"მერად კახი კალაძე, მოადგილედ - ალეკო ელისაშვილი"
font-large font-small
"მერად კახი კალაძე, მოადგილედ - ალეკო ელისაშვილი"
სხვათა შორის, ზალიკო არც ჟურნალისტობაზე ოცნებობდა


სულ ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, რომელშიც თითოეული ამომრჩევლის ხმის მოსაპოვებლად უპრეცედენტოდ ბევრი მერობის კანდიდატი იბრძვის. კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრე, რომლებიც თავიანთ ფავორიტს მხარს ღიად უჭერენ.


ეკატერინა ფანგანი, ტელეწამყვანი:
- არჩევნებზე ყოველთვის დავდივარ და ამჯერადაც აუცილებლად წავალ. მართალია, კენჭისყრა ფარულია და არა მგონია, მიზანშეწონილი იყოს ჩემი არჩევანის გასაჯაროება, მაგრამ ვიტყვი, რომ ღიად ვუჭერ მხარს კახი კალაძეს. მთელმა საქართველომ იცის, კახი როგორი ადამიანიცაა. დიდი ხანია, მასთან ვმეგობრობ და საკმაოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახულია, სპორტულ კარიერაშიც - წარმატებული. ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია საქართველოში და ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია. მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკაში მოვიდა, დადებითი შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარდა. ხშირად ისეთი აქტივობები აქვს, რაც სხვა პოლიტიკოსს შეიძლება ეთაკილოს, კახი კი ყოველთვის მოვლენების წინა ხაზზეა, რაც უნდა ხდებოდეს. როცა ის მერი გახდება, თავისთავად, თბილისსა და მოსახლეობაზეც იზრუნებს, ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ყველა დაპირების განხორციელებას შეეცდება - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" ყველას გვჭირდება, დავიხრჩვეთ უკვე.

- კახი კალაძის ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ იქნება და გადაწყვეტილებებს "ოლიგარქის" ნება-სურვილის მიხედვით მიიღებს. როგორც მეგობარი, რას იტყვით, შეიძლება, კახი ვინმემ მართოს და საკუთარი აზრი მოახვიოს?

- ოპონენტები ყოველთვის ამბობენ, რომ ვიღაცას ვიღაცის გავლენა აქვს. ესა თუ ის პოლიტიკოსი რომელი პარტიიდანაც მოდის, ბუნებრივია, იმ პარტიის ლიდერის გავლენა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, კახიზე ასე არ ვთვლი. ბიძინა ივანიშვილმა, მართალია, დააარსა ეს პარტია, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კახი კალაძეს ხმას ვაძლევ არა იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, მას მივცემდი ხმას მაშინაც, დამოუკიდებელი კანდიდატი რომ ყოფილიყო.

- კანდიდატების თბილისელობას თუ აქცევთ ყურადღებას?

- თუ კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ მერობის კანდიდატი თბილისელი უნდა იყოს, ამის აუცილებლობა არ არის, ხოლო თუ მორალურ აუცილებლობაზე ვისაუბრებთ, კანდიდატს ქალაქი უნდა იცნობდეს და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს.

თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი:

- არჩევნებში სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ჩემი რეგისტრაციის მისამართი ქალაქი მცხეთაა და შესაბამისად, ამ პროცესში ვერ ჩავერთვები. არასწორი იქნება, თუ სხვას დავუჭერ მხარს - ზალიკო უდუმაშვილი ჩემი თანაკლასელია და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. შესაბამისად, ხმას აუცილებლად ზალიკოს მივცემდი.

- როგორც ბავშვობის მეგობარი, როგორ დაახასიათებთ მას?

- ზალიკო ძალიან განათლებული ადამიანია, ერთგული, მიზანდასახული, ყოველთვის იცის, რა უნდა, ყველაფერს თავისი სურვილის მიხედვით სწორად გეგმავს და ცდილობს, ცხოვრებაში განახორციელოს.

- პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით, ადრეულ წლებში ყველას სხვადასხვა გატაცება აქვს, ზალიკოს რა ინტერესები ჰქონდა? პოლიტიკაში საკუთარი თავი თუ წარმოედგინა?

- სხვათა შორის, ზალიკო არც ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, ექიმობა უნდოდა. მე თვითონაც ექიმების ოჯახში გავიზარდე და ხშირად ვსაუბრობდით მედიცინაზე, თუმცა კარგია, რომ მისი პოტენციალისა და ერუდიციის მქონე ადამიანი ჟურნალისტი გახდა, ადამიანებამდე ჯანმრთელი, ჩამოყალიბებული აზრი რომ მიეტანა.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი მერი?

- პოლიტიკაზე ჩემი ხედვა, მსოფლმხედველობა, აზრი მაქვს, რომელსაც ვერავინ შემიცვლის. ისეთი მერი, რომელიც მე თბილისელებისთვის მინდა, არათუ დღევანდელ პოლიტიკოსთა შორის, მათ შორისაც ვერ მოვიძიებ, ვისაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მოვსწრებივარ. ერთადერთი ადამიანი, ვინც შემიძლია დავასახელო თბილისის მერად, ნიკო ლეკიშვილია. ვფიქრობ, დედაქალაქის მერი წარმომავლობით ძირძველი თბილისელი უნდა იყოს. მკითხველმა შესაძლოა, გამაკრიტიკოს, მაგრამ მე თვითონ მეცხრე თაობა ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი და ზუსტად ვიცი, თუ ამ ქალაქის მიმართ ცხოველი სიყვარული არ გაგაჩნია და ყველა ქვა არ გიყვარს, თუ არ იცი, რომ ამ გზაზე შენი წინაპრები დადიოდნენ და იმ ცნობიერებით არ ხარ გაზრდილი, რომ პირველ რიგში, წინაპართა შრომასა და ამაგს უნდა სცე პატივი, ვშიშობ, გაჭირდება არამცთუ თბილისის მერობა, ერთი პატარა უბნის მართვაც კი. დროთა განმავლობაში ბევრი რამ დაიკარგა - თბილი მეზობლური ურთიერთობები, როცა ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა, ძველი, ეთნიკურ-კულტურული ტრადიციები უნდა აღდგეს, რაც თითოეულ თბილისელშია დაბუდებული და შორს უნდა იყოს შოვინიზმისგან.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი:

- მოქალაქეობრივ ვალად ვთვლი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. კარგი იქნებოდა, მერი კახი კალაძე იყოს, მისი მოადგილე კი - ალეკო ელისაშვილი (იცინის). თუ ასეთი სიმბიოზი შესაძლებელია, კარგი იქნებოდა. ადამიანი, რომელიც ახალგაზრდაა, ენერგიული, სტრუქტურებში არაა გავლილი და ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენაც და ფულიც, ჰყავდეს მოადგილე, რომელიც შედარებით უფრო სუფთაა. ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი, ხმას ვის მივცემ, თუმცა, მეტ კანდიდატს ვერ ვხედავ, სხვების შანსები ნულის ტოლი მგონია. "ნაციონალურ მოძრაობას" კი აქვს მყარი 20%, მაგრამ ესეც გაიხლიჩა, ამიტომ 10%-ზე მეტს რეალურად ვერ მოაგროვებენ.

- უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი წარმოშობით თბილისელი?

- თბილისზე შეყვარებული უნდა იყოს. ვინც აირჩიეს, ძალიან წესიერი ადამიანია, მაგრამ არათბილისელობის გამო აკრიტიკებდნენ და წარმოვიდგინე, პირიქით რომ მომხდარიყო - ზუგდიდში თბილისელი მერი რომ აერჩიათ, პატარა რევოლუცია მოხდებოდა (იცინის). ახლა კალაძეზე ამბობენ, რომ სამტრედიაშია დაბადებული, მაგრამ ამას არ მივანიჭებდი მნიშვნელობას, რადგან საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობს აქ, იცის აქაური წესი და გაგებული ადამიანია. სხვების ბექგრაუნდი და დაბადების ადგილი არ ვიცი, სიმართლე გითხრათ.

- ქალაქში ყველაზე მწვავე პრობლემად რა გესახებათ?

- არ მიმაჩნია, რომ ცალკე თბილისია და ცალკე საქართველო. პრობლემები ყველგან ერთნაირად დგას. თბილისის პრობლემები ვერ გადაწყდება საქართველოს პრობლემების მოგვარების გარეშე. ამიტომ, არ მესმის, მხოლოდ მერმა, მთავრობის გარეშე როგორ უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი. თბილისი უკვე საშინელი მეგაპოლისია, რომელშიც ცხოვრებამაც აზრი დაკარგა... ირგვლივ მომაბეზრებელი საცობებია, ამიტომ ქალაქის განტვირთვა უნდა მოხდეს. თბილისში სულ სიამტკბილობა და გაგება იყო, ახლა კი ეს ყველაფერი იკარგება, როცა ამხელა მასშტაბებია, არანორმალურად აჩქარებული ცხოვრების ტემპია, დღევანდელი ქალაქი სულიერი და მატერიალური ნაგვის გარდა, აღარაფერს ქმნის. მართალია, მწარედ ნათქვამია, მაგრამ ასეა. ყველაფერს არარომანტიკული თვალებით ვუყურებ. თბილისი სხვა ქალაქებისთვის პრობლემების მოგვარების მაგალითი უნდა იყოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამიტომ იყო დედაქალაქი საქართველოს ბურჯი და არა - უბრალოდ ბეტონის გროვა.


თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
30.09.2017
მეჩითოვი,პარუმ ოსეფა და გოგა პიპინაშვილი საკრებულოს დაამშვენებდნენ,ლამაზ სიცოცხლეს შემატებდნენ !
ალექს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.