ჰო­ლი­ვუდის ვარსკვლავე­ბის ქართველი ფიტ­ნესინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი - ჩემ­თან ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურად ვარ­ჯი­ში, სა­ათ­ში 120 დო­ლა­რი ღირს
font-large font-small
ჰო­ლი­ვუდის ვარსკვლავე­ბის ქართველი ფიტ­ნესინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი - ჩემ­თან ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურად ვარ­ჯი­ში, სა­ათ­ში 120 დო­ლა­რი ღირს
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"


კო­კა ლან­ჩა­ვა 9 წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ცნო­ბი­ლი ფიტ­ნესდარ­ბა­ზე­ბის ქსე­ლის - "ექ­ვი­ნოქ­სის" მწვრთნე­ლია. კო­კას­თან ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი ვარ­ს­კვ­ლა­ვე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვამ­დე მას სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზის გავ­ლა მო­უხ­და. კო­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის, და­ვით ლან­ჩა­ვას შვი­ლია.


- კო­კა, რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დი ამე­რი­კა­ში?
- 2009 წელს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, ატ­ლან­ტა­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­ვე­დი. კო­ლეჯ­ში რისკმენე­ჯ­მენ­ტი და ფი­ნან­სე­ბი ვის­წავ­ლე. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აქ დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე.

- რო­გორ მოხ­ვ­დი ჰო­ლი­ვუდ­ში?

- სა­ნამ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ად­ვო­კა­ტო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შობ­დი, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ექ­ტებს გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ. შემ­დეგ ჩარ­ლ­ს­ტონ­ში გა­და­ვე­დი. აქ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნია "ემსიში" მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. დრო გა­დი­ო­და და ვხვდე­ბო­დი, რომ ოფის­ში მუ­შა­ო­ბა არ მომ­წონ­და. ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩოგ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. სპორ­ტ­ში ყოფ­ნაც ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, ამი­ტომ ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა ამ სფე­რო­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე. ამე­რი­კა­ში, 18 წლი­სა ჩა­მოვ­ფ­რინ­დი. ლოს-ან­ჯე­ლე­სი ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის იყო სა­ოც­ნე­ბო საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. უცებ სამ­სა­ხუ­რი­დან ჩარ­ლ­ს­ტო­ნი­დან სან-ფრან­ცის­კო­ში გა­დას­ვ­ლის შან­სი მო­მე­ცა. ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კა­ლი­ფორ­ნი­ის­კენ. 7 თვე­ში ლოს-ან­ჯე­ლე­ში ჩას­ვ­ლა და ამე­რი­კის მას­შ­ტა­ბით, სა­უ­კე­თე­სო ფიტ­ნესდარ­ბა­ზე­ბის ქსელ­ში "ექ­ვი­ნოქ­ს­ში" მის­ვ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე.

- რო­გორ დას­რულ­და შე­ნი მცდე­ლო­ბა?

- "ექ­ვი­ნოქ­ს­ში" ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ. ამი­ტომ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მოხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ერთ-ერთ ფი­ლი­ა­ლში მი­ვე­დი, რომ­ლის მე­ნე­ჯე­რიც მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო. და­ვი­ლა­პა­რა­კეთ, მითხ­რა, რომ ჯერ გა­მოც­დე­ბი უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და შემ­დეგ გა­სა­უბ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და. გა­მოც­დე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლია. წიგ­ნი 700-გვერ­დი­ა­ნია და მი­სი შეს­წავ­ლა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. მი­ვა­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი და მი­ნე­სო­ტა­ში ბი­ძას­თან გა­და­ვე­დი. 6 თვე დამ­ჭირ­და მა­სა­ლე­ბის შე­სას­წავ­ლად. გა­მოც­დე­ბი, სა­ა­ტეს­ტა­ტო ცენ­ტ­რ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ამის შემ­დეგ, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­დავ­ფ­რინ­დი და ფი­ტნესცენ­ტ­რის იმ ფი­ლი­ალ­ში მი­ვე­დი, სა­დაც მუ­შაო­ბის დაწყე­ბა მინ­დო­და. გა­სა­უბ­რე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

- თუმ­ცა მი­ზან­ზე უარი არ გით­ქ­ვამს და დღეს, სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მუ­შა­ობ.

- მე ვი­ცო­დი, რომ მინ­დო­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რე­ბა და "ექ­ვი­ნოქ­ს­ში" ფიტ­ნესინ­ს­ტ­რუქ­ტო­რად მუ­შა­ო­ბა. ეს ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე. ჩემს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­სა და ელექ­ტ­რო­ნულ წე­რი­ლებს არ პა­სუ­ხობ­დ­ნენ. ამი­ტომ ად­გილ­ზე მი­ვე­დი და მე­ნე­ჯერს გა­სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ ვკითხე. პა­სუხ­მა გუ­ლი ძა­ლი­ან მატ­კი­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ამიყ­ვან­დ­ნენ. გა­მო­ვე­დი და პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე, მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე. ღა­მის 4 სა­ა­თი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში უკან, მი­ნე­სო­ტა­ში ფრე­ნა მქონ­და. და­ვით­მა მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

იმ დღეს­ვე ამოვ­წე­რე "ექ­ვი­ნოქ­სის" სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი. გა­ვი­გე მე­ნე­ჯე­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ერ­თი და იმა­ვე დარ­ბაზ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მარ­ტო იმის­თ­ვის მივ­დი­ო­დი, რომ მე­ნე­ჯე­რის­თ­ვის ხე­ლი ჩა­მო­მერ­თ­მია და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვე­ნა­ხე. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად თვე-ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და. სა­ბო­ლო­ოდ, "ექ­ვი­ნოქ­სის" ყვე­ლა­ზე და­კა­ვე­ბულ ფი­ლი­ალ­ში მოვ­ხ­ვ­დი. აქ დღე­ში 2000 ადა­მი­ა­ნი ვარ­ჯი­შობს. თუ რა­მე ძა­ლი­ან გინ­და, აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ. დღეს ეს ზუს­ტად ვი­ცი.

- რო­გო­რია შე­ნი სა­მუ­შო დღე?

- დარ­ბა­ზი დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე იხ­ს­ნე­ბა. თუ ვინ­მე მყავს ჩა­წე­რი­ლი, მეც მაგ დროს მივ­დი­ვარ. კვი­რა­ში 6 დღე ვმუ­შა­ობ. ჩემ­თან ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურად ვარ­ჯი­ში, სა­ათ­ში 120 დო­ლა­რი ღირს. აქ მწვრთნე­ლის შე­ფა­სე­ბის 4 დო­ნეა. მე უკ­ვე მე­სა­მე­ზე ვარ. გვაქვს ტრე­ნინ­გე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი. თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ.

- ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან თუ გი­წევს მუ­შა­ო­ბა?

- ვმე­გობ­რობ და ვა­ვარ­ჯი­შებ Gამე ოფ თჰრონეს­-ს სცე­ნა­რისტს დე­ნი­ლე ბრეტ ვე­იზს. მი­მუ­შა­ვია, ვი­კინ­გე­ბის მსა­ხი­ობ­თან ალექ­სან­დ­რე ლუდ­ვიგ­თან და თწილიგჰტ-ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­თან - ჯე­ი­კობ ბლექ­თან. მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ნი­კო­ლაი კოს­ტერ-ვალ­დუს­თან. ჩვენ­თან ვარ­ჯი­შობს კე­ვინ ჰარ­თი. ვეხ­მა­რე­ბო­დი ლუკ ევენსს. იმის­თ­ვის, რომ მო­ვარ­ჯი­შე­ებს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მ­ნათ, დარ­ბაზ­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლია.

- რო­გო­რია შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- სა­მო­მავ­ლოდ, ჩე­მი ბიზ­ნე­სი მინ­და მქონ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი. ასე­ვე ფიტ­ნესდარ­ბა­ზი. თუმ­ცა კონ­კუ­რენ­ცია დი­დია და კარ­გი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა.

ეკა მელიქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვეცადეთ, ამ დღისთვის სპექტაკლი დაგვედგა, შემდეგ კი იმ მსახიობების ვარსკვლავები გავხსენით, ვინც თეატრი დააფუძნა
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი
დაბრკოლებები ჰერეთის გზაზე და შეხვედრა ადგილობრივ ქართველებთან
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო
"ვერაფერი გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?"
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.