ქა­ლი, რო­მელ­საც ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში შვი­ლი და­ეხ­მა­რა
font-large font-small
 ქა­ლი, რო­მელ­საც ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში შვი­ლი და­ეხ­მა­რა
"გა­ღი­მე­ბა 23 წლის ასაკ­ში ვის­წავ­ლე" "გარ­შე­მო ყვე­ლამ იცის ჩე­მი ერ­თი შე­ხედ­ვით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ვი­საც სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ დაუნახავს და სა­კუ­თა­რი ყუ­რით არ მო­უს­მე­ნია, იმას მარ­თ­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის და­ჯე­რე­ბა. თუმ­ცა, მე მა­ინც გი­ამ­ბობთ და თქვენ გინდ და­ბეჭ­დეთ, გინდ - არა..." - ქალ­ბა­ტო­ნი მი­მო­ზას წე­რი­ლი ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით ჩა­ვი­კითხე. ბევ­რი რამ გა­და­უ­ტა­ნია უხ­მოდ, მაგ­რამ ბო­ლოს გაჰქ­ცე­ვია დეს­პოტ ქმარს, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად უქ­ცია (წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლი­ა).


"ალ­ბათ, ჩემს წე­რილს რომ წა­ი­კითხავთ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი დას­ვამს შე­კითხ­ვას: კი, მაგ­რამ თუ ასე­თი დეს­პო­ტი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით გი­წევ­დათ ცხოვ­რე­ბა, მას დრო­უ­ლად რა­ტომ არ და­შორ­დი­თო? გი­პა­სუ­ხებთ: და­შო­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არც ისე ად­ვი­ლია, რო­ცა გგო­ნია, რომ ქმრის­გან წიხ­ლი - ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ­მა ქალ­მა უნ­და აიტა­ნოს, - ასე მზრდიდ­ნენ და ძნე­ლია, შეჩ­ვე­ულს გა­და­ეჩ­ვიო. რა­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ბეჭ­დავ­დ­ნენ გო­ნე­ბა­ში, იმას ად­ვი­ლად ვერ ამო­ვიგ­დებ­დი თა­ვი­დან. მით უმე­ტეს, რომ მე ბავ­შ­ვო­ბა­შიც მსხვერ­პ­ლი ვი­ყა­ვი - დი­ახ, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის­გა­ნაც არ მაკ­ლ­და ძა­ლა­დო­ბა, ცე­მა...
არ მინ­და, დაგ­ძა­ბოთ, მაგ­რამ რო­ცა უც­ნა­ურ, სა­დის­ტურ ამ­ბებს ვი­გებთ, ყო­ველ­თ­ვის ჩნდე­ბა კითხ­ვა, რომ­ლი­თაც ვი­ღაც დამ­ნა­შა­ვის გა­მარ­თ­ლე­ბას ცდი­ლობს: "ბავ­შ­ვ­მა გაკ­ვე­თი­ლი არ იცო­და და ამი­ტომ გა­ლა­ხეს!" "ქმარ­მა იეჭ­ვა, რომ მი­სი ცო­ლი სხვის კაცს ცუ­დად უყუ­რებ­და და აბა, რა უნ­და ექ­ნა? მის ად­გი­ლას ყვე­ლა ასე მო­იქ­ცე­ო­და!.." "გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­და, აბა, რას იზამ­და, ისე გა­მომ­წ­ვე­ვად აც­ვია!" მე­რე მო­ძა­ლა­დეს დამ­ც­ვე­ლიც კი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლს კი ჭო­რა­ვენ და ჭო­რა­ვენ!

რო­ცა შენს უბე­დუ­რე­ბას უყუ­რე­ბენ, ვი­თომ ეცო­დე­ბი, - საწყა­ლი, რი­სი გა­და­ტა­ნა უწევ­სო, მაგ­რამ პი­რა­დად მე, გუ­ლი­დან ამო­სუ­ლი სით­ბო არას­დ­როს არა­ვის­გან მიგ­რ­ძ­ნია. არა­ვის უც­დია ჩე­მი დაც­ვა.
ჩე­მი "დი­დი ჯო­ჯო­ხე­თი" კი ასე და­იწყო: 15-16 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ ჩე­მი გათხო­ვე­ბის დრო იყო. ოჯახ­ში 2 ვა­ჟი ჰყავ­დათ მი­სა­ხე­დი და მე ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი. მარ­თა­ლია, ქა­ლის ხე­ლი ზედ­მე­ტი არას­დ­როს არის, მაგ­რამ დე­და­საც არა­ვინ ზო­გავ­და მუ­შა­ო­ბით და, - რა უჭირს, თუ ზედ­მეტ ტვირ­თ­საც ავ­კი­დებ­თო ზურ­გ­ზე, - ასე ფიქ­რობ­დ­ნენ სახ­ლ­ში მა­მა­კა­ცე­ბი. ქა­ლი ხომ ეშ­მაკ­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ად­რეა და­ბა­დე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლებ­სო, - ურ­ცხ­ვად ამ­ბობ­დ­ნენ...

მოკ­ლედ, აქ­ტი­უ­რად და­იწყეს სა­სი­ძოს ძებ­ნა და რო­ცა ჩე­მი შერ­თ­ვის მსურ­ვე­ლი გა­მოჩ­ნ­და, არც უკითხავთ, მე რას ვფიქ­რობ­დი, მა­შინ­ვე მი­მათხო­ვეს 18 წლით უფ­როს მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მე­ზო­ბე­ლი რა­ი­ო­ნი­დან იყო: ჩვე­ნე­ბუ­რი კა­ცია და ცუ­დი სი­ძე არ იქ­ნე­ბაო. გა­მა­ყო­ლეს ისე, რო­გორც გა­სა­ყიდ ძრო­ხას ატან­დ­ნენ მსურ­ველს. ქორ­წი­ლიც კი არ მქო­ნია მე უბე­დურს. არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს სი­ხა­რუ­ლი, რო­ცა ახალ ოჯახ­ში შე­ვე­დი და არა­ვის მო­ურ­თ­მე­ვია ჩემ­თ­ვის ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი ან თუნ­დაც, ყვა­ვი­ლე­ბი. შე­მიყ­ვა­ნეს სახ­ლ­ში, პა­ტა­რა მა­გი­დას­თან დამ­ს­ვეს, თვი­თონ­ვე და­ლი­ეს, ჭა­მეს, მე­რე კი სო­რო­სა­ვით პა­ტა­რა ოთახ­ში შე­მაგ­დეს, სა­დაც ჩე­მი ტან­ჯ­ვა-წა­მე­ბა და­იწყო.

ქმარს ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბა არც უც­დია. სულ არ ანაღ­ვ­ლებ­და, რას ვგრძნობ­დი, რო­ცა მის გვერ­დით ვი­ყა­ვი. მის­თ­ვის მთა­ვა­რი იყო, ცხო­ვე­ლუ­რი ვნე­ბა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა და მის­თ­ვის დი­ლით სუფ­თა წინ­დე­ბი მი­მე­ტა­ნა; დი­ლით, შუ­ადღეს, სა­ღა­მოს საჭ­მე­ლი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა და სხვა რამ არც ადარ­დებ­და. თა­ვი­დან ჭკუ­ა­სუს­ტიც კი მე­გო­ნა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აზ­როვ­ნე­ბა შე­ეძ­ლო, უბ­რა­ლოდ, გულ­ღ­რ­ძო ადა­მი­ა­ნი გახ­ლ­დათ და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა უჭირ­და, ლა­პა­რა­კიც კი ეჯავ­რე­ბო­და. მხო­ლოდ მთვრა­ლი ხდებოდა გუ­ლახ­დი­ლი და მა­ში­ნაც, სიმ­ყ­რა­ლე ამოს­დი­ო­და პი­რი­დან. ეს იყო ჩე­მი ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ვუძ­ლებ­დი...
რაც შე­ე­ხე­ბა დე­დამ­თილ-მა­მამ­თილს, მათ შო­რი­საც გა­მუდ­მე­ბით კონ­ფ­ლიქ­ტი იყო. სულ ჩხუ­ბობ­დ­ნენ, კა­მა­თობ­დ­ნენ, ამ­ს­ხ­ვ­რევ­დ­ნენ. თუმ­ცა, და­სამ­ს­ხ­ვ­რე­ვიც არა­ფე­რი იყო ჩვენს ღა­რი­ბულ სახ­ლ­ში. მეც მო­ნა­სა­ვით მექ­ცე­ოდ­ნენ და ეს სუ­ლაც არ მიკ­ვირ­და, რად­გან ვგრძNნობდი, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სულ­ში სით­ბოს ნა­ტა­მა­ლიც არ იყო. თა­ნაც, ხომ გითხა­რით, არც ვი­ცო­დი, სით­ბო რას ნიშ­ნავ­და, რად­გან მშობ­ლე­ბიც ცი­ვად მზრდიდ­ნენ. მხო­ლოდ ღრმა ბავ­შ­ვო­ბა­ში მახ­სოვს მა­თი მო­ფე­რე­ბა (ნუ, ამა­საც მო­ფე­რე­ბა თუ ერ­ქ­ვა)... ჰო­და, რო­ცა ასე გზრდი­ან, უნე­ბუ­რად ფიქ­რობ ადა­მი­ა­ნი, რომ ასეა სა­ჭი­რო და ის მიკ­ვირ­და, სხვა მშობ­ლე­ბი სა­კუ­თარ შვი­ლებს რომ კოც­ნიდ­ნენ, მათ ამის გა­მო გან­ვი­კითხავ­დი კი­დეც: რა სჭირთ, რა სიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ნა აუტყ­დათ-მეთ­ქი? ვქირ­ქი­ლებ­დი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მა­თი მშურ­და...

მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბა იყო ის, რა­ზეც ჩემს ოჯახ­ში უარს არას­დ­როს ამ­ბობ­დ­ნენ. თუ კარ­გად ვიმUუშავებდი, მა­შინ შე­ქე­ბა­საც და­ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ რო­გორც უნ­და დავ­ღ­ლი­ლი­ყა­ვი ყა­ნა­ში მი­წის თოხ­ნით, თუ შინ დაბ­რუ­ნე­ბულ კა­ცებს მოს­ვე­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ, მე სუფ­რაც უნ­და გა­მე­შა­ლა, სა­რეცხი და­მე­რეცხა და ყვე­ლა ის სა­მუ­შაო შე­მე­თავ­სე­ბი­ნა, რაც "ქა­ლის საქ­მედ" მი­იჩ­ნე­ვა. ჰო­და, ახ­ლა გე­კითხე­ბით, ვის უფ­რო მე­ტი ჯა­ფა ად­გას? ქა­ლი ყო­ველ­თ­ვის და­ჩაგ­რუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში! ახ­ლა ამ­ბო­ბენ, ქა­ლი ძლი­ე­რი გახ­დაო, არა­და, უძ­ლუ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი, დე­და, ცო­ლი მე არას­დ­როს მი­ნა­ხავს. სხვებს შე­საძ­ლოა, სახ­ლ­ში ეფე­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ გა­რეთ ყვე­ლა­ნი ისე­ვე მუ­შა­ობ­დ­ნენ, რო­გორც მე ანუ ვი­რე­ბი­ვით. ასე იყო წლე­ბის წინ და ახ­ლა სოფ­ლად რა შე­იც­ვა­ლა, ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი, რად­გან კარ­გა ხა­ნია, გა­მო­ვე­ქე­ცი იქა­ურ ყო­ფას...
მე­რე, რო­ცა დავ­ფეხ­მ­ძიმ­დი, ვერც მივ­ხ­ვ­დი, რა მჭირ­და. თავ­ბ­რუ მეხ­ვე­ო­და, გუ­ლი მე­რე­ო­და და მე­გო­ნა, ჩე­მი აღ­სას­რუ­ლის დრო დად­გა. ბო­ლოს, რო­ცა ამ სიმ­პ­ტო­მებ­მა ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხა და უჭ­მე­ლო­ბის­გან დავ­სუს­ტ­დი კი­დეც, ქმარს სი­მარ­თ­ლე­ში გა­მო­ვუტყ­დი: მუ­შა­ო­ბა აღარ შე­მიძ­ლია, ცუ­დად ვარ, ყა­ნა­ში ვერ გა­მოგ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი, - და ისე­თი ჩამ­ცხო, - მარ­ტო პუ­რის ჭა­მა­ში ხარ მა­გა­რიო, რომ ლა­მის, მი­ქელ-გაბ­რი­ელს მი­ვა­ბა­რე სუ­ლი. ჩემ­მა კი­ვილ­მა შეძ­რა მთე­ლი სო­ფე­ლი, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა არა­ვის უც­დია. რო­ცა ჩე­მი ცე­მით გუ­ლი იჯე­რა, და­ავ­ლო ქუდს ხე­ლი და სახ­ლი­დან წა­ვი­და. არც ვი­ცი, რამ­დე­ნი ხა­ნი ვი­წე­ქი მი­წის იატაკ­ზე, გო­ნე­ბა­წარ­თ­მე­უ­ლი. ბო­ლოს დე­და­მი­სი შე­მო­ვი­და. მახ­სოვს, მის სა­ხეს ვხე­დავ­დი, მას­თან ლა­პა­რა­კი მსურ­და, მაგ­რამ ტუ­ჩებს ვერ ვა­მოძ­რა­ვებ­დი. მინ­დო­და, შვე­ლა მეთხო­ვა, მაგ­რამ არ გა­მომ­დი­ო­და. მო­ვი­და, გულ­ზე ხე­ლი და­მა­დო და თქვა, - სუნ­თ­ქავ­სო. მე­რე წყა­ლი შე­მო­ი­ტა­ნა და და­მას­ხა, წა­მოდ­გო­მა­შიც მო­მეხ­მა­რა, ლო­გი­ნამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა იმ ქალ­მა ჩემ მი­მართ მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა - თან გა­მიკ­ვირ­და, თან გა­მი­ხარ­და. მი­ხა­რო­და, მე, უბე­დურ დღე­ზე გა­ჩე­ნილს, რომ ვი­ღა­ცამ ხე­ლი შე­მაშ­ვე­ლა, ვი­ღა­ცას შე­ვებ­რა­ლე. სხე­ულს ვერ ვგრძნობ­დი და მა­ინც მი­ხა­რო­და რა­ღაც... დე­დამ­თილ­მა გა­მომ­კითხა, რა გჭირ­სო? გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­მა, ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვ­რი­ლე­ბით ვუ­ამ­ბე. მიხ­ვ­და, რომ ფეხ­მ­ძი­მედ ვი­ყა­ვი. ექიმ­თან ვინ მი­მიყ­ვან­და? მა­შინ წა­რა­მა­რა არ დარ­ბოდ­ნენ გი­ნე­კო­ლოგ­თან.

მას მე­რე, რაც ნა­ბეგ­ვი სხე­უ­ლი მო­მი­შუშ­და, ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქი და მუ­შა­ო­ბაც არ მე­ზა­რე­ბო­და. პი­რი­ქით, ფეხ­მ­ძი­მო­ბამ თით­ქოს, ენერ­გია მო­მი­მა­ტა. ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ბავ­შ­ვი მა­ინც არ და­მი­კარ­გავს. სხვა­თა შო­რის, სახ­ლ­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე და პა­ტა­რას ჭიპ­ლა­რი მე­ზო­ბელ­მა მო­აჭ­რა. მი­ხა­რო­და პა­ტა­რას მოვ­ლი­ნე­ბა.
სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ბი­ჭის და­ბა­დე­ბა მა­მა­მის­საც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. პირ­ვე­ლად ვნა­ხე ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან გა­ბად­რუ­ლი, რო­ცა ძე­ო­ბას ულო­ცავ­დ­ნენ. თით­ქოს ჩემ მი­მარ­თაც ოდ­ნავ, სულ ოდ­ნავ გა­უთ­ბა გუ­ლი. 2 წლის იყო ჩვე­ნი პა­ტა­რა, რო­ცა რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა შე­ე­ყა­რა და გარ­და­იც­ვა­ლა. ამის მე­რე ისევ და­იწყო ჩემ­თ­ვის ჯო­ჯო­ხე­თი, ისევ მი­წევ­და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულს ცე­მა-ტყე­პის ატა­ნა, თით­ქოს ბავ­შ­ვის სიკ­ვ­დილ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე. ისე­დაც გულ­გაგ­ლე­ჯილს, კი­დევ უფ­რო მე­ტად მი­სი­ებ­დ­ნენ გულს ქმა­რიც და მი­სი მშობ­ლე­ბიც, თა­ვი­ან­თი მწა­რე სიტყ­ვე­ბით. მერ­ჩივ­ნა, ვე­ცე­მე სა­მი­ვეს ერ­თად, ვიდ­რე ხმა ამო­ე­ღოთ, რად­გან ზუს­ტად ვი­ცო­დი, კარგს და ჩემ­თ­ვის სა­სარ­გებ­ლოს არც ერ­თი არ იტყო­და...
შემ­დეგ ისევ დავ­ფეხ­მ­ძიმ­დი, გო­გო­ნა გაჩ­ნ­და. ვერ ვიტყ­ვი, რომ ოჯახ­ში მის­მა და­ბა­დე­ბამ დი­დი სი­ხა­რუ­ლი შე­მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ის ჩემ­თ­ვის მა­ინც, თვა­ლის­ჩი­ნი იყო, რო­მელ­საც თავს დავ­ფო­ფი­ნებ­დი და თუ იტი­რებ­და, მის გა­მო ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს იმ­წამ­ს­ვე შე­ვეშ­ვე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ მიყ­ვი­რებ­და, ვის რა არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. შვილ­მა თით­ქოს, გა­მაძ­ლი­ე­რა და გონს მო­მიყ­ვა­ნა. მა­შინ უკ­ვე 23 წლის ვი­ყა­ვი და ბევრ რა­მე­ზე დავ­ფიქ­რ­დი.

გარ­შე­მო ყვე­ლამ იცო­და, რო­გორ ვცხოვ­რობ­დი და შე­იძ­ლე­ბა, მე­ზობ­ლებს ჰქონ­დათ კი­დეც ჩემ მი­მართ სიბ­რა­ლუ­ლი, მაგ­რამ ამას ვერ ან არ ვხე­დავ­დი. მათ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის თქმა შე­მეძ­ლო და დას­მულ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ხო­ლო თუ "ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­დო­და" და ვინ­მეს­თან მე­გობ­რო­ბას ვცდი­დი, იმ სა­ღა­მოს­ვე ღა­ლატ­ში, თვა­ლის ცე­ცე­ბა­ში მე­დე­ბო­და ბრა­ლი და გა­და­მი­ჭერ­დ­ნენ კი­დეც მხარ­ზე ქა­მარს. ამი­ტო­მაც ვა­რი­დებ­დი თავს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და, ჩე­მი მხე­ცი ქმა­რი გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა... რო­გორც გითხა­რით, 23 წლი­სამ თვა­ლი კარ­გად გა­ვა­ხი­ლე. დავ­ფიქ­რ­დი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა ამ სახ­ლ­ში. მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, რა­ღაც უკე­თე­სი მი­მე­ცა მის­თ­ვის და გავ­ძ­ლი­ერ­დი. და­ვუწყე მე­ზობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას თვალ­თ­ვა­ლი და იმა­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ სხვა­გან სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რო­ბენ. ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ხავს ცოლ-ქმა­რი, სიყ­ვა­რუ­ლით რომ უმ­ზერ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მე კი ქმრის თვალ­ში ასე­თი სით­ბო არას­დ­როს და­მი­ნა­ხავს. ჰო­და, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­გორ ხარ­ბად მი­ყუ­რებ­და მე­ზობ­ლის ბი­ჭი. თით­ქოს სხე­უ­ლის შიგ­ნით რა­ღაც აფო­რი­აქ­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის, სურ­ვი­ლე­ბის, ფიქ­რე­ბის შე­მე­შინ­და...

ერ­თხელ, რო­ცა ჩემს ქმარს მო­რი­გი, ვე­ლუ­რი შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და მცე­მა, გა­მოვ­კა­რი ჩე­მი ტან­საც­მე­ლი, შვი­ლი გულ­ში ჩა­ვი­კა­რი და სახ­ლი­დან გა­ვი­ქე­ცი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვინ იცო­და, სად ვი­ყა­ვი და რას ვა­კე­თებ­დი. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, არც ქმარს მო­უკ­ლავს თა­ვი ჩე­მი ძებ­ნით და არც - ჩემს მშOობლებს, ძმებს.
იმ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ანს შრო­მა თუ არ ეზა­რე­ბო­და, რა­ღა­ცას აუცი­ლებ­ლად იშო­ვი­და. ჰო­და, მეც და­მა­საქ­მეს ერთ-ერთ ქარ­ხა­ნა­ში, რომ­ლის დი­რექ­ტორს ქუ­ჩა­ში დავ­ხ­ვ­დი და და­ვე­ლა­პა­რა­კე... ცო­ტა ხა­ნი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი, მე­რე ბი­ნაც მომ­ცეს. თა­ვი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ თავ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ვერ მქონ­და, მხო­ლოდ დი­რექ­ტორ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ იცოდ­ნენ, წარ­სულ­ში რო­გო­რი ჯო­ჯო­ხე­თიც გა­მოვ­ი­ა­რე და რა­ტომ დავ­დი­ო­დი გა­მუდ­მე­ბით თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი, რა­ტომ გა­ვურ­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს. დი­რექ­ტო­რი ასა­კო­ვა­ნი კა­ცი იყო, მა­მაშ­ვი­ლუ­რად მი­მი­ღო. მითხ­რა: ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბა, ყვე­ლას გვაქვს უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი და შენც, აღა­რა­ვის და­ა­ჩაგ­ვ­რი­ნო თა­ვი. ქა­ლიც ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ცო­ტა უფ­რო მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე მა­მა­კაც­სო. დი­ახ, XX სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ან­მა მითხ­რა ეს სიტყ­ვე­ბი! ამ კაც­მა ძა­ლა მომ­ცა და მი­მახ­ვედ­რა, რომ ცხოვ­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბოს გა­რე­შე არა­ფე­რია. მე­რე ნელ-ნე­ლა შე­ვეჩ­ვიე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მე­გობ­რე­ბიც შე­ვი­ძი­ნე, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ფერს და­უ­ფა­რა­ვად ვუყ­ვე­ბო­დი, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ ვენ­დო­ბო­დი. ჰო­და, ერ­თხე­ლაც, ვი­ღა­ცამ ჩე­მებს გა­ა­გე­ბი­ნა, სა­დაც ვი­ყა­ვი, რო­გორც ვცხოვ­რობ­დი. მო­მი­ვარ­და გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი ქმა­რი, უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით ამიკ­ლო. შე­ში­ნე­ბუ­ლი მე­ზობ­ლე­ბი და­უ­კითხა­ვად შე­მოც­ვივ­დ­ნენ, - რა ხდე­ბაო? ეს უცხო კა­ცი, ჩემ­ზე ხე­ლაღ­მარ­თუ­ლი რომ და­ი­ნა­ხეს, მა­შინ­ვე გა­აგ­დეს სახ­ლი­დან. მე­რე კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ჩემ­ზე ძალ­ადო­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე კარ­გ­მა მე­ზობ­ლებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. თვი­თონ რომ ვე­რა­ფერს გახ­და, მე­რე ჩე­მი­ვე მშობ­ლე­ბი მო­მიგ­ზავ­ნა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ­თ­ვის იმ­დე­ნად უცხო­ე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვ­ნენ, რომ მა­თი სიტყ­ვაც არ გა­ვი­გო­ნე. მათ ვუთხა­რი: არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ დავ­ბ­რუნ­დე­ბი იქ, სა­დაც ერ­თი დღეც კი არ გა­მი­ხა­რია. თქვენ რო­გორც გინ­დათ, ისე იცხოვ­რეთ, მაგ­რამ მე თქვენ­ნა­ი­რი არ ვარ-მეთ­ქი. მო­ხუც­მა მა­მამ ისევ გა­მო­ი­წია ჩემ­კენ, მე კი ამ­ჯე­რად, არ და­ვუთ­მე და რო­გორ­ღაც გა­ვა­კა­ვე. ამ სუ­რათს ჩე­მი გო­გო­ნა შე­ეს­წ­რო. ჰო­და, ამ ყვე­ლაფ­რის მე­რე, რო­გორ ვა­ი­ძუ­ლო შვი­ლი, რომ ასე­თი უგუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი უნ­და უყ­ვარ­დეს? მან იცის, რო­გორ ვცხოვ­რობ­დი 23 წლამ­დე და 23 წლის შემ­დეგ. ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სამ ნა­წი­ლად არის გა­ყო­ფი­ლი: პირ­ველს "პა­ტა­რა ჯო­ჯო­ხეთს" ვე­ძა­ხი - ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობ­დი; მე­ო­რეს - "დიდ ჯო­ჯო­ხეთს" ვე­ძა­ხი და უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ ამ პე­რი­ოდ­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის ბნე­ლით იყო მო­ცუ­ლი; მე­სა­მე პე­რი­ო­დი კი 23 წლის შემ­დეგ და­მიდ­გა, რო­ცა ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და ნა­თე­ლი ფე­რე­ბი. მარ­თა­ლია, არას­დ­როს მქო­ნია უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი ტკბი­ლი გეჩ­ვე­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ, რო­ცა ძა­ლა­დო­ბას და­უს­ხ­ლ­ტე­ბი ხე­ლი­დან. მერ­წ­მუ­ნეთ, ქმარ­მა კა­ცი ისე შე­მა­ძუ­ლა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გა­მო­მიჩ­ნ­და, მაგ­რამ არას­დ­როს არა­ვის­კენ გა­მი­ხე­დავს. მხო­ლოდ თბი­ლი ღი­მი­ლი, ყუ­რადღე­ბა იყო ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი და რა თქმა უნ­და, შვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, მი­სი პა­ტი­ვის­ცე­მა. მი­ხა­რია, რომ შვი­ლი ავა­რი­დე ჯო­ჯო­ხეთს და ძა­ლა­დო­ბას. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქმრის სახ­ლ­ში რომ დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მა­საც მო­უ­წევ­და ბევ­რი ცუ­დის ატა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ქმარს: რომ აღარ მო­მეშ­ვა, მი­ლი­ცი­ა­ში ვუ­ჩივ­ლე. ჰო­და, დავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს. მე­რე სხვა შე­ირ­თო...
წლე­ბი გა­ვი­და, ჩე­მი გო­გო­ნა ფეხ­ზე დად­გა, გათხოვ­და, დე­და გახ­და და ახ­ლა სა­მი ულა­მა­ზე­სი ადა­მი­ა­ნის ბე­ბია ვარ. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩემ­თან რჩე­ბი­ან და დღე­ებს მი­ხა­ლი­სე­ბენ, სახ­ლის კედ­ლებს სი­ხა­რუ­ლით ჟღენ­თენ და ეს მი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს სი­ცოცხ­ლეს.
მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, 23 წლის ასაკ­ში ვის­წავ­ლე ღი­მი­ლი. თუ ცოცხა­ლი ვარ, ამის­თ­ვის მად­ლო­ბა უნ­და გა­და­ვუ­ხა­დო შვილს, რომ მომ­ცა ძა­ლა, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის და­საწყე­ბად. მად­ლო­ბა ახალ თა­ო­ბას იმის­თ­ვის, რომ გო­ნი­ე­რია და შე­უძ­ლია მი­ტე­ვე­ბა, ბევ­რი სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა, უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ახა­ლი თა­ო­ბა ძლი­ე­რია და იბ­რ­ძ­ვის ყო­ველ­გ­ვა­რი ძალა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მი­ხა­რია, რომ ბნე­ლი გა­ნათ­და და ქა­ლი კა­ცის თა­ნა­ბა­რი გახ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ, ვი­ღა­ცას გა­ვახ­სენ­დე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლით იტყ­ვის ჩემს მო­სა­გო­ნარს. მა­დლო­ბა უფალს, რომ ამ­დე­ნი შე­მაძ­ლე­ბი­ნა. და­ბო­ლოს, ქა­ლე­ბო, ნუ მის­ცემთ სხვებს უფ­ლე­ბას, ცუ­დად მო­გექ­ც­ნენ! რო­გორც უნ­და იყოთ აღ­ზ­რ­დი­ლი, იცო­დეთ, რომ თქვენც გაქვთ უფ­ლე­ბე­ბი. ეს მე ცო­ტა ად­რე რომ მცოდ­ნო­და, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დ­როს!"
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
15.05.2016
ბიჭი გარდაეცვალა,კითხვა არ იცი?
ნინა–ს
17.04.2016
გოგო წაუყვანია,მაგრამ ბიჭი?
ნინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მე და ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­ძა­ბა

მი­ხა­რია, რო­დე­საც ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც უჩ­ნ­დე­ბათ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი


"შე­უძ­ლე­ბე­ლია, იყო პი­როვ­ნე­ბა, თუ იზო­ლი­რე­ბუ­ლი და მარ­ტო­სუ­ლი ხარ"


დე­დამ­თილ­მა ისევ მო­ინ­დო­მა პირ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვი ისე იყო ჩემ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და

სულ 5-6 თვე იცხოვრეს ერთად, ნაქირავებ ბინაში


ყო­ველ ჯერ­ზე იმას აკე­თებ­და, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და


"მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან..."

კვირის სიახლეები
"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია

5 კომენტარი
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე
10 კომენტარი
რას ჰყვება მკვლელი ყოფილ ცოლსა და მის შეყვარებულზე - ჩვენების ექსკლუზიური დეტალები
ბექა დემეტრაძე მიხეილ ცხაკაიას მკვლელობას აღიარებს

19 კომენტარი
"იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო"
გასულ კვირას სადისტურად ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორივეს მკვლელობაში ბრალდებული ქმარია.
0 კომენტარი
რა ხდება ეკრანს მიღმა სოფო ნიჟარაძესა და ცირა კობიაშვილს შორის
"მე და დედა ვცდილობთ, მშვიდად ვიყოთ"

5 კომენტარი
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."
სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა რჩეულიშვილმა კიდევ ერთი რეპლიკა გააკეთა ჟურნალისტების მისამართით
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თეთ­რი ელე­ნე - "შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა 15 კი­ლო­მეტ­რ­ზე მე­ტი გა­ი­ა­რეს ფე­ხით და "ბრო­ლის ქა­ლი" მულ­მა გა­და­მა­ლა"
ვლა­დი­მე­რის ოჯა­ხი ნა­ხირს სა­ი­თაც აძო­ვებ­და, იქით გა­ურ­ბო­და ვაჟს თვა­ლე­ბი და შეთ­ქ­მუ­ლე­ბაც მო­ეწყო!

1 კომენტარი
გზა, საიდან დაბრუნებაც ძნელია - არანორმალური ქმედებები, სიცილი და ცეკვა
ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის

3 კომენტარი
რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული
მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

4 კომენტარი
გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
"მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან..."

15 კომენტარი