ჯვრისწერა მყინვარწვერზე და სიყვარულის წყალობით დაძლეული ურთულესი გზა
font-large font-small
ჯვრისწერა მყინვარწვერზე და სიყვარულის წყალობით დაძლეული ურთულესი გზა
რომანტიკული მუსიკოსისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

25 წლის ბეჟან წინწალაშვილმა და ია მანგოშვილმა ხელი თბილისში, იუსტიციის სახლში მოაწერეს, მაგრამ ჯვარი მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე გერგეტის ტაძარში დაიწერეს - ტრადიციულ ქორწილს ასე ამჯობინეს და არაჩვეულებრივი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. ბეჟანი მუსიკოსია. რამდენიმე წლის წინ სტუდია "ქართველო" დააფუძნა და მომავალ თაობას ხალხურ საკრავებზე დაკვრასა და სიმღერას შეასწავლის.


ია:
- ერთმანეთი მეგობრების წრეში გავიცანით, ორწელიწად-ნახევრის წინ. ჩვენი შეხვედრის ადგილი ძირითადად, მთები და ტყეები იყო, კარვებში, ლაშქრობების დროს. მეგობრები ხშირად გავდიოდით ქალაქიდან, მოგვწონდა ხეტიალი. რომ გითხრა, თავიდანვე შეგვიყვარდა-მეთქი ერთმანეთი, ასე არ იყო. ძალიან მეგობრულად ვიყავით. დროთა განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა უფრო სხვანაირი ურთიერთობა - როგორც იტყვიან, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.
- თქვენი ჯვრისწერა საკმაოდ განსხვავებული იყო. ასე რომანტიკულად და უჩვეულოდ აგიხსნა სიყვარულიც?
- კი, ბეჟანს ძალიან ეხერხება, ყველაფერი განსხვავებულად გააკეთოს. რიყეზე რესტორანში ვიყავით, ფეიერვერკი გაუშვა და ასეთ რომანტიკულ გარემოში ამიხსნა სიყვარული. ხელის თხოვნა კი თავის დაბადების დღეს დაამთხვია. მომატყუა, ვითომ ძალიან გაგვიმართლა და როგორც მეათასე წყვილს, რესტორანმა ბორანზე გასეირნებით დაგვასაჩუქრა. რესტორანში ოპერატორები რომ დამყვებოდნენ, გამიკვირდა, - რა ხდება-მეთქი? ეს რესტორნის მომსახურებაა და რეკლამას აკეთებენო, - მითხრა ბეჟანმა. დავიჯერე და მაშინვე ამ რესტორნის "ფეისბუკ"-გვერდზე შევედი, ჩვენი ვიდეო ხომ არ დადეს-მეთქი?
ბეჟანი:
- სპეციალურად დავაბეჭდვინე ბუკლეტი, სადაც ეწერა: "გილოცავთ! თქვენ ხართ მეათასე წყვილი და გასაჩუქრებთ ბორანზე გასეირნებით". რესტორნის თანამშრომელს ვთხოვე და ვარდთან ერთად, იას მან მიართვა ეს ბუკლეტი.
ია:
- მართლა ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. ბეჟანი აქეთ "მადანაშაულებდა": ასეთი სიურპრიზი მომიწყვე დაბადების დღისთვის და მაინც არ ტყდებიო? ვიფიცებოდი: არაფერი ვიცი, მე არ დამიგეგმავს-მეთქი. როდესაც დავინახე ძალიან ლამაზად მორთული ბორანი, ვიღაც ფოტოებს მიღებდა, ვიღაცები კამერით იღებდნენ თითოეულ წუთს, ფეიერვერკები, ავღელდი... მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი იყო, არასდროს დამავიწყდება...
ბეჟანი:
- მართლა ვერაფერს მიხვდა, ვიდრე ბეჭედი არ ამოვიღე და ცოლობა არ ვთხოვე. იცინოდა, გააზრებული არ ჰქონდა, რას ვეუბნებოდი.
- ახლა გასაგებია, რატომ აირჩიეთ რთული გზა და რატომ მოინდომეთ ჯვრისწერა მყინვარწვერზე - რომანტიკა გხიბლავთ...
ია:
- არ გვინდოდა ტრადიციული ქორწილი გვქონოდა და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც მყინვარწვერზე დაიწერა ჯვარი. როგორც ვიცით, მეშვიდე წყვილი ვართ.
ბეჟანი:
- საკმაოდ რთული აღმოჩნდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, არ უნდა გამოგვრჩენოდა, ერთი შეხედვით, წვრილმანი რამეც კი, რაც იქ შეიძლებოდა დიდ პრობლემად ქცეულიყო. 33 კაცი ვიყავით, თითოეულს 25-კილოიანი ზურგჩანთა გვქონდა. გერგეტის სამებასთან ახლოს, სეტყვაში მოვყევით. პროგნოზით მხოლოდ წვიმას ველოდით და ცოტა არ იყოს, შეგვაშფოთა ამინდის ასეთმა ცვლილებამ. სანამ გერგეტის ტაძრამდე მივიდოდით, სეტყვამ გადაიღო და სტეფანწმინდას ცას ისეთი უშველებელი ცისარტყელა გადაეკრა, რომლის მსგავსიც არასდროს მინახავს.
- პატარძალსაც ატარებინეთ 25-კილოიანი ტვირთი?
ია:
- სხვანაირად არ შეიძლებოდა, ყველას თავისი ტვირთი ჰქონდა სატარებელი. ერთი დიდი ჩანთით მარტო კოსმეტიკა მქონდა წაღებული. საქორწილო კაბა კი, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო, ჩემმა მაზლმა - თორნიკემ ატარა მთელი გზა.
ბეჟანი:
- მიგვქონდა სამი დღის სამყოფი საკვები, ჩოხები და ჯვრისწერისთვის სხვა ბევრი აუცილებელი რამ. ამიტომ ვიქირავეთ ცხენები საბერწემდე (ეს ის ადგილია, რომლის შემდეგაც ალპური ზონა იწყება და ბალახიც კი აღარ გვხვდება), შემდეგ კი ყველაფერი თვითონ ვზიდეთ. მეორე დღეს ავედით მეტეოსადგურზე, გადავიარეთ ყინულის დიდი ფენა - მყინვარის ენას ეძახიან იმ ადგილს და საკმაოდ სარისკოა იქ გავლა. მეტეოსადგურიდან საათ-ნახევრის სავალზეა გერგეტის სამების ეკლესია - მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტაძარი ზღვის დონიდან. იქ ბალახიც კი არ ამოდის, გაუსაძლისი ბუნებრივი პირობებია, ზაფხულშიც ძალიან ცივა. მოძღვარი, მაყრიონი, ოპერატორები - ყველამ იცოდა, რომ წინ რთული გზა გვქონდა. ბედნიერები ვართ, რომ არაერთი სირთულის მიუხედავად, მაინც შევძელით იმის გაკეთება, რაც გვინდოდა.
ია:
- სამ დღეში მოვასწარით ასვლა-ჩამოსვლა. უფრო მეტი დრო რომ გვქონოდა, ასე არ დავიღლებოდით. ჩემთვის რთული აღმოჩნდა გზა მყინვარწვერამდე, თუმცა ემოციურად - ძალიან დატვირთული. ჯერ მარტო იქიდან გადმოხედვა რად ღირს! ბოლომდე ახლაც მიჭირს მაშინდელი გრძნობების სიტყვით გადმოცემა.
- ბევრი შვილის ყოლას აპირებთ? ამაშიც გამორჩეულები გინდათ, რომ იყოთ?
ბეჟანი:
- ღმერთი რამდენსაც მოგვცემს, იმდენს ვიყოლიებთ.
ია:
- (იცინის) მგონი, ერთ ანსამბლს შეკრებს ბეჟანი...
ბეჟანი:
- მინიმუმ ტრიო ხომ უნდა იყოს, ანსამბლი თუ არა...
- ბეჟანზე ამბობენ: ფანდურს კი არ უკრავს, ალაპარაკებსო, რაშიც ყველა დარწმუნდება, ვინც შენს შესრულებას მოისმენს. ია, შენ თუ მღერი ან უკრავ?
ია:
- მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერც ვმღერი და ვერც ვუკრავ. ახლა ვცდილობ რაღაცის სწავლას. მოსწავლეობის პერიოდში ერთხანს, გუნდში ბანი ვიყავი, მაგრამ რატომღაც არ მომწონდა სიმღერა და თავი დავანებე. პროფესიით ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი ვარ, ამჟამად კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში ვმუშაობ და ალბათ, არც არასდროს მომიწევს პროფესიით მუშაობა.
- მართლაც, რთული გზა აირჩიეთ თავიდანვე, როდესაც მყინვარწვერზე ასვლა და იქ ჯვრისწერა გადაწყვიტეთ... ბედნიერებასა და სხვა ყველა სირთულის დაძლევას გისურვებთ!
P.s. ბეჟანს, როგორც მუსიკოსს, "გზის" მომდევნო ნომერში გაგაცნობთ...

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
08.09.2017
ბედნიერებას გისურვებთ ❤
თამო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
12 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.