ღვინოში ამოვლებული წითელი ვაშლები - ცნობილების საახალწლო ტრადიციები
font-large font-small
ღვინოში ამოვლებული წითელი ვაშლები - ცნობილების საახალწლო ტრადიციები
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე

ახალი წელი ბევრისთვის ულამაზესი და ზღაპრული დღესასწაულია, რომელიც ბავშვობიდან მოდის და მერეც გრძელდება. მსახიობები: პაატა ბარათაშვილი, მარინა კახიანი, ბესო ბარათაშვილი ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებენ.


საახალწლო სურვილი

პაატა ბარათაშვილი:
- ჩემთვის ახალი წელი მუდამ განსაკუთრებულია, რადგან პირველ იანვარს დავიბადე. ამ დღეს ყოველთვის ველოდი, მაშინ ნამდვილ ნაძვის ხეს დგამდნენ ხოლმე და საერთოდ, ორმაგი დღესასწაული იყო. საჩუქრებს ვიღებდი დედ-მამისგან, ბებიისგან და მთელი ნათესაობა ჩვენთან მოდიოდა. ყველაზე დიდი ზეიმი მაშინ მქონდა, როცა სათამაშო მანქანას მჩუქნიდნენ. ერთხანს გერმანული სათამაშო რკინიგზა შემოვიდა მაღაზიებში, ის ჩემთვის ყველაფერზე უკეთესი გახდა. მერე წამოვიზარდე და დაბადების დღეზე (ე.ი. ახალ წელს) ფულს მჩუქნიდნენ. ამაყი ვიყავი, საკუთარი თანხა გამიჩნდა. სტუდენტობის დროსაც მშვენიერ ახალ წლებს ვატარებდი, უკვე ღამისთევით. მხატვარი მეგობარი მყავს, ქეთი მატაბელი, მასთან ხშირად ვიკრიბებოდით და ახალ წელსაც რამდენჯერმე იქ შევხვდით.
ბატონი მიშა თუმანიშვილის დროს თეატრში ასეთი ტრადიცია არსებობდა: ყოველი წლის 31 დეკემბერს, დღის 12 საათზე ყველანი ვიკრიბებოდით. ბატონი მიშა ჩვენს მსახიობს, ცხონებულ რეზო იმნაიშვილს წითელი ვაშლების მოსატანად გაგზავნიდა - იმდენს მოიტანდა, რამდენი ადამიანიც ვიყავით. მთელი დასი დავსხდებოდით და ერთმანეთს ვუზიარებდით იმ წლის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ეს ფაქტობრივად, ერთგვარი აღსარება იყო, შემდეგ წითელ ვაშლს წითელ ღვინოში ამოვავლებდით, გავწმენდდით და თითოეულს სახლში მიგვქონდა. ღამის 12 საათის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაშლი უნდა ჩაგვეკბიჩა და გვეფიქრა იმაზე, რომ ერთმანეთის გარეშე ვერაფერს შევძლებდით. ეჰ, რა სხვანაირი კაცი იყო ბატონი მიშა!
ჩემი ოჯახის საახალწლო ტრადიციას რაც შეეხება, იყო და არის ის, რომ გინდა თუ არ გინდა, დაბადების დღე არ ამცდება. გეფიცებით, მართლა მენატრება, რომ ვინმესთან შევხვდე ახალ წელს (იცინის). მეკვლე ერთხელ ვიყავი საკუთარ ოჯახში და ცუდად დამებედა, მაგრამ სხვასთან კარგი ფეხი მაქვს.
2018 წლის პირველ იანვარს 65 წლისა ვხდები და აქ, თუმანიშვილის თეატრში ვაპირებ აღნიშვნას, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად. ჩემი საახალწლო სურვილი კი ის იქნება, რომ ხალხი, ვინც ქართულ კულტურას წლების მანძილზე ერთგულად და პატიოსნად ემსახურა, დააფასონ და სათანადო პატივი სცენ.

"საცივს დილაუთენია ვამზადებდი"

მარინა კახიანი:
- ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე, მაგრამ ეტყობა, ჩემი რაღაც ნაწილი ბავშვობაშია დარჩენილი. არ ვიცი, რამდენად მჯერა, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ ჯადოსნური ღამის მჯერა, რომელიც ამ ულამაზეს დღესასწაულს თან ახლავს. სასიამოვნო დღეა, თუმცა ერთი წელი გვემატება და დროც ძალიან სწრაფად გადის. ყოველ წელს ზოგადად, ბევრი რამ ხდება, მით უმეტეს, ხელოვანის ცხოვრებაში ყოველთვის არის ახალი სპექტაკლები, ფილმები და ა.შ., მაგრამ მოიხედავ და უკვე ახალი წელია მომდგარი. ეს გარკვეულწილად სევდის მომგვრელია.
ერთხელ 11-12 წლისა ვიქნებოდი, ჩემთან მეგობარი გოგონა დარჩა და ერთად უნდა შევხვედროდით ახალ წელს, მაგრამ სინათლე ჩაქრა. შუქის მოსვლამდე ცოტა ხნით თვალი მოვატყუეთ. ჩაგვეძინა და ახალ წელს ვერ შევხვდით, ამიტომ ის წელი დამამახსოვრდა.
1991 წლის დეკემბერში ათენიდან მეგობრებთან ერთად დავბრუნდი მოსკოვში და იქიდან თბილისში ვეღარ მოვფრინავდით, არ იყო არც თვითმფრინავის და არც მატარებლის ბილეთები. წარმოიდგინეთ, 29 დეკემბერია! ჩემმა მეუღლემ როგორღაც იშოვა მატარებლის ბილეთი. წამოვედით, მაგრამ შეფერხებების გამო ისე ნელა მოდიოდა, რომ 31 დეკემბერს ძალიან გვიან ჩამოვედით თბილისში. რა თქმა უნდა, სადგურზე მეუღლე დამხვდა ჩემს პატარა შვილთან ერთად, თუმცა სახლში მისვლა ვერ მოვასწარით და 12 საათს ქუჩაში შევხვდით. მანქანა გზაზე გავაჩერეთ და ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ.
ტრადიციულად ნაძვის ხეს 31 დეკემბერს ვდგამ, დედაჩემიც ასე იქცეოდა და არ მინდა შევცვალო. მომწონს წინასაახალწლო ფუსფუსი, რა თქმა უნდა, სუფრაზე აუცილებელია საცივი და გოზინაყი, ნაძვის ხეს ვრთავ შვილთან ერთად და ყოველთვის დაღლილი მივუჯდები ხოლმე მაგიდას. ბოლო რამდენიმე წელი რუსთაველის თეატრის საახალწლო წარმოდგენებში ვიყავი დაკავებული და რეპეტიციები ღამის 2 საათზე მთავრდებოდა. საცივს ყოველთვის 30 დეკემბერს საღამოს ვაკეთებდი, მაგრამ ეს ბოლო წლები დილის 5 საათზე მიწევდა კეთება, რადგან სახლში გვიან მოვდიოდი. წელს საახალწლო სპექტაკლში არ ვმონაწილეობ. თითქოს სასიამოვნოა, რომ ბევრ რამეს მოვასწრებ, ახალ წელს უფრო შევიგრძნობ, მაგრამ არა! მსახიობები ხომ ცოტა უცნაური ხალხი ვართ - როცა არ მეცალა და საცივს დილაუთენია ვამზადებდი, ამას ჰქონდა თავისებური ხიბლი.

"ხალხი იჯდა ეგერ-აგერ"
ბესო ბარათაშვილი:
- ბავშვობაში ოჯახში მეკვლედ ერთი და იგივე კაცი მოდიოდა, მერე ის გარდაიცვალა და სხვამ გააგრძელა მეკვლეობა. ჩემი მშობლები ჭიათურის თეატრში მუშაობდნენ, მეც ყოველთვის იქ ვიყავი, ყველაფერს ვესწრებოდი და არა მარტო ახალი წლის დღეებში. ჭიათურის თეატრის მსახიობი, თოვლის ბაბუის კოსტიუმში გამოწყობილი დადიოდა ხოლმე ნაცნობებთან და ჩვენთანაც, მას ხმაზე ვცნობდი...
როცა ოჯახი შევქმენი, მეკვლის ფუნქცია ჩემმა მეუღლემ იკისრა - გავიდოდა ბინიდან და შემოვიდოდა. მე არ მიყვარს მეკვლეობა. ერთხელ, ვისი მეკვლეც ვიყავი, ის კაცი გარდაიცვალა. ეტყობა, კარგი ფეხი არა მაქვს და ამიტომ ვერიდები. ახალ წელს ტრადიციულად, შინ ვხვდებით, სამ სადღეგრძელოს ვიტყვი და მერე ჩემი შვილი თავის მეგობრებთან მიდის, მე - ჩემს მეგობრებთან, მაგალითად ჭოლასთან. საახალწლო წარმოდგენაში ვმონაწილეობ, დიკენსის "საშობაო სიმღერაში" სკრუჯის როლი მაქვს. ერთმა ბავშვმა გამლანძღა, ბოროტოო. დარბაზში დიდი ჟრიამული დგას ხოლმე, 400 ბავშვს როგორ გააჩერებ? სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს ფოტოების გადაღება უყვართ.
თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ორი წელი ჭიათურის თეატრში ვიმუშავე. ერთხელ, 31 დეკემბერს ვთამაშობდით სპექტაკლს, დასავლეთში ასე იტყვიან ხოლმე: ხალხი იჯდა ეგერ-აგერ. 8 საათზე დაიწყო წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ყველას გვეჩქარებოდა. მსახიობები შევთანხმდით და უცბად, უცბად, სამსაათიანი სპექტაკლი საათ-ნახევარში ჩავარიხინეთ. ის ხალხიც რამ მოიყვანა 31 დეკემბერს? (იცინის).


ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი