"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
font-large font-small
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე, მუდ­მი­ვად შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლად ვგრძნობ თავს და იქ­ნებ, ვინ­მე რჩე­ვე­ბით და­მეხ­მა­რო­სო, ვი­ფიქ­რე, რომ მას მარ­თ­ლაც სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მი­სი მოს­მე­ნის შემ­დეგ ვფიქ­რობ, რომ ქალ­ბა­ტონ მა­ნო­ნის მოს­წონს და­ჩაგ­რუ­ლის როლ­ში ყოფ­ნა. ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რე­ბაა და თუ ამ პრობ­ლე­მას მო­ევ­ლე­ბა, მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვ­ლე­ბა.

- უკ­ვე 10 წე­ლია, რაც ქმარ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მაქვს და ამას ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­მა­ლავ, უფ­რო სწო­რედ, ქმრის ნა­თე­სა­ვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, ჩე­მებს ვუ­მა­ლავ, რომ ცუ­დად ვარ. გა­რეთ რომ გავ­დი­ვარ, ბევრს ჰგო­ნია, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ არის, მაგ­რამ შინ მი­სულს ხში­რად მი­წევს დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რაცხ­ყო­ფის ატა­ნა და ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც. ად­რე ცრემ­ლებს ვერ ვმა­ლავ­დი, ახ­ლა ვი­ცი, თუ ვი­ტი­რებ, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხ­ვ­დეს კი­დეც, რად­გან ჩემს ქმარს ჩე­მი ქა­ლუ­რი სი­სუს­ტე მხო­ლოდ აღი­ზი­ა­ნებს.

- რის გა­მო გიბ­რაზ­დე­ბათ ხოლ­მე ან რა­ტომ ით­მენთ დამ­ცი­რე­ბას?

- რა ვი­ცი, შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ წვრილ­მან­ზეც კი გა­მიბ­რაზ­დეს. თუმ­ცა, ასე მა­შინ იქ­ცე­ვა, რო­ცა მარ­ტო ვართ. თუ სახ­ლ­ში სტუ­მა­რი ან მე­ზო­ბე­ლია, თაფ­ლი­ვით ტკბე­ბა, რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვ­ლე­ბა კა­ცი. აბა, კაი დე­დის შვი­ლი ვარ და რა­ი­მე შე­ვიმ­ჩ­ნიო, უგუ­ნე­ბო­ბა შე­მატყოს ვინ­მემ, შე­იძ­ლე­ბა იმ სა­ღა­მოს არც და­მა­ძი­ნოს. უკ­ვე არ ვი­ცი, ეს კა­ცი ჯან­მ­რ­თე­ლია თუ არა. ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. რა­ტომ ვუთ­მენ? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა და იმი­ტო­მაც, რომ შე­ვეჩ­ვიე მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. ბევ­რ­ჯერ, ოც­ნე­ბებ­ში მი­მი­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ ყო­ვე­ლი ოც­ნე­ბა იმით დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რომ სახ­ლი­დან გა­მოქ­ცე­ულს, უკან დამ­დევ­ნე­ბია, მომ­ფე­რე­ბია და მას მე­რე ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა დაწყე­ბუ­ლა. ჩემს ოც­ნე­ბა­შიც კი, მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თიც გა­უ­საძ­ლი­სია. შე­იძ­ლე­ბა ახ­ლა ვი­ღა­ცამ ჩემ­ზეც თქვას, ეს ქა­ლი ავად­მ­ყო­ფია, რა­ებს ლა­პა­რა­კობ­სო, მაგ­რამ მარ­თ­ლა მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დობს ჩემ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი. წლე­ბია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. თა­ვი­დან ასე­თი კი არ იყო. ძა­ლი­ან კარ­გი შე­ყვა­რე­ბუ­ლი და მე­რე კარ­გი ქმა­რი გახ­ლ­დათ.

- აბა, შემ­დეგ რამ შეც­ვა­ლა?

- ცხოვ­რე­ბამ. მა­ტე­რი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მა და იმა­ნაც იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ შვი­ლი არ გვე­ყო­ლა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თ­ვის, რომ პა­ტა­რა გვყო­ლო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ბავ­შ­ვი აგ­ვეყ­ვა­ნა. ავიყ­ვა­ნეთ კი­დეც და ახ­ლა ჩვე­ნი ბი­ჭი 10 წლი­საა. თა­ვი­დან ბავ­შ­ვი კარ­გად მი­ი­ღო, მაგ­რამ მე­რე არ ვი­ცი, რა ბზიკ­მა უკ­ბი­ნა და მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, სმა და­იწყო, მე­რე ჩემ­ზეც აუც­რუვ­და თით­ქოს გუ­ლი. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, ეტყო­ბა, სხვა ქა­ლი ჰყავს და აღარ ვუყ­ვარ­ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი და ახ­ლა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემ გარ­და არა­ვინ ჰყავს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ისევ გვაქვს. რო­გორც უმუ­შევ­რებს, სა­ხელ­მ­წი­ფო გვიხ­დის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ის თან­ხა არ არის, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ოჯა­ხი თა­ვის რჩე­ნას და სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შეძ­ლებს. ჰო­და, ვწვა­ლობთ ისე, რო­გორც ბევ­რი სხვა ქარ­თ­ვე­ლი.

- და­მი­კავ­შირ­დით თხოვ­ნით: მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ და­ბეჭ­დოთ და იქ­ნებ, ვინ­მე რჩე­ვით მა­ინც და­მეხ­მა­რო­სო, ახ­ლა კი მიყ­ვე­ბით ამ­ბავს და თან ცდი­ლობთ, გა­ა­მარ­თ­ლოთ იმ ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც გაწ­ვა­ლებთ... ანუ გე­ში­ნი­ათ მი­სი და­კარ­გ­ვის და ჩე­მი აზ­რით, რაც უნ­და გირ­ჩი­ონ, არა­ვის აზრს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- იცით, მე რჩე­ვა ქმარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი არ მინ­და, არა­მედ, მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს ოჯახ­ში ეს კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი რო­გორ უნ­და დავ­ძ­ლი­ოთ. ვინ­მე თუ ყო­ფი­ლა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­ცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ყელ­ში უჭერ­და და რო­გორ დას­ძ­ლია ეს მდგო­მა­რე­ო­ბა? უფუ­ლო კაც­მა, რო­გორ უნ­და წა­მო­იწყოს რა­ი­მე ბიზ­ნე­სის მაგ­ვა­რი? ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად მზად ვარ, იმ საქ­მეს მოვ­კი­დო ხე­ლი, ად­რე და­მამ­ცი­რებ­ლად რომ მი­მაჩ­ნ­და. მსურს, ჩვე­ნი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ­მა ქმარ­მა ის ძვე­ლე­ბუ­რად ჩა­ი­ხუ­ტოს და გულ­ზე მი­იკ­რას. იცით, ეჭ­ვი მღრღნის და უნ­და გა­გი­ზი­ა­როთ: მგო­ნია, მას ჩვენ მი­მართ გუ­ლი რომ აუც­რუვ­და, ამა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ჩემს მულს, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნას. ჩემს ქმარს უთხ­რა კი­დეც, ვიდ­რე პა­ტა­რას შე­ვარ­ჩევ­დით: რად გინ­და სხვი­სი შვი­ლი, რო­ცა გარს გახ­ვე­ვია დის­შ­ვი­ლე­ბი, ძმის­შ­ვი­ლე­ბი. რა, მა­თი იმე­დი არ გაქ­ვ­სო? ერ­თი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი გვაქვს, ოღონდ, ღა­რი­ბუ­ლად მოწყო­ბი­ლი და ამა­საც და­ხარ­ბ­დ­ნენ. რო­გორც ჩანს, ჩემს მულს უნ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მის შვილს დარ­ჩე­ნო­და. ის ქვრი­ვია და ამი­ტო­მაც არ მო­ე­წო­ნა აზ­რი ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე. მაგ­რამ მე მა­ინც ჩე­მი გა­ვი­ტა­ნე და ქმა­რი და­ვა­ჯე­რე, რომ ჯო­ბია, ჩვე­ნი ერ­ქ­ვას, ვიდ­რე სხვის შვილს მი­ვან­დოთ ბე­დი-მეთ­ქი...

- თქვე­ნი მუ­ლი ალ­ბათ, გარ­დაც­ვ­ლი­ლი მე­უღ­ლის ოჯახ­ში ცხოვ­რობს...

- არა, ის ჩვენ­თან ცხოვ­რობს. ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის მშობ­ლებს ვერ შე­ე­გუა და იმა­თაც, სახ­ლი­დან გა­მო­აგ­დეს... ისე­დაც ბუზღუ­ნამ, ბავ­შ­ვის მოყ­ვა­ნის დღი­დან უმა­ტა ჯაჯღანს. ძმას გა­მუდ­მე­ბით საყ­ვე­დუ­რობ­და: გა­დაჰ­ყე­ვი ამ სხვის ბავშვს, სა­კუ­თა­რი სის­ხ­ლი და ხორ­ცი კი და­ი­ვიწყე. ვაი, საბ­რა­ლო ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, მა­თი და­ნა­ტო­ვა­რი ქო­ნე­ბა ღმერ­თ­მა იცის, ვის უნ­და დარ­ჩე­სო. ბრა­ზობ­და, რო­ცა მის შვილს ვერ ეფე­რე­ბო­და ბი­ძა, სა­კუ­თა­რი შვი­ლის გა­მო. არ მინ­და, ვინ­მეს ცი­ლი დავ­წა­მო, მაგ­რამ მის გარ­და, ჩემს უბე­დუ­რე­ბა­ში სხვას ვე­რა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. თა­ნაც, რო­ცა ვცდი­ლობ, ქმარს სას­მე­ლი და­ვუ­მა­ლო, ჩემს მულს სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მო­აქვს მის­თ­ვის არა­ყი ან ღვი­ნო. კა­ცი­ვით, სულ იმა­ზე ფიქ­რობს, ხი­ლი მო­აგ­რო­ვოს სო­ფელ­ში, რომ მე­რე არა­ყი გა­მო­ხა­დოს. მგო­ნია, ასე ჩემს ჯიბ­რ­ზე იქ­ცე­ვა, მე ხომ მი­სი სიტყ­ვა არაფ­რად ჩა­ვაგ­დე და პა­ტა­რა ბი­ჭი ვიშ­ვი­ლე. ალ­ბათ, ესაა მი­ზე­ზი, რომ ისიც ჯიბ­რ­ში ჩა­მიდ­გა და რო­ცა ქმა­რი მეჩხუ­ბე­ბა, სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უბ­რ­წყი­ნავს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ხართ, ეს თქვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა თუ გა­ი­გეს, რა შე­იც­ვ­ლე­ბა?

- ალ­ბათ, ბევ­რი არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ჩემ გა­მო ისი­ნიც ინერ­ვი­უ­ლე­ბენ, თო­რემ რომც და­მა­ძა­ლონ, არა მგო­ნია, შევ­ძ­ლო და დავ­შორ­დე. ზუს­ტად ვი­ცი, უჩ­ვე­ნო­ბას ვერ გა­და­ი­ტანს. წლე­ბია, ერ­თად ვართ და ვი­ცი, რა დროს რას ფიქ­რობს. ისიც ვი­ცი, ჯავრს ჩემ­ზე რომ იყ­რის, მე­ო­რე დღეს ამის გა­მო სა­კუ­თარ თავს რო­გორ ებ­რ­ძ­ვის, ტუქ­სავს. ბო­დი­შიც ბევ­რ­ჯერ მო­უხ­დია, მაგ­რამ მა­ინც ძნე­ლია გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
23.08.2017
ეს ქალი არ არის ავადმყოფი. უბრალოდ მართლა უყვარს ქმარი, ისეტი როგორიც არის. მაგრამ უნდა დაელაპარაკოთ ქმარს, მულსაც და თუ არაფერი შეიცვალა, აუცილებლად გასცილდეთ, რადგან თქვენი შვილია ცოდვა, ის მაინც რომ უყვარდეს კიდევ მოითმენდით, მაგრამ თუ ბავშვის მიმართ გულგრილია, მხოლოდ ამისათვის აუცილებლად მიატოვეთ, თორემ ბავშვს სიცოცხლეს გაუმწარებს. ტქვენ კი ამის უფლება არ უნდა მისცესთ
ნანა
18.08.2017
ამ არანორმანულ ქალებს სად პოულობთ დიდი ამბით რომ გამოაჭენებთ ხოლმე
ვაიმეეე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწოდებს

კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწო­დებს

"დღესდღეობით ქართველებს მხოლოდ ფსევდოგმირები გვყავს"

სიკვდილის მოციქულად ქცეული იარაღი და თავაშვებული თავისუფლების მინუსები

ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი
რას პასუხობს პენსიონერი ემიგრანტს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი გამოუგზავნა


კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი