მოგ­ზა­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ათო­ნის მთი­დან
font-large font-small
მოგ­ზა­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ათო­ნის მთი­დან
ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრს მოგ­ზა­უ­რობს და ყვე­ლა­ფერს ფო­ტო­ვი­დე­ო­ო­ბი­ექ­ტი­ვით აფიქ­სი­რებს.
მი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სა­ნუკ­ვარ-სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლი შე­ვარ­ჩიე - ათო­ნის მთა და ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტე­რი. რო­გორ გა­იც­ნო ჩვენ­მა კო­ლე­გამ, და­ვით ახ­ვ­ლე­დი­ან­მა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის პრეს­მ­დი­ვა­ნი, რო­გორ მოხ­ვ­და ივე­რონ­ში და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა, მი­სი მო­ნათხ­რო­ბით შე­ვიტყობთ:


- მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის პრეს­მ­დი­ვა­ნი კუ­რი­ო­ზუ­ლად გა­ვი­ცა­ნი: მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში, ძველ კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ვა­დე­ქი. თან პა­ტა­რა სა­მოყ­ვა­რუ­ლო კა­მე­რა მქონ­და და მარ­თა­ლია, ელე­მენ­ტი თით­ქ­მის ჯდე­ბო­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ვინ­მე ჩა­მე­წე­რა (იმ­ხა­ნად აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ის სა­კითხი მწვა­ვედ იდ­გა და ამ საქ­მე­ში მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოც ჩარ­თუ­ლი იყო). მირ­ჩი­ეს, მსოფ­ლი­ოს პატ­რი­არ­ქის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ დო­სი­თე­ოსს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. ჰო­ლი­დან­ვე და­ვუ­რე­კე და, მარ­თა­ლია, თა­ვად ოთხ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენებ­ში ვერ "და­ვემ­თხ­ვი­ეთ" - მე ის ენე­ბი არ ვი­ცო­დი, მან - რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ანუ რაც მე ვი­ცო­დი. აქ კი ჩე­მი მე­უღ­ლის "გერ­მა­ნის­ტო­ბა" გა­მო­მად­გა, რო­მელ­მაც თარ­ჯიმ­ნო­ბა გა­მი­წია. ორი სა­ა­თის შემ­დეგ დაგ­ვი­ბა­რა, ჩა­მოგ­ვა­კითხა და რომ მე­გო­ნა, ეზო­ში­ვე ჩავ­წერ­დი, მი­სი ყოვ­ლა­დუწ­მინ­დე­სო­ბის, მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის, ბარ­თ­ლო­მე I-ის კა­პი­ნეტ­ში შეგ­ვიძღ­ვა. ის ინ­ტერ­ვიუ შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცა, მე და მა­მა დო­სი­თე­ო­სი კი დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. ათო­ნის მთი­დან სა­აღ­დ­გო­მო რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბა რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­სახ­მა­რებ­ლად მივ­მარ­თე და ივერ­თა მო­ნას­ტ­რის გა­და­სა­ღე­ბად შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბაც ვთხო­ვე. პა­რა­ლე­ლუ­რად, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ჩვენ­მა სა­პატ­რი­არ­ქო­მაც გა­მა­ტა­ნა შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის წე­რი­ლი. გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტ­მა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­მა გა­მაფ­რ­თხი­ლა, რომ ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის სამ­შა­ბათს ივე­რონ­ში მი­სი მთა­ვა­რი სიწ­მინ­დის - ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის ლი­ტა­ნი­ო­ბა იქ­ნე­ბო­და და არ გა­მო­მე­ტო­ვე­ბი­ნა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თ­ვა ავი­ღე და ოპე­რა­ტორ­თან ერ­თად 4 დღით ათო­ნის მთა­ზე გა­ვემ­გ­ზავ­რე.
ათო­ნის 20 მო­ნას­ტ­რი­დან იერარ­ქი­უ­ლად პირ­ვე­ლი - ათა­ნა­სე დი­დის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი დი­დი ლავ­რაა; მე­ო­რე - ვა­თო­პე­დის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ამ­ჟა­მად 3 ქარ­თ­ვე­ლი ბე­რი მსა­ხუ­რობს; მე­სა­მე - ივერ­თა მო­ნას­ტე­რი; მე­ოთხე - სერ­ბუ­ლი და ა.შ.

- ასეთ ად­გი­ლას მოხ­ვედ­რა ზღვა ემო­ცი­ას იწ­ვევს, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც შე­ნი მო­ნათხ­რო­ბი ვი­დე­ოთ­ვა­ლი­ვით იქ­ნე­ბა. რა გა­ნი­ცა­დე, შე­გიძ­ლია გად­მოგ­ვ­ცე?GzaPress

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეც­დე­ბი. ჯერ სა­ლო­ნიკ­ში ჩავ­ფ­რინ­დით, სა­ი­და­ნაც ათო­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 120 კი­ლო­მეტ­რია. გა­ვემ­გ­ზავ­რეთ პა­ტა­რა სა­ნა­პი­რო ქა­ლაქ ურა­ნო­პოლ­ში. აქ უკ­ვე გრძნობ ათო­ნურ სულს. ვი­ზა დი­ლა­ად­რი­ან ავი­ღე. ათო­ნის მთა ავ­ტო­ნო­მი­ა­სა­ვით არის, რო­გორც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კა და, თურ­მე, იქი­და­ნაც უნ­და მქო­ნო­და მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს წე­რილ­მა და ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლო­ბით­მა ლოც­ვა-კურ­თხე­ვამ მიშ­ვე­ლა, თო­რემ იქ მოხ­ვედ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით - პირ­ვე­ლად, საკ­მა­ოდ გა­მიძ­ნელ­დე­ბო­და. გრა­ფი­ოს პა­ტა­რა ოთა­ხი­დან ვი­ზით რომ გა­მო­ვე­დი, ცას ავ­ხე­დე, პირ­ჯ­ვა­რი გა­და­ვი­წე­რე და ღმერთს მად­ლო­ბა ვუთხა­რი, უკან რომ არ გა­მო­მაბ­რუ­ნეს. ათო­ნის მთა­ვარ მი­სად­გომ­თან - დაფ­ნის­თან ბო­რ­ნით 2 სა­ათ­ში მივ­ცუ­რეთ და იქი­დან ავ­ტო­ბუ­სით ავე­დით ათო­ნის დე­და­ქა­ლაქ კა­რი­ეს­ში, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხ­ვა მო­ნას­ტ­რის­კენ ირ­ჩევ მარ­შ­რუტს. მომ­ლოც­ველ­თა ერთ ნა­წილ­თან ერ­თად სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სით 15-20 წუთ­ში უკ­ვე ივერ­თა მო­ნას­ტერ­ში ვი­ყა­ვით. არც კი ვი­ცი, რო­გორ გად­მოგ­ცე, რა და­მე­მარ­თა: რაც უფ­რო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი შე­სას­ვ­ლელს, მით უფ­რო მიჩ­ქარ­დე­ბო­და გუ­ლი, თით­ქოს სხვა­ნა­ი­რად ვსუნ­თ­ქავ­დი. შე­სას­ვ­ლელ­ში­ვე ულა­მა­ზე­სი კო­ლო­ნა­დაა და თი­თო­ე­ულ კე­დელს ვკოც­ნი­დით... აბა, რა გითხ­რა, სას­წა­უ­ლი ემო­ციაა... მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელ­ში­ვეა ჩვე­ნი წმინ­და­ნე­ბის - იოანე, ექ­ვ­თი­მე და გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლე­ბის შუ­შა­ში ჩას­მუ­ლი უზარ­მა­ზა­რი ფრეს­კა, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს კი, ფრეს­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი არის ქარ­თ­ვე­ლი გაბ­რი­ელ ბე­რი და ნათ­ლის სვე­ტი, რო­მე­ლიც ზღვის ტალ­ღებ­ზე მდგო­მი ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი­დან გად­მო­დი­ო­და... ივე­რო­ნის ბე­რებს შე­ვატყ­ვე, ჩვენ შე­სა­ხებ იცოდ­ნენ, იღუ­მე­ნიც გა­მოგ­ვე­ლა­პა­რა­კა ინ­გ­ლი­სუ­რად (წა­მოს­ვ­ლი­სას დაგ­ვ­ლო­ცა კი­დეც ამ იღუ­მენ­მა). კე­ლი­ა­ში დაგ­ვა­ბი­ნა­ვეს, მსა­ხუ­რე­ბის გან­რი­გიც გაგ­ვაც­ნეს და შემ­დეგ ტრა­პეზ­ზე მიგ­ვი­პა­ტი­ჟეს. მოვ­ხ­ვ­დით ძა­ლი­ან დიდ სატ­რა­პე­ზო­ში, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 200 კაც­ზე მეტს იტევ­და. წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი იყო და მძი­მე მარ­ხ­ვა. ზო­გი­ერ­თი მო­ნას­ტე­რი ამ დღეს ტრა­პეზ­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, ივე­რო­ნის სატ­რა­პე­ზოს მა­გი­და­ზე კი დაგ­ვ­ხ­ვ­და: ლი­თო­ნის თეფ­შებ­ზე დას­ხ­მუ­ლი ში­ლი­ფი ცი­ვი აჯაფ­სან­და­ლი, თხელ "სუპს" რომ უფ­რო წა­ა­გავ­და; ნა­კურ­თხი თუ შე­ლოც­ვი­ლი წყლით აფუ­ე­ბუ­ლი და იქ­ვე, თო­ნე­ში გა­მომ­ცხ­ვა­რი უგემ­რი­ე­ლე­სი მომ­ჟა­ვო მო­რუ­ხო პუ­რი; ზე­თის­ხი­ლი; ვაშ­ლი და გრა­ფი­ნით - წყა­როს წყა­ლი. სატ­რა­პე­ზო­ში ჯერ ბე­რე­ბი შე­ვიდ­ნენ და დას­ხ­დ­ნენ, შემ­დეგ ერთ-ერ­თ­მა ბერ­მა პი­ლიგ­რი­მე­ბი შეგ­ვი­პა­ტი­ჟა და ცალ­კე დაგ­ვ­ს­ხა. უად­გი­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში პი­ლიგ­რიმს, თურ­მე, ბე­რებ­თან სვა­მენ. მე "გა­მი­მარ­თ­ლა" და ორი ბე­რის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. სა­ო­ცა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ იქა­ურ ბე­რებს: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ მარ­ხუ­ლო­ბენ და მოწყ­ვე­ტი­ლე­ბი არი­ან სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას, ძალ­ზე მეტყ­ვე­ლი თვა­ლე­ბი აქვთ, თით­ქოს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი უთა­მა­შებ­თო. ტრა­პე­ზის შემ­დეგ და­სას­რუ­ლის მა­უწყე­ბელ ზარს შე­მოჰ­კ­რეს და ჯერ იღუ­მე­ნი გა­ვი­და, შემ­დეგ მო­ნას­ტ­რის საძ­მო და ბო­ლოს ჩვენ - სა­ე­რო პი­რე­ბი. ამის შემ­დეგ გა­მო­აბ­რ­ძა­ნეს წმინ­და ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია ათო­ნის მთა, მით უფ­რო - ივერ­თა მო­ნას­ტე­რი... სა­მო­ნას­ტ­რო ტი­პი­კო­ნით ბე­რე­ბი ად­რე იძი­ნე­ბენ და ღა­მით კვლავ იწყე­ბენ ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბას. ამი­ტომ პი­ლიგ­რი­მე­ბიც ღა­მით გაგ­ვაღ­ვი­ძეს. კე­ლი­ი­დან გა­მო­სულს სა­ო­ცა­რი, მის­ტი­კუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბა დამ­ხ­ვ­და - უტ­კ­ბე­სი ბი­ზან­ტი­უ­რი გა­ლო­ბის ფონ­ზე მო­ნას­ტ­რის უზარ­მა­ზა­რი კედ­ლე­ბის, ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბით მო­ა­რუ­ლი შა­ვა­ნა­ფო­რი­ა­ნი ბე­რე­ბი­სა და მა­თი ლან­დე­ბის შემ­ყუ­რეს, თა­ვი შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მე­გო­ნა. მე­ო­რე დღე­სა და აღ­დ­გო­მის ღა­მე­საც ივერ­თა მო­ნას­ტერ­ში ვი­ყა­ვი და მთე­ლი ლი­ტა­ნი­ო­ბა გა­და­ვი­ღეთ. თუ­კი შე­იძ­ლე­ბა ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლი გა­მო­არ­ჩიო, მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სოდ შევ­ხ­ვ­დი აღ­დ­გო­მას.

- ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის ხატს რო­დის მი­ე­ახ­ლე?GzaPress

- ლი­ტა­ნი­ო­ბის შემ­დეგ, კვი­რა დი­ლით სას­წ­რა­ფოდ ვა­თო­პე­დის მო­ნას­ტერ­ში გა­ვემ­გ­ზავ­რეთ, რად­გან ვი­ცო­დით, იქ ღვთის­მ­შობ­ლის სარ­ტყელს გა­მო­აბ­რ­ძა­ნებ­დ­ნენ. ვა­თო­პე­დის მო­ნას­ტერს კვად­რა­ტუ­ლი ეზო აქვს და ასე, კვად­რა­ტუ­ლად, იერარ­ქი­ის მი­ხედ­ვით დად­გ­ნენ ბე­რე­ბი ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბით, ხაზ­ზე ჩავ­მ­წ­კ­რივ­დით სა­ე­რო პი­რე­ბიც. ბე­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან მი­დი­ოდ­ნენ და ბერ­ძ­ნუ­ლად ულო­ცავ­დ­ნენ, - ქრის­ტე აღ­დ­გაო. ყვე­ლას შეგ­ვეძ­ლო, იქ­ვე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ხის და მე­ტა­ლის კან­კუ­რე­ბის (სა­რე­კე­ლე­ბი - ავტ.), ზა­რე­ბის, ჩა­ქუ­ჩე­ბის შე­მოკ­ვ­რა. ისე­თი ამ­ბა­ვი იყო ეზო­ში, ჩე­მი "ვი­დე­ოთ­ვა­ლიც" ვერ გად­მოგ­ცემს, მხო­ლოდ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლით თუ აღიქ­ვამ. მე­რე გა­მო­აბ­რ­ძა­ნეს 30-40 სმ სიგ­რ­ძის ლუს­კუ­მა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ღვთის­მ­შობ­ლის სარ­ტყე­ლი, რო­მე­ლიც მიდ­გო­მილ­მა ღვთის­მ­შო­ბელ­მა აქ­ლე­მის ბეწ­ვის­გან დაწ­ნა, ასე­ვე, იოანე ოქ­რო­პი­რის უხ­რ­წ­ნე­ლი თა­ვიც და კი­დევ ბევ­რი წმინ­და ნა­წი­ლი. სარ­ტყელ­თან მი­ახ­ლე­ბი­სას მო­ვას­წა­რი მი­სი შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბა: რუხ­ნა­რე­ვი, ოდ­ნავ ბზინ­ვა­რე ბეწ­ვი­თაა წმინ­დად ნაქ­სო­ვი და, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,50 სმ სი­გა­ნი­საა. პა­ტივ­გე­ბის მიზ­ნით, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იგი ერთ-ერთ ბი­ზან­ტი­ელ დე­დო­ფალს ლა­მა­ზი ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ურ­თავს. ცნო­ბი­ლია, რომ სარ­ტყელს უდი­დე­სი ძა­ლა აქვს და მის­გან უდი­დე­სი მად­ლი გად­მო­დის. ვა­თო­პე­დის მო­ნას­ტერ­ში წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბიც ჩა­მოგ­ვი­რი­გეს, თევ­ზით გახ­ს­ნი­ლე­ბულ ტრა­პეზ­საც და­ვეს­წა­რით და კვლავ ივე­რონ­ში დავ­ბ­რუნ­დით - ბრწყინ­ვა­ლე სამ­შა­ბათს ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის გა­მობ­რ­ძა­ნე­ბას უნ­და დავ­ს­წ­რე­ბო­დით (ხატს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 3-4-ჯერ გა­მო­აბ­რ­ძა­ნე­ბენ ხოლ­მე). ეს რი­ტუ­ა­ლიც ძა­ლი­ან სადღე­სას­წა­უ­ლო და დი­დე­ბუ­ლი იყო. ჯერ მო­ნას­ტ­რის საძ­ვა­ლე­ში ავე­დით და იქი­დან, გარ­შე­მო, კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სით მთე­ლი მი­სი მი­წე­ბი - და­ახ­ლო­ე­ბით, 5-6 კმ შე­მო­ვი­ა­რეთ. ბო­ლოს ჩა­ვე­დით ეგე­ო­სის ზღვის ნა­პი­რას, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლი ბე­რი გაბ­რი­ე­ლი ზღვი­დან გა­მობ­რ­ძა­ნე­ბულ ღვთის­მ­შობ­ლის ხატს შე­ე­გე­ბა; სა­დაც შემ­დეგ წყა­რომ ამო­ხეთ­ქა და ახ­ლა პა­ტა­რა ეკ­ლე­სია დგას. შუ­ადღეს სწო­რედ ამ ად­გი­ლის მო­ლოც­ვით სრულ­დე­ბა პრო­ცე­სია. ლი­ტა­ნი­ო­ბი­სას იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა და საკ­მაო ჩოჩ­ქო­ლია, ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის ამო­დის ათო­ნის პო­ლი­ცია. ხატს ჰყავს სა­კუ­თა­რი მცვე­ლი-მსა­ხუ­რი, ბე­რი, რო­მე­ლიც წეს­რიგს ამ­ყა­რებს, რად­გან ყვე­ლა მომ­ლოც­ველს სურს, მცი­რე ხნით მა­ინც ატა­როს ხა­ტი და ცდი­ლობს, მის ერთ-ერთ სპე­ცი­ა­ლურ ბე­ჭის შე­სად­გო­მელს შე­ე­ყუ­დოს. ორ ასეთ კაცს თვი­თონ მცვე­ლი ბე­რი არ­ჩევს და მხო­ლოდ 3-4 წუთს ატა­რე­ბი­ნებს. წი­ნას­წარ ჩარ­თუ­ლი "პეტ­ლიჩ­კით" - პა­ტა­რა მიკ­რო­ფო­ნით ისე ახ­ლოს მივ­ყ­ვე­ბო­დი ხატს, რომ მეც გა­მი­მარ­თ­ლა. ოპე­რა­ტო­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავ­და და სრულ მზად­ყოფ­ნა­ში ელო­და მო­მენტს, რად­გან დუბ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ გვექ­ნე­ბო­და, ამი­ტომ შე­ვე­ყუ­დე თუ არა ხატს, უშეც­დო­მოდ ჩავ­წე­რეთ "სთენ­და­პი".GzaPress

ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის ლი­ტა­ნი­ო­ბა კი გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ვი­ზი­ტი მთავ­რ­დე­ბო­და და სა­ცა­ვის გა­და­ღე­ბის იმე­დიც გვე­წუ­რე­ბო­და, თუმ­ცა... ივე­რონ­ში ორი სა­ცა­ვია: მუ­ზე­უ­მი, სა­დაც მთე­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი, ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კაა, ასე­ვე დამ­წერ­ლო­ბის იშ­ვი­ა­თი ნი­მუ­შე­ბი და ოშ­კის ბიბ­ლიაა. ოპი­ზის ოთხ­თა­ვი კი მუ­ზე­უმ­შია გა­მო­ფე­ნილ-გა­დაშ­ლი­ლი. ბიბ­ლი­ო­თე­კა იშ­ვი­ა­თად იხ­ს­ნე­ბა, მუ­ზე­უ­მის გა­და­უ­ღებ­ლად წა­მოს­ვ­ლა კი ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­დო­და. რამ­დე­ნი­მე ქარ­თ­ვე­ლი ვი­ყა­ვით და მათ შო­რის იყო ბერ­ძ­ნუ­ლის მცოდ­ნეც. სწო­რედ მას­თან ერ­თად გა­და­ვე­ყა­რე სა­ცა­ვის მცველ ბერს - ქრის­ტო­ფო­როსს. ლა­მის და­ვუ­ჩო­ქე, ისე ვეხ­ვე­წე­ბო­დი მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. მე­რე ის ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭი ბერ­ძ­ნუ­ლად შე­ე­ვედ­რა და... გაჭ­რა. სას­წ­რა­ფოდ და­ნარ­ჩენ ქარ­თ­ვე­ლებ­საც შე­მო­ვურ­ბი­ნე კე­ლი­ებ­ში და წა­მო­ვიყ­ვა­ნე. ქრის­ტო­ფო­რო­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს გვიყ­ვე­ბო­და მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ნივ­თებ­ზე და ძა­ლი­ა­ნაც მინ­დო­და მოს­მე­ნა, მაგ­რამ ეს ნივ­თე­ბი მა­ნამ­დე არა­ვის გა­და­ე­ღო და ამი­ტომ შანსს ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ­დი - ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ღე: GzaPressთორ­ნი­კე ერის­თა­ვის აბ­ჯა­რი, ოპი­ზის ოთხ­თა­ვი, პეტ­რე I-ის შე­მო­წი­რუ­ლი 40-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი სა­ხა­რე­ბა და რა აღარ! მსოფ­ლი­ოს რამ­დენ მუ­ზე­უმ­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მსგავ­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ­სა­ი­დან გა­მომ­ყო­ლია. მას შემ­დეგ ათო­ნის მთა­ზე კი­დევ ორ­ჯერ ვი­მოგ­ზა­უ­რე, მე­ო­რედ - გო­გა ჩა­ნა­დირ­თან ერ­თად. წმ. პან­ტე­ლე­ი­მო­ნის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ველ­მა ბერ­მა - ერ­მო­ლა­ოს­მა მიგ­ვიწ­ვია, ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბიც გვაჩ­ვე­ნა და აგ­ვიყ­ვა­ნა მის­სა­ვე მო­ძი­ე­ბულ, სო­ლო­მონ II-ის მოძღ­ვ­რის, ილა­რი­ონ ახა­ლი ქარ­თ­ვე­ლის (ყან­ჩა­ვე­ლის) კე­ლი­ა­ში. კი­დევ, ვი­ყა­ვით ფი­ლო­თე­ო­სის მო­ნას­ტერ­ში, რად­გან ვი­ცო­დი, რომ მის სატ­რა­პე­ზო­ში იყო ლე­ვან კახ­თა მე­ფი­სა და მი­სი ვა­ჟის, ალექ­სან­დ­რე II-ს XV ს-ის ფრეს­კე­ბი. ბე­რის კურ­თხე­ვით გა­და­ვი­ღეთ კი­დეც ისი­ნი. მე­სა­მედ ათო­ნის მთა­ზე ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბას ჩე­მი კა­მე­რით მარ­ტო წა­ვე­დი. 14-სა­ა­თი­ან სადღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვას და­ვეს­წა­რი ქსი­რო­პო­ტა­მის მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც გა­მო­აბ­რ­ძა­ნეს იქ და­ცუ­ლი, მაცხოვ­რის ჯვრის ყვე­ლა­ზე დი­დი ნა­წი­ლი ნა­ლურ­ს­მ­ლა­რით. და­ახ­ლო­ე­ბით, "100-იანი" ლურ­ს­მ­ნის ნახ­ვ­რე­ტი ლა­ლის თვლე­ბი­თაა შემ­კუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ მას­ზე მაცხოვ­რის მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი იყო მი­ლურ­ს­მუ­ლი. GzaPressრა თქმა უნ­და, ვი­დე­ო­ზე ყვე­ლა­ფე­რი აღ­ვ­ბეჭ­დე. დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ კი მოვ­ხ­ვ­დი ათა­ნა­სე დი­დის და­არ­სე­ბულ დიდ ლავ­რა­ში, იქ, სა­ი­და­ნაც და­იწყო ივე­რო­ნის ის­ტო­რია. ლავ­რი­დან ავე­დი ათო­ნის მთის მწვერ­ვალ­ზე, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შაც კი ავაფ­რი­ა­ლე და "სთენ­და­პიც" გა­და­ვი­ღე... მოკ­ლედ, ათო­ნის მთა­ზე ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლით კარ­გი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­მო­ვა ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი ხელ­შეწყო­ბას ითხოვს, სა­კუ­თა­რი ძა­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა: ფილ­მის სრულ­ყო­ფის­თ­ვის სამ­მა-ოთხ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მა­ინც უნ­და იმუ­შა­ოს, მაგ­რამ მა­თი ჰო­ნო­რა­რის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი მე არ გა­მაჩ­ნია. არა­და, მარ­თ­ლა და­სა­ნა­ნია, ეს კად­რე­ბი ფილ­მად არ იქ­ცეს და ხალ­ხ­მა არ ნა­ხოს!

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაშინ ვგრძნობ, როცა კონცერტებს საქართველოში ვატარებ
იმდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა, თბილისში რეანიმობილით ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა
"2017 წლის მეორე ნახევარიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს."
პაციენტების მიერ დახატული ხუთი ნამუშევარი მიკიდია სახლში

რეგიონებში მცხოვრები თინეიჯერების ახდენილი ოცნება
ავარიას ემსხვერპლა მეორე მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი
ძირითადად, ადამიანები სითამამეს ინტერნეტში იჩენენ

"მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი"

სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა რჩეულიშვილმა კიდევ ერთი რეპლიკა გააკეთა ჟურნალისტების მისამართით
კვირის სიახლეები
"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია

6 კომენტარი
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე
11 კომენტარი
რას ჰყვება მკვლელი ყოფილ ცოლსა და მის შეყვარებულზე - ჩვენების ექსკლუზიური დეტალები
ბექა დემეტრაძე მიხეილ ცხაკაიას მკვლელობას აღიარებს

23 კომენტარი
"იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო"
გასულ კვირას სადისტურად ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორივეს მკვლელობაში ბრალდებული ქმარია.
1 კომენტარი
რა ხდება ეკრანს მიღმა სოფო ნიჟარაძესა და ცირა კობიაშვილს შორის
"მე და დედა ვცდილობთ, მშვიდად ვიყოთ"

5 კომენტარი
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."
სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა რჩეულიშვილმა კიდევ ერთი რეპლიკა გააკეთა ჟურნალისტების მისამართით
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.