პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
font-large font-small
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი თა­ვი­სი შრო­მით ირ­ჩენს თავს (ა­მი­ტო­მაც, მა­თი უმე­ტე­სო­ბა ძალ­ზე ღა­რი­ბი­ა), ზო­გი - ქურ­დო­ბით ან თაღ­ლი­თო­ბით, ზო­გი კი­დევ, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაშ­ვე­ბით - ე.წ. ნა­სედ­კო­ბით. მოკ­ლედ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფუ­ლის შოვ­ნის ათას­გ­ვა­რი მე­თო­დი არ­სე­ბობს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, ვინც სხვი­სი უბე­დუ­რე­ბის ხარ­ჯ­ზე ცდი­ლობ­და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბას, რად­გან მი­აჩ­ნ­და, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად დან­დო­ბის ღირ­სი არა­ვინ არის, მაგ­რამ მე­რე მიხ­ვ­და, რომ ძა­ლი­ან ცდე­ბო­და; საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა აიძუ­ლა, ცხოვ­რე­ბის წე­სი შე­ეც­ვა­ლა. ახ­ლა ძა­ლი­ან დარ­დობს წარ­სულ­ში ჩა­დე­ნილს და ახალ­გაზ­რ­დებს სთხოვს, მი­სი შეც­დო­მა არ გა­ი­მე­ო­რონ.

ზუ­რა, 51 წლის:
- ბავ­შ­ვო­ბის წლე­ბი ქუ­ჩა­ში გა­ვა­ტა­რე. მა­მა ლო­თი მყავ­და, დე­და კი ერ­თი სა­ცო­და­ვი ქა­ლი იყო. უბ­ნის ბი­ჭებს შე­ვე­კედ­ლე, სკო­ლა­ში არ დავ­დი­ო­დი, სახ­ლ­ში მხო­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად შევ­დი­ო­დი და მა­ში­ნაც მა­მა­ჩე­მის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი გი­ნე­ბის მოს­მე­ნა მი­წევ­და. ჩემ­თ­ვის მო­ფე­რე­ბა, კე­თი­ლი სიტყ­ვე­ბი არა­ვის ემე­ტე­ბო­და, მხო­ლოდ ქუ­ჩის მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სიტყ­ვას - "ყო­ჩაღ", რო­ცა მათ და­ვა­ლე­ბას შე­ვას­რუ­ლებ­დი...
- რა და­ვა­ლე­ბებს გუ­ლის­ხ­მობთ?
- თა­ვი­დან წვრილ­მა­ნი საქ­მე­ე­ბი იყო. მე­გობ­რებს ვი­ღა­ცე­ბის­თ­ვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი და უკ­ვირ­დათ, ასე პა­ტა­რას, ამ­დე­ნი ძა­ლა სა­ი­დან გაქვს, თან, კუნ­თე­ბიც რომ არ გეტყო­ბაო?! პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვვარ­ჯი­შობ­დი - ერ­თა­დერ­თი კარ­გი რამ, რა­საც მა­მამ მი­მაჩ­ვია, ვარ­ჯი­ში გახ­ლ­დათ. ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ის მოკ­რი­ვე იყო და ვიდ­რე გა­ლოთ­დე­ბო­და, აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შობ­და, მეც სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რულს მი­ნერ­გავ­და.
- მე­რე რამ შეც­ვა­ლა, სმა რა­ტომ და­იწყო?
- ამ­ბობ­და, რომ ცხოვ­რე­ბამ გა­ა­ლო­თა, მაგ­რამ რას გუ­ლის­ხ­მობ­და, ვერ ვხვდე­ბო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში არა­ვის ულ­ხინ­და, მაგ­რამ ჩე­მი მე­გობ­რის მა­მე­ბი არ გა­ლო­თე­ბუ­ლან...
- რო­ცა ქუ­ჩა­ში გახ­ვე­დით და "საქ­მის გარ­ჩე­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, რამ­დე­ნი წლის იყა­ვით?
- 13 წლის ვი­ყა­ვი... გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გახ­ლ­დით და ხომ იცით, ამ პე­რი­ოდ­ში მო­ზარ­დებს თა­ვი ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ე­ბად მი­აჩ­ნი­ათ. მეც ასე ვი­ყა­ვი, ვმამ­ლა­ყინ­წობ­დი... 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ სე­რი­ო­ზულ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს - მა­ღა­ზია გავ­ტე­ხეთ. მა­ყუ­თი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნეთ. წი­ლიც მომ­ცეს. იმ დღეს, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო, რად­გან შე­მეძ­ლო, ჩე­მი ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ის მე­ყი­და, რაც მინ­დო­და... მოკ­ლედ, თქვე­ნე­ბუ­რად - ანუ პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ - ხელ­მ­რუ­დო­ბას მი­ვეჩ­ვიე და ორი თი­თის ჯი­ბე­ში ჩა­ცუ­რე­ბაც ვის­წავ­ლე. ამ საქ­მე­ში საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვი­წა­ფე. მა­ლე, მე­გობ­რე­ბი უჩე­მოდ არც ერთ საქ­მე­ზე არ მი­დი­ოდ­ნენ. ვის­წავ­ლე ცხოვ­რე­ბის ფა­სი, ვიგ­რ­ძე­ნი ფუ­ლის სუ­ნი, მი­სი გე­მო.
- ანუ ტრან­ს­პორ­ტ­შიც ხში­რად ადი­ო­დით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სა­ძარ­ც­ვად?
- კი, ხში­რად ხდე­ბო­და ასე­თი რამ. ადა­მი­ანს სა­ხე­ზე ვატყობ­დი, ჯი­ბე­ში ფუ­ლი ჰქონ­და თუ არა... ჩემს უბან­ში "ვზროს­ლი" ბი­ჭე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნარ­კო­მა­ნი იყო, მე კი რა­ტომ­ღაც, ნარ­კო­ტი­კის გა­სინ­ჯ­ვის სურ­ვი­ლიც კი არას­დ­როს მქო­ნია. ბევ­რი ცდი­ლობ­და ჩემს ჩათ­რე­ვას, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მო­მი­ხერ­ხეს. სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად, არა­ვინ მიყ­ვარ­და და ვფიქ­რობ­დი, რომ რა­ღაც კა­ი­ფის გა­მო, თა­ვის მოკ­ვ­ლა არ ღირ­და, მით უფ­რო, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად ბევ­რი სა­კა­ი­ფო რამ არ­სე­ბობ­და... სა­მა­გი­ე­როდ, ფულს ღვი­ნის სმა­ში, ქა­ლებ­ში, "შმოტ­კებ­ში" - ერ­თი სიტყ­ვით, კარგ ცხოვ­რე­ბა­ში ვხარ­ჯავ­დი.
- ცი­ხე­შიც ხართ ნამ­ყო­ფი?
- 20 წლის ისე გავ­ხ­დი, რომ პო­ლი­ცი­ას­თან საქ­მე არც ერ­თხელ არ მქო­ნია. მიკ­ვირ­და, რო­გორ იჭერ­დ­ნენ ისი­ნი ჩემ­ნა­ი­რებს. თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მა­გა­რი ხე­ლი და ცი­ხის კედ­ლე­ბის სუ­ნიც მა­ლე­ვე შე­ვიგ­რ­ძე­ნი... ერთ ოჯახს ვა­ყა­ჩა­ღებ­დით, რო­ცა პო­ლი­ცია თავ­ზე წა­მოგ­ვად­გა. მა­შინ ვერც ფულ­მა და ვერც ად­ვო­კატ­მა ვერ მიშ­ვე­ლა... ცი­ხე­ში ჩემს "გა­ფუ­ჭე­ბას" ბევ­რი ცდი­ლობ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ...
- სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენ "გა­ფუ­ჭე­ბა­ში" რას გუ­ლის­ხ­მობთ?
- ძლი­ე­რი კრი­მი­ნა­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, "შნი­რად" ვექ­ცი­ეთ. რო­გორც ცი­ხე­ში პირ­ვე­ლად მოხ­ვედ­რილ ადა­მი­ანს, მეც ზე­მო­დან მი­ყუ­რებ­დ­ნენ. არა­ერ­თხელ გა­ვი­ლა­ხე ჩე­მი სი­ჯი­უ­ტის გა­მოც, მაგ­რამ მერ­ჩივ­ნა, კბი­ლე­ბი და­ეძ­როთ, ვიდ­რე ვინ­მეს "ხე­ლის ბი­ჭი" გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. კერ­კე­ტი ყო­ფილ­ხა­რო, - მითხ­რეს, რო­ცა სას­ჯე­ლი მო­ვი­ხა­დე და გუ­შაგ­მა და­მი­ძა­ხა: გა­მო­დიო... იმ დრო­ის­თ­ვის, რო­ცა ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი, მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სუფ­თა ჰა­ერს ვერ სუნ­თ­ქავ­და, ცი­ხის კედ­ლებს ხე­ხავ­დ­ნენ. სახ­ლ­ში მი­სულს, მა­მა მკვდა­რი დამ­ხ­ვ­და, დე­და კი - ხე­ლი­დან წა­სუ­ლი: ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­ვუს­წა­რი. იმ ბიჭს იმ­დე­ნი ვურ­ტყი, რომ სა­ხე გა­სი­ვე­ბულ გოგ­რას და­ვუმ­ს­გავ­სე, დე­დას კი ვერ გა­ვარ­ტყი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ წუ­თი­დან შემ­ძულ­და...
იმ დღი­დან გა­დავ­წყ­ვი­ტე, მე­გო­ბარ­ზე შუ­რი მე­ძია (დე­და სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გე), მაგ­რამ რო­გორ - ამას ვერ ვხვდე­ბო­დი... ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ და­მა­კა­ვა. ამ­ჯე­რად, ჩემ­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ბრალ­დე­ბით. კარ­გად და­მა­ლი­ლა­ვეს და გა­მო­მიშ­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, იგი­ვე გა­მე­ორ­და, ოღონდ გა­მაფ­რ­თხი­ლეს: თუ გა­ვი­გეთ, რომ ქურ­დო­ბას არ შე­ეშ­ვი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხეს გა­ხეხ­ვი­ნებთ. კარ­გად ყოფ­ნა და სუფ­თა ჰა­ე­რი თუ გინ­და, ეგ­რე­ვე საქ­მე­ზე კი ნუ წახ­ვალ, პი­რი­ქით - რო­ცა ამას და­ა­პი­რე­ბენ შე­ნი ძმა­ბი­ჭე­ბი, ჩვენ შეგ­ვატყო­ბი­ნე, ასე გა­რე­თაც იქ­ნე­ბი და მა­ყუთ­საც ჩვენ მოგ­ცემ­თო... ეს ერთ ყურ­ში შე­ვუშ­ვი და მე­ო­რი­დან გა­მო­ვუშ­ვი. ერ­თხელ ბი­ჭებ­მა და­მი­რე­კეს: მა­გა­რი პონ­ტი ავაგ­დეთ, თუ შეძ­ლებ, ამა და ამ დროს მო­დი, ჩვენ სამ­ნი ვიქ­ნე­ბი­თო. - ვინ სამ­ნი-მეთ­ქი? - ვკითხე. მან და­სა­ხე­ლე­ბულ პი­რებს შო­რის ისიც და­ა­სა­ხე­ლა, ვი­საც დე­და­ჩემ­თან ერ­თად შე­ვუს­წა­რი. კარ­გი-მეთ­ქი. დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, რო­გორ გა­და­მე­ხა­და იმის­თ­ვის სა­მა­გი­ე­რო, ვინც ასე გა­მამ­წა­რა. ჰო­და, შან­სი ახ­ლა გა­მიჩ­ნ­და. ვი­ფიქ­რე: კა­ცი არ ვი­ყო, თუ ცი­ხე არ გა­ხეხ­ვი­ნო-მეთ­ქი! და გან­ზ­რა­ხუ­ლი სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნე: ბი­ჭე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­ვუშ­ვი, ისი­ნი და­ა­კა­ვეს...
- ერთ-ერთ მათ­განს რომ სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დეთ, მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის გა­მო, ეგ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სხვე­ბი რო­გორ გა­ი­მე­ტეთ?
- არ ვი­ცი, მა­შინ რა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, ვი­ე­გო­ის­ტე... რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, ისევ და­მა­კა­ვეს და მომ­თხო­ვეს, ვინ­მე ჩა­მეშ­ვა. მე "ნა­სედ­კა" არ ვარ-მეთ­ქი, - რომ ვუთხა­რი, გა­ი­ცი­ნეს: აბა, ის ბი­ჭე­ბი ვინ ჩა­უშ­ვა? თუ არ გინ­და, ეს ამ­ბა­ვი მათ ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს, გა­ინ­ძე­რიო. მიმ­ბეგ­ვეს და გა­მო­მიშ­ვეს. დიდ­ხანს ვიჭყ­ლეტ­დი ტვინს. ბი­ჭებს "ბირ­ჟა­ზე" ჩა­ვა­კითხე. ახა­ლი ამ­ბე­ბი გა­ვი­გე, მათ­თან ძვე­ლე­ბუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­ვად­გი­ნე და ჩუმ-ჩუ­მად პო­ლი­ცი­ას­თა­ნაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. ყო­ვე­ლი "ნა­კო­ლის" მი­ცე­მა­ზე, პო­ლი­ცია საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხით მა­ჯილ­დო­ებ­და. ასე უზ­რუნ­ვე­ლად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ისე გა­მიტ­კ­ბა, რომ "მე­გობ­რებს" უფ­რო ხში­რად ვთხოვ­დი საქ­მე­ზე წას­ვ­ლას. მე ყო­ველ­თ­ვის სუფ­თად გა­მოვ­დი­ო­დი, მათ კი, ჩე­მი დამ­სა­ხუ­რე­ბით, ხში­რად უწევ­დათ პო­ლი­ცი­ა­ში ფუ­ლის ჩაყ­რა. წლე­ბის მან­ძილ­ზე ვე­წე­ო­დი ამ ორ­მ­ხ­რივ თა­მაშს და ამას არც ვნა­ნობ­დი, რად­გან მი­მაჩ­ნ­და, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში დან­დო­ბის ღირ­სი არა­ვი­ნაა...
- ახ­ლაც ასე ფიქ­რობთ?
- არა, ახ­ლა ვნა­ნობ ყვე­ლა­ფერს, რაც წარ­სულ­ში მივ­ქა­რე და უფალს ვთხოვ, ჩე­მი შეც­დო­მე­ბის გა­მო ჩე­მი შვი­ლე­ბი არ და­ი­სა­ჯონ... ერ­თხე­ლაც, გო­გო შე­მიყ­ვარ­და, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, უნე­ბუ­რად, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­ვიც­ვა­ლე. ცოლ­მა მი­ბიძ­გა იმის­კენ, რომ სა­მუ­შაო მე­შო­ვა და დღეს პა­ტი­ოს­ნად ვცხოვ­რობ. ნელ-ნე­ლა ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბა და ისევ ისე­თი სუფ­თა სინ­დი­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი გავ­ხ­დი, რო­გო­რიც ბავ­შ­ვო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ახ­ლა შვი­ლე­ბი მყავს. რო­ცა მკითხეს, სად არი­ან შე­ნი მშობ­ლე­ბიო? - გუ­ლი ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა! ბავ­შ­ვებ­მა იცი­ან, რომ ისი­ნი ნა­ად­რე­ვად და­ი­ხოც­ნენ, ცოლს კი სი­მარ­თ­ლე ვერ და­ვუ­მა­ლე, მან ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის, წარ­სუ­ლიც მა­პა­ტია. მითხ­რა, მთა­ვა­რია, მო­მა­ვალ­ში არ და­უშ­ვა ისე­თი შეც­დო­მა, რო­მე­ლიც შენ­ვე გატ­კენს გულ­სო.
ჩემს შვი­ლებს ხში­რად ვუ­მე­ო­რებ და ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დას მინ­და გთხო­ვოთ, ნუ გა­ე­რე­ვით "შავ" საქ­მე­ებ­ში და ნურც პო­ლი­ცი­ის მუ­ქა­რას გა­ა­ტა­რებთ, თო­რემ ერ­თხელ თუ ჩა­ვარ­დით ჭა­ობ­ში, იქი­დან ამოს­ვ­ლა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ...
P.შ. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
11.05.2017
პატივცემულო ავტორო, როგორ ფიქრობთ, კარგი მაგალითი დახატეთ იმისთვის, რომ წესიერი ცხოვრებისკენ მოუწოდოთ მკითხველს?
გიორგი
11.05.2017
ყოჩაღ ამ სტატიის ავტორს, ახალგაზრდობას კარგ შეგონებას აწვდის, თუ საკუთარი შრომით ირჩენ თავს, ღარიბი იქნებიო (,,და­მი­ან­თა ნა­წი­ლი თა­ვი­სი შრო­მით ირ­ჩენს თავს, ა­მი­ტო­მაც, მა­თი უმე­ტე­სო­ბა ძალზე ღარიბიაო"). ახალგაზრდებო, არ დაუჯეროთ ამ ვაი ავტორს, ქურდობითა და თაღლითობით ათასიდან შეიძლება ერთს გაუმართლოს, ხოლო ბეჯითი შრომითა და გარჯიოთ ათასიდან მინიმუმ 100 მაინცაა წარმატებული, 10 კი ძალიან წარმატებული და მდიდარი! რომელი გირჩევნიათ, თქვენ აირჩიეთ!!!
ვააა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დღესდღეობით ქართველებს მხოლოდ ფსევდოგმირები გვყავს"

სიკვდილის მოციქულად ქცეული იარაღი და თავაშვებული თავისუფლების მინუსები

ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი
რას პასუხობს პენსიონერი ემიგრანტს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი გამოუგზავნა



მო­ხუ­ცე­ბუ­ლის გვერ­დით არა­ვინ ჯდე­ბო­და. ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის იყო, რომ გა­ხუ­ნე­ბუ­ლი, ძვე­ლე­ბუ­რი პალ­ტო ეცვა...




"პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს ერთი ღარიბი პენსიონერი მეზობლის დახმარება მაინც..."



"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან".




- ჩე­მი გა­სა­ჭი­რი სხვის­თ­ვის შე­საძ­ლოა, სა­სა­ცი­ლო იყოს, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს.
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი