"ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე პაროდიებს უკავშირდება" - თეატრსა და კინოზე შეყვარებული ექიმი
font-large font-small
"ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე პაროდიებს უკავშირდება" - თეატრსა და კინოზე შეყვარებული ექიმი
ქართული თეატრი გადარჩა და ეს არის მთავარი. ის ჩვენი უდიდესი განძია...

პროფესიით ექიმს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს - ჯონი ჯანაშიას მაყურებელი და ქართული სიმღერის მოყვარულები კარგად იცნობენ სხვადასხვა ფილმიდან თუ კონცერტიდან. ბატონ ჯონის ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე შევხვდი და ბოლოდროინდელ სიახლეებზე გავესაუბრე.


- ცოტა ხნის წინ დავასრულეთ გადაღებები, გურამ ქართველიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლში - "გააგრძელე საქართველოს ისტორია". ორ სერიაში ვმონაწილეობ, ლევან პირველი დადიანის როლი შევასრულე. ფილმი ეკრანზე სექტემბერში გამოვა. ასევე, დიდ ეკრანზე გამოვიდა, მე ვიტყოდი, საუკეთესო ფილმი, რეზო გიგინეიშვილის - "მძევლები", რომელიც თვითმფრინავის ბიჭების ამბავს ასახავს და კინოთეატრებში საკმაოდ წარმატებულად გადის. უკვე რამდენიმე პრიზი მიიღო - ბერლინალეზე, სოჭის ფესტივალზე და შესაძლოა, ოსკარზეც წარადგინონ. ვისაც ჯერ არ უნახავს, ვფიქრობ, არ წააგებს თუ უყურებს, რადგან ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფურცელს მოიცავს. ეს იმ დროის ტრაგედიაა, სადაც ყველა გარკვეულწილად, მძევალი იყო - ბიჭებიც, მშობლებიც, სისტემა - არაჯანსაღი... რეჟისორი მრავალწერტილს სვამს და თავის პოზიციას არ გვახვევს თავს. დასკვნები მაყურებელმა უნდა გამოიტანოს.

- თქვენს პერსონაჟსა და სამუ­შაო პროცესზე რას გვეტყვით?

- ჩემი გმირი ერთ-ერთი ბიჭის მამაა, სახელები და გვარები შეცვლილია, ამიტომ, არ დავაკონკრეტებ, ვისი. ჩემი პროტოტიპი ცოცხალია და ღმერთმა კარგად ამყოფოს. რეზო გიგინეიშვილი, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, ძალიან ძლიერი რეჟისორია, მუშაობის პროცესში ნამდვილი მხედართმთავარივით იქცეოდა. ეს გადაღებები ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან კარგი პერიოდი იყო. ისეთ საინტერესო ადამიანებთან მქონდა შეხება, როგორებიც არიან: ავთო მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, ნატა მურვანიძე, მიშა გომიაშვილი და სხვები. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ ფილმში არიან დაკავებულები, დაგვარწმუნეს, რომ ქართული სამსახიობო სკოლა არ მომკვდარა, პირიქით, ძლიერები არიან და საკუთარი თავები ყველაზე კარგი კუთხით გამოაჩინეს, კარგი მომავალი აქვთ.GzaPress

- ქართულ თეატრებში ხშირად დადიხართ?

- საკმაოდ ხშირად მიწევს სიარული და ბედნიერი ვარ, რომ მსახიობებსა და რეჟისორებს შორის, ბევრი მეგობარი მყავს, ხშირად მეპატიჟებიან. როცა საინტერესო სპექტაკლი იდგმება, ოჯახი ისედაც მივდივართ ხოლმე. ბოლოს ლევან წულაძის "ბაკულას ღორები" ვნახე, რომელმაც აღმაფრთოვანა. იმავეს ვიტყოდი თეატრის ახალგაზრდა თაობაზე: ეს ხალხი არ უნდა მოცდეს, სულ უნდა ჰქონდეთ საქმე. მართალია, მსახიობი რეჟისორზეა დამოკიდებული, მაგრამ მუდმივი მუშაობა და თვითაღზრდა, თვითგანათლებაა საჭირო, სამსახიობო ხელოვნების სრულყოფა. რამდენი სპექტაკლი იდგმება, უამრავი ახალი ფილმი გამოჩნდა, თეატრი და კინო გაცოცხლდა, ამოძრავდა. სასურველია, ამ ყველაფერს ქართული დრამატურგიაც წამოეწიოს, რომელიც ერთ ადგილას გაყინულივითაა. მე საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი თეატრში და მაშინ ბევრი ახალი პიესა იწერებოდა, სცენაზეც ხომ უდიდესი კორიფეები იდგნენ. ბევრი დიდი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი დონის მსახიობებით, როგორებიც იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მედეა ჩახავა, მედეა ჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები. მათ გვერდით ყოფნა დიდი სკოლა იყო, მაგრამ საქართველოში მომხდარმა მთელმა რიგმა კატაკლიზმურმა პროცესებმა, ბევრ რამეს ხელი შეუშალა. თუმცა, ქართული თეატრი გადარჩა და ეს არის მთავარი. ის ჩვენი უდიდესი განძია.

- დიდ მსახიობებთან პირადი ურ­თიერთობებიდან რას გაიხსენებთ?

- მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, პირველი სკოლა მაქვს დამთავრებული და მახსოვს, ჩვენთან კვირეული ტარდებოდა - "თეატრი და ბავშვები", რომელიც ემთხვეოდა ქართული თეატრის დღეს და სპექტაკლები ჩვენთანაც იმართებოდა, რადგან პირველი ქართული წარმოდგენა, მოგეხსენებათ, პირველი გიმნაზიის კედლებში გაიმართა - გიორგი ერისთავის "გაყრა". მაშინ ბევრი მსახიობი მოდიოდა და მათთან უშუალო ურთიერთობა გვქონდა. ბევრთან მაკავშირებდა და მაკავშირებს ახლო ურთიერთობა, მეგობრობა. ბატონ გურამ ფირცხალავას გავიხსენებდი. ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ეს დიდი მსახიობი და დიდი პიროვნება ცოცხალი აღარ არის... ჩემს ფილმში, საახალწლო კინოკონცერტში - "გასეირნება ნაძვიანში", მან თავისი ბოლო როლი ითამაშა. პირადი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ რამაზ ჩხიკვაძისნაირი უდიდესი მსა­ხიობი მსოფლიოში ბევრი არ მე­გულება. ტყუილად არ უწოდეს მას კავკასიელი ლორენს ოლივიე; ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩემთვის მისაბაძი პიროვნება იყო, დათა თუთაშხია რომ გამოჩნდა, ყველამ ზეპირად ვიცოდით მისი ტექსტები. ერთ მშვენიერ დღეს გავიცანი კიდეც. მაშინ ლეჩკომბინატის დირექტორი ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ჩემი მეგობარი იყო და მსახიობებისთვის ამბულატორიული დახმარება უსასყიდლოდ შევთავაზე. ბატონმა ოთარმა ეს რომ გაიგო, ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და გულში ჩამიკრა. სხვათა შორის, ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე პაროდიებს უკავშირდება და ერთ-ერთი პირველი, ბატონი ოთარის პაროდია იყო.GzaPress

- 13 ივლისს, ტრიო "სიმის" წევ­რის - რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერის ფესტივალი გაიმართება, რომელიც მისმა მეგობრებმა წელს დააარსეს. ალბათ, თქვენ მონაწილეობთ, ხომ?

- დიახ, "ბოკვერამ" - ზაზა ვეფხვაძემ დამირეკა და ამ ღონისძიებას მეც შევუერთდები. რეზო ჩემი მეგობარი იყო და მისმა გარდაცვალებამ უზომოდ დამწყვიტა გული. ასეთი ნიჭიერი, თბილი, ინტელექტუალი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში იშვიათად გამოჩენილა. რეზიკოს სახელობის სკვერი შარშან გაკეთდა ნუცუბიძის პლატოზე, სადაც ერთი ნაძვი მეც დავრგე. ყველას, ვისაც ქართული ქალაქური მუსიკა უყვარს და რეზოს შემოქმედება მოსწონდა, შეუძლია, 13 ივლისს შემოგვიერთდეს ამ სკვერში. ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას რეზო გელაშვილის, ჩვენი "პონჩიკას" სახელი ყოველთვის დარჩება.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.