რო­გორ იქ­მ­ნე­ბა "ე­რუ­დი­ტი"? ის, რაც სტა­ტი­ის მიღ­მა რჩე­ბა
font-large font-small
რო­გორ იქ­მ­ნე­ბა "ე­რუ­დი­ტი"? ის, რაც სტა­ტი­ის მიღ­მა რჩე­ბა
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და



10 წლის წინ, "გზის" რე­დაქ­ცი­ას ახა­ლი რუბ­რი­კის იდეა შევ­თა­ვა­ზე: ეს იქ­ნე­ბო­და სხვა სტა­ტი­ე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი "თა­მა­ში", სა­დაც რეს­პონ­დენ­ტ­თან სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­დან წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბი და­ის­მე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, იმ სირ­თუ­ლე­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­თან­ხ­მე­ბა რომ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მითხ­რეს, სა­ინ­ტე­რე­სოა, სცა­დე, რო­გო­რი გა­მო­ვაო და ასე და­ი­ბა­და "ე­რუ­დი­ტი".



რუბ­რი­კის სა­ხე­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ზუ­რაბ აბა­ში­ძის იდეა იყო.
პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი ლე­ი­ბო­რის­ტი გი­ორ­გი გუ­გა­ვა გახ­ლ­დათ. "გუ­გა­ვა მო­ვა" გა­გახ­სენ­დათ, ხომ? 10 წლის წინ მი­ვე­დი გუ­გა­ვას­თან და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და.
თავ­და­პირ­ვე­ლად რუბ­რი­კა ჟურ­ნა­ლის ყო­ველ მე­ო­რე ნო­მერ­ში იბეჭ­დე­ბო­და და მკითხ­ველ­თა მო­წო­ნე­ბაც მა­ლე და­იმ­სა­ხუ­რა. რე­დაქ­ტო­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ, სტა­ტია ყვე­ლა ნომ­რის­თ­ვის მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, თავ­და­პირ­ვე­ლად ცო­ტა­თი შე­მა­ში­ნა, მაგ­რამ ეს გა­მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე. დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო, ცნო­ბი­ლი სა­ხე სა­კუ­თა­რი ერუ­დი­ცი­ის სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნა­ზე რომ და­ი­თან­ხ­მო. რუბ­რი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მათ შო­რის - ურ­ჩი რეს­პონ­დენ­ტე­ბის და­თან­ხ­მე­ბის ხერ­ხე­ბი, პა­ტა­რა პრო­ფე­სი­უ­ლი ეშ­მა­კო­ბე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჯერ ვერ გავ­თ­ქ­ვამ, მაგ­რამ ამის დროც დად­გე­ბა.
10 წე­ლია, ჩემ­თ­ვის "გზის" ყო­ველ ახალ ნო­მერ­ზე მუ­შა­ო­ბა, "ე­რუ­დი­ტის" რეს­პონ­დენ­ტის ძი­ე­ბით იწყე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი საქ­მეა. მი­ნი­მუმ 5 ადა­მი­ანს მა­ინც უნ­და და­ვუ­რე­კო, ერ­თი თან­ხ­მო­ბა რომ მი­ვი­ღო. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლა­ფერს თან სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბიც ახ­ლავს.
შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან რეს­პონ­დენ­ტი მხო­ლოდ ერ­თხელ გა­მექ­ცა - ამ სიტყ­ვის სრუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. სხვებ­საც ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.
გაქ­ცე­ულ რეს­პონ­დენ­ტ­ზე გი­ამ­ბობთ: ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­ლ­დათ. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში და­მი­ბა­რა. მე და ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი, მი­შა როს­ტო­მაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტ­ში დათ­ქ­მულ დროს გა­მოვ­ცხად­დით, მაგ­რამ თა­ვად არ დაგ­ვ­ხ­ვ­და. სა­მა­გი­ე­როდ, უყუ­რადღე­ბოდ არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ, და­მი­რე­კა, მო­ი­ბო­დი­შა, სულ რა­ღაც 10 წუ­თით მაგ­ვი­ან­დე­ბა, და­მე­ლო­დე­თო. ეს ერ­თა­დერ­თი ზა­რი და ბო­დი­ში არ ყო­ფი­ლა, ლა­მის ყო­ველ 2 წუთ­ში რე­კავ­და: უკ­ვე მოვ­დი­ვარ, უკ­ვე მო­გი­ახ­ლოვ­დით, ბო­დიშს გიხ­დით, აი, უკ­ვე მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­დი­ვარ, ბო­დიშს გიხ­დით... მოკ­ლედ ათი წუ­თი ნამ­დ­ვი­ლად არ მოგ­ვიწყე­ნია. კა­ბი­ნეტ­ში ავე­დით, ზამ­თა­რი იყო, პალ­ტო ჩა­მო­მარ­თ­ვა, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა ყა­ვა, ჩაი, რო­მე­ლი გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ? მი­სი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მო­მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნას ცდი­ლობ­და. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა და­ვიწყეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­სა­ვალ­ში საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ბებ­ზე, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ვსა­უბ­რობთ. ეს რეს­პონ­დენ­ტიც ლა­პა­რა­კობ­და. ვერ ვიტყ­ვი, რომ სა­ინ­ტე­რე­სოდ, მაგ­რამ ლა­პა­რა­კობ­და. აი, კითხ­ვებ­ზე რომ გა­და­ვე­დით, მა­შინ კი და­მუნ­ჯ­და. პირ­ვე­ლი კითხ­ვა რომ მო­ის­მი­ნა, მითხ­რა, პა­სუ­ხი არ ვი­ციო. მე­ო­რე შე­კითხ­ვის შემ­დეგ მკითხა, სულ ასე­თე­ბი უნ­და მკითხოო? მე­სა­მე შე­კითხ­ვა­ზე წარ­ბე­ბი შეკ­რა, სა­ხე შე­ეც­ვა­ლა, პა­სუ­ხი არც მე­ოთხე შე­კითხ­ვა­ზე იცო­და, არც მე­ხუ­თე­ზე... ეს ჩემ­თ­ვის იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, გა­ვი­ფიქ­რე, შე­საძ­ლოა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ მპა­სუ­ხობს-მეთ­ქი და მო­რი­გი შე­კითხ­ვა ჩე­მი ეჭ­ვის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და­ვუს­ვი.

- რა ჰქვია სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­საგ­დებ ფურ­ცელს?

- ბი­უ­ლე­ტე­ნი, - სა­ო­ცა­რი სის­ხარ­ტე გა­მო­ავ­ლი­ნა და უეც­რად თვა­ლე­ბიც გა­უბ­რ­წყინ­და.
ამ გა­მო­ნა­თე­ბას ისევ მის­თ­ვის "გა­უ­გე­ბა­რი" კითხ­ვე­ბი მოჰ­ყ­ვა. მდგო­მა­რე­ო­ბას დიდ­ხანს ვე­ღარ გა­უძ­ლო და უეც­რად მითხ­რა, - და­მი­რე­კეს, უნ­და წა­ვი­დეო. - და­გი­რე­კეს? თქვენს ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რი არ შე­მო­სუ­ლა-მეთ­ქი. რო­გორც ჩანს, მიხ­ვ­და, უნი­ჭოდ რომ მო­იტყუა და უხერ­ხუ­ლი პა­უ­ზის შემ­დეგ, ფეხ­ზე წა­მოდ­გა, - არა, არა, უნ­და წა­ვი­დე. მა­გი­დი­დან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, გა­სა­ღე­ბი აიღო, კა­ბი­ნე­ტი­დან გა­ვი­და და კარ­თან გვე­ლო­დე­ბო­და, მე და მი­შაც რომ გავ­სუ­ლი­ყა­ვით. ჩვენ არ გავ­დი­ო­დით. ავუხ­სე­ნი, რომ უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლოდ იქ­ცე­ო­და, რომ ეს ინ­ტერ­ვიუ მე­ო­რე დღის­თ­ვის მზად უნ­და მქო­ნო­და, მაგ­რამ... წა­ვი­და და დაგ­ვ­ტო­ვა. ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან დღეს ის სა­ჯა­რო პი­რი აღარ არის. პო­ლი­ტი­კი­და­ნაც ისე გა­იქ­ცა, რო­გორც - ინ­ტერ­ვი­უ­დან.

- კითხ­ვე­ბით ჩემს ერუ­დი­ცი­ას ამოწ­მებთ, ამან შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნოს... მერ­ჩივ­ნა პო­ლი­ტი­კა­ზე გვე­სა­უბ­რა. - ინ­ტერ­ვი­უს შეწყ­ვე­ტა "ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის" ლი­დერ­მა, გო­ჩა ფი­ფი­ა­მაც სცა­და, შემ­დეგ კი "შე­ტე­ვა­ზე" გად­მო­ვი­და:
- თუ იცით, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი რო­მელ წლებ­ში მე­ფობ­და?
- ამას რა­ტომ მე­კითხე­ბით?

- ისე, არ შე­იძ­ლე­ბა?

- რომ არ იფიქ­როთ, ჩამ­ჭ­რე­ლი შე­კითხ­ვა და­მის­ვით, გი­პა­სუ­ხებთ, - 1089-1125 წლებ­ში.
პა­სუ­ხით აშ­კა­რად უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა, შემ­დე­გი "ჩამ­ჭ­რე­ლი" შე­კითხ­ვის დას­მა აღარც კი უც­დია.
რეს­პონ­დენ­ტე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლიც ხში­რად დავ­რ­ჩე­ნილ­ვარ, მაგ­რამ არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა წი­ნა­და­დე­ბე­ბი: "ან­სამბლ ჯაზს ვუს­მენ", "მურ­ვან ყრუ თუ რა გვა­რი იყო?" სხვა­თა შო­რის, ამ "მარ­გა­ლი­ტე­ბის" ავ­ტო­რიც ერთ-ერ­თი ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო.
ვრცე­ლია იმ რეს­პონ­დენ­ტ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც რუბ­რი­კა­ში ჩა­წე­რა­ზე დღემ­დე ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხ­მე. მა­თი უმე­ტე­სო­ბა ისე­თია, ვფიქ­რობ, "წლის ერუ­დი­ტიც" შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხ­და­რი­ყო, მაგ­რამ... რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აღარ მო­მის­მე­ნია: "ი­მიჯს, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­შე­ნებ­დი, 10 წუთ­ში და­მინ­გ­რევ", "ო­ღონდ "ე­რუ­დი­ტი" არ მიხ­სე­ნო და სხვა ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი". "შენ ძა­ლი­ან სა­ში­ში ხარ", "ეგ "გზა­ში" ყვე­ლა­ზე სა­ნერ­ვი­უ­ლო რუბ­რი­კა­ა"...
GzaPress
მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მარ­შა­ნია იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნ­და. რო­ცა და­ვუ­რე­კე, მის­მა რე­აქ­ცი­ამ გა­მაკ­ვირ­ვა, - უი "ე­რუ­დიტ­ში" უნ­და ჩამ­წე­რო? მი­ხა­რია. შეხ­ვედ­რის დროს კი "სი­ხა­რუ­ლის" მი­ზე­ზი ასე ახ­ს­ნა: - "გა­ნა იმი­ტომ მი­ხა­რია, რომ ძა­ლი­ან დი­დი ერუ­დი­ტი ვარ და ყვე­ლა კითხ­ვას პა­სუხს გავ­ცემ. რო­მელ კითხ­ვა­ზეც პა­სუ­ხი არ მე­ცო­დი­ნე­ბა, შემ­რ­ცხ­ვე­ბა. მო­მა­ვალ­ში მე­ტის წა­კითხ­ვა­სა და ცოდ­ნის შე­ძე­ნას შე­ვეც­დე­ბი. რომ გითხ­რა, ჟურ­ნა­ლებს ხში­რად ვკითხუ­ლობ-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებ, მაგ­რამ "გზა­ში" ამ რუბ­რი­კას წა­უ­კითხავს არას­დ­როს ვტო­ვებ. იმა­საც ვა­ღი­ა­რებ, რომ ბევ­რი რამ მის­წავ­ლი­ა".
"რომ მცოდ­ნო­და, ამ რუბ­რი­კის­თ­ვის მწერ­დი, არ შეგ­ხ­ვ­დე­ბო­დი", - ის ფრა­ზაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რად მეს­მის.
მსა­ხი­ობ ზუ­ზუ ბე­ჟაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­ლი­სა. შეხ­ვედ­რა­ზე ისე დამ­თან­ხ­მ­და, არც უკითხავს, რა თე­მა­ზე უნ­და გვე­სა­უბ­რა. რო­გორც კი რუბ­რი­კის და­სა­ხე­ლე­ბა გა­ი­გო, თავ­ში ხე­ლი შე­მო­ირ­ტყა. ბევ­რი ეცა­და, მაგ­რამ თა­ვი­დან ვე­რაფ­რით მო­მი­შო­რა. გან­სა­კუთ­რე­ბით ლუ­დის შე­სა­ხებ დას­მულ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის არ­ცოდ­ნამ "გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა".

- რა იყი­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ "სოთ­ბის" და "კრის­ტის" აუქ­ცი­ო­ნებ­ზე?

- (დე­დას ეძა­ხის) დე­და!!! გა­ა­ცი­ლე რა ჟურ­ნა­ლის­ტი (ი­ცი­ნის)... სულ ეგე­თე­ბი უნ­და მკითხო?
ჰო, კი­დევ ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა გა­მახ­სენ­და და ამა­საც გი­ამ­ბობთ: ჩემ­მა კო­ლე­გამ, ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვილ­მა მითხ­რა, ამ რუბ­რი­კა­ში რეს­პონ­დენ­ტებს რო­გორ წერ, ძა­ლი­ან მინ­და, ერ­თხელ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­გეს­წ­როო. იმ სა­ღა­მოს ერთ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვი შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი. დღეს ის ერთ-ერ­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტის პი­ა­რის სამ­სა­ხურს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. მარ­ტი­ვად რომ გითხ­რათ, თა­ვი არა­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნო. ოღონდ ახ­ლა მე შე­მეშ­ვი და თუ გინ­და, გო­გა ხა­ინ­დ­რა­ვას შე­გახ­ვედ­რე­ბო. ბა­ტონ გო­გას­თან იმ დღეს თა­ვად მქონ­და და­რე­კი­ლი და ვი­ცო­დი, თბი­ლის­ში არ იყო. და­ვინ­ტე­რეს­დი, კი­დევ რა შე­თა­ვა­ზე­ბებს მო­ი­ფიქ­რებ­და, - და­რე­კე-მეთ­ქი. - ქა­ლა­ქი­დან გა­სუ­ლი ყო­ფი­ლა, - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა კი­დევ შე­მომ­თა­ვა­ზა. ის პე­რი­ო­დი იყო, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "სა­კან­ში" რომ იჯ­და. "მა­ეს­ტ­რო­ში" წა­ვი­დეთ, გი­ას ჩა­გა­წე­რი­ნე­ბო; წყნეთ­ში წა­ვი­დეთ, მე­გობ­რე­ბი მწვა­დის შეწ­ვას ვა­პი­რებთ და ჩვენ­თან ერ­თად იყა­ვიო... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბევ­რი იწ­ვა­ლა, მაგ­რამ ვერ "მომ­ქ­რ­თა­მა". და­ჩი ცა­გუ­რია, წლე­ბის შემ­დეგ მო­გი­კითხავ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­სოვს? უნ­და ვა­ღი­ა­რო, კარ­გი რეს­პონ­დენ­ტი იყა­ვი და თა­ვის დაძ­ვ­რე­ნას რა­ტომ ცდი­ლობ­დი?
წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 52 ნო­მე­რი გა­მო­დის და იმ­დე­ნი "ე­რუ­დი­ტი" მაქვს და­წე­რი­ლი, რამ­დე­ნიც 10-ისა და 52-ის ნამ­რავ­ლია. ვა­ღი­ა­რებ, ეს რუბ­რი­კა მხო­ლოდ რეს­პონ­დენ­ტე­ბის­თ­ვის კი არა, ჩემ­თ­ვი­საც დი­დი წვა­ლე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "გზა­ში" სულ 4 სა­ავ­ტო­რო რუბ­რი­კა მაქვს, "ე­რუ­დი­ტი" გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ჟურ­ნა­ლი ამ რუბ­რი­კის გა­რე­შე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ გა­მო­სუ­ლა. ასეთ დროს კი მკითხ­ველს რე­დაქ­ცი­ა­ში და­უ­რე­კავს და საყ­ვე­დუ­რი უთ­ქ­ვამს. ეს ის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა საყ­ვე­დუ­რიც კი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია.
ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით დავ­წე­რე, დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბით, 10 წლის ერთ სტა­ტი­ა­ში ჩა­ტე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ სტა­ტი­ას ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს ვამ­ზა­დებ. დას­მულ შე­კითხ­ვებ­ზე სწო­რად გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ვავ­ლენ "წლის ერუ­დიტს", "ან­ტი­ე­რუ­დიტს", ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ, ბუზღუ­ნა, დაბ­ნე­ულ, შა­რი­ან რეს­პონ­დენ­ტებს და მათ სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რებს გა­დავ­ცემთ. "წლის ერუ­დი­ტე­ბი" ყო­ველ­თ­ვის მო­დი­ან, წლის "ან­ტი­ე­რუ­დი­ტე­ბი" - იშ­ვი­ა­თად. ესეც გა­სა­გე­ბია. "ან­ტი­ე­რუ­დი­ტე­ბი­დან" გა­მორ­ჩე­უ­ლად ხა­ლი­სი­ა­ნი დი­ზა­ი­ნე­რი ბი­ჭო­ლა იყო. რომ და­ვუ­რე­კე და ეს ამ­ბა­ვი ვუთხა­რი, ძა­ლი­ან გა­ხა­ლის­და. მე­რე კი რე­დაქ­ცი­ა­ში კუთ­ვ­ნი­ლი პრი­ზის წა­სა­ღე­ბა­დაც მო­ვი­და. - წლის "ან­ტი­ე­რუ­დი­ტი" მო­ვე­დი, ჩე­მი პრი­ზი სად არი­სო? შინ "დე­და ენით" ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და.
წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "წლის ერუ­დი­ტე­ბის" ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: გია თორ­თ­ლა­ძე, ირაკ­ლი ღვა­ლა­ძე (ის ერ­თა­დერ­თი მი­ნის­ტ­რი იყო, რო­მე­ლიც ამ რუბ­რი­კა­ში ჩა­წე­რა­ზე დაგ­ვ­თან­ხ­მ­და), კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ზვი­ად ქო­რი­ძე, 12 წლის ცოტ­ნე გვა­სა­ლია, გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე, 2015 წელს, თა­ნა­ბა­რი ქუ­ლე­ბით დი­მა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი და კრის­ტი ყიფ­ში­ძე, და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი. წელს 50 რეს­პონ­დენტს შო­რის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი პა­ა­ტა კიკ­ვა­ძე გახ­ლ­დათ.
და­ბო­ლოს, მად­ლო­ბა თქვენ ყვე­ლას, ვინც კითხუ­ლობთ ჟურ­ნალს და "გზა­ში" "ე­რუ­დიტს" ელო­დე­ბით.
ბედ­ნი­ერ 2018 წელს გი­სურ­ვებთ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი