რა­ტომ უნ­და ჰქონ­დეს გუ­რუ­ლე­ბის ექიმს იუმო­რის გრძნო­ბა? - პროფესიული კურიოზები
font-large font-small
რა­ტომ უნ­და ჰქონ­დეს გუ­რუ­ლე­ბის ექიმს იუმო­რის გრძნო­ბა? - პროფესიული კურიოზები
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო

სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე უწევთ გას­ვ­ლა. ეს ის რგო­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე რთულ, ზოგ­ჯერ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უხ­დე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და "სას­წ­რა­ფოს" ექი­მის ოპე­რა­ტი­ულ მოქ­მე­დე­ბა­ზეა ხში­რად ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ექი­მის პრო­ფე­სია მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და რთუ­ლია, ხში­რად შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე გა­სუ­ლე­ბი სა­ხა­ლი­სო ამ­ბებ­საც აწყ­დე­ბი­ან და სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­ში ყო­ველ­თ­ვის აქვთ გა­და­ნა­ხუ­ლი უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბე­ბი. გუ­რუ­ლე­ბის ენაკ­ვი­მა­ტო­ბის ამ­ბა­ვი სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ლე­ვან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი 16 წე­ლია, ჩო­ხა­ტა­ურ­ში სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მად მუ­შა­ობს და გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი და მო­სა­ყო­ლიც ბევ­რი აქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ორ სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კა­ში თე­რა­პევ­ტად მუ­შა­ობს და გუ­რუ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ ექი­მი ლე­ვა­ნი. ის ამ­ბობს, რომ გუ­რულ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იოლი არ არის და აუცი­ლე­ბე­ლია, ექიმს იუმო­რის გრძნო­ბაც ჰქონ­დეს. რო­გორც ტი­პუ­რი გუ­რუ­ლი, თვი­თო­ნაც ენაწყ­ლი­ა­ნი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნ­და.


ლე­ვან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი:
- გუ­რუ­ლებს უყ­ვართ ექი­მე­ბი და ყვე­ლა გუ­რულს უნ­და, რომ მი­სი შვი­ლი ექი­მი გახ­დეს. ჩვენს დროს ექი­მი თუ გა­მოხ­ვი­დო­დი, ეს დი­დი პა­ტი­ვი იყო ოჯა­ხის­თ­ვის. ყვე­ლა არ­წ­მუ­ნებ­და თა­ვის შვილს, ექი­მის პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და. ასე­ვე იყ­ვ­ნენ ჩე­მე­ბიც: დე­და­ჩემს, მა­მი­დებს, დე­ი­დებს, ყვე­ლას უნ­დო­და, ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე სულ სხვა მი­ზე­ზით ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია. ბავ­შ­ვო­ბა­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე ექი­მო­ბა, რომ მე­რე ჩე­მი თა­ვის­თ­ვის მი­მე­ხე­და. გა­მო­ვი­და, ამით ჩე­მებ­საც სურ­ვი­ლი ავუს­რუ­ლე და გა­ვა­ხა­რე. 2001 წლი­დან ჩო­ხა­ტა­ურ­ში "სას­წ­რა­ფოს" ექი­მად ვმუ­შა­ობ. ისე, გუ­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა იოლი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. გუ­რუ­ლებ­თან რომ გქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა და იმუ­შაო, შე­სა­ბა­მი­სი იუმო­რიც უნ­და გქონ­დეს, სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა უნ­დათ გუ­რუ­ლებს. კარ­გი ხალ­ხია, ძა­ლი­ან თბი­ლი, სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე, იუმო­რით აღ­სავ­სე და ექი­მის­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად იუმორ­საც ითხო­ვენ. უამ­რავ პა­ცი­ენ­ტ­თან მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და ხში­რად ყო­ფი­ლა კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ციაც.

"შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დო"

- ერთ ასა­კო­ვან ბე­ბი­ას­თან მოვ­ხ­ვ­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, ძა­ლი­ან შფო­თავ­და პა­ცი­ენ­ტი. ჰქონ­და მა­ღა­ლი წნე­ვა და სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვიწყეთ მე­დი­კამენტური თე­რა­პია და სხვა ნემ­სებ­თან ერ­თად შარ­დ­მ­დე­ნი პრე­პა­რა­ტი გა­ვუ­კე­თეთ. ვზი­ვარ ამ ბე­ბოს გვერ­დით და ვე­ლო­დე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას. გა­დის დრო და მო­ხუც ქალ­ბა­ტონს ვე­კითხე­ბი:
- ბე­ბო, მო­შარ­დ­ვა ხომ არ გინ­დათ?
- არა, ბე­ბო, - მპა­სუ­ხობს პა­ცი­ენ­ტი. ცო­ტა ხან­ში ისევ გა­ვუ­მე­ო­რე:
- ხომ არ გე­შარ­დე­ბათ, ქალ­ბა­ტო­ნო?
- არა.
ისე მოხ­და, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია ამ კითხ­ვის გა­მე­ო­რე­ბამ და შე­წუხ­და ბე­ბო. მე­ა­თედ შე­კითხ­ვის მე­რე უცებ გა­და­იძ­რო სა­ბა­ნი და მხნედ თქვა:
- გა­მიშ­ვით, ჩე­მი არ გე­იშ­ვა არა­ფე­რი ექი­მო, ახ­ლა შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დოო.
გვეშ­ვე­ლა, ჩე­მი ხათ­რი­ზა მო­შარ­დ­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ბე­ბოს წნე­ვა­მაც და­ი­წია და კარ­გად გახ­და.

"ბე­ბო, შენს ქმარს გუ­ლი გო­უს­კ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და"
- ისევ ასა­კო­ვან ქალ­თან ვი­ყა­ვი გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, რო­მელ­საც მე­უღ­ლე ახა­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­და და ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. გავ­სინ­ჯეთ პა­ცი­ენ­ტი. ექ­თა­ნი ლია კო­რო­ში­ნა­ძე მახ­ლ­და და ვუთხა­რი, P- ლია, გა­ამ­ზა­დე ინი­ექ­ცია და გა­ვუ­კე­თოთ ნემ­სი კუნ­თ­ში-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში მეც იქ­ვე ჩა­მოვ­ჯე­ქი და მო­ნა­ცე­მებს ვავ­სებ­დი. ძა­ლი­ან შე­ყოვ­ნ­და ნემ­სის გა­კე­თე­ბა, შევ­ტ­რი­ალ­დი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვე­კითხე­ბი ლი­ას, - რა­ტომ არ აკე­თებ ამ­დენ ხანს-მეთ­ქი? იქ­ვე იდ­გა მე­ზობ­ლის ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი, რო­მე­ლიც თურ­მე ხდი­და ბე­ბოს საც­ვალს, რომ საჯ­დო­მი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ექ­თა­ნის­თ­ვის და უცებ ამ ქა­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, მო­ხუცს უთხ­რა:
- ბე­ბო, შენს ქმარს გუ­ლი გო­უს­კ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და, ამ­დენ ხანს ჩახ­დას რომ დე­იწყებ­დი და ვერ და­ამ­თავ­რებ­დიო. თურ­მე ამ­დე­ნი ხა­ნი ხდი­და მე­ზო­ბე­ლი და ვერ გა­ხა­და, იმ­დე­ნი ეც­ვა და ისე­თი გრძელ­ტო­ტი­ა­ნი ფო­ხა­ნე­ბი, რომ ბო­ლომ­დე ვერ ჩა­ვი­და. ბევ­რი ვი­ცი­ნეთ ამა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ ბე­ბოს ნემ­სიც გა­ვუ­კე­თეთ და წა­მო­ვე­დით. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დით იმა­ვე მი­სა­მარ­თ­ზე, ისევ იქ იყო ეს ახალ­გაზ­რ­და მე­ზო­ბე­ლი. გავ­სინ­ჯე მო­ხუ­ცი, მი­ვე­ცი რჩე­ვე­ბი და მთხო­ვა:
- ნა­მე­ტა­ნი ახ­ვე­ლებს ამ გო­გოს და ფილ­ტ­ვებ­ზე იქ­ნებ მო­უს­მი­ნოო.
სი­ცი­ვე იყო ძა­ლი­ან და გო­გოს თხლად ეც­ვა, გულ­მ­კერ­დი მო­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და:
- ნა­მე­ტა­ნი მო­გი­შიშ­ვ­ლე­ბია ეს გულ­მ­კერ­დი, - ვე­უბ­ნე­ბი და თან ვუს­მენ ფილ­ტ­ვებს.
უცებ, ეს მო­ხუ­ცი მო­უბ­რუნ­და მე­ზო­ბელს და ეუბ­ნე­ბა:
- ეე, ბე­ბია, იმი­ზა მაც­ვია მე გრძელ­ტო­ტი­ა­ნი ფო­ხა­ნე­ბი, რომ არ გავ­ცივ­დე და შენ რომ არ გაც­ვია, ამი­ტომ ხარ გა­ცი­ე­ბუ­ლიო.
ასე გა­და­უ­ხა­და "სა­მა­გი­ე­რო" მო­ხუც­მა ბე­ბომ.

"გა­მი­ხარ­და შე­ნი და­ნახ­ვა"

- ხში­რად ერ­თ­სა და იმა­ვე ოჯახ­ში გვი­წევ­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მის­ვ­ლა და ხში­რად გვყავ­და შარ­დის შე­კა­ვე­ბით პა­ცი­ენ­ტი. ახ­ლა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­დაგ­ვ­ყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი და მა­შინ ამის გა­მო არ გა­დაგ­ვ­ყავ­და, სახ­ლ­ში ვუ­ღებ­დით კა­თე­ტე­რით. მო­რი­გი ვი­ზი­ტი გვაქვს მა­მა­კაც­თან და უნ­და გა­მო­ვი­ღოთ შარ­დი. მი­ვე­დით მი­სა­მარ­თ­ზე და დე­ი­ნა­ხა ჩე­მი სიმ­პა­თი­უ­რი ექ­თა­ნი, და­ლი მეგ­რე­ლი­ძე იმ კაც­მა და გა­უბ­რ­წყინ­და თვა­ლე­ბი. ექ­თანს ეუბ­ნე­ბა:
- შე­ნი და­ნახ­ვა ისე გა­მი­ხარ­და, ისე გა­მი­ხარ­და, ნუ იტყ­ვი.
და­ლი ეუბ­ნე­ბა:
- რა­ი­ზა?
- მარ­თ­ლა ისე გე­ი­ხა­როს ჩემ­მა შვი­ლებ­მა და ჩემ­მა ყვე­ლამ, მე რომ ახ­ლა შე­ნი და­ნახ­ვა გა­მი­ხარ­და, შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო.
სი­ცი­ლი ძლივს შე­ვი­კა­ვეთ, მაგ­რამ და­ლის მე­რე დიდ­ხანს ვე­ხუმ­რე­ბო­დით.
კი­დევ, მსგავ­სი გა­მო­ძა­ხე­ბა გვქონ­და, ამ­ჯე­რად პა­ცი­ენ­ტი აჭა­რე­ლი იყო. მი­ვე­დით და კა­ცი ან­გ­რევს ყვე­ლა­ფერს.
- ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა ექი­მო, მიშ­ვე­ლეთ, ვერ ვშარ­და­ვო.
ძა­ლი­ან გარ­თულ­და შარ­დის გა­მო­ღე­ბა და შვილს ვუთხა­რი, რომ ჯობ­და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და მიგ­ვე­ხე­და ამ პრობ­ლე­მის­თ­ვის. შვი­ლი მო­უტ­რი­ალ­და მა­მა­მისს და უთხ­რა:
- მა­მაია, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ყვე­ლა ქა­ლი შე­ნი იყო და ახ­ლა რამ მო­ან­გ­რია ასე, რომ შარ­დიც ვე­ღარ გა­მო­დის აქე­და­ნო?!

"შენ რომ გა­გი­ხარ­დე­ბა, ისე ვარ ექი­მო"
- ერ­თი პა­ცენ­ტი მყავ­და, რო­მელ­საც სულ შე­ბე­რი­ლო­ბა ჰქონ­და და გა­ზე­ბის პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და, ვე­რა და ვერ მო­ვუ­წეს­რი­გეთ მე­ტე­ო­რიზ­მი. ქუ­ჩა­შიც რომ შემ­ხ­ვ­დე­ბო­და, მა­ში­ნაც სულ თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ამ მა­მა­კაც­თან ვარ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, ამ­ჯე­რად სულ სხვა პრობ­ლე­მით, სულ სხვა და­ა­ვა­დე­ბით დამ­ხ­ვ­და. ვე­კითხე­ბი:
- ბა­ტო­ნო პა­ლი­კო, რო­გორ ბრძან­დე­ბით, გა­ზებ­ზე გა­დი­ხართ?
- ჰოო, რას ლა­პა­რა­კობ ექი­მო, შენ რომ გა­გი­ხარ­დე­ბა, ზუს­ტად ისე გავ­დი­ვა­რო, - მთე­ლი გუ­ლით მითხ­რა...

"მო­ვაჭ­რი ექი­მო"
- ხში­რად მი­წევ­და ამ პა­ცი­ენ­ტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და და ისევ იქ ვართ. ცოლ­მა გვერ­დ­ზე გა­მიხ­მო და ჩუ­მად მე­უბ­ნე­ბა:
- ექი­მო, ქე იცი, ჩემს ქმარს ფილ­ტ­ვე­ბის პრობ­ლე­მა რომ აქვს, გუ­ლი რომ აწუ­ხებს, მაგ­რამ რა და­გი­მა­ლოთ და ახ­ლა სას­ქე­სო ორ­გა­ნოს პრობ­ლე­მაც აქვს, წვა დე­ეწყო, ტკი­ვი­ლე­ბი აქვს მო­შარ­დ­ვის დროს, მომ­კ­ლა ექი­მო მი­სი წამ­ლე­ბის ყიდ­ვამ, მე­ტი აღარ შე­მიძ­ლია, აგერ გუ­ლის წამ­ლე­ბი, აგერ ფილ­ტ­ვე­ბის წამ­ლე­ბი მაქვს სა­ყი­დე­ლი, კი­დო სახ­ს­რე­ბის წა­მა­ლიც ვუ­ყი­დე, იცო­დე ექი­მო, მა­ინც თუ სამ­კურ­ნა­ლო დო­ურ­ჩეს ახ­ლა, დავ­დებ ჯირკ­ზე და ჩე­მი ხე­ლით წა­ვაჭ­რი მა­გას.
ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით თქვა, სი­ცი­ლი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე.

"რათ მინ­და ბი­ძია თა­ვი"
- ჭე­რი ჩა­მო­ინ­გ­რა, სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და მა­მა­კა­ცი და სარ­დაფ­ში ჩა­ვარ­და. ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო. გო­გი ერ­ქ­ვა ამ მა­მა­კაცს, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, იუმო­რით აღ­სავ­სე კა­ცი იყო. უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა ჰქონ­და: ქვე­და, ზე­და კი­დუ­რე­ბის ტრავ­მა, გულ­მ­კერ­დის ტრავ­მა, ნეკ­ნე­ბი მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, ერ­თი სიტყ­ვით, მარ­თ­ლა რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს და სა­უ­ბა­რიც უჭირს. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მი­სი სარ­და­ფი­დან ამოყ­ვა­ნაა, დრო­უ­ლად რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ნი ერ­თად მის ამოყ­ვა­ნას, ჩა­ჩო­ქი­ლე­ბი ვართ, წელ­ში გა­მარ­თუ­ლე­ბი ვერც გა­ვალთ იქი­დან, ვწვა­ლობთ და ვერ გა­მოგ­ვ­ყავს პა­ცი­ენ­ტი ნან­გ­რე­ვე­ბი­დან. "სა­ყე­ლო" ადევს კი­სერ­ზე. გა­მოყ­ვა­ნის დროს ვინც გვეხ­მა­რე­ბო­და, იმან ცალ მხარეს ზედ­მე­ტად ას­წია და ავად­მ­ყოფ­მა თა­ვიც აარ­ტყა ჭერს. ამის შემ­ხედ­ვა­რე ჩე­მი ექ­თა­ნი, თამ­რი­კო ჩიხ­ლა­ძე შე­წუხ­და ძა­ლი­ან და უთხ­რა პა­ცი­ენტს:
- აუ, აუ, გი­ვი ბი­ძია, თა­ვი ძა­ლი­ან გეტ­კი­ნა?
კაც­მა იუმო­რის გრძნო­ბა მა­ინც არ და­კარ­გა და ასე უპა­სუ­ხა:
- რათ მინ­და ბი­ძია თა­ვი, ხომ ხე­დავ, ტა­ნი უკან მრჩე­ბაო.
გი­ვი ბი­ძია მა­შინ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლი­ლია.

"შენს მოს­ვ­ლამ­დე აქა­ნე არა­ვინ ყო­ფი­ლა"

- ჩე­მი კო­ლე­გა ქალ­ბა­ტო­ნი წა­ვი­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. შეტყო­ბი­ნე­ბა ასე­თი იყო: სას­ქე­სო ორ­გა­ნო­სა და სა­შარ­დე გზე­ბის დის­კომ­ფორ­ტი. მი­დის და ხე­დავს, მა­მა­კა­ცი წევს და ყვი­რის: - მტკი­ვა ძა­ლი­ან, წვა და ტკი­ვი­ლი მაქ­ვ­სო!
- ბა­ტო­ნო, თუ არ დავ­ხე­დე და არ გავ­სინ­ჯე, ასე არ გა­მო­ვა, - ეუბ­ნე­ბა ექი­მი.
მორ­ცხ­ვად, მო­რი­დე­ბით, აჩ­ვე­ნა ექიმ ქალს კაც­მა ორ­გა­ნო და ჩე­მი კო­ლე­გა ეუბ­ნე­ბა:
- ბა­ტო­ნო, ჩემს მოს­ვ­ლამ­დე ხომ არ გიწ­ვა­ლე­ბი­ა­თო?
ამ კაც­მა გაბ­რა­ზე­ბით მი­უ­გო:
- ბი­ძია, იცი, რას გეტყ­ვი? შენს მოს­ვ­ლამ­დე აქა­ნე არა­ვინ ყო­ფი­ლა, შენ ამ­წუ­თას მოი და რო­დის ვაწ­ვა­ლებ­დი, მითხა­რიო.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და
თო­ჯი­ნებს ბავ­შ­ვი­ვით ეფე­რე­ბა და ელა­პა­რა­კე­ბა
დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ლუ­დო­მა­ნე­ბის საშ­ვე­ლად გა­ერ­თი­ან­დ­ნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი