ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ებ­ში გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი
font-large font-small
ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ებ­ში გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი
რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს.


63 წლის რუს­თა­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, მა­ნა­ნა მჭედ­ლი­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ ვნა­ხე, ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ, რო­გორ ახერ­ხებს, ყვე­ლა­ფერ ძველს ახა­ლი სუ­ლი შთა­ბე­როს და ორი­გი­ნა­ლუ­რი და ამა­ვე დროს, ულა­მა­ზე­სი სამ­კა­უ­ლე­ბი შექ­მ­ნას-მეთ­ქი? - მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ და მინ­და, ის გა­ვა­კე­თო, რაც ჯერ არა­ვის გა­უ­კე­თე­ბიაო, - მითხ­რა სა­უბ­რი­სას ოს­ტატ­მა. მარ­თ­ლაც, რა აღარ გა­მო­დის ხე­ლი­დან: ქარ­გავს წიგ­ნე­ბის გა­და­საკ­რა­ვებს, ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით აფორ­მებს კა­ბებს, თავ­სამ­კა­უ­ლებს, სა­ყუ­რე­ებს, ყელ­სა­ბა­მებს, ქამ­რებს, ჩან­თებ­სა და ზარ­დახ­შებს. ამ ბო­ლო დროს სა­ა­ხალ­წ­ლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კე­თე­ბა­საც მიჰ­ყო ხე­ლი. არა­და, პრო­ფე­სი­ით გა­მოთ­ვ­ლი­თი ტექ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტია. სხვა­დას­ხ­ვა დროს მუ­შა­ობ­და გა­მოთ­ვ­ლით ცენ­ტ­რებ­ში თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ბო­ლოს - რუს­თავ­ში.


- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით ნა­ქარ­გო­ბით? ამ სფე­რო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- ალ­ბათ გახ­სოვთ 90-იანი წლე­ბი: გა­ჭირ­ვე­ბა, უგა­ზო­ბა, უშუ­ქო­ბა, ქურ­დო­ბა და ყა­ჩა­ღო­ბა, ამი­ტომ სამ­სა­ხურს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და ვარ­ჩიე, შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის მე­ტი დრო და­მეთ­მო. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მთე­ლი ზამ­თა­რი სახ­ლი­დან ფე­ხი არ გა­მიდ­გამს. ბო­ლოს მივ­ხ­ვ­დი, თუ ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მინ­დო­და, რა­ღაც უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის სამ­რევ­ლო სკო­ლის შე­სა­ხებ გა­გო­ნი­ლი მქონ­და და ვი­ცო­დი, რომ იქ გა­ლო­ბას­თან, მე­და­ვით­ნე­ო­ბა­სა და ხალ­ხურ სიმ­ღე­რას­თან ერ­თად ხელ­საქ­მე­საც ას­წავ­ლიდ­ნენ. ქსო­ვის წრე­ზე უფ­რო დრო­ის გა­საყ­ვა­ნად მი­ვე­დი, თო­რემ ქსო­ვა არც მიყ­ვარ­და და არც მე­ხერ­ხე­ბო­და. სულ მქონ­და სურ­ვი­ლი, რა­ღაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო. ერ­თხელ ქარ­გ­ვის გაკ­ვე­თილს და­ვეს­წა­რი და გავ­გიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა. მა­ყუ­რე­ბი­ნეთ მა­ინც, რო­გორ კეთ­დე­ბა-მეთ­ქი, - ვთხო­ვე მას­წავ­ლე­ბელს. მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და და ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ქარ­გ­ვა, მაგ­რამ მა­ინც არ დავ­ნებ­დი და ვის­წავ­ლე. მთა­ვა­რია, ალ­ღო აუღო - გე­პე­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქარ­გ­ვის ნა­ხა­ზე­ბი რთუ­ლად აღარ მო­მეჩ­ვე­ნა. რამ­დე­ნი­მე "უ­ზო­რი" ვის­წავ­ლე. მე­რე უკ­ვე შენს გე­მოვ­ნე­ბა­სა და წარ­მო­სახ­ვა­ზეა, რო­გორ აარ­ჩევ და შე­უ­ხა­მებ ფე­რებს, რა ნივ­თებს გა­ა­კე­თებ. სახ­ლ­ში მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე. მა­ლე მე­უღ­ლეც გარ­და­მეც­ვა­ლა და საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ეს 7 წლის წინ იყო. აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე ქსო­ვა და ქარ­გ­ვა. თო­ჯი­ნე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, რა­ზე აღარ ვმუ­შა­ობ­დი - ვქსოვ­დი ქუ­დებს, წინ­დებს და ვა­ბა­რებ­დი. მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ სა­ფუ­ლე­ე­ბი­სა და ჩან­თე­ბის კერ­ვა უფ­რო მომ­გე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თ­ვის. სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბაც რომ და­ვიწყე, ძა­ლი­ან ბევრს მო­ე­წო­ნა და წა­მო­ვი­და შეკ­ვე­თე­ბი, ვის რა ფე­რებ­ში და რი­სი გა­კე­თე­ბა უნ­დო­და.

- თქვე­ნი ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც გამ­შ­ვე­ნებთ, მარ­თ­ლაც ულა­მა­ზე­სია. რო­გორ ახერ­ხებთ ძვე­ლი­სა და ახ­ლის ერ­თ­მა­ნეთ­თან ასე დახ­ვე­წი­ლად შე­ხა­მე­ბას?

- სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა იდე­ე­ბი. მა­სა­ლა მკარ­ნა­ხობს, რა უნ­და გა­ვა­კე­თო მის­გან. ერთ-ერ­თი "უ­ზო­რის" სწავ­ლი­სას რა­ტომ­ღაც წა­მო­ვი­ძა­ხე, სა­ყუ­რე-მეთ­ქი. ყვე­ლას გა­ე­ცი­ნა, ვერ მიხ­ვ­დ­ნენ, სა­ნამ არ გა­ვა­კე­თე და არ ვაჩ­ვე­ნე მათ. დღეს­დღე­ო­ბით აღარ მაქვს იმის პრობ­ლე­მა, რომ მხო­ლოდ ანაზღა­უ­რე­ბის გა­მო ვი­მუ­შაო. ახ­ლა უკ­ვე იმას ვა­კე­თებ, რაც მომ­წონს და ეს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მიწყობს ხელს. ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის სწავ­ლა აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე ხე­ლო­ვან­მა უნ­და იზ­რუ­ნოს. ერ­თი ზამ­თა­რი სუ­რამ­ში გა­ვა­ტა­რე და იტ­რი­ის დე­და­თა მო­ნას­ტ­რის დე­და­ო­ებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს, იქა­უ­რე­ბის­თ­ვის ხელ­საქ­მე მეს­წავ­ლე­ბი­ნა. სა­მა­ჯუ­რებ­სა და ფსალ­მუ­ნებს ვქარ­გავ­დით და ჩემ თვალ­წინ ვი­ღა­ცამ ერ­თი უბ­რა­ლო ელე­მენ­ტით ისე გა­ამ­შ­ვე­ნი­ე­რა ეს ნივ­თე­ბი, რომ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. ასეა, პრო­ცეს­ში ჩნდე­ბა იდე­ე­ბი. მთა­ვა­რია, ტრა­დი­ცი­ულს ისე შე­უ­ხა­მო სი­ახ­ლე, რომ ამო­ვარ­დ­ნი­ლი არ იყოს მთლი­ა­ნო­ბი­დან. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ასე­თი წრე­ე­ბი მხო­ლოდ თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში კი არა, რე­გი­ო­ნებ­შიც იქ­ნე­ბა და იქ მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლი­ან ხელ­საქ­მეს. რაც ღმერთს მო­უ­ცია და ჩვენ­შია ჩა­დე­ბუ­ლი, უქ­მად იკარ­გე­ბა და ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. თურ­მე ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ახა­ლი ის­წავ­ლო და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. აუცი­ლებ­ლად უნ­და ას­წავ­ლო გო­გო­ნას ხელ­საქ­მე - არ იცი, ცხოვ­რე­ბა ვის რას უმ­ზა­დებს. რო­ცა თავ­ზე გაწ­ვიმს, არ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს ელო­დო, რო­დის მო­ვა და ში­ფერს რო­დის და­გა­ფა­რებს. იმ გა­ჭირ­ვე­ბის წლებ­ში ჩე­მი ხე­ლო­ბით გა­და­ვარ­ჩი­ნე სა­კუ­თა­რი თა­ვი­ცა და შვი­ლე­ბიც.
GzaPress
- ძი­რი­თა­დად, რა მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ობთ?

- კან­ვა­ზე ვმუ­შა­ობ, უჯ­რე­დე­ბი­ა­ნი ქსო­ვი­ლია, რაც ქარ­გ­ვას აიოლებს. ტი­ლოს ნა­ჭერ­საც ვი­ყე­ნებ, მჭირ­დე­ბა ძა­ფე­ბი, ტყა­ვი, თვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქსო­ვილ­ზე უნ­და მი­ა­კე­რონ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უფ­რო თვლე­ბით გაწყო­ბი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი მოს­წონთ, უცხო­ე­ლე­ბი კი სა­დას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. 2 ერ­თ­ნა­ირ ნივთს მხო­ლოდ მა­შინ ვა­კე­თებ, რო­ცა მთხო­ვენ. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია, ერ­თი ნივ­თის დამ­თავ­რე­ბა ერთ დღე­ში რთუ­ლია. 7 წე­ლია, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი და რაც გა­მი­კე­თე­ბია, გა­სა­ყი­დი არა­ფე­რი დამ­რ­ჩე­ნია. თა­ვი­დან­ვე აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თე იმა­ზე, თუ რა მჭირ­დე­ბო­და და რა­ში მე­ხარ­ჯე­ბო­და ფუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თავ­ზე და­საბ­ნე­ვი, ბე­ჭე­დი, ყელ­სა­ბა­მი, სა­მა­ჯუ­რი და ა.შ.

- გა­მო­ფე­ნა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- გა­მო­ფე­ნებ­ში ფრაგ­მენ­ტუ­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ამ გა­ზაფხულ­ზე და­გეგ­მი­ლი მქონ­და, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო. ვნა­ხოთ, 2018 წელს რას ვი­ზამ...

- რო­გორც ვი­ცი, სა­ა­ხალ­წ­ლო თე­მა­ტი­კა­ზეც მუ­შა­ობთ?

- თოვ­ლის პა­პე­ბი ად­რეც გა­მი­კე­თე­ბია, ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი კი შარ­შან პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე, ახა­ლი სი­ცოცხ­ლე შევ­ძი­ნე ხევ­სუ­რულ ორ­ნა­მენ­ტებს. ჩემ­მა შვილ­მა მთხო­ვა, რომ მა­თი ნაძ­ვის ხის­თ­ვის დი­დი სა­თა­მა­შო­ე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვცა­დე და მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი გა­მო­მი­ვი­და.

- სა­უბ­რი­სას მითხა­რით, ნა­ქარ­გო­ბის სწავ­ლა უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი იყო ჩემ­თ­ვი­სო...

- 63 წლი­სამ გა­ვე­ცი ამ კითხ­ვას პა­სუ­ხი: რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც გრძელ­ვა­დი­ა­ნი შრო­მის შე­დეგს მი­ი­ღებ! ვგუ­ლის­ხ­მობ საქ­მე­საც და შვი­ლებ­საც. მე უბედ­ნი­ე­რე­სი ქა­ლი ვარ, რად­გან თუ რა­მე გა­მი­კე­თე­ბია, ღვთის­გან და­უ­ნა­ხა­ვი არ დარ­ჩე­ნი­ლა და ას­მა­გად დამ­ბ­რუ­ნე­ბია უკან. თით­ქოს ვსა­ჩუქ­რ­დე­ბი გამ­ჩე­ნის­გან! ნა­ქარ­გო­ბის შეს­წავ­ლა ჩემ­თ­ვის უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი იყო - მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც გა­და­მარ­ჩი­ნა და სუ­ლი­ე­რა­დაც. ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი საწყი­სი რწმე­ნაა და მინ­და, "გზის" სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცო 2018 წე­ლი და ვუ­სურ­ვო, რომ ეს რწმე­ნა არას­დ­როს და­ე­კარ­გოთ!


ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პუშკინის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება.
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია.
შენ რომ გაქვს ხე­ლი ჩემ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, ისე არ თქვას კაც­მა არა­ვი­ნო
ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი
ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და დიდი ტკივილიც გადავიტანე
სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფეხ­ბედ­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი