ბანკისგან ნაჩუქარი გვარი და რუსთაველის თეატრის სცენის ქვეშ დამალული ფურცელი
font-large font-small
ბანკისგან ნაჩუქარი გვარი და რუსთაველის თეატრის სცენის ქვეშ დამალული ფურცელი
10 მარტს უკვე 10 წელი შემისრულდა, რაც რობერტ სტურუამ დასში ამიყვანა

მსახიობი ედმონდ მინაშვილი მეორე გვარსაც (აბაშიძე) ატარებს. ამბობს, რომ თავადური გვარი ერთ-ერთმა ბანკმა აჩუქა. ის გვიამბობს, სპონტანურად მიღებულმა გადაწყვეტილებამ როგორ გაუკვალა გზა წარმატებისკენ...


- 2010-2011 წლებში ერთ-ერთი ბანკის სარეკლამო პროექტში ვმონაწილეობდი. გაიხსენეთ "ედმონდის დღიურები", გრძელი თმა მქონდა, ფულს ვმარხავდი და მერე მთელი დედამიწა ჩემს დამარხულ ფულს ეძებდა... მოკლედ, რეალურად, ედმონდ მინაშვილი ვარ - იმერელი გლეხი, მაგრამ როდესაც რეკლამის კასტინგზე გავედი და დამამტკიცეს, ამიხსნეს: შენი გმირი მისტიკური პირია, მდიდარი. მას შენს სახელს დავუტოვებთო. ვინაიდან ჩემი პერსონაჟი არისტოკრატიული ფენის წარმომადგენელი იყო, თავადი, ამიტომ, აბაშიძედ მიმაწერეს და ახლა ყველა აბაშიძედ მიცნობს. აი, ასე "მაჩუქა" ბანკმა გვარი...

- სახელი როგორ შეგირჩიეს?

- "გრაფ მონტე კრისტო" - ედმონდ დანტესი. ბაბუაჩემი ამ წიგნსა და გმირზე გიჟდებოდა...

- მსახიობობა რატომ გადაწყვი­ტეთ?

- მეექვსე კლასში ვიყავი და ერთხელაც, სკოლიდან სახლში რომ მოვედი, ტელევიზორში წარმოდგენა გადიოდა - ვიღაც კაცი საოცრად ახალისებდა დარბაზს, ხუმრობდა, მღეროდა. ვუყურებდი და ისე გამიტაცა, რომ დამთავრდა, დედა გავაოცე, - თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი. ის სპექტაკლი კი მარჯანიშვილის თეატრის წარმოდგენა - "ძველი ვოდევილები" იყო, ხოლო მსახიობი, ვინც მე ამანთო, ვასო გოძიაშვილი. მას მერე დედას ვაშანტაჟებდი, მსახიობი თუ არ გამოვალ, გავლოთდები და ცუდი ბიჭი გავხდები-მეთქი. დედას, როგორც მშობლების უმეტესობას, უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, ჯერ ატესტატიც არ მქონდა აღებული, გიგა ლორთქიფანიძის განცხადება მოვისმინე ტელევიზიით: თეატრალურ უნივერსიტეტში 21-23 ივნისი საბუთების მიღების ბოლო ვადააო. 21 ივნისი იყო და ვთქვი, - დედა, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ თბილისში-მეთქი... მოკლედ, ყველა საჭირო საბუთი ერთ დღეში მოვაგროვე. 22-ში ღამე მატარებლით წამოვედი და 23-ში აქ ვიყავი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - წამოსასვლელი ფული არ მქონდა და სკოლის ბანკეტის შეგროვილი თანხიდან ვისესხე. კლასელებს ვუთხარი, თბილისიდან რომ ჩამოვალ, დავაბრუნებ, მამიდა მომცემს-მეთქი. იმედი მქონდა, რომ 23-ში საბუთებს შევიტანდი, ბანკეტზე ჩავიდოდი და მერე უკვე გამოცდებზე წამოვიდოდი, მაგრამ შევიტანე თუ არა, მითხრეს, 25-ში გაქვს პირველი ტურიო. ამიტომ, ბანკეტზე ვერ ვიყავი... ჩემი კლასელების ბანკეტის ვიდეოს რომ ვუყურებ, გულში სევდა მაქვს, - ერთი მხრივ მიხარია, რომ ის გავაკეთე, რაც მინდოდა, მაგრამ გული მწყდება, რომ იქ არ ვიყავი.

- გამოცდები ადვილად ჩააბარეთ?

- საოცარი ჟიური დამხვდა: ლილი იოსელიანი, გოგი მარგველაშვილი, ლეილა კაპანაძე, მანანა ბერიკაშვილი, გიორგი შალუტაშვილი, კოტე ფურცელაძე, კოტე მახარაძე. ადამიანები, ვინც მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი და მათ წინაშე 16 წლის, სოფლიდან ჩამოსული ბიჭი წარვდექი. გამოცდაზე დიდხანს გამაჩერეს და გავაკეთე აბსოლუტურად ყველა სისულელე, რაც შეიძლებოდა. ერთმა წევრმა მითხრა, - თქვენი სახელი სად გვხვდება, თუ იცითო? - ალექსანდრე დიუმას "გრაფ მონტე კრისტოში", ედმონდ დანტესი-მეთქი. - კიდევ, სად? თუ მსახიობობა გინდა, უნდა იცოდეო, მერე დასძინა: ვინმე შექსპირი გაგიგონიაო? დავიძაბე, ვინმე შექსპირი უცებ წარმოვიდგინე, კიდევ ხომ არ იყო უილიამის გარდა სხვა-მეთქი. - ვინმე არა, უილიამ შექსპირი კი გამიგონია-მეთქი. - ეს უზრდელიც ყოფილაო, - ჩათვალა, რომ თავხედურად ვუპასუხე: - მერე "მეფე ლირში" რომ ედმონდი არის, არ იციო? - ის ედმუნდია-მეთქი, - ამაზე სულ გადაირია. იმის მერე ჩემზე გადაკიდებული იყო... გამოცდიდან რომ გამოვედი, კოტე მახარაძემ თავზე ხელი გადამისვა: შენ გამო ბევრი ვიბრძოლე. იმედია, არ გამიცრუებ იმედსო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მის საფლავზე ხშირად მივდივარ...

თეატრალურში ჩაბარების შედეგ მეორე ოცნება ის გახდა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი გავმხდარიყავი. სწავლის პერიოდში რუსთაველის თეატრის წინ გავივლიდი, ვლოცულობდი (ჩემი ლოცვა მქონდა), ღმერთს თეატრის შენობაში მოხვედრას ვთხოვდი. მესამეკურსელი გახლდით, როცა "რუსთაველში" რემონტი იყო, ბავშვები უნივერსიტეტიდან მოვდიოდით და დიდ სცენაზე ვთამაშობდით. მაშინ ჩემი სურვილები ფურცელზე დავწერე და სცენის ქვემოთ, ისეთ ადგილას ჩავაგდე, რომ ვერავინ იპოვიდა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გიგა ლორთქიფანიძემ "წათეს წითელი წაღები" დადგა და სცენაზე მეც აღმოვჩნდი...
2017 წლის 10 მარტს უკვე 10 წელი შემისრულდა, რაც რობერტ სტურუამ დასში ამიყვანა. მან ახალ თაობას მოგვცა საშუალება, გვეტარებინა ის უდიდესი წოდება, რასაც რუსთაველის თეატრის არტისტობა ჰქვია... თეატრში დამხვდნენ: გურამ საღარაძე, მურმან ჯინორია (ჩემი პედაგოგი), ზაზა პაპუაშვილი, დათო დარჩია, თემიკო ჭიჭინაძ, მახო ქვრივიშვილი, იაშკა, დათო იაშვილი, ლევან ბერიკაშვილი (ბერდო), ჩვენი მამობილი და საერთოდ, ამ თეატრმა, როგორც შვილები, ისე გაგვზარდა... ვფიქრობ, ამაზე დიდი თეატრი არ არსებობს, აქ სხვანაირი მეგობრობა იციან. მეამაყება, რომ ამ თეატრის მსახიობი ვარ!

ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აქეიფეს გურულებმა ოთარ რამიშვილი იძულებით
ნუგზარ კვაშალის "საკუთარი ბაბუა" და ერთი შვილიშვილი, რომელიც ბევრს უდრის
წლების წინ ვაჟი _ თაზო თოლორაია რომ გარ­დაიცვალა, კარგა ხანს მოსწყდა გარე სამყაროს
ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­ფ­რინ­დით, აერო­პორ­ტ­ში ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქი დაგ­ვ­ხ­ვ­და, ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი იყო, რო­გორც სა­მა­მუ­ლო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ
"ამ ყვე­ლაფ­რი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის"
ძალიან დაინტერესდა ფანდურით და მისი ხმიანობითაც მოიხიბლა



ანზორ ერქომაიშვილის საკონცერტო ნათლობა და მხიარული ამბები

რომანტიკული მუსიკოსისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.