო­სი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, მსუ­ქა­ნი ქა­ლი. სამ­ხედ­რო ფორ­მით, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მით და "დუ­ბინ­კით" და­დი­ო­და. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს აზან­ზა­რებ­და. ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავ­და მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, მი­ნის­ტ­რებ­თან მე­გობ­რობ­და და დი­დი გავ­ლე­ნაც ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო. ყველ­გან მოგ­ძებ­ნი­და.
GzaPress
- რა სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­დით? მარ­თ­ლა ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში მოხ­ვ­დით თუ ეგეც ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნ­და?

- თა­ვი­დან ნაძ­ვის ტო­ტე­ბის­გან მოწ­ნულ გვირ­გ­ვი­ნებს გვა­კე­თე­ბი­ნებ­დ­ნენ. საკ­მა­ოდ მძი­მე საქ­მე იყო. ჩაგ­ვაც­ვეს რე­ზი­ნის ჩექ­მე­ბი, მოგ­ვ­ცეს სპეც­ტან­საც­მე­ლი და სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში ხე­ლით ვაწყობ­დით. დი­ლის 6 სა­ა­თი­დან ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე, 14-15 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ­დით. ერ­თი თვე ასე გვა­მუ­შა­ვეს, შემ­დეგ წაგ­ვიყ­ვა­ნეს ტყე­ში და გვითხ­რეს, რომ ხავ­სი უნ­და მოგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა. ისე ახ­ლოს ვი­ყა­ვით სხვა ქვეყ­ნის საზღ­ვარ­თან, რომ მე­საზღ­ვ­რე­ე­ბი ძაღ­ლე­ბით რომ და­დი­ოდ­ნენ, ვხე­დავ­დით. ხავ­სი ისე ჩუ­მად უნ­და მოგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ არა­ვის და­ვე­ნა­ხეთ და თუ გან­გა­ში ატყ­დე­ბო­და და სი­რე­ნე­ბის ხმას გა­ვი­გო­ნებ­დით, ბუჩ­ქებ­ში უნ­და ჩავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვით. ისე­თი კო­ღო­ე­ბი დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, თუ და­გაჯ­დე­ბო­და, ვე­ღარ აიწიწ­კ­ნი­დი და თუ გიკ­ბენ­და, ვე­ღარც აც­რა გიშ­ვე­ლი­და და ვე­ღარც ექი­მი. თა­ნაც, ჭა­ო­ბი­ა­ნი ად­გი­ლი იყო და 2-3 ადა­მი­ა­ნი ერ­თად დავ­დი­ო­დით, რომ შემ­თხ­ვე­ვით თუ ვინ­მე ჭა­ობ­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და, ამოგ­ვეყ­ვა­ნა. ხელ­ფა­სი­დან დარ­ჩე­ნილ 80 ევ­როს მთე­ლი თვე რო­გორ ვი­ზო­გავ­დით, ამის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და. კვი­რა­ში ერ­თხელ მივ­დი­ო­დით მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სამ­ყო­ფე­ლი­დან 4 კი­ლო­მეტ­რ­ზე იყო და ფე­ხით გვი­წევ­და წას­ვ­ლა. შე­ვი­დო­დით მა­ღა­ზი­ა­ში და ეგ­რე­ვე გავ­რ­ბო­დით იმ კა­ლა­თის­კენ, სა­დაც ვა­და­გა­სუ­ლი, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი იყო ჩაწყო­ბი­ლი. რამ­დენ­ჯერ გვი­ყი­დია ძაღ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ძვლე­ბი და სუ­პი მოგ­ვი­ხარ­შავს, წვნი­ა­ნი რომ გვე­ჭა­მა. ძი­რი­თა­დად, ბრინ­ჯ­სა და მა­კა­რონ­ზე ვი­ყა­ვით. ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა იმა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან რომ წა­ვე­დი, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი და გა­მო­სას­ვ­ლე­ლი კა­ბე­ბიც კი წა­ვი­ღე, რის გა­მოც ყვე­ლა დამ­ცი­ნო­და. 7 თვე ვი­ყა­ვი იქ. გვითხ­რეს, რომ 6 თვის მე­რე გაგ­ვი­კე­თებ­დ­ნენ 1-წლი­ან ბა­რათს, ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბით. სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი. იქ გაც­ნო­ბილ­მა გო­გო­ნამ გა­მო­მიყ­ვა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ზოგ­მა ვერ გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ეწყო. გზებ­ზე ას­ფალტს რომ აგებ­დ­ნენ და გვერ­დით მინ­დო­რი იყო ფოცხით და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, იმა­ზეც კი გვა­მუ­შა­ვებ­დ­ნენ. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით და ობო­ბებ­სა და თაგ­ვებ­ში გვე­ძი­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში ვი­ყა­ვით: არ გვქონ­და იმ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა. ვე­რა­ვის და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ყველ­გან დაც­ვა დაგ­ვ­ყ­ვე­ბო­და. ერ­თ­მა­ნეთს ვერ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით, რად­გან სა­დამ­ს­მე­ნო სის­ტე­მა ჰქონ­დათ და ჩვენ შო­რის მყო­ფე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ას­მენ­დ­ნენ. 18 ქარ­თ­ვე­ლი ვი­ყა­ვით, ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. სულ 28 ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობ­დით და ვმუ­შა­ობ­დით, მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი დამ­ს­მე­ნი იყო და ვერც გა­არ­კ­ვევ­დი, ვინ ვინ იყო. ქარ­თ­ვე­ლე­ბი­და­ნაც 10 დამ­ს­მე­ნი იყო და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოვ­თ­ვა­ლეთ. დარ­ჩე­ნილ­მა 8 ადა­მი­ან­მა და­ვიწყეთ ფიქ­რი, რო­გორ გავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვით იქი­დან.

- მგო­ნია, რომ "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის" ში­ნა­არსს მიყ­ვე­ბით.

- მთე­ლი 2 თვე ვად­გენ­დით გაქ­ცე­ვის გეგ­მას. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუს­ტად და­ვად­გი­ნეთ, რომ ლამ­პი­ო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში 3-ის ნა­ხევ­რი­დან 4-მდე ქრე­ბო­და. ასე­ვე და­ვად­გი­ნეთ, რო­დის იძი­ნებ­დ­ნენ ძაღ­ლე­ბი. და­ვუ­კავ­შირ­დი კლა­ი­პე­და­ში ჩე­მი მე­გო­ბა­რი გო­გოს ბი­ძაშ­ვილს და იმან გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ტაქ­სი, რად­გან ჩვენ ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით. და­ნიშ­ნულ დროს მო­ვი­და ტაქ­სი ჩამ­ქ­რა­ლი ფა­რე­ბით, ლო­გი­ნებ­ში ჩა­ვაწ­ვი­ნეთ ფი­ტუ­ლე­ბი და 4 ადა­მი­ა­ნი გა­ვი­პა­რეთ. ძაღ­ლებ­მა ატე­ხეს ყე­ფა, ძლივს გა­მო­ვას­წა­რით. ტაქ­სი იქი­და­ნაც ჩამ­ქ­რა­ლი ფა­რე­ბით გა­მო­ვი­და და ავა­რი­აც მოგ­ვი­ვი­და - ხეს და­ვე­ჯა­ხეთ, მაგ­რამ გა­დავ­რ­ჩით და გზა გან­ვაგ­რ­ძეთ. ჯერ კლა­ი­პე­და­ში ჩა­ვე­დით, იქი­დან - ევ­რო­პა­ში. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი "ნად­ზო­რი" ქა­ლი, რო­მე­ლიც "დუ­ბინ­კით" და­დი­ო­და, დაგ­ვე­მუქ­რა, - გაქ­ცე­ვას თუ გა­ბე­დავთ, მა­ინც და­გი­ჭერთ და ლიტ­ვის ცი­ხე­ში ჩა­გალ­პობ­თო, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კეთ და გა­ა­მარ­თ­ლა. ვე­ნე­ცი­ა­ში ახ­ლო­ბე­ლი გვე­ლო­და და იქ დავ­რ­ჩით. 5 თვის მე­რე კი ვე­ნა­ში ჩა­ვე­დი და დღემ­დე იქ ვცხოვ­რობ.

- რო­გორ გაგ­რ­ძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში?

- ად­რე მძი­მე სა­მუ­შაო მქონ­და, ბევრს ვმუ­შა­ობ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მყო­ფი შვი­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბა რომ მი­მე­ცა. ყო­ველ­თ­ვე რომ ფუ­ლის გაგ­ზავ­ნა გი­წევს ოჯახ­ში, იმი­ტომ, რომ იარ­სე­ბო­ნ, ეს ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერ­თი პე­რი­ო­დი იმ­დენ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, ახ­ლა თა­ვა­დაც მიკ­ვირს, რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დი. ერთ ოჯახ­ში ვი­ყა­ვი დამ­ლა­გე­ბე­ლი, მზა­რე­უ­ლი, ძი­ძა, მძღო­ლი, ბო­ლოს სტუმ­რე­ბი რომ მო­ვი­დოდ­ნენ და იქე­ი­ფებ­დ­ნენ, მთვრალ სტუმ­რებ­საც ვა­რი­გებ­დი სახ­ლებ­ში. რეს­ტო­რან­შიც ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ახ­ლა ოლი­გარ­ქის ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლი ვარ. ეს ოჯა­ხი ჯანმრთელ კვე­ბას მის­დევს და მეც მათ ყა­ი­და­ზე გა­და­ვე­დი. მა­ი­ო­ნეზს, ტო­მატს, და­კონ­სერ­ვე­ბულს არა­ფერს იყე­ნე­ბენ, საკ­მა­ოდ ბევ­რი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ჰყავთ. 12 სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ და 5-6 სა­ათ­ზე უკ­ვე შინ ვარ. შა­ბათ-კვი­რას ვის­ვე­ნებ. ასე­თი წყნა­რი, სტა­ბი­ლუ­რი და გემ­რი­ე­ლი სამ­სა­ხუ­რი დი­დი ხა­ნია, არ მქო­ნია და ამ ყვე­ლაფ­რით ვტკბე­ბი. იყო დრო, დი­ლით სახლს ვა­ლა­გებ­დი, მე­რე - მა­ღა­ზი­ას, ოფისს, სა­ღა­მოს რეს­ტო­რან­შიც ვმუ­შა­ობ­დი. შინ გვი­ან მი­სუ­ლი ნამ­ცხ­ვ­რის ბის­კ­ვი­ტებს ვაცხობ­დი, დი­ლით სამ­სა­ხურ­ში წას­ვ­ლამ­დე ვკრე­მავ­დი და მა­ღა­ზი­ებ­ში ვა­ბა­რებ­დი. ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შ­ვე­ბის გა­მო ვა­კე­თებ­დი. რო­ცა წა­მო­ი­ზარ­დ­ნენ, მა­თი ჩემ­თან წა­მოყ­ვა­ნა მინ­დო­და. ახ­ლა უკ­ვე შე­მიძ­ლია მშვი­დად ვი­ყო. ჩე­მი შვი­ლე­ბი აქ არი­ან, მე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მათ­ზე უკ­ვე აღარ მაქვს.

- ვი­ცი, რომ სამ­კა­უ­ლებს აკე­თებთ და თბი­ლის­ში გა­მო­ფე­ნაც გქონ­დათ.

- თა­ვი­დან ჩემ­თ­ვის ვა­კე­თებ­დი და ვა­ტა­რებ­დი. აზარ­ტ­ში შე­ვე­დი და ნივ­თე­ბიც და­მიგ­როვ­და. ვე­ნა­ში ქარ­თუ­ლი დღე­ე­ბი ჩა­ტარ­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. რომ ვნა­ხე, ნივ­თე­ბი გა­ი­ყი­და და მოს­წონ­დათ, მე­რე უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი ამ საქ­მეს. სა­დაც ვმუ­შა­ობ, ის საქ­მე ჩე­მი მო­წო­დე­ბა არ არის, ის თა­ვის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა, სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა კი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ბა­ტო­ნი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ბე­ლა ალა­ნია ჩა­მო­დი­ო­და ხში­რად ვე­ნა­ში, შეკ­რებ­და ქარ­თ­ვე­ლებს და ყა­ვა­სა და ჩა­ის­თან ერ­თად ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე. იქ გაჩ­ნ­და იდეა, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩე­მი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ცო­ტა ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნაა, ან მი­გი­ღებს, ან არ მი­გი­ღებს. ევ­რო­პე­ლე­ბი უფ­რო ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან, გა­გი­ღი­მე­ბენ, რომც არ მო­ე­წო­ნოთ. ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი უფ­რო მკაც­რე­ბი და მომ­თხოვ­ნე­ბი. მათ თა­ვი უნ­და მო­ა­წო­ნო. ეს გა­მო­ფე­ნა ჩე­მი პირ­ვე­ლი გად­მოდ­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კენ. სა­ა­ხალ­წ­ლოდ უკ­ვე და­ჯავ­შ­ნი­ლი გვაქვს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დარ­ბა­ზი, სა­დაც ჩე­მი გა­მო­ფე­ნა კვლავ მო­ეწყო­ბა. ამ გა­მო­ფე­ნის­თ­ვის ვა­პი­რებ სრუ­ლი­ად ახა­ლი კო­ლექ­ცი­ი­სა და ახა­ლი ხა­ზის გა­კე­თე­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით 500-600 ექ­ს­პო­ნა­ტი მექ­ნე­ბა და ორი­გი­ნა­ლუ­რა­დაც წარ­ვუდ­გენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- შვი­ლე­ბიც თქვენ­თან ჩა­იყ­ვა­ნეთ?

- დი­ახ. ისი­ნი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მათ­თ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვა არ არ­სე­ბობ­და. მე­ო­რეც, ჩე­მი შვი­ლე­ბი პა­ტა­რა­ო­ბი­დან გრძე­ლი თმი­თა და სა­ყუ­რით და­დი­ოდ­ნენ და სულ ჩხუ­ბი ჰქონ­დათ სხვა ბი­ჭებ­თან. ხომ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. თა­ვი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის გა­მო სულ ჩხუ­ბი მოს­დი­ო­დათ და და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი მო­დი­ო­დნენ შინ. ქარ­თუ­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბა აქვთ და ზედ­მე­ტის თქმას არა­ვის აპა­ტი­ებ­დ­ნენ. ჩხუ­ბიც ამი­ტომ მოს­დი­ო­დათ. ახ­ლა ლა­იფ­ციგ­ში ცხოვ­რო­ბენ, ორი­ვე სხვენ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ცალ-ცალ­კე, რად­გან და­ბა­დე­ბი­დან გა­მუდ­მე­ბით ჩხუ­ბო­ბენ, თუმ­ცა, ლა­შა და გი­ორ­გი ერ­თ­მა­ნე­თის გა­რე­შეც ვერ ძლე­ბენ. მე კი მუ­დამ მე­ნატ­რე­ბი­ან. 3 თვე­ში ერ­თხელ ვნა­ხუ­ლობ და ერ­თად ჩა­მოს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გან მათ ჩხუბს ვერ ვი­ტან. სხვა­თა შო­რის, კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. ჰყავთ ჯგუ­ფი, თვი­თონ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი არი­ან, არ მღე­რი­ან, მაგ­რამ მუ­სი­კას წე­რენ, ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ კონ­ცერ­ტე­ბით და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. მათ კონ­ცერ­ტებს აქა­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აშუ­ქე­ბენ, გა­ზე­თებ­ში ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი იბეჭ­დე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან.

- ოჯა­ხიც შექ­მე­ნით მე­ო­რედ.

- 44 წლის ასაკ­ში ვი­პო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი და მივ­ხ­ვ­დი, რომ არა­სო­დეს არის გვი­ან. ყო­ველ­თ­ვის მქონ­და იმე­დი, რომ გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და პრინ­ცი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და და ასეც მოხ­და. მე­უბ­ნე­ბი­ან, არა­ნორ­მა­ლუ­რი ხარ, ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ და ისევ ქარ­თ­ველს რა­ტომ გაჰ­ყე­ვიო? რა ვქნა, ვერ ვე­გუ­ე­ბი ევ­რო­პელ მა­მა­კა­ცებს, არც წყა­ლი არი­ან და არც ღვი­ნო. ჩემს მე­უღ­ლეს, შო­თა ქავ­თა­რა­ძეს ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა - ნი­ნი­კო, რო­მე­ლიც მა­მა­მისს სულ ენატ­რე­ბა... ის სტუ­დენ­ტია და ხში­რად გვსტუმ­რობს.


მარი ჯაფარიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
15.12.2017
საყვარლები.......
მაგ
15.12.2017
ძალიან მიკვირს, გამოიქცა, ვენეციაში ჩავიდა, იქედან ვენაში წამოვიდა, 500 ადგილზე მუშაობდა, ნამცხვრებს აცხობდა და ავსტრიაში მაღაზიაში აბარებდა საიდან ამდენი ნაცნობები???? უფულო ქალი ???? ახლა საყურეებიანი ბიჭებიო და დამკვიდრდა ღმერტმა გაუმარჯოს მიკვირს ბევრი რაღაც რარაცეები
ტატა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი