თეთრი და რუხი თაგუნები მოზარდ მაყურებელთა თეატრში "დასახლდნენ"
font-large font-small
თეთრი და რუხი თაგუნები მოზარდ მაყურებელთა თეატრში "დასახლდნენ"
"რომეო და ჯულიეტას" თაგვებისეული ვერსია

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წელს იუბილარია. მას 90 წელი შეუსრულდა. ჟურნალ "გზის" რედაქცია ულოცავს თეატრს ამ თარიღს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს.


იუბილარი თეატრის სეზონის პირველი პრემიერა რეჟისორ დავით ნიკოლაძის "თაგუნები და ყველი" გახლდათ, რომელიც 29 და 30 სექტემბერს თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინეს. ამ ეტაპზე სპექტაკლის მხოლოდ რუსულენოვანი ვერსიაა მზად, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი მაყურებელს საშუალება ექნება - "თაგუნები და ყველი" ქართულ ენაზეც იხილოს.
სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები ნინო ჩიტაიშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფია გია მარღანიას, მუსიკალური გაფორმება კი ალექსანდრა ლორთქიფანიძეს.
სპექტაკლი პატარებს ორი დაპი­რისპირებული ოჯახის ამბავს მო­უთხრობს (რუხი თაგუნები: თამარ ლორთქიფანიძე, ედმონდ გაბედავა. თეთრი თაგუნები: რამონა მიქელაძე, სერგეი შვედკოვი).

მართალია, თაგვებს გასაყოფი და საჩხუბარი არაფერი აქვთ, მაგრამ ისინი მაინც მუდმივად კინკლაობენ. მშობლებისაგან განსხვავებით, მათი შვილები - თეთრი და რუხი თაგუნები (თაკო ცქვიტინიძე და ალექსანდრე ლუბინეცი) შეხვედრისთანავე გამონახავენ საერთო ენას. მეტიც, ერთმანეთი შეუყვარდებათ და ამ სიყვარულის გამო მსხვერპლის გასაღებადაც მზად არიან. სპექტაკლში კიდევ ერთი პერსონაჟია, იდუმალებით მოცული ჯადოქარი კატა (ალექსი ლობოვი), რომლის დახმარებითაც რუხ და თეთრი თაგუნებს შორის სამუდამოდ გაქრება შუღლი და დაპირისპირება. ერთი შეხედვით, ეს ისტორია უფროსებს "რომეოსა და ჯულიეტას" სიუჟეტს მოგაგონებთ, რომლებიც პატარებისთვის ისეა სახეცვლილი, რომ მათი ასაკისთვის მარტივად გასაგები იყოს.


ალექსანდრე ლუბინეცი:

- თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გრიბოედოვის თეატრის მსახიობი ვიყავი, ახლა მოზარდში ვარ და ეს სპექტაკლი ჩემთვის დებიუტია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე... ჩემი და თაკოს გმირები ნაცრისფერი და თეთრი თაგვები არიან, რომლებსაც ურთიერთობის აწყობაში მშობლები უშლიან ხელს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. სამუშაოდ საინტერესო როლია და იმედი მაქვს, სპექტაკლი სანახავადაც ასეთივეა (იღიმის).
GzaPress

თაკო ცქვიტინიძე:

- ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გვქონდა, საშას კარგად შევეწყვეთ, პრობლემა არ გვქონია. რეპეტიციები ზაფხულში შევწყვიტეთ და სექტემბერში განვაახლეთ, მაგრამ რეჟისორმა მოგვაწოდა აბსოლუტურად გადაკეთებული პიესა, ტექსტები, მიზანსცენები. ფაქტობრივად, მუშაობა თავიდან დავიწყეთ, მაგრამ ეს გაცილებით საინტერესო, სახალისო გამოვიდა და შედეგიც ასეთივე მგონია. სპექტაკლის ქართულ ვერსიაშიც იმავე როლს შევასრულებ. მე და მარიამ ჩუხრუკიძე დუბლებში ერთმანეთს შევცვლით. ჩემი აზრით, ეს ზღაპარი-სპექტაკლი 4-დან 11 წლამდე მოზარდებს დააინტერესებს: მხიარულია, მსუბუქი, სიყვარულს ეხება...


- ბატონო დათო, როგორც ვიცი, ამ თეატრში "თაგუნები და ყველი" თქვენი პირველი ნამუშევარია. რა გათვლა და სათქმელი გქონდათ ამ ზღაპრის დადგმისას?

დავით ნიკოლაძე:
- ათი წელი თურქეთში ვცხოვრობდი. როცა საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა რუსთაველის თეატრში დავიწყე. შემდეგ შემცირებაში მოვყევი და გარკვეული ხნის მერე დიმა ხვთისიაშვილს მივმართე. ის თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანთან ერთად, ჩვენი პედაგოგი იყო, მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ამიტომ გადავწყვიტე, მისთვის რამდენიმე პიესა დასადგმელად შემეთავაზებინა. ისინი მოზარდ მაყურებელთა თეატრის შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. დიმას პიესების არჩევანი მოეწონა, მაგრამ მითხრა, რომ ამ ეტაპზე სჭირდებოდა მცირე სცენაზე რუსული და ქართული ისეთი წარმოდგენა, რომელიც დაწყებითი კლასის მაყურებელზე იქნებოდა გათვლილი. ამიტომ დიმამ თავად შემომთავაზა ის პიესა, რომელზეც ვიმუშავეთ. ის რუსეთში ბევრგანაა დადგმული. როცა წავიკითხე, მომეწონა, ბევრი რამ გადავაკეთეთ და ზღაპრული ფორმით შევეცადეთ გვესაურა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სიყვარულის ნიჭი და ძალა, ურთიერთგატანა, მსხვერპლის გაღება ამ გრძნობისთვის და ა.შ. ჩვენს სპექტაკლში ჯადოქარი კატა ეხმარება თაგვებს პრობლემების გადალახვაში, მშობლებიც შერიგდებიან, შვილებს ქორწინების უფლებას მისცემენ და ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.