მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც ქმარ­მა ორ­ჯერ აღ­მო­ა­ჩი­ნა
font-large font-small
მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც ქმარ­მა ორ­ჯერ აღ­მო­ა­ჩი­ნა
თო­ჯი­ნებს ბავ­შ­ვი­ვით ეფე­რე­ბა და ელა­პა­რა­კე­ბა


"აზ­რე­ბი თა­ვი­სით მო­დის, არ ვფიქ­რობ რა დავ­ხა­ტო. უცებ ვდგე­ბი და ვიწყებ ხატ­ვას, ტი­ლო­ზე ისე გად­მო­მაქვს ნა­აზ­რე­ვი, რომ არ ვი­ცი, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­მო­მი­ვა. ერ­თა­დერ­თი, რაც მჭირ­დე­ბა, მუ­შა­ო­ბის დროს სიწყ­ნა­რეა, ფიქ­რე­ბი რომ არ გა­მე­ფან­ტოს. რო­ცა ვას­რუ­ლებ, მე­რე პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით ვე­ფე­რე­ბი. ყო­ველ­თ­ვის ბო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და მგო­ნია, რომ ის ყვე­ლა­ზე კარ­გია, ჩე­მი არც ერ­თი ნა­ხა­ტი, არც ერ­თი ნივ­თი ერ­თ­მა­ნეთს არ ჰგავს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს", - ამ­ბობს მხატ­ვა­რი სვეტ­ლა­ნა ჭო­ჭუა და თა­ვის ნა­მუ­შევ­რებს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. რო­გორც კი მის სახ­ლ­ში ფეხს შედ­გამ, მა­შინ­ვე ხვდე­ბი, რომ შე­მოქ­მე­დის სახ­ლ­ში ხარ.

შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს მდი­და­რი ფან­ტა­ზია და მარ­ჯ­ვე ხე­ლე­ბი რომ აქვთ, ამა­ში მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი უთუ­ოდ და­გარ­წ­მუ­ნებთ. ოთა­ხე­ბის კედ­ლებს მი­სი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ტურ­მორ­ტე­ბი და პე­ი­ზა­ჟე­ბი ამ­შ­ვე­ნებს, მის ნა­ხა­ტებ­ში ყვე­ლა ფერს აღ­მო­ა­ჩენთ, გა­მორ­ჩე­უ­ლი ფე­რი არ აქვს. გარ­და ნა­ხა­ტე­ბი­სა, იქ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ნივთს წა­ვაწყ­დი სვე­ტას ხე­ლით შექ­მ­ნილს.
ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი დე­კო­რა­ტი­ულ თი­ხა­ზეც მუ­შა­ობს და ულა­მა­ზე­ს ნა­მუ­შევ­რებს ქმნის.
სვეტ­ლა­ნა აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ ოჩამ­ჩი­რე­ში და­ი­ბა­და, 3 წლის იყო, მი­სი მშობ­ლე­ბი საცხოვ­რებ­ლად პე­ტერ­ბურ­გ­ში რომ წა­ვიდ­ნენ. სწო­რედ იქ გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, თე­მურ ჭო­ჭუა და სა­ბო­ლო­ოდ ისევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

სვეტ­ლა­ნა ჭო­ჭუა:

- 1991 წლი­დან თბი­ლის­ში ვარ, ჩე­მი მშობ­ლე­ბიც აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რად­გან მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო. მე­რე ისევ გა­და­იკ­ვე­თა ჩე­მი და თე­მუ­რის გზე­ბი და ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით. მშობ­ლე­ბი ისევ დაბ­რუნ­დ­ნენ პე­ტერ­ბურ­გ­ში და ახ­ლა იქ არი­ან.

- ხატ­ვა რო­დის და­იწყეთ?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან ვხა­ტავ. ხატ­ვა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია, მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა არ შე­მიძ­ლია, სწო­რედ ამი­ტომ ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია. პე­ტერ­ბურ­გ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძნე­ლია მხატ­ვ­რო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბა ვერ შევ­ძე­ლი, არა­და, ძა­ლი­ან მინ­და ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს. გარ­და მხატ­ვ­რო­ბი­სა, თი­ხა­ზეც ვმუ­შა­ობ, ჩე­მით შე­ვის­წავ­ლე და დე­კო­რა­ტი­უ­ლი თი­ხის­გან სა­ავ­ტო­რო თო­ჯი­ნებს ვა­კე­თებ. ფა­ი­ფუ­რის თო­ჯი­ნე­ბი ყვე­ლას მოს­წონს და მი­ხა­რია, რომ ჩე­მი შექ­მ­ნი­ლი არც ერ­თი თო­ჯი­ნა ერ­თ­მა­ნეთს არ ჰგავს. თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა წლე­ბის წინ და­ვიწყე. ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი მიყ­ვარს. აქ რა­საც ხე­დავთ, კე­რა­მი­კუ­ლი თი­ხით მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, კარ­გია ნამ­დ­ვილ თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ღუ­მე­ლი არ მაქვს, თი­ხის გა­მოწ­ვა რომ შევ­ძ­ლო.

- გარ­და თო­ჯი­ნე­ბი­სა, უამ­რა­ვი სხვა ლა­მა­ზი ნივ­თი გაქვთ თი­ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ძნე­ლია მას­ზე მუ­შა­ო­ბა?

- მხატ­ვ­რის­თ­ვის არ არის თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა ძნე­ლი, სის­ტე­მა­ტუ­რად ვამ­ზა­დებ ფუ­ლის ჩა­საყ­რელ სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის და ზო­მის ყუ­ლა­ბას, ასე­ვე, სამ­კა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დებ ყუ­თებს და ნიღ­ბებს.

- თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი იყი­დე­ბა?

- ყვე­ლა­ზე კარ­გად ძვე­ლი თბი­ლი­სის ხე­დე­ბი იყი­დე­ბა, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ. მა­ღა­ზი­ა­ში ვა­ბა­რებ. არ შე­მიძ­ლია ტრა­ფა­რე­ტუ­ლად ვხა­ტო. ტრი­დე­ზე ვმუ­შა­ობ და ასე­თი ნა­ხა­ტე­ბი უფ­რო მე­ტად მოს­წონთ. რა გან­წყო­ბა­ზეც ვარ, იმის მი­ხედ­ვით ან ვხა­ტავ, ან თი­ხის­გან ვძერ­წავ. რაც მთა­ვა­რია, ჩე­მი მე­უღ­ლე და ვა­ჟი, ძა­ლი­ან მიწყო­ბენ ხელს მუ­შა­ო­ბა­ში. ახ­ლა ვა­პი­რებ ჩე­მი სა­ი­ტი გა­ვა­კე­თო, ამა­ში ვა­ჟი და­მეხ­მა­რე­ბა, ის პროგ­რა­მის­ტია. რა­საც ვქმნი, ყვე­ლა­ფერს გუ­ლით ვა­კე­თებ და მას­ში მთელ ენერ­გი­ას ვდებ.

- ძა­ლი­ან უცხოა თქვე­ნი პუ­ფი, რო­გორც ჩანს, ესეც თქვე­ნი შექ­მ­ნი­ლია...

- დი­ახ, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი იყოს ყვე­ლა ნივ­თი, რაც სახ­ლ­ში მაქვს. ეს პუ­ფი ჩე­მი ხე­ლით გა­ზე­თე­ბის­გან გა­ვა­კე­თე, პუ­ფის შიგ­ნით ბოთ­ლე­ბი ჩა­ვა­ლა­გე, მყარი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­რე დავ­ჭე­რი გა­ზე­თის ფურ­ც­ლე­ბი და ბო­ლოს შევ­ღე­ბე, სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და.

თე­მურ ჭო­ჭუა, სვეტ­ლა­ნას მე­უღ­ლე:

- სვეტ­ლა­ნა მარ­თ­ლა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია და სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფერს მი­სი ხე­ლი ეტყო­ბა. შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თ­ვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ მეტ­ლა­ხიც კი თა­ვი­სი ხე­ლით და­ა­გო ბი­ნა­ში, შპა­ლე­რიც გა­მოც­ვა­ლა, იატა­კიც მო­ხე­ხა და ლა­ქიც მი­სი წას­მუ­ლია. სულ ფუს­ფუ­სებს, უნ­და, რომ ყვე­ლა­ფერს მი­სი ხე­ლი ეტყო­ბო­დეს. მუდამ სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­შია და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, რო­ცა სა­ბო­ლოო შე­დეგს ნა­ხუ­ლობს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს ვუწყობ, თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე რომ აკე­თოს. ძი­რი­თა­დად დღის სა­ა­თებ­ში ხა­ტავს, რად­გან შუ­ქი სჭირ­დე­ბა ხატ­ვას. მუ­ზა რომ მოს­დის, ცდი­ლობს გან­მარ­ტოვ­დეს, მთლი­ა­ნად თა­ვის საქ­მე­შია ჩარ­გუ­ლი და მთელ სულ­სა და გულს აქ­სოვს მას­ში. მარ­თ­ლა ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა, ხე­ლო­ვა­ნია, პი­ა­ნი­ნო­ზეც მშვე­ნივ­რად უკ­რავს, კარ­გად მღე­რის. ძერ­წავს, ძალ­ზე ინ­ტე­რე­სი­ა­ნია და სულ ახ­ლის ძი­ე­ბა­შია. ორი­გი­ნა­ლუ­რი უყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი. ბუ­ნე­ბით რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია. თა­ვი­სი ხე­ლით გა­კე­თე­ბულ ფა­ი­ფუ­რის თო­ჯი­ნებს ბავ­შ­ვი­ვით ეფე­რე­ბა და ელა­პა­რა­კე­ბა. მე­ტალ­ზეც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს, ალ­ბათ შე­ამ­ჩ­ნევ­დით მე­ტა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ მის ნივ­თებს, ფე­რა­დი შუ­შე­ბის­გან ამ­ზა­დებს რა­ღა­ცებს და სკულ­პ­ტუ­რე­ბიც მრავ­ლად აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.
GzaPress
- მე­უღ­ლე თურ­მე პეტერბურგში გა­გიც­ნი­ათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ გა­უ­ჭირ­და?

- მა­შინ მა­ტა­რე­ბელ­ში შემ­თხ­ვე­ვით შევ­ხ­ვ­დი მა­მა­მისს და რომ გა­ი­გო ქარ­თ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, სახ­ლ­ში დამ­პა­ტი­ჟა. ოჩამ­ჩი­რე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი ტკბი­ლად ახ­სოვ­და და ქარ­თ­ვე­ლებს ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბო­და თა­ვის სახ­ლ­ში. მეც ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი მათ­თან, მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, მაგ­რამ სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი და რას ვიტყო­დი. მე­რე დავ­მე­გობ­რ­დით, მაგ­რამ მა­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ მო­მი­წია. ვი­ცო­დი, რომ მი­სი ოჯა­ხი სო­ხუმ­ში აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას. ხში­რად ვფიქ­რობ­დი მას­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­შინ არ იყო. ერ­თხელ ჩემს ძმას ვთხო­ვე პეტერბურგში მო­ე­კითხა მი­სი ოჯა­ხი. შე­ვიტყ­ვე, რომ ისი­ნი საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­სუ­ლან. ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე ხელ­მე­ო­რედ სვე­ტა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან გრძნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და ყვე­ლა­ფე­რი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. ახ­ლა დი­დი შვი­ლი გვყავს და ვცხოვ­რობთ ბედ­ნი­ე­რად. ძა­ლი­ან მინ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს სვე­ტა და მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნა­ხოს.
პ.ს მარ­თ­ლაც ორი­გი­ნა­ლუ­რი და ლა­მა­ზია მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი. მარ­ჯ­ვე ხე­ლე­ბით რომ ბევ­რი რა­მის შექ­მ­ნა შე­იძ­ლე­ბა, ეს ნათ­ლად ჩანს მი­სი შექ­მ­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თის ხილ­ვი­სას. ჩვენ კი ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ მას.



თეა ხურ­ცი­ლა­ვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი