"ვამაყობთ შენით, გრიგოლ!"
font-large font-small
"ვამაყობთ შენით, გრიგოლ!"
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"


საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.
კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით _ Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. მეორე ადგილი, 185 ქულით ქართველ მომღერალ გრიგოლ ყიფშიძეს ერგო, ხოლო მესამეზე ავსტრალიელი გავიდა. კონკურსის შედეგებს სოციალურ ქსელებში კრიტიკულად ეხმაურებიან ცნობილი ქართველები:



სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:
"ჩვენი საამაყო ბიჭი მოგებული იყო, რომ არა საკუთარი ქვეყნის ჟიურის გადაწყვეტილება, რამაც 3 ქულის სხვაობით მეორე ადგილზე გაიყვანა. ვამაყობთ შენით, გრიგოლ! ორმა წევრმა განაცხადა, რომ არ მიუციათ უმაღლესი შეფასება, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, მეორე ან მესამე ადგილზეც რომ გაეყვანათ და დანარჩენ წევრებს პირველზე ან თუნდაც მესამეზე, საშუალო არითმეტიკულით მაინც 12, ანუ ყველაზე მაღალი შეფასება ექნებოდა, გააჩნია სხვა ქვეყნების განლაგებას და ასევე ჟიურის სხვა წევრების ქულებს!"
ანრი ჯოხაძე, მომღერალი:
"ქვეყნის დემორალიზება 12 ქულასაც შეუძლია... "ღრუზინული ჟიური"
კახა მამულაშვილი (მამულიჩა), მუსიკალური პროდიუსერი:
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
გიორგი ხაბურძანია, პროდიუსერი:
"სერგო ორჯონიკიძე მჯდარა ევროვზიის ჟიურიში".
კოკო როინიშვილი, მსახიობი:
"რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში ქართველების მინიჭებული 12 ქულით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ჩვენი ფულით დაფინანსებულ არხზე) ოკუპანტების დროშა აფრიალეს. სირცხვილია... სახელმწიფოებრიობის შეგრძნება რატომ არ გვაქვს? არ შეიძლება, რომ უარი ვთქვა ჩემს წილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში? არ მინდა, რომ ეს არხი დავაფინანსო 1 თეთრითაც კი..."
ირაკლი მაისურაძე, ჟურნალისტი:
"სირცხვილია "დამოუკიდებელი" ჟიური. გრცხვენოდეთ, თქვენი სახელი ყველა ქართველმა უნდა იცოდეს".
გიორგი უძილაური, ჟურნალისტი:
"საბავშვო ევროვიზია 2017 თბი­ლისში რუსმა გოგონამ მოიგო, რასაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური გარჩევები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი გაბრაზდა რუსი ბავშვის თბილისში გამარჯვებაზე და ჟიურის ქართული ნაწილის მიერ მიცემულ ქულებზე. როგორც ჩანს, ბევრს სურდა, თბილისის ევროვიზიაზეც ქართული მხარე ისევე მოქცეულიყო, როგორც ნოემბრის დასაწყისში, თბილისში გამართულ მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ ბავშვებს სულ ოკუპანტები ეძახეს. ასეთი რეაქციებით საქართველო კომიკურ სიტუაციაში ვარდება. ერთსა და იმავე თბილისში რუს ბავშვებს ოკუპანტებს უწოდებენ და იმავე თბილისში რუს ტურისტებს (რომელთაგან კაცმა არ იცის, რამდენს უომია 2008-ში ქართველების წინააღმდეგ) გაბადრული სახეებით ეხვეწებიან, _ მობრძანდით, ღვინო უფასოდ დაგვიჭაშნიკეთო...
რეალურად, ეს ყველაფერი არც პატრიოტიზმით აიხსნება და არც ბავშვებზე ლაჩრული შეტევებით. მსგავსი კომპლექსები დამარცხებული საზოგადოების თვისებაა.
ამიტომ, საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია. საქართველო ნელ-ნელა მაინც ნორმალური ფსიქიკის სახელმწიფოდ ყალიბდება, სადაც კონკურსები და შეჯიბრებები განყენებული ხდება პოლიტიკისა და ისტორიისგან".
"ფეისბუკის" პირად გვერდზე განმარტება გააკეთა ჟიურის წევრმა, მომღერალმა სოფო გელოვანმა:
"საწყენია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მით უმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებას ყველაზე მეტად იმსახურებდა! საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო, რომ იძულებული გავხდი, საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა, ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს, არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის".
განმარტების გაკეთება მოუხდა ასევე "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელ ზაზა შენგელიას, რადგან ბევრს ეგონა, რომ ისიც ამ კონკურსის ჟიურის წევრი იყო:
"მეგობრებო, მინდა, სიცხადე შევიტანო "ფეისბუკზე" გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე. მე ვიყავი იმ ჟიურის თავმჯდომარე, რომელმაც გამოავლინა წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის ვინაობა. ჩვენ მიერ შერჩეული კონკურსანტი იყო გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც საუკეთესო კანდიდატად მიმაჩნდა მაშინაც და მიმაჩნია დღესაც. აგრეთვე, ჩვენმა ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული სიმღერაც ჩვენ მიერ გამოვლენილი კონკურსანტისათვის. ჩემ გარდა, ჟიურის შემადგენლობაში მუშაობდნენ: დათო ევგენიძე, მაია ბარათაშვილი, გიორგი ასანიშვილი და ელისო შენგელია. ჟიურიმ მუშაობა 2 თვის წინ დაასრულა და ამით ფუნქციონირება შეწყვიტა. თჰატ"ს იტ! იმედია, ფაქტი ყველასათვის გასაგები გახდება, მადლობა ყურადღებისათვის P.შ. ევროვიზიის კონკურსი უკვე რამდენიმე წელია მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ხმის მიცემის ინვალიდი სისტემის გამო..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.