სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს რამ­დე­ნი­მე სამ­კა­უ­ლი მო­ე­წო­ნა და ვა­ჩუ­ქეთ
font-large font-small
სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს რამ­დე­ნი­მე სამ­კა­უ­ლი მო­ე­წო­ნა და ვა­ჩუ­ქეთ
ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით მა­კა ჩი­ჩუ­ას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბის შან­სი


32 წლის მზე­ო­ნა შე­თე­კა­უ­რი პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნეა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლავთ. მზე­ო­ნას თურ­მე ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე იტა­ცებ­და ხელ­საქ­მე, ხევ­სუ­რუ­ლი ქარ­გ­ვა და თე­ქა. ოს­ტა­ტი თვლის, რომ მის საქ­მე­ში მთა­ვა­რი ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბაა. რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს თან მის პრო­ფე­სი­ას და რა­ტომ აირ­ჩია სა­მუ­შაო თე­მად ხევ­სუ­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბი - ამა­ზე სა­სა­უბ­როდ მზე­ო­ნას სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­ვა­კითხე.



- ძა­ლი­ან ცო­ტა ხანს ვი­მუ­შა­ვე სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლად და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი საქ­მე არ იყო. თა­ვი და­ვა­ნე­ბე პე­და­გო­გო­ბას. ად­რე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონ­და მი­ნან­ქა­რი, ხში­რად ვყი­დუ­ლობ­დი ხოლ­მე სამ­კა­უ­ლებს, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­გორ კეთ­დე­ბო­და. შემ­თხ­ვე­ვით შე­ვიტყ­ვე, რომ ერთ-ერთ პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში უფა­სოდ შე­იძ­ლე­ბო­და ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქ­რის 6-თვი­ა­ნი კურ­სის გავ­ლა. კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პე­და­გოგ­მა რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლეს მოგ­ვი­ყა­რა თა­ვი და დაგ­ვეხ­მა­რა, რომ სა­ხე­ლოს­ნო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და გვე­მუ­შა­ვა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც ვმუ­შა­ობთ და ერ­თა­დაც ვი­ღებთ შეკ­ვე­თებს. არ­ტ­გენ­ზე აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, ასე­ვე ვა­ბა­რებთ სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­დაც უფ­რო მე­ტად ტუ­რის­ტე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ.
GzaPress
- ძი­რი­თა­დად, რა მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ობ?

- ძი­რი­თა­დად, ვერ­ცხ­ლ­ზე ვმუ­შა­ობ. მი­ნან­ქა­რი სპი­ლენ­ძ­ზეც კეთ­დე­ბა და ოქ­რო­ზეც, მაგ­რამ სპი­ლენ­ძი სამ­კა­უ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა, ოქ­რო კი ძვი­რია და არ ღირს, გა­ა­კე­თო და მე­რე თვე­ო­ბით ელო­დო, რო­დის გა­ი­ყი­დე­ბა.

- რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა შენ­თ­ვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი? ალ­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე ახ­ლავს, ხომ?

- ჩემ­თ­ვის მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სოა მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, თუმ­ცა მი­ნან­ქა­რი საკ­მა­ოდ რთულ და შრო­მა­ტე­ვად დარ­გად ით­ვ­ლე­ბა, რის გა­მოც ბევ­რი თავს ანე­ბებს. მი­ნი­ა­ტი­უ­რულ დე­ტა­ლებ­ზე დიდ­ხანს გი­წევს მუ­შა­ო­ბა. ტიხ­რით უნ­და და­ხა­ტო და მე­რე ფე­რე­ბი და­ა­დო. რთუ­ლია გაქ­ლიბ­ვა და და­მუ­შა­ვე­ბაც. ერთ დღე­ში რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვარს ვერ გა­ა­კე­თებ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ხე­ლით მუ­შა­ობ.

- პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი თუ გახ­სოვს?

- რო­გორ არ მახ­სოვს, დე­და­ჩემს გა­ვუ­კე­თე პა­ტა­რა გულ­სა­კი­დი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. რო­დე­საც უკ­ვე ჩე­მი გვერ­დი გა­ვა­კე­თე და ნა­მუ­შევ­რე­ბი დავ­დე, შე­მიკ­ვე­თეს ბე­ჭე­დი ინი­ცი­ა­ლე­ბით, მო­ოქ­რუ­ლი. ეს იყო პირ­ვე­ლი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ნივ­თი და მახ­სოვს, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი.

- ხევ­სუ­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბი ჭარ­ბობს შენს სამ­კა­უ­ლებ­ში... ამა­ში ალ­ბათ წარ­მო­მავ­ლო­ბა გიწყობს ხელს?

- დი­ახ, ხევ­სუ­რი ვარ და ალ­ბათ გე­ნებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ხევ­სუ­რუ­ლი მაქვს... ხევ­სუ­რულ ნა­ქარ­გებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, სურ­ვი­ლი მიჩ­ნ­დე­ბო­და, მი­ნან­ქარ­ში გა­და­მე­ტა­ნა ის სა­ო­ცა­რი ფერ­თა შე­ხა­მე­ბა. გარ­და ამი­სა, გა­ყიდ­ვის თვალ­საზ­რი­სი­თაც მომ­გე­ბი­ა­ნია, რად­გან ბევრს მოს­წონს და ინ­ტე­რეს­დე­ბა.

- ვინ­მე ცნო­ბილს თუ უყი­დია შე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- არ ვი­ცი, სა­დაც ვა­ბა­რებ, იქ ვინ ყი­დუ­ლობს ჩემს სამ­კა­უ­ლებს. ერ­თხელ სა­ხე­ლოს­ნო­ში ერთ-ერ­თი გა­და­ცე­მი­დან სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე გახ­ლ­დათ სტუმ­რად, რამ­დე­ნი­მე სამ­კა­უ­ლი მო­ე­წო­ნა და ვა­ჩუ­ქეთ. იმე­დია, ატა­რებს...

- შენს ფო­ტო­ებ­ში პირ­ველ ლედის­თან - მა­კა ჩი­ჩუ­ას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო შევ­ნიშ­ნე...

- ღვთის­შ­ვილ­თა კავ­ში­რის მი­ერ (მე მა­თი თა­ნამ­შ­რო­მე­ლიც ვარ და იქ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს - შშმ პი­რებს არ­ტ­თე­რა­პი­ას ვუ­ტა­რებ) შე­იქ­მ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის ორ­დე­ნი, რა­შიც პა­ტა­რა წვლი­ლი მეც შე­ვი­ტა­ნე - და­ვამ­ზა­დე ორ­დე­ნი, რაც ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია. სწო­რედ ამ ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და პირ­ვე­ლი ლე­დი შარ­შან და რა თქმა უნ­და, ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით მას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბის შან­სი.
- მზე­ო­ნა, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!


ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ბედნიერი წამი, მოვლენა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს.
გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
ვი­ცით, რომ ადა­მი ხვდე­ბო­და უფალს, ესა­უბ­რე­ბო­და მას და ეს უდი­დეს სი­ხა­რულს ანი­ჭებ­და
"გამ­ძ­ლე­ო­ბა და ტემ­პი მე­ტო­ქე­ებ­ზე მე­ტი მქონ­და"
"სახ­ლი თი­ა­ნე­თის მთებ­ში მაქვს, ეზო სი­ო­ნის ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს.
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს"
ამ­ბო­ბენ, ახალ წელს რო­გორც შეხ­ვ­დე­ბი, ისე­თი წე­ლი გექ­ნე­ბაო.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი