"მომავალ შეხვედრამდე, ალან რუთერ!"- როგორ აუსრულეს კალმახებმა სურვილი ინგლისელ სტუმარს
font-large font-small
"მომავალ შეხვედრამდე, ალან რუთერ!"- როგორ აუსრულეს კალმახებმა სურვილი ინგლისელ სტუმარს
ალანის ცხოვრებასა და საქართველში მოგზაურობაზე ფილმს რეჟისორი მაკა ბურდული იღებს

წინა კვირას ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სამოგზაუროდ წალკის მუნიციპალიტეტში გავემგზავრეთ. გავამხელ, ეს ტური ჩემი ორგანიზებული გახლდათ.
მოგზაურებს შორის ინგლისის მოქალაქე ალან რუთერიც იყო. ის იმ დილით, გამთენიისას ჩამოფრინდა ლონდონიდან. ალანი 69 წლის გახლავთ და საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

ტრანსპორტთან მოგროვილებს გადმოგვხედა, სათითაოდ დაგვათვალიერა და პირველი, რაც თქვა - ქართველებს ძალიან ლამაზი ქალბატონები გყოლიათო... სტუმარი წინ, მძღოლის გვერდით დავსვით, პეიზაჟების სილამაზით რომ დამტკბარიყო და გზას გავუდექით.
გზადაგზა წამოიძახებდა ხოლმე, - "რა ლამაზია!" და ხელს ამა თუ იმ ადგილისკენ გაიშვერდა.
მგზავრებმა რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს, გიტარის აკომპანემენტით და მელოდიასაც აჰყვა. "ქარი გიმღერის ნანასა" კი ჩუმად მოისმინა.
- ეს ძალიან სევდიანი სიმღერაა და ალბათ, სამშობლოზეა დაწერილი, - თქვა ბოლოს.
პირველი გაჩერება დაშბაშის ჩანჩქერი (ბუნების ძეგლი) იყო, რომელიც მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს. ხეობის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფრით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს.
დაშბაშის ხეობა ბუნებრივი მრა­ვალფეროვნებითა და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. არის როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულებიც.
ვინც ნამყოფია, იცის, როგორი რთული გზაა სოფლიდან ჩანჩქერამდე ფეხით გასავლელი. მეგონა, უცხოელი სტუმარი დაიღლებოდა, მაგრამ ინგლისელი მკვირცხლად მოაბიჯებდა.
გავიგე, რომ ის სამხედრო მოსამსახურე ყოფილა და ბევრი ჭირ-ვარამიც ჰქონია გადატანილი: ახლა დამსახურებულ პენსიაზე მყოფი, ქველმოქმედებით ვარ დაკავებულიო.
თურმე, ყოველ სამშაბათს ალან რუთერი ჩაის, ყავასა და ლანჩს დაატარებს ადგილობრივ უსახლკაროთა საქველმოქმედო ცენტრში, თავის მეგობართან, პენსიონერ მარჯორი ჩოლესთან ერთად. ისინი ეხმარებიან საქველმოქმედო ორგანიზაციას მთელი წლის განმავლობაში. ასევე, ქუჩაში ფულს აგროვებენ.
- ძალზე მნიშვნელოვანია, პენსიონერებს საშუალება მოგვეცეს, დავეხმაროთ სხვებს, რადგან ჩვენ თვითონ ვიღებთ უდიდეს დახმარებას, - ამბობს ალანი, - ეს არის შანსი, რომ უკან დავაბრუნოთ ჩვენთვის გაწეული სიკეთე.
პარასკეობით ალანი მოხალისედ მუშაობს იმ ხალხთან, ვისაც უნარ-ჩვევები შეზღუდული აქვს. ე.წ. პოეზიის კლასში მათ ლექსებს ასწავლის. ასევე, დადის ციხეში, მარ­ტოხელა პატიმრებთან. ასევე, ეხმარება ჯარისკაცებს პოსტტრავმული სტრესის დაძლევაში, გმირების რეაბილიტაციის ცენტრში.
- საქველმოქმედო საქმიანობა სიცოცხლის სურვილს მიღვიძებს. ბიბლიაც ხომ ასე ამბობს: უკეთესია გასცე, ვიდრე მიიღო.
ალანი გატაცებულია თიხის ჭურჭლის დამზადებითაც. ის საკუთარი დიზაინით ქმნის ვაზებს, დოქებს, შემდეგ მათ ყიდის და ამ ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს.
ბერთას მონასტერმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მონასტერში არის მცირე ზომის ბაზილიკური ტაძარი და ტაძრის ქვემოდან აღმოცენებულია უხრწნელი წყალი, მასში კი ბინადრობენ კალმახები, რომლებიც თავისი არაბუნებრივი საქციელით ყურადღებას იპყრობენ. ისინი მხოლოდ გამორჩეულ ადამიანს აძლევენ მოფერების საშუალებას.
ამ აუზში მრავალი ადამიანი განიბანება განკურნების მიზნით, მაგრამ თევზები აუზს არ ტოვებენ. წინათ აქ ორი კალმახი იყო, - ვასილი და ვასილისა, ახლა კი მათი შთამომავლები გახლავან. ბერებს 2008 და 2011 წელს მომხდარი საოცარი შემთხვევები ახსოვთ: ვასილი და ვასილისა საეკლესიო დღესასწაულზე, აუზის კედელზე თავს ახლიდნენ და ისე დაიხოცნენ. თევზები იერარქიას იცავენ. ვასილის მაგივრად, წინამძღოლის ადგილი ერთ-ერთმა თევზმა დაიკავა. გადმოცემის თანახმად, უხსოვარი დროიდან ეს კალმახები მხოლოდ წითელ პარასკევს კვდებიან... GzaPress
ამბობენ, ყოველი ადამიანი განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სულიერ სიმშვიდეს განიცდის წყალში განბანვის დროს. ამ წმინდა მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის რწმენით და ძალიან ბევრი განკურნებულა სხვადასხვა დაავადებისგან.
ჩვენი ჯგუფის თითქმის ყველა წევრმა მოინდომა აუზში ჩასვლა. მათ არც ალანი ჩამორჩა და ცოტა ხანში კვართით გამოგვეცხადა (იქვე იყიდება (ქირავდება) კვართები, რომლითაც აუზში განიბანებიან).
მიუხედავად იმისა, რომ ის მართლმადიდებელი არ გახლავთ, დიდი მონდომებით იწერდა პირჯვარს და უფალს თავის სურვილებს უმხელდა. შემდეგ ჯგუფის ყველა წევრისთვის საჩუქრად ხატები შეიძინა.
ბერები მონასტერში ამოყვანილი ყველითა და პურით გაგვიმასპინ­ძლდნენ და გეზი ფოკის მონასტრისკენ ავიღეთ.
გზაში გაწვიმდა.
- ნეტავ, ცისარტყელა არ იქნება? - იკითხა ალანმა და 2 წუთში ცაზე ულამაზესი ცისარტყელა გა­და­იჭიმა: - ეს სურვილი კალმახებმა ამისრულეს, - გვითხრა გახარებულმა.
ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 1992 წელს გაიხსნა, იღუმენია ელისაბედის წინამძღოლობით ხუთი მონაზონი და ერთი მორჩილი ცხოვრობს. დედები აქ ევროპული ყაიდის ქართულ ყველს, თაფლს და სხვა პროდუქტებს ამზადებენ. ისინი ტიხრულ მინანქარსა და მოზაიკაზეც მუშაობენ. ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ცხოვრების პირველ ათ წელს დედები არსებობას უწოდებენ. 1988 წელს ჯავახეთში მოგზაურობისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფელში მე-11 საუკუნის ბაზილიკის გვერდით სახლი შეიძინა. 1992 წელს, მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ელისაბედი, ორ მორჩილთან ერთად ფოკაში ჩავიდა და პატრიარქის სახლში სამონასტრო ცხოვრება იქ უნებართვოდ შესახლებულ სომეხ ოჯახთან ერთად, ფარდით გადატიხრულ სივრცეში დაიწყო.
ფოკაში მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად ფეხი დაადგა საქართველოში და ხილვა ჰქონდა, ფოკა ეწოდა. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის - ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა -37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი -20 გრადუსია. კლიმატური პირობების გამო მონასტერი ექვსი თვის განმავლობაში - ნოემბრიდან მაისამდე სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობისა და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობდა მონასტრები, ხოლო მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული. ამიტომ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი. აქვე დაარსდა სოფელ ფოკის საკვირაო სკოლა, სამინანქრო სახელოსნო და ყველის მცირე ქარხანა, სადაც ძველი ჯავახური ტრა­დიციით, თექვსმეტი სა­ხეობის ყველი მზადდება.
ალანმა ყველა კუ­თხე-კუნჭული მოიარა და თივის ზვინთან ფოტოებიც უხვად გადაიღო. ყველაზე მეტად კი ბანიანი სახლებით აღფრთოვანდა.
უკანა გზაზე გულიანად იმღერა ინგლისური სიმღერები, რასაც ჩვენი აპლოდისმენტები მოჰყვა. ალანის ცხოვრებასა და საქართველში მოგზაურობაზე ფილმს რეჟისორი მაკა ბურდული იღებს. დაგეგმილია ამ ფილმის ინგლისში ჩვენებაც.
ალანს ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს მონახულების ბედნიერება. იმედია, აქედან ისეთივე კარგი შთაბეჭდილებებით წავა, როგორიც მისი საქართველოში ყოფნის პირველი დღე იყო. ჩვენთან ერთად მწვადიც შეწვა. ბოლოს ყველას თვალცრემლიანი გამოგვემშვიდობა და შეგვპირდა, რომ აუცილებლად გვეწვევა კიდევ.
მომავალ შეხვედრამდე, ალან რუთერ!


მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აქეიფეს გურულებმა ოთარ რამიშვილი იძულებით
ნუგზარ კვაშალის "საკუთარი ბაბუა" და ერთი შვილიშვილი, რომელიც ბევრს უდრის
წლების წინ ვაჟი _ თაზო თოლორაია რომ გარ­დაიცვალა, კარგა ხანს მოსწყდა გარე სამყაროს
ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­ფ­რინ­დით, აერო­პორ­ტ­ში ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქი დაგ­ვ­ხ­ვ­და, ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი იყო, რო­გორც სა­მა­მუ­ლო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ
"ამ ყვე­ლაფ­რი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის"
ძალიან დაინტერესდა ფანდურით და მისი ხმიანობითაც მოიხიბლა



ანზორ ერქომაიშვილის საკონცერტო ნათლობა და მხიარული ამბები

10 მარტს უკვე 10 წელი შემისრულდა, რაც რობერტ სტურუამ დასში ამიყვანა
რომანტიკული მუსიკოსისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.