ნა­თია ინა­ძის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა
font-large font-small
ნა­თია ინა­ძის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა
ამ­ჟა­მად ბი­ო­ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას კი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევს.

ნა­თია ინა­ძე ის სტუ­დენ­ტია, რო­მელ­მაც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვა და სა­ხელ­მ­წი­ფოს 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით სან-დი­ე­გოს სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვ­და. ის ამ­ჟა­მად ბი­ო­ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას კი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევს.

- წიგ­ნე­ბის კითხ­ვა რომ მიყ­ვარს, ეს ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, თურ­მე დე­და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­სებს მი­კითხავ­და. ჩვი­ლო­ბის ასაკ­ში, რო­ცა ავ­ტირ­დე­ბო­დი, გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­სე­ბით მამ­შ­ვი­დებ­და. ახ­ლა მე­უბ­ნე­ბა, მის პო­ე­ზი­ას ისე­თი მე­ლო­დია აქვს, შენ და შე­ნი დაც წამ­ში ჩუმ­დე­ბო­დი­თო. წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლე­ბის­გან გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა. ორი­ვე­ნი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩე­მი დაც სტუ­დენ­ტია და ისიც 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლობს.
ფო­თის მე-15 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ეს სკო­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩამ­ბა­რე­ბელ­თა და მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი სკო­ლაა არა მხო­ლოდ ამ ქა­ლაქ­ში, არა­მედ - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­რექ­ტო­რი­სა და პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყო­ველ­თ­ვის კარ­გი სა­მე­გობ­რო წრე მყავ­და, ერ­თ­მა­ნეთს ხელს ვუწყობ­დით, კარ­გად რომ გვეს­წავ­ლა. შრო­მა ყო­ველ­თ­ვის ამარ­თ­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შე­დეგს ვე­ლო­დი. XII კლას­ში რომ გა­და­ვე­დი, ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი და ამის გა­მო აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე. იქი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დი, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, თავს რამ­დე­ნად გა­ვარ­თ­მევ­დი. მე­გო­ნა, ბევ­რი რამ და­ვიწყე­ბუ­ლი მქონ­და, აღა­რა­ფე­რი მახ­სოვ­და. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი წე­ლი მქონ­და, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. ბევრ პრო­ექ­ტ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. იყო ასე­თი პრო­ექ­ტი: "მე და კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა", რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა. ოთხ­მა გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და ერ­თი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად ბრი­უ­სელ­ში ვი­ყა­ვით, ნა­ტოს შტაბ­ბი­ნა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ.
ამე­რი­კა­ში კი "მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის" ფარ­გ­ლებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 70 ბავშვს არ­ჩე­ვენ და სხვა­დას­ხ­ვა შტატ­ში ერ­თი წლით საცხოვ­რებ­ლად უშ­ვე­ბენ. მეც ასე წა­ვე­დი, იქ მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი დამ­ხ­ვ­და, იქა­ურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და ა.შ.
ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად ბი­ოქი­მია ამერ­ჩია. მა­ნამ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­სი არას­დ­როს მქო­ნია. სულ მე­გო­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ხ­რით წა­ვი­დო­დი. ახ­ლა სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას, გა­უ­აზ­რებ­ლად ავირ­ჩიე სა­გა­ნი ბი­ო­ლო­გია, რო­მელ­შიც არა სას­კო­ლო, არა­მედ უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე უნ­და მეს­წავ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მიღ­მა მეც­ნი­ე­რე­ბას­თან შე­ხე­ბა არას­დ­როს მქო­ნია. იქ დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ პრაქ­ტი­კას. სწო­რედ ამ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ამ საგ­ნის მი­მართ დი­დი ინ­ტე­რე­სი მქო­ნია. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბამ და ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­მა ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა.
მწერ­ლო­ბა­ში ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი დო­ჩა­ნაშ­ვი­ლია - სევ­დი­ა­ნად წერს და ეს სევ­და ჩემ­თ­ვის ძალ­ზე ახ­ლო­ბე­ლია.
დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის დო­მე­ნი­კოს­თან. ეს არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი, ალა­ლი და დაბ­ნე­უ­ლია. ის ხში­რად ხვდე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­ცა მის გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ. ვი­მე­გობ­რებ­დი, რომ დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. მის­გა­ნაც ბევრ რა­მეს ვის­წავ­ლი­დი.
მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მე­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და? ალ­ბათ მუშ­კე­ტე­რე­ბი­დან ერთ-ერ­თი. უფ­რო ათო­სი. ახ­ლა­ხან სა­ლო­მე ბე­ნი­ძის "ქა­ლა­ქი წყალ­ზე" აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ნა­წარ­მო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის ამ­ბა­ვია მოთხ­რო­ბი­ლი, ეს ამ­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა და კვან­ძის გახ­ს­ნა ბო­ლო თავ­ში ხდე­ბა. რო­დე­საც ამ ნა­წარ­მო­ებს ვკითხუ­ლობ­დი, მე­გო­ნა, ჩემ­ზე წერ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თი ქა­ლია ახ­ლო­ბე­ლი, მა­რია ჰქვია. რო­ცა ვკითხუ­ლობ­დი, მქონ­და გან­ც­და, რომ ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ხა­სი­ა­თით ვგა­ვართ.

- რას უწო­და ლე­ნინ­მა 1905 წელს - "გა­ზე­თი ქა­ღალ­დი­სა და დის­ტან­ცი­ის გა­რე­შე"?
- ტე­ლე­ვი­ზი­ას?
- ცდე­ბი.
- აბა, რა­დი­ო­მა­უწყებ­ლო­ბას?
- დი­ახ. ვინ არის ავ­ტო­რი ლექ­სი­სა - "გო­გოვ, გნა­ხე ფეხ­შიშ­ვე­ლი"?
- ვერ ვიხ­სე­ნებ.
- ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა. ამ მომ­ღერ­ლე­ბი­დან რო­მელ­ზე ჰქონ­დათ ეჭ­ვი, რომ მა­ფი­ას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? ლუი არ­მ­ს­ტ­რონ­გ­ზე, ფრენკ სი­ნატ­რა­ზე, ელ­ვის პრეს­ლი­ზე თუ რეი ჩარ­ლ­ზ­ზე?
- ფრენკ სი­ნატ­რა­ზე.
- რო­მე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კა და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰიმნს?
- ფა­ლი­აშ­ვი­ლის.
- X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?
- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.
- "შეშ­ლი­ლი ქა­რი კვლავ მე­და­ვე­ბა აფ­რი­ა­ლე­ბას შე­ნი კა­ბი­სას.../ ნუ­თუ არ­სე­ბობს, რომ მე და­ვე­ბა,/ ნუ­თუ გა­ი­ტანს ქა­რი თა­ვი­სას?/ სუ­ლე­ლი სეტყ­ვა ჰყრის მარ­გა­ლი­ტებს,/ რომ და­გამ­შ­ვე­ნოს ცი­ვი მძი­ვე­ბით,/ შემ­თ­ვ­რა­ლი მთვა­რე თვალს არ გა­რი­დებს/ გა­და­რე­უ­ლა შე­ნი წვი­ვე­ბით./ წვი­მა თავ­ნე­ბა პირ­სა­ხეს დაგ­ბანს,/ მო­გი­ა­ლერ­სებს სვე­ლი ხე­ლე­ბით/ და შე­ეც­დე­ბა ზე­ცა შენს დაბ­მას, ოც­ნე­ბის მსგავ­სი მარ­გა­ლი­ტე­ბით,/ მაგ­რამ უქ­მეა მა­თი ხარ­ჯე­ბი/ ვი­ცი, რომ მა­ინც ჩემ­თან დარ­ჩე­ბი". და­ა­სა­ხე­ლე ამ ლექ­სის ავ­ტო­რი.
- არ ვი­ცი.
- ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი.
- ამ ავ­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად არ ვიც­ნობ.
- "შენ ერ­თა­დერ­თი ხარ, ვის წი­ნა­შეც მუხლს ვიხ­რი და თავ­დახ­რი­ლი შევ­დი­ვარ შენს აკ­ლ­და­მა­ში". - ეს სიტყ­ვე­ბი ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელს ეკუთ­ვ­ნის. ვის მი­მარ­თავ­და ასე მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი?
- სა­კუ­თარ ცხენს.
- რა ერ­ქ­ვა ქა­ლაქს, რომ­ლის ად­გილ­ზეც ახ­ლა მკვდა­რი ზღვა მდე­ბა­რე­ობს?
- სო­დო­მი.
- მსოფ­ლი­ოს 7 სა­ოც­რე­ბი­დან რო­მე­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი თურ­ქე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქის, ბოდ­რუ­მის ად­გილ­ზე?
- არ ვი­ცი.
- ჰა­ლი­კარ­ნა­სის მავ­ზო­ლე­უ­მი. ტრა­დი­ცი­ულ იტა­ლი­ურ პი­ცა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს პო­მიდ­ვ­რის სო­უ­სი, ყვე­ლი და მწვა­ნი­ლის ფო­თო­ლი. ამ სამ კომ­პო­ნენტს აქვს არა მხო­ლოდ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი, არა­მედ სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- იტა­ლი­ის დრო­შის ფე­რე­ბია.
- ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, სა­დაც ფა­რა­ო­ნე­ბი­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო, ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი მი­სი ტა­რე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, გარ­და მო­ნე­ბი­სა. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- ბე­ჭედ­ზე?
- ცდე­ბი, ბე­ჭედ­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მის გა­რე­შე სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვართ.
- (ფიქ­რობს) ფეხ­საც­მე­ლი?
- დი­ახ. ძველ ჰი­მა­ლა­ელ დურ­გ­ლებ­ში არ­სე­ბობ­და მოს­წავ­ლის გა­მოც­დის უჩ­ვე­უ­ლო ხერ­ხი: მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ხის ნა­ჭერს ეს­რო­და. რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა მოს­წავ­ლეს, სა­ნამ და­ი­ჭერ­და?
- ხის ჯი­ში უნ­და ამო­ეც­ნო.
- რა ერ­ქ­ვა ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის დე­დას?
- არ მახ­სოვს.
- ოლიმ­პია. რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე წყა­ლუხ­ვი მდი­ნა­რე მსოფ­ლი­ო­ში?
- ამა­ზო­ნი.
- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი რო­მა­ე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი ამ­ბობ­და: "თა­ვი­სუ­ფა­ლი რომ იყო, მო­ნა უნ­და იყო კა­ნო­ნი­სა"?
- არ მახ­სოვს.
- ცი­ცე­რო­ნი. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და­არ­ს­და პირ­ვე­ლი "დის­ნეი ლენ­დი"?
- ამე­რი­კა­ში.
- რა ჰქვია ჰე­მინ­გუ­ე­ის მოთხ­რო­ბის - "მო­ხუ­ცი და ზღვა" - მთა­ვარ გმირს?
- ვა­ი­მე! რამ­დენ­ჯერ წა­მი­კითხავს და ვერ ვიხ­სე­ნებ.
- სან...
- ...(მაწყ­ვე­ტი­ნებს) სან­ტი­ა­გო.
- და­ას­რუ­ლე ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "ნამ­დ­ვი­ლი მა­მა­კა­ცი უნ­და იყოს მა­მა, ქმა­რი და..."
- "...ჯა­რის­კა­ცი".
- ვინ იყო პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი?
- არ ვი­ცი.
- მი­გა­ნიშ­ნებ, მან იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი 1827 წელს და­ამ­თავ­რა. 1832 წელს შეთ­ქ­მუ­ლე­ბის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს.
- ვერ გი­პა­სუ­ხებ.
- სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლი. დის­ნე­ის მულ­ტ­ფილ­მის გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ძაღ­ლის რო­მე­ლი ჯი­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი?
- დალ­მა­ტი­ნე­ლი.
- ეს ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი 1971 წელს, 87 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. მას XX სა­უ­კუ­ნის სტი­ლი #1 შე­არ­ქ­ვეს. დი­ზა­ი­ნე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის გარ­დე­რობ­ში 3 ხე­ლი გა­მო­სას­ვ­ლე­ლი სა­მო­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის ამ­ბობ­და: "ქალს ისე არა­ფე­რი აბე­რებს, რო­გორც მდიდ­რუ­ლი ტან­საც­მე­ლი". და­ა­სა­ხე­ლე, რო­მელ დი­ზა­ი­ნერ­ზეა ლა­პა­რა­კი?
- კო­კო შა­ნე­ლი.
- სა­ქარ­თ­ვე­ლოს რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ას ეწო­დე­ბო­და ძვე­ლად სა­მურ­ზა­ყა­ნო?
- არ ვი­ცი.
- მდი­ნა­რე ენ­გურ­სა და ლა­ღიძ­გას შო­რის არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას. რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია ფე­რე­ი­და­ნი?
- ირან­ში.
- "ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა მე­ო­რე უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სიაა, მე კი და­ვას­კ­ვე­ნი, მას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სა­ერ­თო აქვს პირ­ველ­თან". ამე­რი­კის რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და ამ სიტყ­ვებს?
- ვერ გი­პა­სუ­ხებთ.
- რო­ნალდ რე­ი­გა­ნი. რა ერ­ქ­ვა ძველ ელა­და­ში ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სხვა ადა­მი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბა­ზე და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად მი­იყ­ვან­და?
- არ ვი­ცი.
- პა­რა­ზი­ტი. ვი­სი სა­ხე­ლო­ბი­საა ბოდ­ბის ცნო­ბი­ლი სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სი?
- წმინ­და ნი­ნო­სი.
- რო­მე­ლი ხის ფეს­ვე­ბი სა­უბ­რო­ბენ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მოთხ­რო­ბა­ში - "ფეს­ვე­ბი"?
- მუ­ხის.
- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე სტენ­და­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "თუ გსურს ბრძნუ­ლად მო­იქ­ცე, მო­უს­მი­ნე ცოლს და გა­ა­კე­თე..."
- სტენ­და­ლი უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ამ ფრა­ზის და­სას­რუ­ლიც პა­რა­დოქ­სუ­ლი იქ­ნე­ბა (ფიქ­რობს) "...მო­უს­მი­ნე ცოლს და გა­ა­კე­თე სა­პი­რის­პი­რო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა მა­ინ­ტე­რე­სებს"
რით გა­აკ­ვირ­ვა ნი­კო­ლოზ ლაგ­ვი­ლა­ვამ მექ­სი­კე­ლი კო­ლე­გა
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა კარ­გად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს კო­ო­პე­რა­ცი­ის გზით
მე­გობ­რებ­მა მავ­თუ­ლის ღო­ბე გა­არ­ღ­ვი­ეს, შვლებს და­უ­ცაცხა­ნეს და მდი­ნა­რის სა­ნა­პი­როს­კენ გა­უშ­ვეს
"ამ ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ვი­ყა­ვით"
პირად ცხოვრებაში შეცდომები მაქვს, რადგან მეგონა, სულ ლამაზი, ახალგაზრდა, კარგ ხასიათზე მყოფი ვიქნებოდი...
ადამიანური ცოდვებით მოსარგებლე ხელისუფლება, ეკლესია და თავდახრილი საზოგადოება
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.