"ა­რას­დ­როს მო­მე­ნატ­რე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, არას­დ­როს!"- გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სევ­დი­ა­ნი წარ­სუ­ლი
font-large font-small
"ა­რას­დ­როს მო­მე­ნატ­რე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, არას­დ­როს!"- გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სევ­დი­ა­ნი წარ­სუ­ლი
ლამ­პის შუქ­ზეც გვი­თა­მა­შია სპექ­ტაკ­ლე­ბი!


მსა­ხი­ო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი ბევ­რ­ჯერ სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბის მიღ­მა რამ­დენ­ჯერ­მე პო­უ­ლო­ბენ მე­ო­რე "მეს" და ყვე­ლა "მეს" ისე ოს­ტა­ტუ­რად ას­რუ­ლე­ბენ, რომ ძნე­ლია გა­არ­ჩიო ნამ­დ­ვი­ლი და გა­მო­გო­ნი­ლი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გო­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი კო­ბა (ი­ა­კობ) კო­პა­ძეა, რო­მელ­თა­ნაც ეს ინ­ტერ­ვიუ სწრა­ფად და ემო­ცი­უ­რად ჩა­ი­წე­რა.





- ვინ არის კო­ბა კო­პა­ძე?
- დრო­ე­ბით და­ვი­ვიწყებ თავ­მ­დაბ­ლო­ბას და ვიტყ­ვი, რომ ვარ ერთ-ერ­თი კარ­გი და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი ქარ­თულ თე­ატ­რ­ში, რო­მე­ლიც ხუ­თი­ან­ზე თუ არა, ოთხი­ან­ზე პლუ­სით მა­ინც ას­რუ­ლებს რო­ლებს. და­ვი­ბა­დე ქარ­თ­ლის შუ­ა­გულ­ში, ქა­ლაქ გორ­ში, 1972 წლის 20 ვარ­დო­ბის­თ­ვეს. ზო­დი­ა­ქო მაქვს უც­ნა­უ­რი: კუ­რო და ვირ­თხა. ჩემს და­ბა­დე­ბას არც თო­ფის გას­რო­ლა მოჰ­ყო­ლია და არც შამ­პა­ნუ­რე­ბის ბათ­ქა­ბუთ­ქი. ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ დე­და ჩე­მი და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მყავს უფ­რო­სი ძმა, რომ­ლის და­ბა­დე­ბა სას­წა­უ­ლი იყო ჩვენს ოჯახ­ში და დი­დი სი­ხა­რუ­ლიც, რად­გან ჩემს მშობ­ლებს 18 წე­ლი შვი­ლი არ უჩ­ნ­დე­ბო­დათ. რო­დე­საც დე­და ჩემ­ზე დარ­ჩე­ნი­ლა ფეხ­მ­ძი­მედ, ექი­მებს უთ­ქ­ვამთ, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა არ უწყობ­და ხელს, მაგ­რამ მან გა­რის­კა... გამ­ზარ­და ბე­ბომ (დე­დის დე­დამ). რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, მეც დავ­დი­ო­დი ბა­გა-ბაღ­ში, შემ­დეგ - სკო­ლა­ში და რო­დე­საც მა­მაც გარ­და­მეც­ვა­ლა (სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი), ნა­თე­სა­ვებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, მე და ჩემს ძმას სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა (ობ­ლებს გა­მოც­და­ზე შე­ღა­ვა­თი ჰქონ­დათ და კი­დევ, სტი­პენ­დია 80 მა­ნე­თი). ჩე­მი ძმა თევ­ზის ტექ­ნო­ლო­გი და მე - აგ­რო­ნო­მი უნ­და გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, რომ ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ნა­მუ­სი მქონ­და...
- ჩანს, აგ­რო­ნო­მი არ გა­მო­ვი­და შენ­გან...
- მე­სა­მე კურ­ს­ზე ავი­ღე აკა­დე­მი­უ­რი და დღემ­დე აკა­დე­მი­უ­რი სტუ­დენ­ტი ვარ (ი­ღი­მე­ბა).
- და მსა­ხი­ო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მან­ტია რო­გორ მო­ირ­გე?
- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში დავ­დი­ო­დი კულ­ტუ­რის სახ­ლ­ში დრა­მა­ტულ წრე­ზე (პე­და­გო­გი ნა­ი­რა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი). მე­რე დავ­კავ­დი სა­ბავ­შ­ვო და თო­ჯი­ნე­ბის სა­ხალ­ხო თე­ატ­რ­ში მსა­ხი­ო­ბად. მსა­ხი­ო­ბო­ბა უცხო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თ­ვის.
- გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად თა­ვი წარ­მო­გედ­გი­ნა?
- ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ იმ თე­ატ­რ­ში და იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, რომ­ლებ­საც, რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი, დარ­ბა­ზი­დან და ქუ­ჩა­ში შევ­ცი­ცი­ნებ­დი. მოხ­და ისე, რომ 1994 წლის 9 ივ­ლისს ერის­თა­ვის თე­ატ­რ­ში მოვ­ხ­ვ­დი რა­დის­ტად. ამა­ვე წელს თე­ატ­რ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და სტუ­დია, სა­დაც 18 ახალ­გაზ­რ­და სწავ­ლობ­და და მეც მათ შო­რის აღ­მოვ­ჩ­ნ­დი: ხან სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი გახ­მო­ვა­ნე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და, ზოგ­ჯერ სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი თა­ნას­ტუ­დი­ე­ლებ­თან ერ­თად, "მა­სოვ­კა­ში". ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­ნა­წილ­და ბი­უჰ­ნე­რის პი­ე­სა "ვო­ი­ცე­კი", რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ალექ­სი ჯა­ყე­ლია. უცებ გა­ის­მა: მთა­ვა­რი რო­ლი ვო­ი­ცე­კი - კო­ბა კო­პა­ძე! შე­მე­შინ­და და შემ­რ­ცხ­ვა ძა­ლი­ან, რო­ცა ამ­დენ უნი­ჭი­ე­რეს მსა­ხი­ო­ბებ­თან ხარ და მთა­ვარ როლს გაძ­ლე­ვენ! თან გა­მი­ხარ­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ჩა­ი­ა­რა პრე­მი­ე­რამ. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ერის­თა­ვის თე­ატ­რ­ში, პრო­ფე­სი­ულ თე­ატ­რ­ში და პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ვი­თა­მა­შე პირ­ვე­ლი რო­ლი, თა­ნაც, მთა­ვა­რი რო­ლი რომ გაქვს და 500 ადა­მი­ა­ნი "პაკ­ლონ­ზე" წა­მო­გიდ­გე­ბა, "ბრა­ვოს" და­გი­ძა­ხე­ბენ, ეს ენით აღუ­წე­რე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.GzaPress
- ვი­ცი, რომ ხში­რად სა­ბავ­შ­ვო სპექ­ტაკ­ლებ­ში იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი...
- ერ­თი პე­რი­ო­დი მარ­თ­ლაც, ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო სპექ­ტაკ­ლ­ში ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და რო­დე­საც სხვა როლს მაძ­ლევ­დ­ნენ, ძა­ლი­ან მი­ჭირ­და გა­დარ­თ­ვა, სულ ჭი­დილ­ში ვი­ყა­ვი ზღაპ­რის გმი­რებ­თან... ყვე­ლა რო­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად, თა­ვი­სე­ბუ­რად მიყ­ვარს და ყვე­ლა რო­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ ზოგს თა­ვი­სე­ბუ­რად სით­ბო მო­აქვს და თა­ვის ის­ტო­რია აქვს. ან­ტონ ჩე­ხო­ვის "ა­ლუბ­ლის ბაღ­ში" არის პა­ტა­რა რო­ლი, გამ­ვ­ლე­ლი ჰქვია პერ­სო­ნაჟს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს რო­ლი. მიყ­ვარს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და "ა­ლუბ­ლის ბაღ­ში" თა­მა­ში და ვი­თა­მა­შე; მიყ­ვარს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი სპექ­ტაკ­ლია და ძლი­ერ არ­ტის­ტებ­თან ერ­თად ვარ პი­ე­სა­ში, რომ­ლის ავ­ტო­რიც ჩე­ხო­ვია! 1994 წლი­დან დღემ­დე უამ­რავ რე­ჟი­სორ­თან, სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­სა და დი­რექ­ტორ­თან მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. ფაქ­ტი ისაა, რომ მე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და ამის­თ­ვის მად­ლო­ბას ვწი­რავ ყვე­ლას.
- თე­ატ­რ­ში იმ დროს მიხ­ვე­დი, რო­ცა თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა კვდო­მას იწყებ­და, ბევ­რი თე­ატ­რა­ლი იძუ­ლე­ბუ­ლიც კი გახ­და, პრო­ფე­სია შე­ეც­ვა­ლა.
- ახ­ლან­დელ­მა თა­ო­ბამ გად­მო­ცე­მით იცის ის გა­სა­ჭი­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლომ გა­მო­ი­ა­რა: არა სი­ნათ­ლე, არა გა­ზი, არა წყა­ლი და არა პუ­რი. აი, ამ პე­რი­ოდ­შიც კი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა თე­ატ­რი. ლამ­პის შუქ­ზეც გვი­თა­მა­შია სპექ­ტაკ­ლე­ბი! რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ინიშ­ნე­ბო­და ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი­დან, რო­ცა სი­ნათ­ლე ირ­თ­ვე­ბო­და ქა­ლაქ­ში. გა­ყი­ნულ თე­ატ­რ­ში ნაბ­დებ­ში გახ­ვე­უ­ლე­ბი დავ­დი­ო­დით და თე­ატ­რი მა­ინც ცოცხ­ლობ­და თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით! თე­ატ­რი არ მოკ­ვ­და, რად­გან ის ძა­ლი­ან სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია; სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი კი იმი­ტო­მაა, რომ თე­ატ­რი სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას!.. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ვარ პრო­ვინ­ცი­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. იმ თე­ატ­რი­სა, რო­მე­ლიც ამ­ბობს თე­ატ­რა­ლურ ოჯახ­ში ჯან­საღ სიტყ­ვას და მო­მა­ვალ­ში არა­ერ­თხელ იტყ­ვის!
- ვის ეტყო­დი გო­რის თე­ატ­რის ბო­ლო წარ­მა­ტე­ბე­ბის გა­მო მად­ლო­ბას?
- არ შე­მიძ­ლია, მად­ლო­ბა და დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა არ გა­მოვ­ხა­ტო ბა­ტო­ნი სო­სო ნემ­სა­ძი­სად­მი, რომ­ლის სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია თე­ატ­რ­მა და მე, რო­გორც მსა­ხი­ობს, მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა რო­ლი შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ერის­თა­ვის თე­ატ­რის და­სი არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და ნი­ჭი­ე­რი. დღეს­დღე­ო­ბით ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­უ­ლი (კარ­გი გა­გე­ბით) თე­ატ­რი, თა­ვის რე­პერ­ტუ­ა­რი­თა და უნი­ჭი­ე­რე­სი არ­ტის­ტე­ბით ბევრ თე­ატრს თა­მა­მად და­უდ­გე­ბა გვერ­დ­ში.
ბევ­რი ქე­ბა რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, იმა­საც გეტყ­ვით, რომ გორს ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და ნამ­დ­ვი­ლი თე­ატ­რა­ლე­ბი. ოთხი წე­ლია, რაც გორს აქვს "კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვა­ლი", ჩა­მო­დი­ან ქარ­თუ­ლი და უცხო­ე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბი. ამ ფეს­ტი­ვა­ლის ფონ­ზე, გო­რის მა­ყუ­რე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­და­რე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს ჩვენ­სა და სხვა თე­ატ­რებს შო­რის.
- ალ­ბათ, გრჩე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც...
- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო კი მაქვს და მას ჩემს ალ­პი­ნისტ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მთა­ში ვა­ტა­რებ. სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა, იუმო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ბედ­ნი­ე­რე­ბენ. მარ­ტო­ო­ბა სა­ძი­ნე­ბელ­შიც მე­ყო­ფა.
- არას­დ­როს ყო­ფილ­ხარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი?
- და­სა­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ! შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი ერთ დროს!
- ახ­ლა არ ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?
- მიყ­ვარს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და მიყ­ვარს ჩე­მი თე­ატ­რი.
- და­ბო­ლოს, არის რა­მე, რაც არას­დ­როს მო­გე­ნატ­რე­ბა?
- არას­დ­როს მო­მე­ნატ­რე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, არას­დ­როს!


რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი