უცხო "თოლია" ახმეტელის თეატრში
font-large font-small
უცხო "თოლია" ახმეტელის თეატრში



ახმეტელის თეატრმა 7 და 8 ივლისს მაყურებელს ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა, "თოლია" მწერალ ბორის აკუნინის თვალით დანახული შესთავაზა.
ბელორუსიიდან მოწვეულმა რეჟისორმა, ვლადიმერ უშაკოვმა ერთი თვის მუშაობის შედეგი მაყურებელს სამსჯავროდ წარუდგინა. ამ პრემიერით თეატრის სეზონი დაიხურა.
სპექტაკლში ბევრი რამაა გაერთიანებული: თეატრი და კინო, კომედია, დრამა, ტრაგედია, მელოდრამა.... სცენაზე მინიმალური დეკორაციაა - ტბა, ფარდა, ჰორიზონტი. უჩვეულო გარემოში სპექტაკლის პირველივე წუთებიდან აღმოჩნდები. დაწყებაც უჩვეულოა, სცენის მონიტორზე რემარკების მსგავსად, გარკვეული მითითებები იწერება: დუბლი პირველი, ეპიზოდი პირველი, აკუნინი, ჩეხოვი... - ეს საჭიროა, მაყურებელი რომ არ დაიბნეს და მრავალფეროვანი ჟანრების ცვალებადობას თვალი ადევნოს. რეჟისორი თითქოს აფრთხილებს დარბაზში მსხდომთ, ახლა რას უნდა ელოდეს.


ვლადიმერ უშაკოვი, რეჟისორი:

- რეპეტიციების პირველ დღეებში ზოგმა ვერ გაიგო, რა ფორმას ვთავაზობდი, რადგან ისინი კლასიკურ "თოლიას" ელოდნენ, თუმცა შემდეგ სწრაფად აუღეს ალღო ჩემს ჩანაფიქრს. მიყვარს პარადოქსების თეატრი. მათ შემოთავაზებულ იდეებს მეც ვიზიარებდი და ვეხმარებოდი განხორციელებაში. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ სპექტაკლით მეთქვა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ და ასპარეზი დავუთმოთ. მათ არ უნდა შევუქმნათ ისეთი ფსიქოლოგიური პირობები, რის გამოც ცუდ გზას აირჩევენ, ან ცხოვრებას თვითმკვლელობით დაამთავრებენ. ალბათ, ამიტომ დაიბადა პიესა. აკუნინის ტექსტია, მაგრამ აქ არის ჩეხოვიც. მწერალმა "თოლიას" გაგრძელება დაწერა, ჩვენ კი აკუნინი ერთგვარად გავაგრძელეთ. მინიშნება ასეთია: კოსტია ტრეპლევი რომ არ კვდებოდეს, ის ჰოლივუდის დონის ფილმს გადაიღებდა და ოსკარსაც დაიმსახურებდა. საინტერესო იყო ძველი და ახალი თეატრის დაპირისპირების თემაც. ძალიან კმაყოფილი ვარ მუშაობით და მადლობას ვუხდი ახმეტელის თეატრს. ჩვენ ბევრი რამ შევძელით.

- ამ თეატრთან მუშაობას კიდევ თუ აპირებთ?

- თუ დამიძახებენ, სიამოვნებით. გაკვირვებული ვარ თეატრის დასის სიძლიერითა და ნიჭიერით. თბილისში პირველად ვარ და ქართველ მსა­ხიობებთანაც პირველად მომიწია მუშაობამ. აღფრთოვანება და შთაბეჭდილებები დიდხანს გამყვება.
ემოციურად საკმაოდ დატვირთული ორსაათიანი სპექტაკლის შემდეგ, რამდენიმე მსახიობს გავესაუბრე. როგორ მიიღეს მათ აკუნინის და რეჟისორის ჩანაფიქრი?GzaPress


სოფია სებისკვერაძე:

- რთული პროცესი იყო ირინა არკადინას როლზე მუშაობა, რადგან დრამა შავ კომედიად გადავაქციეთ. გვქონდა ნაწყვეტები "თოლიიდან" და პარალელურად აკუნინის ტექსტი, სადაც მოქმედება ვითარდება კოსტია ტრეპლევის გმირის სიკვდილის შემდეგ. ბევრი ვინერვიულე კომედიიდან ტრაგედიაში გადასვლის ეპიზოდებზე. იყო ნიუანსები, როცა ტრაგედიაშიც ჩავრთეთ კომედიური ეპიზოდები, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩემმა გმირმა კინოროლებიც მოირგო და ოსკარის ქანდაკება მისთვის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ ბევრი რამ გავაერთიანეთ და ეს ყველაფერი საკმაოდ რთული იყო.


ნუგზარ ყურაშვილი, პიოტრ სორინის როლის შემსრულებელი:

- ჟანრების შერწყმა აპრობირებული ხერხია. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, ჩემი აზრით, ეს ხვალინდელი დღის მიმდინარეობაა. სიმართლე გითხრათ, ამ ჟანრზე არ ვგიჟდები, მაგრამ მუშაობა საინტერესო იყო. მთავარია, ქართველი მაყურებელი თუ მიიღებს სპექტაკლს, კარგი იქნება. GzaPress

ანდრია გველესიანი, ექიმ ევგენი დორნის როლის შემსრულებელი:

- საფეხბურთო ენაზე ჩემს როლს ტიკი-ტაკას, ანუ მთავარ გამთამაშებელს ეძახიან. აკუნინის და ჩეხოვის ერთად თამაში რთულია, თან დიდი მასალაა, მაგრამ სწორედ ამ გაერთიანებაშია ხიბლიც. ბევრი რამ წავიკითხე, ვნახე და ვეცადე, რომ ჩემი გმირი რომელიმე კონკრეტულ გამომძიებელს არ დამსგავსებოდა. თუმცა რადგან ექიმია და თან გამომძიებლის ფუნქციაც შეითავსა, ალბათ დოქტორ ვატსონს შევადარებდი. იმედია, ჩემი როლი შედგა. პრემიერა ყოველთვის რთული სათამაშოა, მით უმეტეს რომ სპექტაკლი მოკლე ვადაში დაიდგა. ვამაყობ ყველა მსახიობით, მათი წყალობით მოხდა ის, რომ მაყურებლისგან კარგი შეფასებები მიიღო დადგმამ.
მართლაც აპლოდისმენტებს იმსახურებენ სპექტაკლში მონაწილე სხვა მსახიობებიც: გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, ვერონიკა კალანდარიშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მაიკო ვაწაძე და ოთო ჩიქობავა. რეჟისორს და მსახიობებსაც სურვილი აქვთ, რომ სპექტაკლი "თოლია" საგასტროლო რეპერტუარში შეიტანონ. ახმეტელის თეატრს საზაფხულო გასტროლები აქვს დაგეგმილი და წარმატებებს ვუსურვებთ.

(ფოტოები გიორგი ყაჯრიშვილის)



ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სა­ხა­რე­ბა­ში არის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც სა­დუ­კე­ველ­ნი მაცხო­ვარს შე­კითხ­ვებს უს­ვა­მენ მკვდრე­თით აღ­დ­გო­მის შე­სა­ხებ... ამ­ჯე­რად სა­ხა­რე­ბის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ვი­სა­უბ­რებთ...
"უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბაა თუ ჰო­ბი, არ ვი­ცი, პა­ტა­რა ბავ­შ­ვებს ცა­ლი ფე­ხით ვი­ჭერ"
მან შეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო იმ ასა­კის სი­დო­ნია, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ებ­შია, ანუ 26 წლის
"ოპერის სცენაზე ჩემი გამოსვლა ჯანსუღ კახიძემ ბიჭის დაბადებას შეადარა"
"გადამყიდველები მოდიან და ერთ ლარად მოგვეციო, გვეუბნებიან. აბა, მე რიღასთვინ ვიწვალო, მოხალისე ვარ?"
საქართველოს ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაეცვალა
რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცის რე­ჟიმ­ში არას­დ­როს უცხოვ­რია. ჯერ მხატ­ვა­რი იყო, შემ­დეგ - მო­ცეკ­ვა­ვე.
"პრემიერის მეორე დღესვე 17 აღფრთოვანებული შინაარსის რეცენზია დაიწერა"
ეს არის ქუ­ჩა, რო­მე­ლიც შარ­დენს მო­გა­გო­ნებთ, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით დი­დია
ქსე­ლი აქვს გაბ­მუ­ლი, რო­მელ­საც სა­ში­ნე­ლი სუ­ნი აქვს
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.