"სტივენ ტაილერი გაგიჟდა, ისე მოეწონა ჩვენი სიმღერა"
font-large font-small
"სტივენ ტაილერი გაგიჟდა, ისე მოეწონა ჩვენი სიმღერა"
ძალიან დაინტერესდა ფანდურით და მისი ხმიანობითაც მოიხიბლა

მასზე ამბობენ: ფანდურს კი არ უკრავს, ალაპარაკებსო, რაშიც ყველა დარწმუნდება, ვინც მის შესრულებას მოისმენს. ბეჟან წინწალაშვილი მუსიკოსია. რამდენიმე წლის წინ სტუდია "ქართველო" დააფუძნა და მომავალ თაობას ხალხურ საკრავებზე დაკვრასა და სიმღერას შეასწავლის. შეგახსენებთ, ეს ის ბიჭია, ვინც თავის რჩეულთან ერთად, ახლახან ჯვარი მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე გერგეტის ტაძარში დაიწერა.


- როდის დაინტერესდი ხალხური შემოქმედებით და რა გზა გაიარე დღემდე?
- ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ქართული ხალხური სიმღერა. მახსოვს, ერთხელ რუსთავის თეატრში მოვუსმინე რომელიღაც ტრიოს, სახელი აღარ მახსოვს, ჩოხები ეცვათ და ამან ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ავიკვიატე: მეც მინდა, ასეთი ჩოხა ჩავიცვა და ასე ვიმღერო-მეთქი. ჩოხაც ჩავიცვი, ვუკრავ და ვმღერი კიდეც (იცინის). 10 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში ხალხური საკრავებისა და სიმღერის შემსწავლელი წრე გაიხსნა და როდესაც სწავლის სურვილი გამოვთქვი, მშობლები სიხარულით დამთანხმდნენ. დედაც და მამაც მუსიკალურები არიან, მღერიან, უკრავენ კიდეც ფორტეპიანოზე, მამა - აკორდეონზეც. ჩემი ძმაც ანსამბლ "ქართველოს" წევრია, მღერის და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. როგორც ჩანს, ოჯახიდან მოგვდევს სიმღერის სიყვარული. ჩემი პირველი პედაგოგი თეა ჯამრიშვილი იყო. მოკლედ, დაწყებითი მუსიკალური განათლება რუსთავში მივიღე, ხალხური საკრავების განხრით - ფოლკლორის სკოლა ერქვა მაშინ, მამუკა გულაღაშვილი იყო გუნდის მასწავლებელი, ხოლო გოგი ქუთათელაძე - ფანდურის, შემდეგ მეორე მუსიკალურ სკოლაში თამარ ზარქუასთან დავდიოდი. ყველა მათგანისგან საუკეთესო რამ ავიღე და დღეს თუკი რაიმე შევძელი და თუ მიცნობენ, როგორც შემსრულებელს, ეს თითოეული მათგანისა და ჩემი შრომის დამსახურებაა. თუ თვითონაც არ ხარ მოწადინებული, რომ მეტს მიაღწიო, მხოლოდ პედაგოგი ვერ გაქცევს პროფესიონალ და წარმატებულ მუსიკოსად.

- სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაგიბარებია ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე. რატომ?

- ჩემი მაშინდელი არჩევანი არანაირ კავშირში არ არის ჩემს ახლანდელ საქმიანობასთან, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ უნივერსიტეტში მუსიკალური კუთხით ბევრი აქტივობა იყო და ამით მოვიხიბლე. პირველსავე კურსზე დავინტერესდი, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და მალევე გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი ანსამბლი და ეს საქმე მე გადმომაბარეს. ასე შეიქმნა "ქართველო". დროთა განმავლობაში ანსამბლმა ბევრი სახეცვლილება განიცადა შემადგენლობის მხრივაც და ჟანრობრივადაც. თავდაპირველად უფრო ხალხური მიმართულება გვქონდა, მერე ნელ-ნელა დავამატეთ სხვადასხვა არაქართული ინსტრუმენტიც. ასე მოვედით აქამდე. დღესდღეობით ჯგუფში ექვსნი ვართ, უკვე განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი და სამომავლოდაც კარგი გეგმები გვაქვს. პირადად მე, ვუკრავ ფანდურზე, ჩონგურზე, სალამურზე, ჭუნირზე, ბასფანდურზე, ჭიბონზე, ასევე, გიტარაზე, ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბასგიტარაზეც ვახერხებ რაღაცას, როცა მჭირდება.

- მოკლედ, მთელი ანსამბლი შენ ყოფილხარ. პირველად როდის გაგიცნოთ ფართო საზოგადოებამ?

- 2012 წელს სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერში" ვმონაწილეობდით - რაჭული ვიმღერეთ. ნახევარფინალში შევასრულეთ გარეკახური საჭიდაო, მაგრამ ფინალში ვეღარ გადავედით. მაშინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ ჩვენი ანსამბლი, ხოლო როგორც სოლო შემსრულებელი ფანდურზე - "ნიჭიერის" შემდეგ, როდესაც გადავიღეთ რამდენიმე ვიდეო და Yოუთუბე-ზე ავტვირთეთ, ამას დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. ერთხანს თითქოს გაქრა ხალხური სიმღერებისა და საკრავების მიმართ ინტერესი, შემდეგ კი, როდესაც მთის სიმღერები წამოვიდა, მოჭარბებულადაც კი იგრძნობდი ამ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის თეოს (მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი. - ავტ.). ის უცებ შეიყვარა ხალხმა და ბევრს გაუჩინა სურვილი, შეესწავლა ფანდურზე დაკვრა და სიმღერა. დღესაც ბევრი მოსწავლე მთხოვს თეონას სიმღერების შესრულებას.

- ახლა შენს სტუდიაზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც მითხარი რამე...

- მოსწავლეები ჯერ კიდევ ძალიან ადრე მყავდა. ჩემი საქმე მომწონდა, თანაც - ეს ჩემთვის შემოსავლის წყარო იყო საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. მერე და მერე გაჩნდა იდეა, სტუდია გამეკეთებინა. უნივერსიტეტიდან გადმოვიყვანე ჩემი მოსწავლეებიც და ჯგუფიც, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გოგონების ანსამბლსაც აქ ვამეცადინებ. შევასწავლი სიმღერას, გალობას, ფანდურზე, სალამურზე, ბასფანდურსა და გიტარაზე დაკვრას, გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლეები ანსამბლის მეორე თაობის შემადგენლობაში ჩაირიცხებიან. შარშან დავასრულე ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობაც და სიმღერის აუდიოვერსიებსაც აქვე ჩავწერთ.

- აუცილებლად უნდა გკითხო ლეგენდარულ Aეროსმიტჰ-თან შეხვედრის შესახებ.

- "ჯეო ფოლკ ტური" არის კომპანია, რომელიც ახორციელებს ტურისტულ მუსიკალურ პროექტებს. რამდენიმე წარმატებულ პროექტში მეც ვმონაწილეობდი. Aეროსმიტჰ-ის ერთი სიმღერა - დრეამ ონ ჯეო ფოლკმა განსხვავებული ინტერპრეტაციითა და ქართული მრავალხმიანობით ჩაწერა, კლიპიც გადაიღო ჩHჩHX პროდუცტიონ-ის დახმარებით და ინტერნეტში აიტვირთა. ეს ვიდეო მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა და თვითონ როკ-ჯგუფის წევრებმა გააზიარეს თავიანთ "ფეისბუკ"-გვერდზე. ამის შემდეგ არაერთ ქვეყანაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა ჩვენი ქავერი და ბევრი მოწონება ჰქონდა. როდესაც საქართველოში ამ ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი დაიგეგმა, ჯგუფის პროდიუსერებმა გამოთქვეს ჩვენთან შეხვედრის სურვილი, რამაც ძალიან გაგვახარა. "ბლექ სი არენაზე" კონცერტის შემდეგ პირადად შევხვდით ჯგუფის სოლისტს - სტივენ ტაილერს და მოვასმენინეთ იგივე სიმღერა ცოცხალი შესრულებით. სტივენ ტაილერი გაგიჟდა, ისე მოეწონა სიმღერა. ძალიან დაინტერესდა ასევე, ქართული ხალხური საკრავით: ფანდურით და მისი ხმიანობითაც მოიხიბლა. სტივენს გადავეცით საჩუქრები, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ვიდეო. ამის ბედნიერება ძალიან ცოტას თუ აქვს. ვფიქრობ, გაგვიმართლა... დიდხანს გვექნება საამაყოდ, რომ უშუალო ურთიერთობა გვქონდა ისეთ ლეგენდარულ ამერიკულ ჯგუფთან, როგორიცაა "აეროსმიტი". სამომავლოდაც არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს, თუმცა ამაზე ჯერ არ ვლაპარაკობთ. პირველ რიგში, მინდა დავასრულო მუშაობა სიმღერაზე, რომელიც მე დავწერე ნანა მეფარიშვილის ულამაზეს ლექსზე და რომლის კლიპშიც მინდა, ჩემი ჯვრისწერის კადრები გამოვიყენო. ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს. ამ სიმღერის შესრულება მინდოდა ჯვრისწერის დროს, მაგრამ ვეღარ მოვასწარი.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აქეიფეს გურულებმა ოთარ რამიშვილი იძულებით
ნუგზარ კვაშალის "საკუთარი ბაბუა" და ერთი შვილიშვილი, რომელიც ბევრს უდრის
წლების წინ ვაჟი _ თაზო თოლორაია რომ გარ­დაიცვალა, კარგა ხანს მოსწყდა გარე სამყაროს
ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­ფ­რინ­დით, აერო­პორ­ტ­ში ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქი დაგ­ვ­ხ­ვ­და, ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი იყო, რო­გორც სა­მა­მუ­ლო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ
"ამ ყვე­ლაფ­რი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის"


ანზორ ერქომაიშვილის საკონცერტო ნათლობა და მხიარული ამბები

10 მარტს უკვე 10 წელი შემისრულდა, რაც რობერტ სტურუამ დასში ამიყვანა
რომანტიკული მუსიკოსისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.