როგორი ზამთარი იქნება წელს?
font-large font-small
როგორი ზამთარი იქნება წელს?
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს აღინიშნა


ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წლევანდელი ზამთარი საკმაოდ მკაცრი და ცივი იქნება - იმდენად ცივი, რომ ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მკითხველს ამ საკითხზე ესაუბრება:


- ზამთრის სეზონის დადგომამდე ხშირად ვრცელდება ასეთი ინფორმაცია: ამტკიცებენ, რომ კატასტროფულად მკაცრი ზამთარი გველის, რომ ტემპერატურა დაეცემა და ა.შ... მე პანიკის დათესვის წინააღმდეგი ვარ და მსურს მოსახლეობა დავამშვიდო: ათიოდე დღის წინ ხორვატიაში სინოპტიკოსთა დიდი ფორუმი გაიმართა, რომელიც ყოველ წელიწადს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ამ ფორუმზე სპეციალისტები ამინდის გრძელვადიან პროგნოზს ადგენენ და მას ყოველთვის ესწრება გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოდან. წელს ხორვატიაში თქვეს: 2017-2018 წლის ზამთარი არ იქნება ძალიან მკაცრი - ეს ეხება არა მარტო კავკასიის რეგიონს, არამედ ევროპის ქვეყნებსაც. უფრო მეტიც, წლევანდელ ზამთარში ტემპერატურა ჩვეულებრივზე 1 გრადუსით მაღალი იქნება ან ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება.

- საინტერესოა, როდის აღინიშნა ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში?

- ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს დაფიქსირდა, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. როგორც სინოპტიკოსს, საკმაო გამოცდილება მაქვს და გამორიცხულია, წელს თბილისში ასეთი დაბალი ტემპერატურა იყოს. საქართველოს მთაში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბლაც ეცემა, მაგრამ თბილისში ასეთი დაბალი ტემპერატურა ბოლო ათწლეულებში არასოდეს ყოფილა. სინოპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო, ხოლო 2013-2014 წლებში თბილისში -14 გრადუსი ყინვაც დაფიქსირდა, ოღონდ, -20 გრადუსი - არა. ისე კი, ისეთ კლიმატურ ზონაში ვცხოვრობთ, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი საკმაოდ ცივი თვეებია, თუმცა ანომალიები ყოველთვის იყო და მომავალშიცაა მოსალოდნელი. მაგალითად: იყო წლები, როცა იანვარში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღალი იყო და ისე თბილოდა, რომ ტყემალი აყვავდა. ყოფილა შემთხვევა, მაისში თოვლი რომ მოსულა - ეს უკვე ანომალიაა, რომლისგანაც დაზღვეული არა ვართ. მსგავსი ანომალიები ადრეც ყოფილა, თორემ ზამთარში ყინვა და სიცივე სავსებით ნორმალური მოვლენაა ჩვენი რეგიონისთვის.

- ასეთ ანომალიებს წელსაც ხომ არ უნდა ველოდოთ?

- რაღაც გადახრები ალბათ მოსალოდნელია - შესაძლოა ტემპერატურამ ძალზე დაიწიოს ან აიწიოს. ამას წინასწარ ვერც ერთი სპეციალისტი ვერ განსაზღვრავს. საერთოდ, სეზონის პროგნოზი ძალიან რთული გასაკეთებელია. უკვე რა ხანია მუშაობენ სპეციალისტები მთელ მსოფლიოში, მაგრამ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება მაინც ჭირს: რთულია წინასწარ განსაზღვრო, როგორი ამინდი იქნება ერთი თვის ან რამდენიმე თვის შემდეგ. შეუძლებელია, ეს პროგნოზი ისევე ზუსტი იყოს, როგორც 7-10 დღის პროგნოზია. მხოლოდ ზოგადი პროგნოზის გაკეთება შეიძლება, ხორვატიაშიც ზოგადი დასკვნა გააკეთეს, რომ წლევანდელი ზამთარი მკაცრი არ იქნება.

- ქალბატონო სვეტა, დეკემბერი როგორი იქნება?

- დეკემბრის პროგნოზი ასეთია: ამინდი ნორმის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოში საკმაოდ თბილი ამინდებია მოსალოდნელი - იქ ტემპერატურა 15-20 გრადუსამდეც კი გათბება, თუმცა ცივი ამინდებიც გვექნება და ეს დეკემბერში ბუნებრივია.

- უკვე წლებია, ამ საქმეს ემსახურებით. რა განსხვავებაა სინოპტიკოსების ახლანდელ და 20-30 წლის წინანდელ საქმიანობას შორის?

- დიახ, 1974 წლიდან ამ საქმეს ვემსახურები - უნივერსიტეტი დავამთავრე და მაშინვე ჰიდრომეტცენტრში მივედი სამუშაოდ. ახლა მეცნიერება წინ წავიდა, პროგნოზიც უფრო ზუსტი გახდა. წლების წინ კი, ყველაფერს ხელით ვაკეთებდით, ხელით იხაზებოდა რუკები, მეტეოროლოგიური სადგურებიდან ინფორმაცია დეპეშებით შემოდიოდა, ახლა კი, ინფორმაციას ძვირად ღირებული სადგურებიდან ვიღებთ, თანაც, ყოველ წელიწადს ახალ-ახალი სადგური იხსნება. ტექნიკური პროგრესის დამსახურებაა, რომ მოკლევადიანი პროგნოზები - 3-დან 10 დღემდე ძალიან ხშირად მართლდება. მართალია, ჩავარდნები ახლაც არის, ჩვენს საქმეში 100%-იანი სიზუსტის მიღწევა ძნელია, მაგრამ საკმაოდ წინ წავედით. წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც ძალიან გვეხმარება სწორი პროგნოზების გაკეთებაში.

- ყველაზე სანდო რომელი პროგნოზია?

- 3 დღით ადრე საკმაოდ ზუსტი პროგნოზი კეთდება. თუ წყალდიდობას ან რაიმე სტიქიურ მოვლენას ველოდებით, ყოველთვის ვავრცელებთ ინფორმაციას ამის შესახებ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. სმს-შეტყობინებებს ვუგზავნით ყველა ორგანოს, რომელსაც უამინდობის დროს პრევენციული ზომების გატარება ევალება. უამინდობა ყველაზე მეტად რეგიონებს აზიანებს - სტიქიის გამო შეიძლება მოსახლეობამ მთელი წლის სარჩო დაკარგოს, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალზე საშიშია გაზაფხულის ყინვები, რომელიც ზოგჯერ მთელ მოსავალს აზიანებს. სუბტროპიკულ ზონაში -1-3 გრადუსამდე ტემპერატურის დაცემას კატასტროფული შედეგი მოაქვს დაუკრეფავი ნაყოფისთვის, ციტრუსებისა და სხვა მცენარეული კულტურებისთვის. ყინვამ შეიძლება მთლიანად გაანადგუროს ნარგავები, რაც გასულ წლებში არაერთხელ მომხდარა. ამიტომ, რეგიონებისთვის ამინდის სწორ პროგნოზს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენც ვცდილობთ, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დროულად ვაცნობოთ შესაბამის სტრუქტურებს. რადარის დახმარებით რამდენიმე საათით ადრე შეგვიძლია მოსალოდნელი უხვი ნალექის პროგნოზირება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

- განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში როდის გიმუშავიათ?

- ექსტრემალურ სიტუაციაში მეც ბევრჯერ მიმუშავია. როდესაც რაღაც სტიქიურ მოვლენას ველოდებით, ჩვენი სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველაზე მძიმე დღეები კი 2015 წელს მომხდარი ვერეს ხეობის ტრაგედია იყო. თავზარდაცემული ვიყავი. იმ დღეებში სახლშიც არ მივდიოდით და ყველაზე მეტად ადამიანების მსხვერპლი გვადარდებდა. მართალია, ვიცოდით, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა და წყალმოვარდნები იქნებოდა, მაგრამ ვერეს ხეობაში მსგავსი რამ თუ მოხდებოდა, ვერ ვიფიქრებდით. ასეთი ტრაგედია არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან ხდება და მისგან არავინაა დაზღვეული.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
15.12.2017
ვერეს ხეობაში რაც მოხდა წინასწარ ვერ დაადგინეთ,და გიკვირთ???
მარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.