ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კი­ბო და­ა­მარ­ცხეს
font-large font-small
ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კი­ბო და­ა­მარ­ცხეს
ამ­ბობ­და, ქმა­რი მი­მა­ტო­ვებ­სო



ეკა ნ-ძე იმ ადა­მი­ან­თა რიცხვს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, ვინც სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. ის დღე­საც მღელ­ვა­რე­ბით იხ­სე­ნებს დღეს, რო­მელ­მაც მი­სი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა: "8 წლის წინ, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვალ­ში უცხო წარ­მო­ნაქ­მ­ნი შევ­ნიშ­ნე. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან შევ­შინ­დი და მე­ო­რე დღეს­ვე ექიმს მივ­მარ­თე. დი­აგ­ნო­ზი თავ­ზარ­დამ­ცე­მი გახ­ლ­დათ - სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვ­ლის კი­ბო. ოპე­რა­ცია აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სიმ­სივ­ნე ჯერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო და ოპე­რა­ცი­ა­მაც კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ძუ­ძუ მომ­კ­ვე­თეს და ამის გა­მო სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დი, მაგ­რამ დღეს მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ: ოპე­რა­ცია საწყის ეტაპ­ზე გა­ვი­კე­თე და დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. თა­ვი­დან გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მქონ­და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის­თ­ვის მი­მე­მარ­თა და სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვა­ლი აღ­მედ­გი­ნა, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე. მთა­ვა­რია, ცოცხა­ლი ვარ და ვი­ცი, რომ არ ღირს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის გა­მო წი­ნას­წარ ვინ­მე გა­მო­ვიგ­ლო­ვოთ".


ნუ­ნუ მან­ჯ­გა­ლა­ძე, ონ­კო­ლო­გი:

- ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს ეს სიტყ­ვა - "კი­ბო", რად­გან ყვე­ლა სიმ­სივ­ნე კი­ბო არ არის და არც თვი­თონ კი­ბოა გა­ნა­ჩე­ნი. ჩვე­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბას ძალ­ზე ემო­ცი­უ­რად და ტრა­გი­კუ­ლად გან­ვიც­დით, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სიმ­სივ­ნეს მო­ე­რი­ოს. აუცი­ლე­ბე­ლია, დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და პრე­ვენ­ცია, რომ მე­ტას­ტა­ზე­ბი ორ­გა­ნიზ­მ­ში არ გავ­რ­ცელ­დეს - ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი რჩე­ბი­ან. სულ ვფიქ­რობ: რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ კი­ბოა გა­ნა­ჩე­ნი და არა რევ­მა­ტიზ­მი, ან დი­ა­ბე­ტი, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი რჩე­ბა?

- ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ხალ­ხ­ში უამ­რა­ვი ცრურ­წ­მე­ნა და ცრუ წარ­მოდ­გე­ნაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. რას გვეტყ­ვით ამის თა­ო­ბა­ზე?

- გე­თან­ხ­მე­ბით. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ კი­ბოს და­ნა არ უნ­და შე­ე­ხო­სო, მაგ­რამ ეს აბ­სურ­დუ­ლი აზ­როვ­ნე­ბაა. ოპე­რა­ცი­ით ნამ­კურ­ნა­ლე­ვი არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც თავს კარ­გად გრძნობს. მე მყავს ერ­თი პა­ცი­ენ­ტი - სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი, რო­მელ­საც სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვ­ლის სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნ­და. ოპე­რა­ცი­ას არ იკე­თებ­და - ამ­ბობ­და, ქმა­რი მი­მა­ტო­ვებ­სო. ლა­მის და­ვუ­ჩო­ქე, ვეხ­ვე­წე და ძლივს და­ვარ­წ­მუ­ნე. რად გინ­და ისე­თი ქმა­რი, რო­მე­ლიც შენს სი­ცოცხ­ლე­ზე წინ გა­რეგ­ნო­ბას აყე­ნებს-მეთ­ქი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­მი­ჯე­რა. მე­რე ქი­მი­ას არ იკე­თებ­და - თმა გამ­ც­ვივ­დე­ბაო. თმა მარ­თ­ლაც გას­ც­ვივ­და და ცო­ტა არ იყოს, გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი იყო ჩემ­ზე, მაგ­რამ ახ­ლა კარ­გად არის, ახა­ლი თმაც ამო­უ­ვი­და და შე­მო­მი­რიგ­და. ასე­თი რამ ონ­კო­ლო­გე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად ხდე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნუ­ნუ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კი­ბოს რო­მე­ლი ფორ­მაა?

- არ­სე­ბობს სიმ­სივ­ნის ოთხი ხა­რის­ხი: არა­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, და­ბალ­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლო დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის და მა­ღა­ლი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის სიმ­სივ­ნე. მა­ღა­ლი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის სიმ­სივ­ნეს ყვე­ლა­ზე კარ­გი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, მი­სი პროგ­ნო­ზიც სა­ი­მე­დოა, ასე­ვეა სა­შუ­ა­ლო დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის სიმ­სივ­ნე. ძა­ლი­ან ცუ­დია არა­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და და­ბალ­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი. ამი­ტომ, მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ მე­ტას­ტა­ზე­ბი არ გან­ვი­თარ­დეს. ასე­თი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტ­რო­ლის ქვეშ უნ­და იყოს: პირ­ველ წელს 4-ჯერ უნ­და მი­მარ­თოს თა­ვის ექიმს, მე­ო­რე წელს - ორ­ჯერ, ხო­ლო შემ­დეგ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც უნ­და ჩა­ი­ტა­როს გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი.

- სამ­წუ­ხა­რო შე­დეგს იძ­ლე­ვა სტა­ტის­ტი­კა: სიმ­სივ­ნით გარ­დაც­ვ­ლილ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან იზ­რ­დე­ბა. რი­სი ბრა­ლია ეს?

- ბო­ლო წლებ­ში სიმ­სივ­ნით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­მა მარ­თ­ლაც მო­ი­მა­ტა. ეს იმის ბრა­ლია, რომ და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რ­დავ­და. ად­რე სიმ­სივ­ნე მო­ხუც­თა და­ა­ვა­დე­ბად იყო მიჩ­ნე­უ­ლი, ახ­ლა კი, ახალ­გაზ­რ­დებ­საც ხში­რად ემარ­თე­ბათ. თუ ად­რე ყო­ველ წელს 7 თა­სი ახა­ლი შემ­თხ­ვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და, ახ­ლა ეს რიცხ­ვი 12 ათა­სამ­დეა გაზ­რ­დი­ლი. რამ გა­მო­იწ­ვია ეს? - უამ­რავ­მა მი­ზეზ­მა: ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბამ, გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვ­მა, რო­მე­ლიც კან­ცე­რო­გე­ნურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, ვაი-ფა­იმ და ახალ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა - ყვე­ლა ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ბი­ლუ­რი მა­ინც აქვთ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ადა­მი­ა­ნის დას­ხი­ვე­ბას იწ­ვევს? სხვა­თა შო­რის, ჩვენ დღემ­დე ვიმ­კით ჩერ­ნო­ბი­ლის ავა­რი­ის შე­დე­გებ­საც. არას­წორ­მა რე­ჟიმ­მა და კვე­ბამ გა­ზარ­და საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბის რიცხ­ვი. ამ ტი­პის სიმ­სივ­ნე­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში იმა­ტებს, რაც სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- რო­გორ ეუბ­ნე­ბით პა­ცი­ენტს, რომ მას კი­ბო აქვს?

- ეს ყო­ველ­თ­ვის მი­ჭირ­და და ახ­ლაც მი­ჭირს. მარ­თა­ლია, თა­ვის დრო­ზე ხე­ლი მო­მა­წე­რი­ნეს, რომ პა­ცი­ენ­ტ­მა თა­ვის და­ა­ვა­დე­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იცო­დეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნ­და ვუთხ­რა მის ახ­ლო­ბე­ლებს, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უფ­რო ხში­რად ახ­ლობ­ლებს ვე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე. წე­სით, პა­ცი­ენ­ტ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იცო­დეს თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში არაფ­რად ჩათ­ვ­ლის და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს ზე­რე­ლედ მი­უდ­გე­ბა. ამი­ტომ, თა­ვი­დან შე­ფარ­ვით ვე­უბ­ნე­ბი, ვცდი­ლობ თან­და­თან შე­ე­გუ­ოს ამ აზრს. თავ­და­პირ­ვე­ლად მტკივ­ნე­უ­ლია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს. თა­ვი­დან ყვე­ლა გა­ნიც­დის, მაგ­რამ მე­რე გა­და­ხარ­შა­ვენ ამ ყვე­ლა­ფერს და ბრუნ­დე­ბი­ან.

- ვინ შე­დის რისკ-ჯგუფ­ში - ვის შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნ­დეს სიმ­სივ­ნე?

- გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია ის ხალ­ხი, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს: თუ დე­დას, ბე­ბი­ას, ბა­ბუ­ას, ან ახ­ლო­ბელს ჰქონ­და სიმ­სივ­ნე, მა­თი შთა­მო­მავ­ლო­ბა უფ­რო ყუ­რადღე­ბით უნ­და იყოს. ისე­დაც, 35 წელს ზე­მოთ, ყვე­ლა ქალ­მა უნ­და ჩა­ი­ტა­როს მა­მოგ­რა­ფია, პაპ­ტეს­ტი გა­ი­ა­როს და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ი­მოწ­მოს. არის ბევ­რი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც 100%-ით იკურ­ნე­ბა - ასე­თია მა­გა­ლი­თად, სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვ­ლის სიმ­სივ­ნე, თუ ის პირ­ველ სტა­დი­ა­ზე დად­გინ­დე­ბა და პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­დე­ბა. მე ბევრ პა­ცი­ენტს ვიც­ნობ, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია წლე­ბის წინ გა­ი­კე­თა, ახ­ლა ასაკ­ში­შე­სუ­ლი სულ სხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­მო და­დის კლი­ნი­კა­ში. ერთ-ერ­თი უკ­ვე 80 წლი­საა, ოპე­რა­ცია წლე­ბის წინ გა­ი­კე­თა და მე­რე არა­ფე­რი დას­ჭირ­ვე­ბია. თა­ვის ექიმ­ზე ხში­რად ბრა­ზობს - ძუ­ძუ ტყუ­ი­ლად მო­მაჭ­რაო, არა­და, ამის გა­მოა კარ­გად. ხში­რად მო­დის შე­მოწ­მე­ბა­ზე და მეც ვე­უბ­ნე­ბი: აღა­რა გაქვს კი­ბო, შენ შე­ჭა­მე-მეთ­ქი. თვი­თო­ნაც უკ­ვირს, რომ სიმ­სივ­ნის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო. სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მ­რ­თე­ლია, ოღონდ, თუ მე­ტას­ტა­ზე­ბი სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში არ გავ­რ­ცელ­დე­ბა. ამ დროს დი­დი რო­ლი ენი­ჭე­ბა ავ­თ­ვი­სე­ბი­ა­ნო­ბის ხა­რისხს.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცია?

- ფილ­ტ­ვის, პან­კ­რე­ა­სის ან ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცია რთუ­ლია, რად­გან საწყის ეტაპ­ზე მათ გა­მოვ­ლე­ნას ძა­ლი­ან ძვი­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ კუ­ჭის, საყ­ლა­პა­ვი მი­ლის, სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვ­ლის, ან კა­ნის სიმ­სივ­ნის თა­ვის დრო­ზე გა­მოვ­ლე­ნა და რა­დი­კა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა რთუ­ლი არ არის, თა­ნაც ეს სიმ­სივ­ნე­ე­ბი გან­კურ­ნე­ბა­დია. მკურ­ნა­ლო­ბი­სას რწმე­ნას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ამი­ტომ ყვე­ლა პა­ცი­ენტს ვურ­ჩევ იაროს წმინ­და პან­ტა­ნა­სას სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მე­ლიც ზა­ჰეს­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ასე­თი ავად­მ­ყო­ფე­ბის­თ­ვის აშენ­და. ეს მათ და­ზი­ა­ნე­ბულ ნერ­ვულ სის­ტე­მას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ბო­ლოს მე კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ - კი­ბო არ არის გა­ნა­ჩე­ნი, თუ პა­ცი­ენ­ტი დრო­უ­ლად იმ­კურ­ნა­ლებს და თა­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნებს.


ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი