დუ­შე­ლი "ტიგ­რა­ნას" ცხოვ­რე­ბის გზა - რო­გორ აჩუ­ქეს ელე­ნე ყიფ­ში­ძეს მსუ­ბუ­ქი ქმა­რი...
font-large font-small
დუ­შე­ლი "ტიგ­რა­ნას" ცხოვ­რე­ბის გზა - რო­გორ აჩუ­ქეს ელე­ნე ყიფ­ში­ძეს მსუ­ბუ­ქი ქმა­რი...
30 წლის მან­ძილ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს 70-ზე მე­ტი რო­ლი


იოსებ კა­კა­ლაშ­ვილს დუ­შე­თის სა­ხალ­ხო თე­ატ­რ­ში 70-ზე მე­ტი რო­ლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, 30 წლის მან­ძილ­ზე კი დუ­შე­თის კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. ბევრ ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად უთა­მა­შია სცე­ნა­ზე. ბა­ტო­ნი იოსე­ბი 82 წლი­საა და დღემ­დე სა­ხალ­ხო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით-მეთ­ქი, რომ ვუთხა­რი, ვი­თო­მო? - და­ეჭ­ვე­ბით მკითხა. არა­და, წლე­ბი მარ­თ­ლაც არ ეტყო­ბა, კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებს მოღ­ვა­წე­ო­ბას და თა­ვის მა­ყუ­რე­ბელს კვლა­ვაც უხა­რებს გულს. დუ­შე­ლებს დღემ­დე ახ­სოვთ მი­სი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტიგ­რა­ნა და იოს­კას (რო­გორც იქა­უ­რე­ბი ეძა­ხი­ან) და­ნახ­ვა­ზე ერ­თ­მა­ნეთს ეუბ­ნე­ბი­ან: ნა­ხეთ, ტიგ­რა­ნა მო­დი­სო...



- დუ­შეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მა­მა­ჩე­მი 1937 წელს და­ი­ჭი­რეს და ტაშ­კენ­ტ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, რა­ღაც ზედ­მე­ტი სიტყ­ვა წა­მოს­ც­და ეტყო­ბა და ვი­ღა­ცას არ მო­ე­წო­ნა. დე­დას 5 შვი­ლი დავ­რ­ჩით. 4 და მყავ­და, ნა­ბო­ლა­რა მე ვი­ყა­ვი. დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს ცი­ხი­დან და მე­რე უკ­ვე ომი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მა­მა­ჩე­მის სამ­კუთხა წე­რი­ლე­ბი. ბო­ლო წე­რი­ლი არ­ხან­გელ­ს­კი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნია. დე­და­ჩემს სწერ­და, რომ სა­სა­მარ­თ­ლო უკ­ვე ჰქონ­და და ერ­თი კვი­რის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დ­ნენ. მე­ო­რე წე­რილ­ში კი ეწე­რა: ომი და­იწყო, პა­ტიმ­რებს ფორ­მე­ბი ჩაგ­ვაც­ვეს და სად მივ­ყა­ვართ, არა­ვინ ვი­ცი­თო. პირ­ველ­სა­ვე წელს და­ი­ღუ­პა. არც მახ­სოვს მა­მა­ჩე­მი. რომ გა­და­უ­სახ­ლე­ბი­ათ, მა­შინ 2 წლის ვყო­ფილ­ვარ.

- მე­რე, რო­გორ გზრდი­დათ დე­და 5 შვილს მარ­ტო?

- იცით, რა დი­დი გა­ჭირ­ვე­ბით გვზრდი­და? დე­და დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და სა­ნე­პიდ­სად­გურ­ში. საჭ­მე­ლი თით­ქოს გვქონ­და, მაგ­რამ სულ გვში­ო­და - სამ­ყო­ფი არას­დ­როს იყო, ყვე­ლა­ფერს გა­მო­ზო­მი­ლად ვჭამ­დით. მომ­ჭირ­ნე­ო­ბით ვცხოვ­რობ­დით. დე­დას ხელ­საქ­მე ეხერ­ხე­ბო­და და ულა­მა­ზეს რა­ღა­ცებს ქსოვ­და: ტან­საც­მელს, თავ­საფ­რებს, გა­და­სა­ფა­რებ­ლებს და ა.შ. ერთ ჟა­კეტს რომ მოქ­სოვ­და, ერთ ფუთ სი­მინ­დ­ში ცვლი­და. მე­რე წყლის წის­ქ­ვილ­ზე სი­მინ­დის დაფ­ქ­ვაც რომ გა­ჭირ­და, ერთ ფუთ ფქვილ­ზე და­იწყო გა­დაც­ვ­ლა. მახ­სოვს, ტა­ლო­ნე­ბით 2 კი­ლო­სა და 600 გრამ პურს ვი­ღებ­დით. დე­და მჭადს გა­მო­აცხობ­და და პა­ტარ-პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად ჭრი­და, ყვე­ლას რომ შეხ­ვედ­რო­და. ასეთ ტან­ჯ­ვა­სა და წვა­ლე­ბა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში სკო­ლა­ში ფეხ­შიშ­ვე­ლა წავ­სულ­ვარ. მი­ვი­დო­დით და კლას­შიც სი­ცი­ვე იყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, დე­და ერთ დღე­საც არ მაც­დე­ნი­ნებ­და სკო­ლას. სა­მებ­ზე და ოთხებ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ მა­შინ ისე­თი სიმ­კაც­რე იყო, დღე­ვან­დელ ათებს სჯობს ის ნიშ­ნე­ბი. არ გა­უ­ჯავ­რ­დე ბავშვს, ზედ­მე­ტი არა­ფე­რი უთხ­რა, - დღეს ასეა მი­ღე­ბუ­ლი. არა, შენ შე­მო­გევ­ლე, ასე რო­გორ აღ­ზ­რ­დი სახ­ლ­ში შვილს და სკო­ლა­ში - მოს­წავ­ლეს? მას­წავ­ლე­ბელს წინ რო­გორ გა­და­უს­წ­რებ­დი, გე­რი­დე­ბო­და ყვე­ლაფ­რის. ახ­ლა პირ­და­პირ სა­ხე­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ. შე­იც­ვა­ლა ხალ­ხი. ჩვენ, ძვე­ლი დუ­შე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს შენ შე­მო­გევ­ლე, შენ გე­ნაც­ვა­ლე­თი ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, ახ­ლან­დე­ლე­ბი კი უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით იწო­ნე­ბენ თავს.

- თქვენს ოჯახ­ზეც მითხა­რით, რო­გორ და­ქორ­წინ­დით, რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ?

- სხვა­თა შო­რის, ცო­ლის­დად მე­კუთ­ვ­ნი (ი­ცი­ნის) - ჩე­მი ცო­ლიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია. გუ­ლო აფ­თი­აქ­ში მუ­შა­ობ­და ბუ­ღალ­ტ­რად. 29 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი, მო­მე­წო­ნა და შე­ვუღ­ლ­დით კი­დეც. ძა­ლი­ან მე­ო­ჯა­ხე და კარ­გი მე­უღ­ლეა. 3 შვი­ლი - 2 ვა­ჟი და 1 ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს.

- ახ­ლა თე­ატ­რ­ზეც მი­ამ­ბეთ. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხართ?

- აგ­რო­ნო­მი ვარ, მაგ­რამ ერ­თი დღეც არ მი­მუ­შა­ვია პრო­ფე­სი­ით. 1956 წლი­დან ხე­ლოვ­ნე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. თე­ატ­რია ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. სკო­ლა­ში კარ­გი პე­და­გო­გი გვყავ­და - თა­მა­რა ბუ­ზა­ლა­ძე, რუ­სულს გვას­წავ­ლი­და. თე­ატ­რ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და სკო­ლა­ში ხში­რად დგამ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვან სპექ­ტაკ­ლებს. მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მო­ვე­დი სცე­ნა­ზე, პირ­ვე­ლი რო­ლი შე­ვას­რუ­ლე და იმის შემ­დეგ ხიბ­ლ­ში ჩავ­ვარ­დი. 30 წე­ლი დუ­შე­თის კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ერ­თხელ კო­მე­დია დავ­დ­გით და ერთ-ერ­თი წარ­მოდ­გე­ნის დაწყე­ბამ­დე ნას­ვამ­მა ბი­ჭებ­მა რა­ღაც ჩოჩ­ქო­ლი ატე­ხეს დარ­ბაზ­ში. ვინ არის დი­რექ­ტო­რიო? - ერ­თ­მა გაბ­რა­ზე­ბით იკითხა. - დი­რექ­ტო­რი მე ვარ-მეთ­ქი, - მო­ვახ­სე­ნე. - უფ­რო­სო, შე­მოს­ვ­ლა მინ­და და კლუ­ბის გამ­გემ მითხ­რა, დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით ნას­ვამ ხალხს არ ვუშ­ვებ, მე კი სპექ­ტაკ­ლის ყუ­რე­ბა მინ­დაო. - შე­მო­დი, ოღონდ წყნა­რად იყა­ვი-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში ჩე­მი სცე­ნა­ზე გას­ვ­ლის დროც მო­ვი­და და ისე ხარ­ხა­რებ­და ხალ­ხი, პა­უ­ზებს ვა­კე­თებ­დი, რომ ჩე­მი სიტყ­ვე­ბი მეთ­ქ­ვა. უცებ, მეს­მის ხმა­მა­ღა­ლი ძა­ხი­ლი: "მო­ი­ცა, მო­ი­ცა". გა­ვი­ხე­დე კუ­ლი­სე­ბის­კენ და ისევ ის ბი­ჭია: უფ­რო­სო, შენ რომ ლა­პა­რა­კობ, მე­ცი­ნე­ბა, კლუ­ბის გამ­გე კი მე­უბ­ნე­ბა, არ გა­ი­ცი­ნოო და გა­ვი­ცი­ნო თუ არ გა­ვი­ცი­ნო, ვე­ღარ გა­ვი­გეო. ყვე­ლამ სი­ცი­ლი და­იწყო... დღემ­დე ამ თე­ატ­რ­ში მსა­ხი­ო­ბად ვმუ­შა­ობ. 30 წლის მან­ძილ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს 70-ზე მე­ტი რო­ლი. არა­ერთ ცნო­ბილ რე­ჟი­სორს და­უდ­გამს აქ სპე­ქტაკ­ლი და ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­საც უთა­მა­ში­ათ ჩვენს სცე­ნა­ზე.

- თქვე­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­მე­ლი მოგ­წონ­დათ?

- "საბ­რალ­დე­ბო დას­კ­ვ­ნა­ში" ტიგ­რა­ნას ვთა­მა­შობ­დი. დღემ­დე ახ­სოვთ ჩე­მი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლი. ახ­ლაც კი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მივ­დი­ვარ, ამ­ბო­ბენ: ნა­ხეთ, ტიგ­რა­ნა მო­დი­სო. თე­ატ­რ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მთა­ვა­რი რო­ლი შე­ვას­რუ­ლე, კი­ნო­ში კი - ორი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლი. ეს ფილ­მე­ბია: "ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლი­ა" და "ცეცხ­ლ­თან თა­მა­ში". ორი­ვე­გან მწყემ­სის რო­ლი შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ ფილ­მ­ში "ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლი­ა" რე­ჟი­სო­რის მაკ­რა­ტელს შე­ვე­წი­რე.

- მითხა­რით, რომ არა­ერთ ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად გი­თა­მა­ში­ათ და ბუ­ნებ­რი­ვია, მო­სა­გო­ნა­რიც ბევ­რი გექ­ნე­ბათ.

- რა და­მა­ვიწყებს იმ უბედ­ნი­ე­რეს წლებს?!. სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ვა­სო გო­ძი­აშ­ვი­ლი ხში­რად სტუმ­რობ­და დუ­შეთს. ერ­თ­მა­ნეთს სუფ­რა­ზეც ხში­რად შევ­ხ­ვედ­რი­ვართ. ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლი და იუმო­რის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლ­დათ. 22 წლის ვი­ყა­ვი, მას­თან ერ­თად რომ ვი­თა­მა­შე "მაია წყნე­თელ­ში". მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში გა­დი­ო­და ეს სპექ­ტაკ­ლი და ვა­სო მე­ფის როლს ას­რუ­ლებ­და. ამი­ტომ, რო­დე­საც ჩვენც დავ­დ­გით ეს სპექ­ტაკ­ლი, ის კვლავ მე­ფის როლ­ზე მო­ვიწ­ვი­ეთ. ვთა­მა­შობ­დი მი­ხოს და ტყვე­ე­ბის გამ­ყიდ­ველს. ერთ ეპი­ზოდ­ში, რო­დე­საც მე, ტყვე­ე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი, მივ­ყა­ვართ ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი და ქა­ლის კა­ბა­გა­დაც­მუ­ლი, გზა­დაგ­ზა ვი­ძა­ხი: "დი­დო მე­ფეო, დი­დო მე­ფე­ო". სა­სახ­ლი­დან გა­მო­დი­ო­და მე­ფე - ვა­სო გო­ძი­აშ­ვი­ლი და ამ­ბობ­და: "რა ამ­ბა­ვია, რად შეყ­რილ­ხართ, ჩე­მო შვი­ლე­ბო?" და მახ­სოვს, ისე­თი შე­მარ­თე­ბი­თა და რი­ხით თქვა ეს სიტყ­ვე­ბი, რომ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან და­ი­ძა­ბა და გა­შეშ­და. მიხ­ვ­და ამას დი­დი მსა­ხი­ო­ბი და მა­შინ­ვე ტონს და­უ­წია. ის ჩვე­ნი თე­ატ­რის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გახ­და. მე­რე, კულ­ტუ­რის ახა­ლი სახ­ლი რომ გა­იხ­ს­ნა დუ­შეთ­ში, 1957 წლის 10 მარტს გა­ვი­მე­ო­რეთ "მაია წყნე­თე­ლი" და მა­ი­ას რო­ლის შემ­ს­რუ­ლებ­ლად ელე­ნე ყიფ­ში­ძეც მო­ვიწ­ვი­ეთ. ვახ­ტანგ გო­ზი­ტაშ­ვი­ლი იყო ჩვე­ნი თე­ატ­რის წამ­ყ­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბი და მას უნ­და ეთა­მა­შა მე­ფის რო­ლი, მაგ­რამ და­ი­ჟი­ნა: დღეს ვერ ვი­თა­მა­შებ და ჩემ­მა დუბ­ლი­ორ­მა ითა­მა­შო­სო. მე­ფე ერეკ­ლე მა­ი­ას რომ აჯილ­დო­ებს, ასეთ სიტყ­ვებს ამ­ბობს: ვერ­ცხ­ლის უნა­გი­რით შე­კაზ­მუ­ლი ლურ­ჯა ცხე­ნი და მსუ­ბუ­ქი ხმა­ლი ჩემ­გან სა­ჩუქ­რად მი­ბო­ძე­ბიაო, დუბ­ლი­ორ­მა კი ასე გა­ი­მე­ო­რა: "...ლურ­ჯა ცხე­ნი და მსუ­ბუ­ქი ქმა­რი ჩემ­გან სა­ჩუქ­რად მი­ბო­ძე­ბი­ა". ხში­რად მი­წევ­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში მის­ვ­ლა და ელე­ნე ყიფ­ში­ძე რომ მხვდე­ბო­და, სი­ცი­ლით მე­კითხე­ბო­და: აბა, რო­გორ მყავს ის მსა­ხი­ო­ბი, მსუ­ბუ­ქი ქმრით რომ და­მა­სა­ჩუქ­რაო? ახ­ლოს ვიც­ნობ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტ ვახ­ტანგ ნი­ნუ­ა­საც - "უ­დიპ­ლო­მო სა­სი­ძო­ში" ნი­კო­ლო­ზის როლს რომ ას­რუ­ლებ­და. ვახ­ტან­გი ხა­ლი­სით ჰყვე­ბო­და ხოლ­მე იმ ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის მო­მენტს, რო­დე­საც ღო­რის­თ­ვის უნ­და ეკოც­ნა: ღო­რის­თ­ვის კოც­ნა არ მინ­დო­და, უარ­ზე ვი­ყა­ვი, ტუ­ჩებ­ში რომ ეკ­ბი­ნა, მე­რე რა უნ­და მექ­ნაო? ამი­ტომ რე­ჟი­სორ­მა 70 მა­ნე­თი ზედ­მე­ტად მომ­ცა, ოღონდ უარი არ მეთ­ქ­ვა ამ სცე­ნა­ზე და რომ ვწე­ვარ და ღორს ვკოც­ნი, აი, მაგ დროს 70 მა­ნე­თი ჯი­ბე­ში მე­დოო...

ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი