ანი მურადელის ტკივილიანი ცხოვრების დეტალები
font-large font-small
ანი მურადელის ტკივილიანი ცხოვრების დეტალები
სცენამ ყველაზე მეტად უშველა


დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა, ანი მურადელი ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა. პროკურატურა ასევე ითხოვდა ანი მურადელის წინააღმდეგ აღძრულ განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და ეს შუამდგომლობაც დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებამდე სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მივიდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბალერინას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედება. დადგენილია, რომ შეურაცხად მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.


შეგახსენებთ, შემზარავი ტრაგედია 20 მაისს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალდა. გამოძიების მტკიცებით, მთვრალმა ახალგაზრდა ქალმა 84 წლის დედას, ლამარა მინდორაშვილს შელაპარაკების დროს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა დაზიანებები, მათ შორის ერთი ჭრილობა სასიკვდილო იყო. სავარაუდოდ, ბრალდებულმა დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ისიც ცნობილია, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. მან პოლიცია და `სასწრაფო~ გამოიძახა. კარგა ხანს ბინის კარი არავინ გაუღო, ბოლოს პოლიციამ ბინაში შეაღწია და იქ უმძიმესი სურათი დახვდა. ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც.

ანი მურადელი 15 წელი სცენაზე იდგა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. თავიდანვე ბრალდებულის მეგობრები გამორიცხავდნენ განზრახ მკვლელობას, ყველა საუბრობდა დედა-შვილის კონფლიქტებზე. დაძაბულ მდგომარეობაზე საუბრობს მათი ოჯახის უახლოესი წევრიც - ანის ნათესავი,
დედის მხრიდან:
- მე და ანი ერთად გავიზარდეთ. გული მიკვდება, ამ ტრაგედიაზე რომ მიწევს საუბარი. ანის დედა ძალზე მძიმე ხასიათის მკაცრი და უკარება ქალი იყო. თუ ვინმეს ჰკითხავთ, ყველა გეტყვით, რომ მისი მოფერება არავის უნახავს. უბრალოდ, ასეთი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილი არ უყვარდა. პირიქით, ძალიან უხაროდა შვილის წარმატება, მის ყოველ სპექტაკლს ესწრებოდა. ყველანაირად ხელს უწყობდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არასდროს შეაქებდა, ხალხში კი სულ ამაყობდა თავისი ანით, სულ მის წარმატებებზე საუბრობდა. მეც ზურგს უკან მაქებდა, ამას სხვებისგან ვიგებდი. რაც შეეხება ანის, ის ნაშვილები იყო. 47 წლის იყო დედამისი, ორი წლის ანი მინსკის ბავშვთა სახლიდან რომ წამოიყვანა. ყველასთან ამბობდა, რომ მისი ღვიძლი შვილი იყო და იქ გააჩინა. ასე იცოდა ანიმაც. ოჯახში ეს საკითხი არასოდეს განხილულა. ისიც მართალია, რომ ანის მამა განსაკუთრებულად უყვარდა. ორივე ხელოვანები იყვნენ და ერთმანეთს კარგად უგებდნენ. დედამისს, რაც ასაკში შედიოდა, სულ ეკითხებოდნენ, ასეთი ახალგაზრდა შვილი როგორ გყავსო? ანიმ სიმართლე რამდენიმე წლის წინ შეიტყო. GzaPress

- გოგონას ცხოვრება მამის სიკვდილის მერე შეიცვალაო, ასეა?

- მამის სიკვდილამდე ორი თვით ადრე მეუღლეს გაშორდა, ეს ტკივილი არ ჰქონდა განელებული, რომ უცებ მამის გარდაცვალება დაემატა. ამ ტრაგედიიდან დაახლოებით 6 თვეში ფეხი დაიზიანა. სამი უდიდესი ტკივილი ერთმანეთს დაემატა, ვეღარ გაუძლო და ალკოჰოლს მიეძალა. ეს კი ოჯახისთვის დიდი პრობლემა იყო. დედამ და დეიდამისმა 5 თუ 6 სხვადასხვა ნარკოლოგიურში დააწვინეს, დაახლოებით 3 წელიწადი საშინელ მდგომარეობაში იყო. არაფერი დაუკლიათ მისთვის. ღამეებს უთევდნენ, მთელ დღეებს მის გვერდით ატარებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ერთხელ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრშიც მოხვდა. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინო ანანიაშვილმა უმკურნალა როცა სვამდა. ეს ტყუილია. თეატრმა გაიღო მისი ფეხის ოპერაციის თანხები სრულად, მაგრამ რაც შეეხება ალკოჰოლდამოკიდებულებას, პირიქით, ამას სულ ვმალავდით და ყველაფერმა ოჯახის კისერზე გადაიარა.

- თუ მოახერხა პრობლემის დაძლევა?

- თავიდან ვერა და ვერ შეძლო. ერთხელ თუ ორჯერ დროზე ადრე გამოიპარა ნარკოლოგიურიდან, ისევ მიაბრუნეს, ბოლო მკურნალობამ უშველა. დაახლოებით წელიწადნახევრიანი კურსის მერე საერთოდ აღარ სვამდა. წამლებსაც იღებდა, სცენაზეც დაბრუნდა და ჩვეულ რიტმში ჩადგა. ეს ძალიან გვიხაროდა. სცენამ ყველაზე მეტად უშველა. ის 2-3 წელი, როდესაც ვერ ცეკვავდა, საშინელ მდგომარეობაში იყო. როცა სვამდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა და აგრესიული ხდებოდა. მთვრალი დედას ერჩოდა, სცემდა და ამიტომ იძულებული გახდა დედამისი, პოლიციაში განეცხადებინა. ისნის განყოფილებაში რომ მიხვიდეთ, ალბათ გეტყვიან, არაერთხელ იყო პატრული გამოძახებული. ერთხელ საქმეც აღძრეს, ამ უკიდურეს ფორმას დედამისმა იმიტომ მიმართა, რომ არ იცოდა, რა ექნა. მაშინ დედამისისთვის გამომძიებელს უთქვამს, ერთი თქვენი ხელის მოწერა საკმარისია, რომ დავიჭიროთ და 2-3 კვირით გამოვკეტოთ ციხეშიო, მაგრამ მაშინ დედამ ვერ გაიმეტა შვილი ციხისთვის. მორიგი კონფლიქტისას კვლავ სცემდა დედას, ის კი ემუქრებოდა, ხელს მოვაწერ განცხადებას და ციხეში გაგიშვებო. ანის დეიდაც ბოლო 6 თვე, ზამთარში მათთან ცხოვრობდა და უხაროდა, ანი გამოსწორდა, აღარ სვამს და ორივეს გვეფერებაო.

- მერე ისევ რატომ დაიწყო სმა?

- ამის მიზეზი არ ვიცი და ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა, შეიძლება ვინმე გაჩნდა მის ცხოვრებაში და ისევ ჰქონდა პრობლემები. ძალიან უნდოდა, დალაგებული ოჯახი ჰქონოდა, ქმარი, შვილი ჰყოლოდა, მაგრამ უიღბლო იყო. ანის სიყვარულში ბედი არ სწყალობდა. ისევ დაიწყო სმა. ყველაფერი თავიდან განმეორდა. სიმთვრალის მერე, მეორე დღეს არაფერი ახსოვდა და რომ ეტყოდნენ, ასე მოიქეციო, ტიროდა, სულ ბოდიშებს იხდიდა. არ მახსოვს, რომ დავარტყი ან რა ვუთხარი დედასო. ძალიან განიცდიდა თავის მდგომარეობას, მერე დედას სულ ეფერებოდა და პატიებას სთხოვდა. ანი მკვლელი არ არის, პირველი წუთიდან ვამბობდი, გამორიცხულია, ეს განზრახ მკვლელობა იყოს-მეთქი და დაადასტურა კიდეც. მას არაფერი ახსოვს. საღ ჭკუაზე რომ ყოფილიყო, მკვლელობის მერე ამდენი საათი ცხედართან გაჩერდებოდა? ბინიდან იძახდა, თავი დაგვანებეთ ყველამო. სრულ ჭკუაზე არ იყო მაშინ. დარწმუნებული ვარ, დღეს ძალზე უბედურია. ის უიღბლო გოგოა...
ანი მურადელის სასამართლო პროცესზე მისი დეიდაც მივიდა, ტრაგედიის შემდეგ ისინი პირველად იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ანის ერთადერთი დეიდაშვილი ჰყავს, რომელთან ერთადაც გაიზარდა. მაკა დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს. ისიც ადასტურებს დედა-შვილს დაძაბული ურთიერთობა რომ ჰქონდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ მაკას უცხოეთში დავუკავშირდით, მისი პოზიცია რომ მოგვესმინა.

მაკა, ანის დეიდაშვილი:

- მოხარული ვარ, ანი სამკურნალოდ რომ გადაიყვანეს. იმედია, გამოვა ამ მდგომარეობიდან. როგორც მითხრეს, ხონის ფსიქიატრიულში საშინელი პირობებია, ძალიან ვნერვიულობ ამაზე. სულით ავადმყოფს პირიქით, ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სუფთა გარემო. მე არ ვარ საქართველოში და სულ მასზე ვფიქრობ, მეშინია, პირიქით არ გაუუარესდეს მდგომარეობა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იქნება და ის შეძლებს ფეხზე დადგომას.
- მაკა, დედათქვენის პოზიცია როგორია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
- დედაჩემი ასაკშია, ძალიან განიცდის მომხდარს. მან მითხრა, საოცარი ის არის, რომ ანი ეცოდება ყველას, მაგრამ მე და დედამისი არავის ვეცოდებითო. ეს რომ მოვისმინე, გული შემეკუმშა. მას დღეს ყველაზე მეტად სტკივა. ერთ მხარეს არის მისი და, მეორე მხარეს მისი საყვარელი დისშვილი. მეც ვადასტურებ, რომ დეიდაჩემი ძალიან მძიმე ხასიათის ქალი იყო, მაგრამ მის ბოლო წუთებს რომ წარმოვიდგენ, გული მეკუმშება. ალბათ როგორ ეშინოდა. ნეტავ რას ფიქრობდა მაშინ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა? ის ჩემია და ამიტომ ძალიან მტკივა.

- როგორც შევიტყვეთ, სასამარ­თლო პროცესზე მივიდა დედათქვენი. რა გითხრათ ანის ნახვის შემდეგ?

- დედა მისულა სასამართლოში, ანი პირველად ნახა იმ დღეს. მერე მელაპარაკა, საშინლად მეცოდება, ძალიან თეთრი და გამხდარი იყოო. ანიზეც სულ ტირის და თავის დაზეც. გაორებულია, არ იცის, ვის უფრო მეტად მიემხროს. ხან ამბობს, ანი უნდა დაისაჯოსო. მეორე წუთს ამბობს, ძალიან მეცოდებაო. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია ოჯახის წევრისთვის ეს განსაცდელი. ორივე შენია და ასეთ დროს ორივე ძალიან გტკივა. დედამ და დეიდამ ბევრი შოკი გადაიტანეს ბოლო 4-5 წლის განმავლობაში. ბევრი სდიეს ანის, ხან ექიმი, ხან პოლიცია, ხან საავადმყოფო. საავადმყოფოში როცა ანის მკურნალობდნენ, დედაჩემი და დეიდა გვერდიდან არ შორდებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ფეხზე რომ დაეყენებინათ. კარგად ვიცნობ დედაჩემს და ვიცი, რომ ის საავადმყოფოში მივა. შეიძლება იჩხუბოს, მაგრამ ანის გარეშე ვერ გაძლებს.

მართალია, მოსამართლის განჩი­ნების გასაჩივრება მხარეს 48 საათში შეუძლია, მაგრამ ამ განაჩენს არავინ გაასაჩივრებს. ანი ხონის ფსიქიატრიულში დარჩება და იქ უმკურნალებენ. როგორც წესი, როცა ადამიანს იძულებითი მკურნალობა ენიშნება, თუ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, თავად საავადმყოფოს ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ასევე მის ადვოკატებსაც შეუძლიათ განჩინების შეცვლა მოითხოვონ და ის საავადმყოფოდან გამოვიდეს. ანის ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მისი მეგობრები ამბობენ, რომ ანის არ მიატოვებენ და მის გვერდით იქნებიან.

თეა ხურცილავა


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გადმომსვენებლებს ვთხოვე, დაჭრილ მეომარს შეხვედროდნენ

"იმხელა გადასახადი მოვიდა, კარგა ხანს ვიხდიდით"

საინტერესო, რომანტიკული, ხალისიანი (სევდიანიც) საზაფხულო ამბები

"თურ­ქეთ­ში მწყრი­სა და მწყრის კვერ­ცხის ფა­სი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, 7-ჯერ მა­ღა­ლი­ა"

"ედიშერ მაღალაშვილმა მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო..."

"გახ­დი ბეს­ტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი"-ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით შე­ვიტყ­ვე"


რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი წლის მან­ძილ­ზე მი­ნე­რა­ლე­ბის კრის­ტა­ლებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია დაგ­როვ­და.
"სხვაგან ამდენ ხანს არსად გაგრძელებულა აპლოდისმენტები და ოვაცია"



ასაკით შეუფერებელი წყვილები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევიან,
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.