კვლევების თანახმად, 2025 წლისთვის ყოველი მეორე ბავშვი აუტიზმის სპექტრის მქონე იქნება
font-large font-small
კვლევების თანახმად, 2025 წლისთვის ყოველი მეორე ბავშვი აუტიზმის სპექტრის მქონე იქნება
"თუ პრობლემურია, ნუ გამოიყვან ავადმყოფ ბავშვს სახლიდანო"

ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2025 წლისთვის, ყოველ მეორე ახალშობილს აუტისტური სპექტრის აშლილობა ექნება... ამერიკის დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, 2014 წელს დაბადებული ყოველი 68-ე ბავშვი აუტიზმის მქონეა. ეს მონაცემი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია (როცა ყოველი 88-ე ბავშვი იყო აუტიზმის მქონე). ბიჭებში მათი რაოდენობა 4%-ით მეტია.


როგორც აღმოჩნდა, ამ მძიმე რეალობას ვერც საქართველო გაექცევა.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ სახელმწიფოს ამ პრობლემასთან ბრძოლის გამოცდილება არა აქვს, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭიროა თერაპია, იგივე, ბიო-­ფსი­ქოემოციური რეაბილიტა­ცია - გა­მოყენებით-ქცევითი ანალიზი. ეს არის ერთადერთი თერაპია, რომელსაც სამეცნიერო მტკიცებულება აქვს და რომელიც სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია მეტყველებისა და ოკუპაციური თერაპია.

საქართველოში სხვადასხვა მი­ზე­ზის გამო არ არსებობს სტატისტიკა აუტიზმის სპექტრის მქონეთა შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 7 ათასს აჭარბებს.
ბავშვთა ფსიქიატრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტი, მედეა ზირაქაშვილი ამბობს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანთა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება.

აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება და წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევისა და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა. მისი გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა, ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის საქართველოშიც.
- აუტიზმის მქონე ადამიანების რაოდენობის გაზრდა, ერთი მხრივ, შესაძლოა, საზოგადოების მეტი ინფორმატიულობით იყოს გამოწვეული, თუმცა, არც გარემო პირობების ზეგავლენა უნდა გამოვრიცხოთ. აუტიზმი ეპიგენეტიკური სინდრომია და გარემო ფაქტორები და გენეტიკური წინასწარი განწყობის ერთობლიობა, დიაგნოზის კლინიკურ გამოვლინებას ქმნის... რაც შეეხება აუტიზმის პრევენციასა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს, აუცილებელია, ადრეულ ეტაპზევე მოხდეს მდგომარეობის იდენტიფიცირება და მშობელმა ქცევით თერაპიაზე ზრუნვა დაიწყოს. 18 თვიდან იწყება სიმპტომების გამოვლენა; ასაკთან ერთად კლინიკა იშლება. ეს არ არის დაავადება, ეს მდგომარეობაა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არ არსებობს, გაუმჯობესება კი შესაძლებელია სწორი და დროული მკურნალობისას...

ნანა, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდის დედა:

- ჩემი შვილი სკოლის გარდა, დღეში 2-საათიანი თერაპიით იყო დატვირთული. ახლა შეწყვიტეს, თანხები არ გვაქვსო. არადა, დღეში 58 ლარი გვჭირდება... თვეში თერაპიის ღირებულება, 1.160 ლარამდე ადის... ეს ის მინიმუმია, რასაც შვილისთვის ვაკეთებ. თერაპია სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული არაა.
ჯანდაცვის სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში, აუტიზმის მქონე 0-დან 7 წლამდე ბავშვებს ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ეს პროგრამა ადრეული განვითარების პედაგოგის მომსახურებას ითვალისწინებს. თვეში ბავშვზე 144 ლარია გამოყოფილი და რიგითობის პრინციპითაა - უპირატესობა ინსტიტუციებში მყოფ, რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ენიჭებათ.

რაც შეეხება თერაპიის ღირებულებას, ფასი ყველგან განსხვავებულია: ერთგან ვიზიტი (1 საათი) 12 ლარია, მეორეგან - 29, მესამეგან - 40 ლარი. თერაპია უწყვეტი უნდა იყოს, მაგრამ მშობლები ამხელა თანხებს ვეღარ ვიხდით.

ნატო ნაცვლიშვილი, მშობელი:

- პრობლემებს ძალიან ბევრი მიმართულებით ვაწყდებით. ის სკოლები, რომლებსაც შშმ ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლება აქვთ, სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ. ერთი შეხედვით, პროგრამა გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში არ გვაქვს, რადგან რბილად რომ ვთქვათ, საკმარისი არ არის... სახელმწიფოსგან ცოტა უფრო მეტი ხელშეწყობა რომ გვქონდეს, სხვა შედეგები გვექნებოდა. ჩემნაირი მშობელი ყოველდღიურად აწყდება დაბრკოლებებს ყველა თერაპიაზე. მაგალითად, ერთი დამატებითი გაკვეთილი სენსორული თერაპიის 30 ლარი ღირს. არაფერს ვამბობ იპოთერაპიაზე. ეს არის ცხენზე ჯირითი. იმ ბავშვებს, ვისაც სენსორული შიმშილი აქვს, ბეწვზე შეხება სჭირდება. ამას ემატება, მუსიკალური, ოკუპაციური და მეტყველების თერაპია, აგრეთვე ცურვა... ყველა მშობელს არა აქვს ამის საშუალება და ბავშვიც სასურველ შედეგს ვერ აღწევს... რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, თბილისშიც კი არ არის ასეთი ბავშვების მისაღებად კერძო კლინიკები, საავადმყოფოები თუ პოლიკლინიკები. ჩემსას რენტგენის გადაღება დასჭირდა და ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კლინიკაში ძალიან დიდ პრობლემას გადავაწყდით... ასეთ კლინიკებს ერთი ფსიქოთერაპევტი მაინც უნდა ჰყავდეს, რომ ასეთ ბავშვებს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გაკოჭვა არ დასჭირდეთ...

- დაზღვევით სარგებლობთ?

- დიახ, მაგრამ აქაც არის გარ­კვეული პრობლემები. ასეთ ბავშვებს ჩვეულებრივ სტომატოლოგთან ვერ მიიყვან, აუტიზმის სპექტრის მქონე სპეციალისტთან კი, ერთი კბილის დაბჟენა 600 ლარი ღირს, ნარკოზით კეთდება და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისთვის. - თუ პრობლემურია, ნუ გამოიყვან ავადმყოფ ბავშვს სახლიდანო, - ასე მითხრეს ზოომაღაზიაში...
ამ საკმაოდ მძიმე რეალობის გათვალისწინებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები გამოსავლის პოვნას თავად შეეცადნენ: აქცია `მე აქ ვარ~, - აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს უკეთესი მომავლისთვის ქალაქის შენებაში დაეხმარება... ამ წარწერით სტიკერები დიდი სუპერმარკეტების ქსელებში იყიდება.

თათია მელაშვილი, მშობელი:

- პროექტის - `მე აქ ვარ~-ის მიზანი აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ეროვნული ცენტრის შექმნაა, რომელიც `აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდთან~ ერთად და მისი დახმარებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების სიცოცხლის განმავლობაში მოვლისა და ზრუნვის სერვისების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ასევე, აუცილებელია ამ სპექტრის მქონე მოზარდი და მოზრდილი ინდივიდებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების სწავლება; ქცევის 24-საათიანი მონიტორინგი და მართვა.
ეს არის პირველი რეგიონული ცენტრი, აუტიზმთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციებისა და კვლევების მოსაწყობად. ახალი სახლის საშუალებით მოხდება კვალიფიციური კადრების გადამზადება; საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. ჩვენი პროექტის ამოცანაა, მოზარდი და მოზრდილი აუტიზმის მქონე ადამიანებისათვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა; საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; აუტიზმის მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია საზოგადოებაში... ბოლო ამერიკული კვლევების თანახმად, 2025 წლისთვის, ყოველი მეორე ბავშვი ასა-ს მქონე იქნება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნინო ჯინჯოლავას თქმით, სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ ადრე 600 ბავშვიდან ერთს ჰქონდა აუტიზმის სპექტრი, ახლა უკვე 100-დან ერთს აქვს...
- აუტიზმს თავის სპექტრი და რამდენიმე გრადაცია აქვს. ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ პროგრამაში ჩართულთა და მომლოდინეთა რეჟიმის შესახებ სრულ ინფორმაციას ვფლობთ. საქმე ის არის, რომ დიაგნოზი გაძნელებულია, მშობლები ზოგჯერ რეალობას ვერ იღებენ, ან ვერ ხვდებიან. სახელმწიფოს, თბილისსა და რეგიონებში, აქვს ადრეული, 0-დან 7 წლამდე ბავშვების განვითარების პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ დიაგნოზს მოიცავს, რომელიც განვითარებას აფერხებს. მათ შორის არის აუტიზმი... ძირითადი პროგრამები აქვს თბილისის მერიას. საკმაოდ ბევრი ცენტრი აქვთ და თუ არ ვცდები, 600-მდე ბავშვი ჰყავთ... მომლოდინეთა რიგებთან დაკავშირებით, იყო რეგიონებში მცხოვრებლების პრობლემა, ამ პროგრამით მხოლოდ 2015 წლის 1-ლ ივლისამდე თბილისში რეგისტრირებული ბავშვები სარგებლობდნენ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს მოგვარდა...

- რეგიონებში ასეთი ტიპის ცენტრები არ არსებობს?

- კი. როგორ არა, ქუთაისში გვაქვს ორი ცენტრი, რომელსაც ქალაქის მერია აფინანსებს. ერთ ცენტრში 12 ბავშვია, მომლოდინე - 17. მეორეში - 24, მომლოდინე - 5... ზუგდიდის ცენტრში, 25 ბავშვია და 5 მომლოდინეა. მათაც ადგილობრივი მერია აფინანსებს და მიმდებარე ქალაქებიდან წამოსულ ბავშვებს, ამ ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უფინანსებენ. ზოგიერთმა დონორი ორგანიზაცია მოიძია. მაგალითად, ბათუმში გვაქვს 3 ცენტრი, სადაც 300 ლარს ქალაქის მერია იხდის, დანარჩენს კი - დონორი...

- მშობლების თქმით, მხოლოდ 20 საათი ფინანსდება, რაც საკმარისი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ, დანარჩენ საჭიროებებზე. ამ პრობლემების შესწავლა თუ ხდება სახელმწიფოს მხრიდან?

- დიახ, ხდება, ადრეული განვითარების პროგრამაში, სადაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები ხვდებიან, კვირაში 8 საათი ფინანსდება. ინდივიდუალური განვითარების გეგმა დგება, საჭიროების მიხედვით, მათ სხვადასხვა თერაპიას სთავაზობენ, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. აუტიზმის ცენტრები თვითმმართველობის დაფინანსების ქვეშაა. ახლა ვმუშაობთ, რომ სახელმწიფოს დაფინანსებაში გადმოვიდეს.


ლალი პაპასკირი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.