რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
font-large font-small
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი

Представляю, что творится в Тбилиси, ликует вся страна, ликует столица Грузии, тбилисцы овладели этим Кубком!
ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რის, კო­ტე მა­ხა­რა­ძის ამ სიტყ­ვებ­მა 1981 წლის 13 მა­ი­სის ღა­მეს ლა­მის მთე­ლი თბი­ლი­სი ქუ­ჩებ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა და ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნი­სა­კენ და­იძ­რა. ამ საქ­ცი­ე­ლის­კენ არც ბა­ტონ კო­ტეს და არც ვინ­მე სხვას მო­უ­წო­დე­ბია, მაგ­რამ ხალ­ხი ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად სწო­რედ ჩვენს საყ­ვა­რელ სპორ­ტულ არე­ნა­ზე შე­იკ­რი­ბა. თბი­ლი­სი და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მო­პო­ვე­ბას ზე­ი­მობ­და.



ფეხ­ბურ­თი და სტა­დი­ო­ნი, ეს რა­ღაც მა­რა­დი­უ­ლი ფე­ნო­მე­ნია, მი­სი ტრი­ბუ­ნე­ბი კი ჩვე­ნი ერ­თო­ბის, პო­ზი­ცი­ი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­სა თუ რი­გი­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის თავ­შეყ­რის, ზოგ­ჯერ გა­მარ­ჯ­ვე­ბის, ბო­ლო წლებ­ში კი ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბის ად­გი­ლია. თუმ­ცა, ფეხ­ბურ­თის გურ­მა­ნე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე, სწო­რედ ამ სტა­დი­ონ­ზე და­დი­ოდ­ნენ ბო­რის პა­ი­ჭა­ძის, მი­ხე­ილ მეს­ხის, და­ვით ყი­ფი­ა­ნის, რა­მაზ შენ­გე­ლი­ა­სა და მა­თი და­რი კო­რი­ფე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ფეხ­ბურ­თ­მა ქარ­თულ მი­წა­ზე მო­ი­კი­და ფე­ხი. იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში სტა­დი­ო­ნი არც არ­სე­ბობ­და და ახალ­გაზ­რ­დე­ბი ბურთს იპოდ­რომ­ზე დას­დევ­დ­ნენ, რო­მე­ლიც დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან დღე­ვან­დელ მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბემ­დე მდე­ბა­რე­ობ­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იპოდ­რო­მი პირ­ველ რიგ­ში, დო­ღი­სა და ჯი­რი­თის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ ყო­ველ­თ­ვის არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. ამი­ტომ "სო­კო­ლის" გუნ­დის წევ­რებ­მა კა­პი­ტა­ლისტ ფრი­დო­ნოვს სთხო­ვეს, დი­დუ­ბე­ში­ვე, ელი­ზა­ვე­ტას ქუ­ჩა­ზე (მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა) მათ­თ­ვის და­ეთ­მო ხრი­ო­კი მინ­დო­რი. ფრი­დო­ნო­ვი შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი არც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბი­ჭებს ის მინ­დო­რი კი აჩუ­ქა და სწო­რედ აქ, 1911 წელს მო­ეწყო თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლი­სის დი­ნა­მოს პირ­ვე­ლი სტა­დი­ო­ნი, ტრი­ბუ­ნე­ბით, 1927 წელს პლე­ხა­ნო­ვის პროს­პექ­ტ­ზე, თბი­ლი­სის ქვე­ი­თი ჯა­რის შე­ნო­ბის წინ, კი­ნო­თე­ატრ "ა­პო­ლოს" გვერ­დით აშენ­და. ახ­ლა იქ დი­დი არ­კი­ა­ნი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია. ბა­ლა­ხის საფ­რი­ან მინ­დორ­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვი იყო, ბი­ჭე­ბი ხრი­ოკ მო­ე­დან­ზე თა­მა­შობ­დ­ნენ ფეხ­ბურთს, თუმ­ცა აზარ­ტი არა­ვის აკ­ლ­და. არ­ც­თუ ისე იშ­ვი­ა­თად უხე­ი­როდ დარ­ტყ­მუ­ლი ბურ­თი პლე­ხა­ნო­ვის პროს­პექ­ტ­ზე ვარ­დე­ბო­და, სა­დაც ტრამ­ვაი ჯერ კი­დევ და­დი­ო­და და ვიდ­რე ბურთს მო­ე­დან­ზე და­აბ­რუ­ნებ­დ­ნენ, თა­მა­შიც დრო­ე­ბით წყდე­ბო­და.

იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის ფეხ­ბურ­თი უკ­ვე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და დღის წეს­რიგ­ში დად­გა დი­დი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხი. 1932 წელს გა­მოცხად­და კი­დეც კონ­კურ­სი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტ­ზე, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რ­და არ­ქი­ტექ­ტორ­მა, არ­ჩილ ქურ­დი­ან­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა. მა­ნამ­დე ასე­თი მასშ­ტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი არე­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენ­ში არა­ვის ჰქონ­და. ამი­ტო­მაც არ­ჩილ ქურ­დი­ან­მა შე­ის­წავ­ლა მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გ­რა­დი­სა და ხარ­კო­ვის სტა­დი­ო­ნე­ბი და შექ­მ­ნა ახა­ლი ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­ში.
ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ქურ­დი­ა­ნის­თ­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. არ­ქი­ტექ­ტორს ბევ­რი რამ უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა: დაწყე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბით. სა­ბო­ლო­ოდ, მან ყვე­ლა ამ სირ­თუ­ლეს ჩი­ნე­ბუ­ლად გა­არ­თ­ვა თა­ვი და დი­დუ­ბე­ში, მუშ­თა­ი­დის გვერ­დით ძა­ლი­ან ლა­მა­ზი "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი ააგო. სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის 6 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი გა­მო­ი­ყო, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი 1933 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყო. ეს იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სპორ­ტუ­ლი ნა­გე­ბო­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. სტა­დი­ო­ნის სა­ერ­თო სიგ­რ­ძე 150 მეტ­რი, სი­გა­ნე კი _ 100 მეტ­რი იყო. სა­თა­მა­შო მინ­დო­რი, შე­სა­ბა­მი­სად _ 110 და 72 მეტ­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის ტრი­ბუ­ნე­ბი სა­მი­ა­რუ­სი­ა­ნი, ხო­ლო ჩრდი­ლო და სამ­ხ­რეთ ტრი­ბუ­ნე­ბი ორი­ა­რუ­სი­ა­ნი იყო. მათ­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში 23 ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეტე­ო­და, ხო­ლო ტრი­ბუ­ნე­ბის ქვეშ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი მო­ეწყო. სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნია 1935 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა და პირ­ვე­ლი მატ­ჩიც მა­შინ გა­ი­მარ­თა. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პირ­ველ­მა ნაკ­რებ­მა მე­ო­რე გუნდს მო­უ­გო, მომ­დევ­ნო წლი­დან კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბიც და­იწყო.

პირ­ველ სე­ზონ­ში, სა­კავ­ში­რო სპორ­ტ­კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" რა­ტომ­ღაც სა­გა­ზაფხუ­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის "ბ" კლას­ში ათა­მა­შეს. რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სუსტ მე­ტო­ქე­ე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, მაგ­რამ სამ­ხ­რე­თე­ლებ­მა ყვე­ლას აჯო­ბეს, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს და "ა" კლას­ში თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

1936 წლის 7 სექ­ტემ­ბერს სტარ­ტი აიღო სა­შე­მოდ­გო­მო ჩემ­პი­ო­ნატ­მა. უძ­ლი­ე­რეს­თა ლი­გა­ში ქარ­თ­ველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა პირ­ველ მატ­ჩ­ში კი­ე­ველ თა­ნაკ­ლუ­ბე­ლებს უმას­პინ­ძ­ლეს და ფრე ითა­მა­შეს. სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­ამ არ შე­მოგ­ვი­ნა­ხა, ვინ გა­ი­ტა­ნა პირ­ვე­ლი გო­ლი ჩვენს სტა­დი­ონ­ზე. იმ სე­ზონ­ში თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ე­ლებ­მა მე­ტო­ქე­თათ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კარ­გად ითა­მა­შეს და სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­სა­მე, ხო­ლო თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობ­დ­ნენ შემ­დ­გომ წლებ­შიც. თა­სის გა­თა­მა­შე­ბებ­სა და სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში ისი­ნი არა­ერ­თხელ იდ­გ­ნენ ძა­ლი­ან ახ­ლოს უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლებ­თან, მაგ­რამ იმ­ხა­ნად და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი მოქ­მე­დებ­და: ჩემ­პი­ო­ნიც და თა­სის მფლო­ბე­ლიც მხო­ლოდ მოს­კო­ვის გუნ­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო _ "სპარ­ტა­კი" ან "დი­ნა­მო".
თბი­ლი­სურ­მა კლუბ­მა ამ კა­ნო­ნის დარ­ღ­ვე­ვა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა, რო­დე­საც 1964 წელს ოქ­როს მატ­ჩ­ში 4:1 და­ა­მარ­ცხა მოს­კო­ვის "ტორ­პე­დო" და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. მა­ნამ­დე კი ჩვე­ნი სტა­დი­ო­ნის ჩრდი­ლო­ე­თის ტრი­ბუ­ნებს კი­დევ ერ­თი და­ე­მა­ტა და და­საჯ­დო­მი სკა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 36 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და.

ოქ­როს მედ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თის ბუ­მის ახა­ლი ტალ­ღა წა­მო­ვი­და, ტრი­ბუ­ნე­ბი ვე­ღარ იტევ­და გულ­შე­მატ­კივ­რებს და 1967 წელს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია და­იწყო. იმ­ხა­ნად მოს­კო­ვი კრძა­ლავ­და მას­შ­ტა­ბუ­რი სპორ­ტულ ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცკ-ის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე მა­ინც ახერ­ხებ­და მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. 1961 წელს, თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე გა­იხ­ს­ნა, 1966 მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი ამუ­შავ­და, შემ­დეგ კი დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის­თ­ვის 9 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თიც გა­მოს­ტყუა მოს­კოვს.

რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია კვლავ არ­ჩილ ქურ­დი­ანს და­ე­ვა­ლა. ამის გა­კე­თე­ბა მის­თ­ვის უდა­ვოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტრა­გე­დია იყო, ვი­ნა­ი­დან ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი. არ­ჩილ ქურ­დი­ან­თან ერ­თად პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობ­და მი­სი შვი­ლი, გია ქურ­დი­ა­ნი და კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი შალ­ვა გა­ზაშ­ვი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად ტრი­ბუ­ნე­ბი 100 ათა­სი მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოს­კოვ­მა ვე­ტო და­ა­დო ამ პრო­ექტს, აქა­ო­და, 100-ათა­სი­ა­ნი სტა­დი­ო­ნი მხო­ლოდ მოს­კო­ვის "ლუჟ­ნი­კე­ბის" სტა­დი­ო­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მატ­ჩებს სა­შუ­ა­ლოდ 40-50 ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წ­რე­ბო­და, ამ­დენ მა­ყუ­რე­ბელს კი ერ­თად აღე­ბუ­ლი მოს­კო­ვის ოთხი­ვე გუნ­დი ვერ აგ­რო­ვებ­და. სა­ბო­ლო­ოდ ორი­ა­რუ­სი­ა­ნი ტრი­ბუ­ნე­ბი ააგეს 75 ათა­სი მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის. 30 მეტ­რის სი­გა­ნის რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­ხუ­რა­ვი წვი­მი­სა­გან იცავ­და 50 ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრი­ბუ­ნე­ბის ქვეშ გან­თავ­სე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. ასე­ვე თით­ქ­მის უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა სა­თა­მა­შო მინ­დ­ვ­რის ზო­მე­ბი 105-70 მ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ეწყო 8 სარ­ბე­ნი ბი­ლი­კი. აღად­გი­ნეს სა­თა­და­რი­გო მო­ე­და­ნიც. სტა­დი­ონს ლე­ნი­ნის სა­ხე­ლო­ბის "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი და­ერ­ქ­ვა (1953 წლამ­დე, ვიდ­რე ლავ­რენ­ტი ბე­რია ცოცხა­ლი იყო, "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი მი­სი სა­ხე­ლო­ბის იყო).

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არე­ნის სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნია 1976 წლის სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს მო­ეწყო. 80 ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ფეხ­ზე ამ­დ­გა­რი ტაშს უკ­რავ­და არ­ქი­ტექ­ტო­რებს, მშე­ნებ­ლებ­სა და თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლებ­მაც სწო­რედ იმ წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თა­სის გა­თა­მა­შე­ბის ფი­ნა­ლურ მატ­ჩ­ში 3:0 და­ა­მარ­ცხეს ერევ­ნის "ა­რა­რა­ტი" და პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვეს ეს პრეს­ტი­ჟუ­ლი პრი­ზი. პირ­ვე­ლი მატ­ჩი ამ დი­დე­ბულ სტა­დი­ონ­ზე სულ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბის სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა­ში ჩვენ­მა გუნ­დ­მა 3:0 და­ა­მარ­ცხა უელ­სის კარ­დიფ-სი­ტი, პირ­ვე­ლი გო­ლი კი ვლა­დი­მირ გუ­ცა­ევ­მა გა­ი­ტა­ნა. იმ სე­ზონ­ში ქარ­თ­ველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ნო­დარ ახალ­კა­ცის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, კვლავ მო­ი­პო­ვეს სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი, რო­გორც სა­გა­ზაფხუ­ლო, ასე­ვე სა­შე­მოდ­გო­მო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში. აღ­მავ­ლო­ბის გზა­ზე დამ­დ­გა­რი კლუ­ბის თა­მა­შის სა­ნა­ხა­ვად კვლავ ყვე­ლა­ზე მე­ტი, 45-50 ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იკ­რი­ბე­ბო­და სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო მატ­ჩე­ბის დროს კი ბი­ლე­თე­ბის შოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. შავ ბა­ზარ­ზე მა­თი ფა­სი 100-120 მა­ნეთს აღ­წევ­და. 1979 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, ჩვე­ნი "დი­ნა­მო­სა" და ინ­გ­ლი­სის "ლი­ვერ­პუ­ლის" ჩემ­პი­ონ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბის მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად, თავ­ს­ხ­მა წვი­მის მი­უ­ხე­და­ვად, სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე სა­რე­კორ­დო, 110 ათა­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­იკ­რი­ბა. ის და­უ­ვიწყა­რი მატ­ჩი ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა 3:0 მო­ი­გეს, რაც მთა­ვა­რია სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებ­მა ასეთ დატ­ვირ­თ­ვა­საც გა­უძ­ლეს. ის დღე არ­ქი­ტექ­ტორ-კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის და მშე­ნებ­ლე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბის დღეც იყო. 1990 წლი­დან ქარ­თ­ველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. იმა­ვე წლი­დან "დი­ნა­მოს" არე­ნას ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, ხო­ლო 1995 წლი­დან "ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნი" ჰქვია. 2006 წელს ჩვე­ნი სტა­დი­ო­ნი კი­დევ ერ­თხელ გა­ნა­ახ­ლეს. დღე­ვან­დე­ლი მოთხოვ­ნე­ბის თა­ნახ­მად, და­მონ­ტაჟ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სკა­მე­ბი, რის გა­მოც ტრი­ბუ­ნე­ბის ტე­ვა­დო­ბა 50500-მდე შემ­ცირ­და. იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რის პირ­ველ მატ­ჩ­ში საფ­რან­გე­თის ნაკ­რებს უმას­პინ­ძ­ლა. შეხ­ვედ­რა კვლავ 3:0 დამ­თავ­რ­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სტუმ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ...

გოგი ფრანგიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
13.10.2017
კარგი სტატიაა. გმადლობთ!
ILIA
12.10.2017
ნოსტალგია ...
Georgia
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.