ერთგული, მოუსვენარი და აქტიური ძაღლები - როდის ხდება სარკაზმი დამცავი იარაღი
font-large font-small
ერთგული, მოუსვენარი და აქტიური ძაღლები - როდის ხდება სარკაზმი დამცავი იარაღი
ძაღლის წელი კარგია ოჯახის შესაქმნელად

როგორი იქნება ქვეყნისთვის ოქროსფერი ძაღლის წელი, რას უნდა ველოდოთ, რომელ სფეროშია მოსალოდნელი ცვლილებები, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საინტერესო პროგნოზს აკეთებს.

- წინა წლებთან შედარებით, ძაღლის წელი მშვიდი იქნება. სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ სასამართლო პროცესებსა და ეკონომიკურ სფეროში. 2022 წლამდე ლარს სტაბილურობის მიღწევა გაუჭირდება, მაგრამ გაცილებით მყარი იქნება, ვიდრე - ბოლო 2 წლის განმავლობაში. დიდი ცვლილებები იქნება პოლიტიკაში მინისტრების, პრემიერის, პრეზიდენტის დონეზე. სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების ერა იწყება. გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები გრძელვადიანი გეგმებით. 2021 წლიდან საქართველოში 12-წლიანი ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პერიოდი იწყება. ეკონომიკური სიძლიერის ფუნდამენტს ჩაეყრება საფუძველი. უცხოური ინვესტიციები შემოვა ქვეყანაში, მაგრამ ინვესტიციების პიკი 2019 წელს იქნება.
ძაღლის წელი კარგია ოჯახის შესაქმნელად. ამ წლის ფავორიტი ნიშანი მორიელია. გაუმართლებთ ადამიანებს, რომლებიც ერთგულები, მოწესრიგებულები, შრომისმოყვარეები და პუნქტუალურები არიან.
"დღისით დაბადებული ძაღლი უფრო მშვიდია, ვიდრე - ღამით დაბადებული. ნებისმიერ სიტუაციაში მათ შეიძლება ენდოთ და დაეყრდნოთ. არ სჩვევიათ გრძნობების აფიშირება. ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებთ. ერთგულება საყვარელი ადამიანებისადმი იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უტოლდება," - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულებს. ვნახოთ, როგორია ვერიკო ტურაშვილის, ანა გიუნტერის და მამუკა ლომაშვილის ასტროპორტრეტი.
მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ძაღლის წელში დაბადებული ქალწულია.
- უკვე გააზრებულად, ჩემი ნიშნის წელს მეორედ ვხვდები და სიმართლე გითხრა, მოლოდინიც განსხვავებული მაქვს. ასტროლოგთა პროგნოზს უკვე გავეცანი. ვიცი, წელს ჩემთვის კარგი წელი იქნება.
- ერთგულება შენი ხასიათის გამოკვეთილი თვისებაა?
- ნამდვილად ასეა.
- იმდენად უსაზღვრო, რომ თავგანწირვასაც უტოლდება?
- რაღაც ეტაპზე შეიძლება, ასეც მოხდეს, მაგრამ ჯერ თავი არ გამიწირავს. მართლა ძალიან ერთგული ვარ.
- "გულის სიღრმეში თვლის, რომ მისი გაგება ნაკლებად თუ შეუძლია ვინმეს".
- ვერ დავეთანხმები, მთვარე მორიელში მყავს და ეს ხასიათზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
- "ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებს".
- სარკაზმს არ უარვყოფ, მაგრამ სიჯიუტე ნაკლებად მჩვევია. სარკაზმული იუმორით გამოვირჩევი, მაგრამ უტაქტო არ ვარ. ასე იქ ვლაპარაკობ, სადაც ვიცი, გამიგებენ. თავდასხმის დროს, ზოგჯერ სარკაზმი იარაღიც კი არის.
- "თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ".
- ვცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იოლი არ არის, საკუთარ თავში ძალას ყოველთვის ვპოულობ.
- "დღისით დაბადებული ძაღლი უფრო მშვიდია, ვიდრე - ღამით დაბადებული".
- მე ღამის 4 საათზე ვარ დაბადებული.
- "მიუხედავად ერთი შეხედვით ინდიფერენტული, ცივი იმიჯისა, ბუნებით დიდსულოვანი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებულია. არ ახასიათებს გრძნობების აფიშირება".
- ჰო, აფიშები არასდროს გამომიკრავს. ზომიერი ვარ ემოციების გამოხატვისას.
- გულჩათხრობილიც ხარ?
- არა, ეგ ჩემს ხასიათში საერთოდ არ არის.
- "შეუძლია იცხოვროს კომფორ­ტის გარეშე, მაგრამ ფული თუ დასჭირდება, სხვებზე ადვილად იშოვის".
- ფული მჭირდება იმისთვის, რომ კარგად და კომფორტულად ვიყო. მე არ ვარ შემგროვებელი. ზოგჯერ ვიღებ გადაწყვეტილებას, დახმარებას ვთხოვ ბანკს და მერე სესხს ვიხდი გაუთავებლად.
- ხმაურიანი გარემო გაფრთხობს?
- არა.
- ექსტრავაგანტურ ადამიანებს გაურბიხარ?
- არა, საინტერესოები არიან. მე არ მიყვარს სიმშვიდე, მარტოობა.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ სიყვარულში დიდი გამოწვევების წინაშე დადგებით.
- გამოუშვი კოსმოსო, გამოუშვი!
- "სიყვარული არასდროს აბრმავებს. ის პარტნიორის ნაკლს ყოველთვის ხედავს".
- ვაი, რომ ვხედავ. ზოგჯერ რაღაცებზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია და მერე ეს ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება. საერთოდ, ყველაფერში ზომიერება მიყვარს.

ანა გიუნტერი ძაღლის წელში დაბადებული კუროა.
- ყოველი ახალი წლის დადგომას განსაკუთრებული იმედითა და მოლოდინით ვხდები, მაგრამ როცა იცი და გეუბნებიან, შენი წელი იწყებაო, ადამიანზე ეს ფსიქოლოგიურად მაინც სხვაგვარად მოქმედებს.
- "კეთილი პიროვნებაა, ერთგულებით გამოირჩევა, მისი ნდობა ყოველთვის შეიძლება".
- ის ვერ გამიგია, ძაღლი თუ არის ერთგული, ადამიანს ეს რატომ არ უნდა შეეძლოს?
- "მოუსვენარი და აქტიურია, ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს".
- ძალზე მოუსვენარი და აქტიური ვარ. ვერ წარმომიდგენია, წლობის განმავლობაში, ერთ და მათთვის უინტერესო ადგილზე როგორ ჩერდებიან. მე მაქვს სამსახური, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. მხოლოდ ხელფასის გამო არ ვმუშაობ. მიყვარს ჩემი საქმე და ბოლომდე ვიხარჯები, ჩემი ცხოვრების ნაწილია.

- ჯიუტი ხარ?

- მეგონა, რომ ჩემზე ჯიუტი ადამიანი ბუნებაში არ არსებობდა. ვინმე რომ მეტყოდა, იმეცადინეო, ვტიროდი, - არ მინდოდა, ვინმეს ნათქვამის მიხედვით მემოქმედა. სიტყვას რომ ვიტყოდი, იმას აუცილებლად ვასრულებდი. არ ვიცი, ეს რამდენად კარგი თვისებაა. რაც ჩემს ხასიათში არ მომწონს, ის არის, რომ არ შემიძლია ადამიანებთან, რომლებმაც ერთ დროს მაწყენინეს, ურთიერთობა გავაგრძელო.

- შეცდომის აღიარება გიჭირს?

- არა, ნამდვილად არ მიჭირს.
- "ერთი შეხედვით ცივი და ინდიფერენტული იმიჯის მიღმა, სულ სხვა პიროვნება იმალება", - ეს შენთვის ვინმეს უთქვამს?
- არაერთხელ უთქვამთ, - სხვაგვარი წარმოგვედგინე, გაგიცანი და სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდიო.
- გრძნობების აფიშირება გჩვევია?
- არა. ადრე ვამბობდი, ოღონდ გრძნობა მეწვიოს და ამ ამბავს გაზეთებშიც დავწერ-მეთქი.
- სიყვარულში ახალი გამოწვევისთვის მზად ხარ?
- რა თქმა უნდა, დადებითი ემოციების მისაღებად ყოველთვის მზად ვარ.
- "მისი ერთგულება საყვარელი ადამიანისადმი ხშირად იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უტოლდება".
- სიყვარული თავგანწირვაა, აბა, რა არის? სიყვარულია ის, რომ ბევრი რამის დათმობა შეგიძლია.
- სარკაზმი რა დოზითაა შენს ხასიათში?
- სარკაზმი მჩვევია, მაგრამ ეს უსიამოვნების მიზეზი არასდროს გამხდარა.
მამუკა ლომაშვილი ძაღლის წელში დაბადებული მერწყულია.
- ძაღლის წელი მიყვარს, ძაღლიც მიყვარს. დარწმუნებული ვარ, კარგი წელი იქნება.
- შეგიძლია თქვა, რომ ძაღლივით ერთგული ხარ?
- ნამდვილად ასეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ამის თქმა. ერთგულება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, ძალიან ვაფასებ. ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები სამართლიანობის მოყვარულები და დამცველებიც ვართ, ბოლომდე გატანა ვიცით.
- "მოუსვენარი და აქტიურია, ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს".
- ძალიან აქტიური ვარ. საკუთარი თავი ისეთ სამსახურში ვერ წარმომიდგენია, სადაც მთელი დღის განმავლობაში, ერთ ადგილზე ყოფნა მომიწევს. ადამიანებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა ძალიან მიყვარს. სიჯიუტე მჩვევია. ყოველთვის ვცდილობ, რასაც ვიტყვი, იმ პოზიციაზე დავრჩე. შეიძლება მივხვდე, მართალი არ ვარ, მაგრამ თავს მდგომარეობიდან მოხერხებულად ვიძვრენ ხოლმე.
- "საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".
- საკუთარი აზრის გამოთქმას არასდროს ვერიდები, თუნდაც ის აზრი ბევრისთვის მიუღებელი და უსიამოვნო იყოს. ხშირად ჩემი კარიერისთვის სიმართლის თქმა დამღუპველიც ყოფილა, მაგრამ მაინც მითქვამს. ცხოვრებაში არანაირი დაბრკოლება არ მაშინებს. თუ მართალი ხარ, ბოლომდე უნდა გაიტანო. როცა ვხედავ, სხვა იჩაგრება, ამ დროს უფრო ვერ "ჩამაქრობ", ვიდრე მაშინ, როცა მე მექცევიან უსამართლოდ.
- "მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ".
- სპონტანურობა მჩვევია. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ყოველ შემდეგ ნაბიჯს ერთი თვე გეგმავს და მერე, ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს. სპექტაკლს რომ ვდგამ, შეიძლება პრემიერის წინა დღეებში საერთოდ ყველაფერი ავრიო.
- "ის პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".
- შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მარტივად ვხვდები, ვინ ვინ არის. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებისგან დაზღვეული არც ერთი ვართ, მე ეს ძალიან რთულად გადამაქვს, ბევრს ვნერვიულობ.
- "მიუხედავად იმისა, რომ მას გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი თითქმის არ ჰყავს".
- ასეა, მთავარი ხარისხია და არა - რაოდენობა. ერთგულება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის მიხედვითაც მეგობრებს ვირჩევ. არ მიყვარს ტყუილი და მლიქვნელობა.
- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო".
- მოლაპარაკება რთული არ არის, რადგან ყველას ვუსმენ. გადაწყვეტილებას ყოველთვის საკუთარი შეხედულებისამებრ ვიღებ. არც იმის აღიარების მეშინია, რომ ვიღაცის აზრი გავითვალისწინე. თუ ვხედავ, არასწორი ვარ, ამასაც ვაღიარებ.
- "გულის სიღრმეში თვლის, რომ მისი ყოველთვის არ ესმით".
- მგონია, რომ ცოტათი განსხვავებულ განზომილებაში ვარ, ჩემი საფიქრალი, კითხვები ისეთია, რაზეც ფართო საზოგადოება არ რეაგირებს. გახშირდა მომხვეჭელობა, ზოგი გასამდიდრებლად იბრძვის, ზოგი - ძალაუფლებისთვის... ეს ჩემში არ არის, რაც შეიძლება ცუდიც კია.
- "უჭირს შეცდომების აღიარება".
- გააჩნია, ვისთან უნდა ვაღიარო. უშეცდომო არავინ ვართ. შეცდომებზე სულ ვფიქრობ, ვაანალიზებ. მომაკვდინებელი, მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომები არ დამიშვია - ისეთი, ვინმესი რომ შემრცხვეს.
- "ძაღლის წელში დაბადებული მერწყული იშვიათად ერევა სხვის ცხოვრებაში, ამას კონკრეტულად ვინმე თუ არ მოსთხოვს. თუმცა, უნარი გზააბნეული ადამიანებისთვის გზის მაჩვენებელი და მრჩეველი იყოს, ნამდვილად აქვს".
- პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის სწორი რჩევის მიცემა, ნამდვილად შემიძლია. ზოგი მეუბნება, შენ ფსიქოლოგი ხარო. მე კი მგონია, რომ სიტუაციის ანალიზის უნარი კარგად მაქვს განვითარებული. ყველას ვურჩევ, ძაღლის წელში დაბადებულ ადამიანებთან იმეგობრონ!

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და
თო­ჯი­ნებს ბავ­შ­ვი­ვით ეფე­რე­ბა და ელა­პა­რა­კე­ბა
დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ლუ­დო­მა­ნე­ბის საშ­ვე­ლად გა­ერ­თი­ან­დ­ნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი