რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად!
font-large font-small
რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად!
დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ლუ­დო­მა­ნე­ბის საშ­ვე­ლად გა­ერ­თი­ან­დ­ნენ

"დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­გ­ვარ რე­ა­ლურ ზღვარს გას­ც­და, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე, უკ­ვე სა­ჭი­რო და უფ­რო მე­ტიც, აუცი­ლე­ბე­ლიც კი არის გან­გა­შის ზა­რე­ბის შე­მოკ­ვ­რა. ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად შვი­ლე­ბის ლუ­დო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბას უჩი­ვი­ან. ბავ­შ­ვე­ბი ამ სე­ნით უკ­ვე თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ასა­კი­დან ავად­დე­ბი­ან", - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა.


- ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კითხულ მოს­წავ­ლე­თა 44% ბი­ჭე­ბის და 15% გო­გო­ნე­ბის ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ჩე­მი უშუ­ა­ლო მო­ნი­ტო­რინ­გით ასი გა­მო­კითხუ­ლი­დან 10-12 ქალ­ბა­ტო­ნი არის თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მინ­და ერ­თი ამ­ბა­ვი გი­ამ­ბოთ, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ შე­ვეს­წა­რი ორი­ო­დე დღის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ში. სა­მი მო­ზარ­დი თა­მა­შობ­და. მათ­გან ერთ-ერ­თ­მა წა­ა­გო 300 ლა­რი, მე­ო­რემ ჰკითხა, რი­თი აპი­რებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის გა­დახ­დას? მო­თა­მა­შემ მი­უ­გო, რომ და­ა­ლომ­ბარ­დებ­და 200 ლა­რად თა­ვის ტე­ლე­ფონს, ხო­ლო 100 ლარს რო­გორ­მე იშო­ვი­და. ვერ მო­ვით­მი­ნე და გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ის მო­ზარ­დი, ვინც წა­ა­გო, 20 წლის, ხო­ლო მი­სი მე­გობ­რე­ბი 18-19 წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­დებს, მო­ზარ­დებს გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აგ­დებს და გან­ვი­თა­რე­ბის შანსს უკარ­გავს, არ­თ­მევს ხა­ლისს ცხოვ­რე­ბის მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­სა და მათ მიღ­წე­ვა­ში.

- თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბის მი­ზა­ნი რა არის?

- ჩე­მი და ჩე­მი მოძ­რა­ო­ბის - "დე­დე­ბი-აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ" მი­ზა­ნი ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა და თა­ო­ბე­ბის გა­დარ­ჩე­ნაა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი მო­თა­მა­შეა რე­გისტ­რი­რე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რია, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ მო­თა­მა­შე­თა ეს რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად დი­დია, მით უმე­ტეს, რომ არ ვი­ცით, რამ­დე­ნია არა­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი.
აქ­ვე გეტყ­ვით, რომ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლებს ხში­რად კრი­მი­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც უხ­დე­ბათ, 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსგავ­სი მიზ­ნით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2283 შემ­თხ­ვე­ვაა. მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს არ აქვს სურ­ვი­ლი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ისე­თი ფორ­მა­ტი შე­მო­ი­ღოს, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მა­ქსი­მა­ლუ­რად შე­უზღუ­დავს მსგავ­სი სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. დღეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბა სიმ­შ­ვი­დის მომ­ტა­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვი­საც ოჯახ­ში ჰყავს ლუ­დო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რი. სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თით­ქ­მის 40% აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბია და მეს­მის სა­ხელ­მ­წი­ფო­სიც, ძნე­ლია ამ­ხე­ლა თან­ხე­ბის დათ­მო­ბა, მაგ­რამ უფ­რო მძი­მე და ქვეყ­ნის­თ­ვის სა­ზი­ა­ნოა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი ლუ­დო­მა­ნი­ით იყოს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რი­თაც იკარ­გე­ბა თა­ო­ბე­ბი და ნად­გურ­დე­ბა გე­ნო­ფონ­დი.

- რას აპი­რებთ და რა მიზ­ნე­ბი გაქვთ და­სა­ხუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად?

- ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა გა­მუდ­მე­ბით ითხოვ­დე დახ­მა­რე­ბას, ფულს და ამით შვილს უწევ­დე დათ­ვურ სამ­სა­ხურს. ძნე­ლია უშ­ვე­ლო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ძნე­ლია იმა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბაც, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლ­და ამ სე­ნის­გან. მშო­ბე­ლი თუ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ცდი­ლობ­დ­ნენ, ლუ­დო­მა­ნის დახ­მა­რე­ბას და თუ ფიქ­რო­ბენ, რომ ის შე­ეშ­ვა თა­მაშს, მუდ­მი­ვად მა­ინც უნ­და აკონ­ტ­რო­ლონ, ისევ ხომ არ გახ­და თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი?!

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, ეს ე.წ. და­ა­ვა­დე­ბა უკურ­ნე­ბე­ლია?

- ეს უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. სიკ­ვ­დი­ლის გარ­და, ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა! რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­დაწყ­ვეტს, რომ მა­გა­ლი­თად, ლუ­დო­მან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­წუ­რა, მა­ში­ნაც არ უნ­და და­კარ­გოს იმე­დი და უფალს უნ­და მი­ენ­დოს. სა­ნამ ხელს ჩა­იქ­ნევ, მა­ნამ­დე უნ­და გახ­სოვ­დეს, რომ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი რე­სურ­სი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი რომ შე­მო­აბ­რუ­ნო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­კენ. იბ­რ­ძო­ლეთ იმის­თ­ვის, რომ გა­და­არ­ჩი­ნოთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან გულ­ცი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია. ამ სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან ფა­ქი­ზე­ბი და ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ თავ­საც კი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ. ძა­ლი­ან ძნე­ლია ასეთ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­გი­ვა, მაგ­რამ ის უარეს დღე­შია, რაც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და მო­ვით­მი­ნოთ, და­ვეხ­მა­როთ. არის ფსი­ქო­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რიც, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია, ერ­თი ვი­ზი­ტი 60 ლა­რი ღირს და ეს არის ზუს­ტად პრობ­ლე­მა! თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი უმე­ტე­სად არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი, რომ­ლებ­საც ჰგო­ნი­ათ, რომ დღეს თუ და­დე­ბენ ვინ იცის, რა გზით ნა­შოვნ 10 ლარს, ამით იშო­ვი­ან ათა­სო­ბით თან­ხას. ეს ტყუ­ი­ლია, ილუ­ზიაა! ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხეთ, რომ­ლე­ბიც თა­მა­შობ­დ­ნენ და და­კარ­გეს ყვე­ლა­ფე­რი. აღარ შერ­ჩათ ოჯა­ხი, ცოლ-შვი­ლი, სახლ-კა­რი, მან­ქა­ნა. ბევ­რი მათ­გა­ნი ხელს აწერს ჩვენს მოთხოვ­ნას, რომ თა­მა­ში აიკ­რ­ძა­ლოს, ზო­გი კი ამა­საც გა­ურ­ბის. იცით, რა მითხ­რა ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა? - სად იყა­ვით მა­შინ, რო­ცა მე მი­ჭირ­დაო? გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლიც ბევ­რია, რა თქმა უნ­და!

- მოძ­რა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის იდეა რო­დის გაჩ­ნ­და?

- ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა აპ­რი­ლი­დან და­ფუძ­ნ­და. მა­შინ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს. მა­ნამ­დე "ფე­ის­ბუკ­ზე" დავ­დე წე­რი­ლი: მო­დი, შე­ვიკ­რი­ბოთ ასე­თი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი-მეთ­ქი და იმ დღეს უამ­რა­ვი ზა­რი შე­მო­ვი­და ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე. დავ­თ­ქ­ვით შეხ­ვედ­რა და შე­ვარ­ჩი­ეთ ად­გი­ლი, სა­დაც ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი. ზა­რე­ბი იყო საზღ­ვარ­გა­რე­თი­და­ნაც. ჩვენ ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ სა­ხე­ლიც "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ". არ მო­ვიდ­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ ხელ­მო­წე­რებს რო­ცა ვაგ­რო­ვებ­დით, ბევ­რი მა­მა­კა­ცი შე­ე­ცა­და დაგ­ვ­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ სა­მუ­შაო გეგ­მა და და­ვუ­კავ­შირ­დით არა­სამ­თავ­რო­ბო ფი­ნან­სის­ტ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ოკუ­ლა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ხმა­მაღ­ლა ამ­ბობ­და, რომ ეს დამ­ღუპ­ვე­ლი სე­ნია. გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია და შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გავ­მარ­თეთ მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან. შე­ვეხ­მი­ა­ნეთ დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს. მი­ვა­წო­დეთ ჩვე­ნი სა­მუ­შაო პროგ­რა­მა, მოთხოვ­ნე­ბი და მას მე­რე, თით­ქ­მის ყო­ველ მე­ო­რე კვი­რას პარ­ლა­მენ­ტ­ში გვი­ბა­რებ­დ­ნენ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე. ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა აიღო ინი­ცი­ა­ტი­ვა, შექ­მ­ნა კო­მი­სია და ამ სა­კითხს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. უკ­ვე და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გან­ხილ­ვა­ზე უნ­და გა­ვი­დეს.
სხვა­თა შო­რის, ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რომ შე­მო­ი­ტა­ნა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით შვე­ბაა, მაგ­რამ იქ იმ­დე­ნი "შა­ვი ხვრე­ლი­ა" და­ტო­ვე­ბუ­ლი, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მო­ქა­ლა­ქე ამ უბე­დუ­რე­ბის­გან და­იც­ვა.

- რას გუ­ლის­ხ­მობთ "შავ ხვრე­ლებ­ში"?

- ეს არის პირ­ველ რიგ­ში, ასა­კი. ამ­ბო­ბენ, რომ მო­თა­მა­შე­თა ასა­კი 21 წლამ­დე უნ­და შე­იზღუ­დოს, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, 34 ან 45 წლის კაც­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავს და ოჯახს და­უ­შა­ვოს, შვი­ლე­ბი ქუ­ჩა­ში და­ტო­ვოს. ამას წი­ნათ უც­ნობ­მა ასა­კო­ვან­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა და მითხ­რა: ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, არ გიც­ნობთ, მაგ­რამ თქვენ­გან შვე­ლას ვე­ლი, აღარ მაქვს სახ­ლი, ტე­ლე­ფო­ნი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, აღარ მყავს ქმა­რიო. ჰო­და, აბა, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რამ­დე­ნი წლის მა­მა­კა­ცი და­ღუ­პავს და და­ან­გ­რევს ოჯახს?..

მე­ო­რე სა­კითხი, რა­შიც სირ­თუ­ლეს ვხე­დავ, თვი­თაკ­რ­ძალ­ვის პრობ­ლე­მაა, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე უნ­და მი­ვი­დეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლ­ში და თქვას: გეხ­ვე­წე­ბით, ამიკ­რ­ძა­ლეთ თა­მა­შიო. ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. თუ მა­ინც ითა­მა­შებს, სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­კ­რე­ტულ ობი­ექტს (და არა თა­ვად პი­როვ­ნე­ბას) და­ა­ჯა­რი­მებს 5.000 ლა­რით და მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში, 10.000 ლა­რით... და­მი­ჯე­რეთ, ეს თან­ხა არის წამ­ში შე­სუ­ლი თან­ხა ნე­ბის­მი­ე­რი სა­თა­მა­შო ობი­ექ­ტის­თ­ვის. და კი­დევ, ძა­ლი­ან გვინ­და ნე­ბის­მი­ე­რი ონ­ლა­ინ­თა­მა­ში "ჩა­იხ­ს­ნას". "ლურ­ჯი ვე­შა­პი" იქ­ნე­ბა თუ რუ­ლეტ­კის დატ­რი­ა­ლე­ბა, სუ­ლერ­თია, ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტ­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია, არ "ჩა­იხ­ს­ნას" და მოხ­დეს მკაც­რი კონ­ტ­რო­ლიო. ვერ მოხ­დე­ბა მკაც­რი კონ­ტ­რო­ლი, რა­ღაც მა­ინც გა­ი­პა­რე­ბა. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტ­ში არის ლაფ­სუ­სე­ბი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ოჯა­ხის წევ­რებს მი­ე­ცეთ მო­თა­მა­შის "გა­შა­ვე­ბის" უფ­ლე­ბა ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. ისი­ნი კი ამ­ბო­ბენ, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და წა­ვი­დეს ოჯა­ხის წევ­რი სა­სა­მარ­თ­ლო­ში, და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა, რომ ოჯახ­ში ჰყავს მო­ძა­ლა­დე და ა.შ. ეს აბ­სურ­დია.

ასაკ­რ­ძა­ლია ყო­ველ­გ­ვა­რი რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც ეხე­ბა აზარ­ტულ თა­მა­შებს და ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და გა­წე­რი­ლი უნ­და იქ­ნეს ახალ ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტ­ში. მი­უ­ღე­ბე­ლია "შავ სი­ა­ში" შეყ­ვა­ნის სამ­წ­ლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­და, ანუ პირს ეკ­რ­ძა­ლე­ბა თა­მა­ში 3 წლით და ეს სა­მი წე­ლი უნ­და იყოს მო­ქა­ლა­ქის გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის, მი­სი რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დრო. ამის­თ­ვის კი სა­ჭი­როა ფსი­ქო­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რ­(ებ­)ის მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე არ­სე­ბო­ბა, სა­დაც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აეკ­რ­ძა­ლა თა­მა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი ვა­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ ისევ არ გახ­დეს მო­თა­მა­შე...

კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ უნ­და მოხ­დეს მო­თა­მა­შე­თა მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ა­ნი ბა­ზის შექ­მ­ნა, თუმ­ცა არ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რო­გორ მოხ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მი­სი შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ვის ვაძ­ლევთ თა­მა­შის უფ­ლე­ბას? ყვე­ლას თუ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი? რა ით­ვ­ლე­ბა მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბად, ეს კი­დევ ცალ­კე სა­კითხია, ალ­ბათ უნ­და მოხ­დეს ზე­და ზღვრის გან­საზღ­ვ­რა წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით და მცი­რე შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პირს არ ექ­ნე­ბა წვდო­მა აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან - და­მერ­წ­მუ­ნეთ, აუცი­ლე­ბე­ლია მსგავ­სი დე­ფი­ნი­ცია, რად­გან დღეს სტუ­დენ­ტე­ბი და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი მსგავ­სი "გა­სარ­თო­ბით", მათ კი არ აქვთ თა­ვი­ან­თი შე­მო­სა­ვა­ლი და სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბით ოჯა­ხებს აგ­დე­ბენ მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სჩა­დი­ან უამ­რავ და­ნა­შა­ულს თან­ხის სა­შოვ­ნე­ლად და ა.შ.
და­სახ­ვე­წია ასე­ვე, ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის თე­მა. ეს არის სა­კითხი, რომ­ლის აკ­რ­ძალ­ვაც აუცი­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც იმ მი­ლი­ო­ნე­ბის სა­ფა­სუ­რად, რაც სა­ხელ­მ­წი­ფომ მის გა­სა­უქ­მებ­ლად უნ­და გა­ი­ღოს.
ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბი ეს არის ე.წ. მი­ნი­კა­ზი­ნო ოჯახ­ში. უამ­რა­ვი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მი­ამ­ბეს მო­თა­მა­შე­თა დე­დებ­მა, მე­უღ­ლე­ებ­მა, დებ­მა. ვი­ცი ამ­ბე­ბი, თუ რო­გორ ხდე­ბი­ან პი­როვ­ნე­ბე­ბი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბე­ბის, სუ­ი­ცი­დის, თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ოჯა­ხი­დან ნივ­თე­ბის გა­ტა­ნა­ზე. გა­აქვთ ისე­თი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, რო­გო­რიც არის მა­ცი­ვა­რი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, სა­რეცხი მან­ქა­ნა და ამ ყვე­ლა­ფერს ლომ­ბარ­დე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იბა­რე­ბენ. ლომ­ბარ­დე­ბის თე­მა, ეს კი­დევ ცალ­კე და ფარ­თოდ გა­საშ­ლე­ლი სა­კითხია, რა­საც ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა ცალ­კე შე­ე­ხე­ბა. მა­ნამ­დე კი მინ­და ერ­თი ოჯა­ხის მა­გა­ლი­თი გი­ამ­ბოთ, რო­მელ­საც ჰყავს 33 წლის შვი­ლი (დე­და და­მი­კავ­შირ­და). ის ლუ­დო­მა­ნი­ის უმ­ძი­მე­სი ფორ­მი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. დღეს ისეა ამ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ლო­გი­ნად არის ჩა­ვარ­დ­ნი­ლი, ყო­ველ­გ­ვარ რე­ა­ლო­ბას მოწყ­ვე­ტი­ლი. ოჯა­ხი აღ­მოჩ­ნ­და უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში. ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხეს ფსი­ქი­ატ­რ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რო­მე­ლიც უწევს თე­რა­პი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას არა მხო­ლოდ სე­ან­სე­ბის სა­ხით, არა­მედ მე­დი­კა­მენ­ტურ დო­ნე­ზეც და იმე­დი გვაქვს, გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბა.
და­გეგ­მი­ლი გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. პირ­ველ რიგ­ში, გვინ­და შევ­ხ­ვ­დეთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ აუცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ან­ტი­რეკ­ლა­მის კუთხით ჩა­ტარ­დეს ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი თე­მა­ზე. თუ სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა.
ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ვი­საც აწუ­ხებს ეს სა­კითხი, დაგ­ვი­კავ­შირ­დ­ნენ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით (ქარ­თუ­ლად) "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ".
გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ სა­ში­ნე­ლი სე­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად!

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი ავად­მ­ყო­ფუ­რი ლტოლ­ვა და უჩ­ვე­უ­ლო სიმ­პ­ტო­მე­ბი

მას შემ­დეგ, რაც სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი იატაკ­ქ­ვე­შე­თი­დან გა­მო­ვი­და და ლე­გა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, მომ­რავ­ლ­და კა­ზი­ნო­ე­ბი და სლოტ­კ­ლუ­ბე­ბი და აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გლო­ბა­ლურ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მად იქ­ცა. მკურ­ნა­ლი.გე-ზე ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას წა­ვაწ­ყდით, სა­დაც ლუ­დო­მა­ნია გან­ხი­ლუ­ლია სულ სხვა ჭრილ­ში: აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი ავად­მ­ყო­ფუ­რი ლტოლ­ვა, მარ­თა­ლია, მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო ხში­რია, მაგ­რამ ქა­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სუს­ტი სქე­სი ამ ქსელ­ში სამ­ჯერ უფ­რო სწრა­ფად ებ­მე­ბა და ფსი­ქო­თე­რა­პი­ა­საც გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ქა­ლე­ბი ლუ­დო­მა­ნე­ბი ზრდას­რულ ასაკ­ში ხდე­ბი­ან და მათ 1-4%-ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისეთ ფორ­მას იღებს, ხში­რად ფსი­ქი­ატ­რის ჩა­რე­ვაც კი ხდე­ბა სა­ჭი­რო. ქა­ლებ­ში ლუ­დო­მა­ნი­ას თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის ახ­ლავს დეპ­რე­სი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, მა­მა­კა­ცებ­ში კი ალ­კო­ჰო­ლიზ­მი, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არც არის, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვებ­ზე ხში­რად და იოლად ან­გ­რე­ვენ ოჯა­ხებს, არ­ღ­ვე­ვენ სამ­სა­ხურ­ში ქცე­ვის წე­სებს და სა­მუ­შაო ად­გილ­საც ხში­რად იც­ვ­ლი­ან.

რა ახა­სი­ა­თებს ლუ­დო­მა­ნი­ას?
თა­მა­ში­სად­მი მუდ­მი­ვი ლტოლ­ვა, კა­ზი­ნო­ში და აპა­რა­ტებ­თან უფ­რო და უფ­რო მე­ტი ხნის გა­ტა­რე­ბა;
ინ­ტე­რეს­თა სფე­როს შეც­ვ­ლა _ თა­მა­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­დან თან­და­თან დევ­ნის სხვა ინ­ტე­რე­სებს; ლუ­დო­მა­ნი მხო­ლოდ თა­მაშ­ზე ფიქ­რობს, გო­ნე­ბა­ში სა­თა­მა­შო კომ­ბი­ნა­ცი­ებს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს წარ­მო­ი­სა­ხავს;
თვით­კონ­ტ­რო­ლის და­კარ­გ­ვა _ ლუ­დო­მა­ნი სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი ვერ ახერ­ხებს თა­მა­შის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, იგებს თუ გა­მუდ­მე­ბით აგებს;
ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­კომ­ფორ­ტი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა თა­მა­შის თუნ­დაც მოკ­ლე ხნით შეწყ­ვე­ტი­სას, რად­გან თა­მა­შის სურ­ვი­ლი ძნე­ლი გა­და­სა­ლა­ხია. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ძლი­ერ ჰგავს ნარ­კო­მან­თა აბ­ს­ტი­ნენ­ცი­ას, რო­მელ­საც თან სდევს თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლის დარ­ღ­ვე­ვა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა;
თა­მა­შის გახ­ში­რე­ბა, ამას­თან, მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის ხარ­ჯ­ზე;
გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, აღარ გა­ე­კა­როს სა­თა­მა­შო ად­გილს, საკ­მა­რი­სია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო პრო­ვო­კა­ცია და თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უახ­ლ­დე­ბა.
თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ სტა­დი­ად ვი­თარ­დე­ბა: მო­გე­ბა­თა სტა­დია; წა­გე­ბა­თა სტა­დია; გან­ხიბ­ვ­ლის სტა­დია.
მო­გე­ბა­თა სტა­დი­ა­ში თა­მა­ში შემ­თხ­ვე­ვი­თია, მო­გე­ბა _ ხში­რი, ფსო­ნე­ბი თან­და­თან იზ­რ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი ჰყვე­ბა ფან­ტა­ზი­ას, ეუფ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვ­ლო ოპ­ტი­მიზ­მი. წა­გე­ბა­თა სტა­დი­ა­ზე მო­თა­მა­შე უკ­ვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თა­მა­შობს, თავს იწო­ნებს მო­გე­ბე­ბით, გო­ნე­ბით მხო­ლოდ თა­მაშს უტ­რი­ა­ლებს და ად­რე თუ გვი­ან ხვდე­ბა, რომ აღარ შეს­წევს შე­ჩე­რე­ბის ძა­ლა. იწყე­ბა ტყუ­ი­ლე­ბი. ლუ­დო­მა­ნი პრობ­ლე­მებს უმა­ლავს მე­გობ­რებს, ოჯახ­ზე ნაკ­ლე­ბად ზრუ­ნავს, სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს თავს არი­დებს, იღებს ვა­ლებს, ცდი­ლობს, ფუ­ლის შოვ­ნას რო­გორც კა­ნო­ნი­ე­რი, ისე უკა­ნო­ნო გზით, გა­მუდ­მე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, სურს თა­მა­შის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს. გან­ხიბ­ვ­ლის სტა­დი­ა­ზე ადა­მი­ა­ნი კარ­გავს რო­გორც პი­როვ­ნულ, ისე პრო­ფე­სი­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას, თავს არი­დებს მე­გობ­რებ­სა და ოჯახს, იტან­ჯე­ბა სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნით, ეუფ­ლე­ბა პა­ნი­კა, ხში­რად სჩა­დის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს, ინა­ნი­ებს, უიმე­დო­ბის, თა­ვის მოკ­ვ­ლის სურ­ვი­ლი იპყ­რობს; ოჯა­ხი ინ­გ­რე­ვა, ლუ­დო­მა­ნი იწყებს სმას, უვი­თარ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა.


ლი­კა ქა­ჯაია


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და
თო­ჯი­ნებს ბავ­შ­ვი­ვით ეფე­რე­ბა და ელა­პა­რა­კე­ბა
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი